მამისა ანტონისნი |
ჰკითხა ვინმე მამასა ანტონის და ჰრქუა: რაჲ დავიმარხო და
ვცხონდე? მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: რომელი გამცნო, დაიმარხე:
ვიდრეცა ხჳდოდი, ღმერთი გაქუნდინ თუალთა წინაშე მარადის,
და რასაცა იქმოდი
საქმესა, გაქუნდინ საღმრთოთაგან წიგნთა
წამებაჲ და რომელსა ადგილსა შჯდე, ადრე ნუ აღიძრვი, არამედ
დაადგერ ადგილსა მას. სამი ესე დაიმარხე და სცხონდე.
თქუა
მამამან პიმენ, ვითარმედ: ნეტარმან მამამან ანტონა
თქუა, რამეთუ ესე არს დიდი საქმარი კაცისაჲ, რაჲთა ბრალი
თჳსი
თავსა
თჳსსა ზედა-დაიკრიბოს წინაშე ღმრთისა და მოელოდის განსაცდელთა
ვიდრე
სულისა აღმოსლვადმდე.
ჰკითხა
მამამან პანბო
მამასა ანტონის და რქუა: რაჲ ვყო?
ჰრქუა
მას ბერმან: ნუ ხარ მოსავ
სიმართლესა შენსა, ნუცამცა ინანი
საქმესა ზედა წარსრულსა და ეკრძალე ენასა
და მუცელსა.
თქუა
მამამან ანტონი, ვითარმედ: ვიხილენ ყოველნი საფრჴენი
მტერისანი, განმარტებულნი ქუეყანასა ზედა, და სულთ-ვითქუენ
და ვთქუ: ვინ-მე თანა წარჰჴდეს ამათ? და მრქუა
მე: სიმდაბლჱ
თანა-წარჰვლით მაგათ და არცაღა შეეხებიან მას.
მერმე
თქუა: არიან ვიეთნიმე, თუალთა შეიკაფნეს ჴორცნი
თჳსნი
მონაზონებასა და რამეთუ არა პოვეს განკითხვაჲ, და განეშორნეს
საღმრთოჲსა მისგან გზისა.
მერმე
თქუა: მოყუსისაგან არს ცხორებაჲ და სიკუდილი.
უკუეთუ
შევიძინოთ ძმაჲ, ღმერთი შევიძინოთ. უკუეთუ დავაბრკოლოთ
ძმაჲ, ქრისტჱს მიმართ ვცოდავთ.
მერმე
თქუა ბერმან: ვითარცა თევზი რაჲ გამოჴდის წყლისაგან
და მოკუდის, ეგრეცა მონაზონმან, უკუეთუ
ყოვნოს გარეშე
სენაკსა თჳსსა.
იტყოდა
მამაჲ ნეტარი
ანტონი, ვითარმედ: რომელი ზინ
უდაბნოსა გარე, სამისა ბრალისაგან თავისუფალ იქმნის: სმენისაგან
და ხედვისა და სიტყჳსაგან, გარნა ერთი
ხოლო აქუნ
გულის-სიტყუათა
მიმართ.
ძმამან
ვინმე ჰრქუა
მამასა ანტონის: ლოცვა ყავ ჩემთჳს, ხოლო
მან ჰრქუა მას: არცა მე შეგიწყალო, არცა
ღმერთმან, უკუეთუ
არა თავით შენით
ისწრაფდე და ითხოვდე მისგან.
თქუა
მამამან ანტონი, ვითარმედ: მოვალს ჟამი, რომელსა
შინა
კაცნი ბორგდენ და ოდესმე იხილონ
რომელნი არა ბორგდენ,
აღდგენ
და ეტყოდიან, ვითარმედ ბორგდით ამისთჳს, რამეთუ არა
მსგავს
მათა ეყოს.
თქუა
მამამან ანტონი: ვიცნი მონაზონნი, რომელნი მრავლით
ჟამით
შემდგომად დაეცნეს და გონებაჲ მიეღო
ამისთჳს,
რამეთუ
საქმეთა თჳსთა
ესვიდეს, ვითარმედ სათნო
არიან
ღმრთისა და შეურაცხ-ყვეს მცნებაჲ იგი. ვითარმედ ჰკითხე
მამასა
შენსა. გითხრას შენ და მოხუცებულთა შენთა
გაუწყონ შენ.
მერმე
თქუა: უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, რავდენგზის
ფერჴი
წარდგას, გინა რავდენი ნაწუეთი წყლისაჲ სუას
ძმამან სენაკსა
შინა, უთხრისმცა ბერთა, უკუეთუ ნანდვილვე არა სცთების
მას შინა.
მერმე
თქუა: მე არღარა
მეშინის ღმრთისა, არამედ მიყუარს,
რამეთუ
სიყუარულმან გარე
განდევნის შიში.
მერმე
თქუა: ძმამან პოვა
ადგილი, უდაბნოსა გარე, განყენებული
ფრიად, და ევედრა ძმასა
თჳსსა, რაჲთამცა უბრძანა და რქუა
მას: ვესავ ღმერთსა და ლოცვასა შენსა, რამეთუ შრომაჲ ვყო ფრიად.
და არა განუტევა იგი, არამედ რქუა
მას: ვიცი ჭეშმარიტად.
რამეთუ
ფრიად დაშურე, არამედ ამისთას, რამეთუ ბერნი
არავინ
გაქუნდეს, ვისმცა უთხარ შრომაჲ
შენი, უკუეთუ სათნო
არს ღმრთისა
და ყოლადვე-ღა ესვიდე
თავსა შენსა, რამეთუ საქმჱ მონაზონებისაჲ
მიქმნიესო და წარიწყმიდო საქმჱცა და გონებაჲცა.
მერმე თქუა: უკუეთუ მონაზონი მცირეთა დღეთა შურებოდის
და მერმე დაჴსნდეს და უდებ იყოს, ესევითარი არარას იქმს,
ვერცა მოიპოოს მოთმინებაჲ. მერმე თქუა: არასადა კეთილ არს კაცისა,
დაღათუ უნდეს კეთილის ყოფის, უკუეთუ არა ღმერთმან
დაიმკჳდროს მის შორის, რამეთუ არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ
ღმერთი. მერმე თქუა: პირველნი იგი მამანი განვიდეს უდაბნოდ,
განიკურნეს და მკურნალ იქმნეს. და მოიქცეს და სხუათა
ჰკურნებდეს, ხოლო ჩუენგანი თუ ვინმე განვიდის, ვიდრე თავისა
კურნებადმდე, სხუათაჲ ჰნებავნ
კურნებაჲ
და
ესრჱთ
კუალად-იქცის
სალმობაჲ იგი და იქმნის უკუანაჲსკნელი იგი უძჳრჱს
პირველისა.
ამისთჳს. მკურნალო, პირველად განიკურნე თავი შენი.
No comments:
Post a Comment