მაკარი დიდი |
გჳთხრობდა თავისა თჳსისათჳს მამაჲ მაკარი და თქუა: სიჭაბუკესა
ჩემსა ვჯედ სენაკსა შინა ჩემსა ეგჳპტეს, და მოვიდეს, შემიპყრეს
და დამადგინეს მე ხუცად დაბასა. ხოლო მე არა თავსვიდევ,
არამედწარვედ სხუასა ადგილსა. და მოვიდა ჩემდა ღმრთის
მოშიში ერისა-კაცი და მიიღის ჴელთ-საქმარი ჩემი და
მსახურებდა.
შე-ვისმე-ემთხჳა განსაცდელი ქალწულსა დაბასა შინა და
ისიძვა. და ვითარ ჰკითხეს, ვინყო ეგე შენ თანა, ხოლო მან ჰრქუა
მათ: მარტოდ-მყოფმან მან. მაშინ გამოვიდეს და შემიპყრეს და
შემიყვანეს მე დაბად. და ჩამომკიდეს მე ყელსა შებღალულები
ქოთნები და ყურები კეცისაჲ და მიმომიყვანებდეს მე დაბასა მას
შინა. მცემდეს და იტყოდეს: ამან მონაზონმან განხრწნა ქალწული
ჩუენი; დაუყავთ მაგას, დაუყავთ! და ესოდენ მგუემეს მე, მცირედ-ღა
და მო-მცა ვიდრემე-ვკუედ.
მო-ვინმე-ვიდა ბერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის მოჰკლვიდეთ
უცხოსა მაგას მონაზონსა? ხოლო მსახური ჩემი მომიდგა უკუანა
კდემული, რამეთუ აგინებდეს მას და ეტყოდეს: აჰა
ესერა, მარტოდ-მყოფმან ამან, რომელსა შენ ეწამებოდე, რაჲ
ესე-ყო ხოლო მშობელთა მისთა თქუეს: არა განუტეოთ ეგე, ვიდრემდის
მოგუცეს თავსმდები, რაჲთა ზრდიდეს მაგას. და მსახურსა
მას ჩემსა ვარქუ: თავს-მიდევ. ხოლო მე წარვედ სენაკად ჩემდა
და მივეც, რავდენი მედვა სფურიდი და ვარქუ: განყიდე ეგე და
მიართუ ცოლსა ჩემსა საზრდელი. და ვეტყოდე თავსა ჩემსა: მაკარი,
აჰა ესერა ჰპოე თავისა შენისა ცოლი, გიღირს, რაჲთა უფრორე
იქმოდი და ზრდიდე მას. და ვიქმოდე დღჱ და ღამჱ და მიუძღუანებდ
მას. და ვითარ მოუჴდა უბადრუკსა მას ჟამი შობისაჲ
და მრავალთა დღეთა იგუემებოდა და ვერ შვა, ჰრქუეს მას: რაჲ
არს ესე? ხოლო მან თქუა: ამისთჳს, რამეთუ მარტოდ-მყოფსა მას
ცილი დავსდევ, არამედ სხუაჲ არს, რომელმან ყო ჩემ თანა. მაშინ
მოვიდა მსახური იგი ჩემი სიხარულით და მითხრა მე, ვითარმედ:
ვერ შვა ქალმან მან, ვიდრემდის არა აღიარა. და აწ ყოველი
ესე დაბაჲ გამოვალს აქა დიდითა დიდებითა, რაჲთა შეინანონ.
ხოლო მე, ვითარცა მესმა ესე, აღვდეგ და წარმოვივლტოდე
აქა სკიტედ. ესე არს პირველი მიზეზი, რომლითა მოვედ მე აქა.
მაკარი დიდი |
ესმა, რამეთუ მივიდოდა მამაჲ მაკარი მეგჳპტელი სკიტით
ნიტრიისა მთასა საჴსენებელსა მამისა პამბოჲსსა და ჰრქუეს მას:
არქუ ნუ რაჲ ძმათა ამათ, მამაო. ხოლო მან თქუა: მე არღა
ქმნულ ვარ მონაზონ, არამედ მიხილვან ოდენ მონაზონნი.
