თქუა მამამან ელია: მე სამისა საქმისაგან მეშინის: ოდეს
სული ჩემი გუამისაგან გამოვიდოდის, და ოდეს მიჰყვანდეს წარდგომად
წინაშე ღმრთისა, და ოდეს გამოვიდოდის განჩინებაჲ ჩემთჳს.
ეტყოდეს ბერნი მამასა ელიას მამისა აგათონისთჳს, ვითარმედ:
კეთილი ძმაჲ არს. ხოლო ბერმან ჰრქუა მათ: ამას ნათესავსა
შორის კეთილ არს. ხოლო ვითარ-იგი პირველნი იყვნეს, ვიხილე
კაცი სკიტეს, რომელი შემძლებელ იყო მზისა დადგინებად ცათა
შინა, ვითარცა-იგი ისუ ნავესმან ყო.
თქუა მამამან ელია, რომელი იყო სამსახურებელსა ზედა:
რაჲ ძალ-უც ცოდვასა, სადა სინანული არს, ანუ რაჲ სარგებელ
არს სიყუარული, სადა ამპარტავანებაჲ თანა არს?
თქუა მამამან ელია, რამეთუ: ვიხილე ვინმე, რომელმან აყი
როჲთა ღჳნოჲ შეიდგა ღლიასა და რაჲთამცა განვაქიქე ეშმაკი, ვარქუ
მას: ყავ სიყუარული, ძმაო, და ფრთჱ ეგე განიჴადე. და ვითარცა
განიჴადა, არარაჲ იპოა მის თანა, რამეთუ უცნებით იყო.
ესე ამისთჳს ვთქუ: დაღათუ თუალითა იხილოთ, გინათუ გესმეს
რაჲმე, ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ რაჲ ოდენ გჳღირს კრძალვაჲ გულის-სიტყუათათჳს
და განზრახვათათჳს გონებისათა, ცნობითა დააცადეთ,
რამეთუ მათ შემოგჳთესიან იგი, რაჲთა შეაგინონ სული
განზრახვითა მით, რომელი არა შეჰგვანდა, რაჲთა უცალოთ იქმნას
გონებაჲ და არა აცალონ მოჴსენებად ღმრთისა, გინა თჳსთა ცოდვათა.
მერმე თქუა კუალად:
უკუეთუ გონებაჲ არა ფსალმუნებდეს
ჴორცთა თანა, ცუდი შრომაჲ არს, რამეთუ რომელსა უყუარდეს
ჭირი, უკუანაჲსკნელ იქმნეს იგი მისა განსუენება და სიხარულ.
მერმე კუალად თქუა, ვითარმედ: ბერი ვინმე იყოფვოდა
და საკერპოსა შინა ძუელსა მოუჴდეს მას ეშმაკნი და ეტყოდეს:
წარვედ ადგილით ჩუენით. ხოლო ბერმან ჰრქუა მათ: თქუენ ადგილი
არა-გიც. და იწყეს ბაიაჲსა მის განბნევად ერთ სახედ, ხოლო
ბერი იგი დაითმენდა მას და შეჰკრებდა. უკუანაჲსკნელ ეშმაკთა
მათ ჴელი უპყრეს მას და გამოზიდვიდეს გარე, და ვითარ მოიწია იგი
კარად, ბერმან ერთი ფერჴი მოჰკიდა კარსა მას და ჴმა-ყო: იესუ.
შემიწყალე. და მუნთქუესვე ეშმაკნი იგი ივლტოდეს. და ბერმან
იწყო ტირილად, ხოლო უფალმან ჰრქუა მას: რაჲსა სტირ? ხოლო
მან ჰრქუა, რამეთუ: ესრეთ ჴელმწიფედ შეიპყრობენ კაცსა და ესრეთ
უყოფენ. ხოლო უფალმან ჰრქუა მას: შენ უდებ-ჰყავ, უკუეთუ
არა ესე ოდეს მეძიებდ, იხილე, ვითარ-ესე მეყსეულად გეპოე
შენ. ესე ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ მრავალი შრომაჲ ჴამს და თუ
ვინმე შრომაჲ არა ყოს, ვერცა მოიპოოს ღმერთი თჳსი, რამეთუ
იგი ჯუარს-ეცუა ჩუენთჳს.
ორნი ძმანი მივიდეს მამისა ელიაჲსა, რამეთუ ჰბრძოდა მათ
ეშმაკი სიძვისაჲ. და ვითარცა იხილნა იგინი ბერმან ჴორცითა შუებულნი,
რეცა თუ ღიმილით ჰრქუა მოწაფესა თჳსსა: ძმაო, მრცხუენის
მე შენდა, რამეთუ ესრეთ განზარდენ ჴორცნი შენნი, რომელსა
მონაზონებაჲ აღგითქუამს. რამეთუ სიყჳთლჱ სიმდაბლესა
თანა სამკაულ არს მონაზონისა.
No comments:
Post a Comment