ვჯედ ოდესმე სკიტეს და მეტყოდეს გულის-სიტყუანი: შევედ
უდაბნოდ და იხილო მუნ6, რაჲ იხილო. და ვდეგ და ვჰბრძოდე
გულის-სიტყუასა ჩემსა ხუთ წელ, რამეთუ ვთქუ: ნუუკუე ეშმაკთაგან
არს. და ვითარ დაადგრა გულის-სიტყუაჲ იგი ჩემ თანა, წარვედ
უდაბნოდ და ვპოე მუნ ტბაჲ ერთი. და შორის მისსა იყო
ჭალაკი. და მოვიდეს ნადირნი უდაბნოჲთ სუმად მისგან. და
ვიხილენ მათ შორის ორნი კაცნი შიშუელნი და შემეშინა ფრიად,
ნუუკუე სულები რაჲმე არს, ხოლო მათ მრქუეს: ნუ გეშინინ,
რამეთუ ჩუენცა კაცნი ვართ. და მე ვარქუ: ვინანი ხართ, ანუ ვინაჲთ
მოხუედით უდაბნოსა ამას? ხოლო მათ თქუეს: მონასტერსა შინა
ვიყვენით და შევითქუენით და გამოვედით და აწ ესერა ორმეოცი
წელი არს. და მე ვჰკითხე მათ: ძმანი ხართ? და მათ თქუეს: არა,
არამედ ერთი ეგჳპტელი და ერთი ლუბიელი. და მკითხეს მათცა
და თქუეს: ვითარ ჰგიეს სოფელი და თუ მოჴდისა წყალი
ჟამსა თჳსსა და თუ აქუს სოფელსა ნაყოფიერებაჲ თჳსი? და მე
ვარქუ: მადლითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა თქუენითა აქუს. მერმე
ვარქუ მათ: ვითარ ვიქმნე მონაზონ? და მრქუეს მათ: უკუეთუ
არა იჯმნეს კაცმან ყოველთაგან საქმეთა ამის სოფლისათა,
ვერ ჴელ-ეწიფების მონაზონ ყოფად. ხოლო მე ვარქუ მათ: მე
უძლურ ვარ და ვერ შემძლებელ ვარ თქუენებრ ყოფად. და მათ
მრქუეს: უკუეთუ ვერ შემძლებელ ხარ ჩუენებრ ყოფად, დაჯედ
სენაკსა შინა შენსა და სტიროდე ცოდვათა შენთა. მერმე ვჰკითხე
მათ და ვარქუ: ზამთარი ოდეს მოჴდის, ყინელ არა გეყვინა, გინა
სიცხჱ-ღა არნ, არა დაგწუავნა ჴორცთა? ხოლო მათ თქუეს: ღმერთმან
ყო ჩუენ თანა ეგევითარი მოღუაწებაჲ, რამეთუ არცა ზამთრის
ყინელ გუეყვინ და არცა ზაფხულის სიცხე დაგუწუავნ. ამისთჳს
ვთქუ, რამეთუ არა28 ქმნულ ვარ მონაზონ, შემინდვეთ მე, ძმანო.
მივიდა მამაჲ მაკარი დიდი მამისა ანტონისა მთად და ვითარ
ჰრეკა კარსა, გამოვიდა და თქუა: შენ ვინ ხარ? და მან
თქუა: მე ვარ მაკარი. ხოლო მან გამოჰჴშა6 კარი. და შევიდა შინა
და დაუტევა იგი. და ვითარცა იხილა მოთმინებაჲ მისი, განუღო
მას კარი და განცხრომით ეტყოდა მას: მაკარი, რავდენით ჟამით
მინდა ხილვაჲ შენი, რამეთუ მესმინ შენთჳს. და სიყუარულით
შეიწყნარა იგი.
მაკარი დიდი |
იტყოდა მამაჲ მაკარი მოოჴრებისათჳს სკიტისა და თქუა:
რაჟამს იხილოთ სენაკი აღქმნული მახლობელად ჭალაკსა, ცანთ,
რამეთუ ახლოს არს მოოჴრებაჲ მისი. და რაჟამს იხილოთ ხეები
აღმოცენებული კართა ზედა არს, ხოლო ოდეს იხილოთ ყრმები
მომავალი, აღიღეთ ჭურჭელი თქუენი და ივლტოდეთ.
მერმე უთხრობდა მამაჲ მაკარი ძმათა და თქუა: მოვიდა აქა
ყრმაჲ ეშმაკეული დედისა თჳსისა თანა და ეტყოდა დედასა თჳსსა:
აღდეგ და წარვიდეთ აქაჲთ. მაშინ ჰრქუა მას დედამან: ვერ ძალმიც
სლვად. და ყრმამან მან ჰრქუა: მე აღგიკიდო. და დამიკჳრდა
უკეთურებაჲ ეშმაკისაჲ, ვითარ უნდა, რაჲთამცა წარიყვანნა6 იგინი.
გჳთხრობდა მამაჲ სისოჲ, ვითარმედ: ოდეს ვიყავ სკიტეს
მამისა მაკარის თანა, აღვედით მკად და აჰა ესერა ქურივი ერთი
კრებდა თავსა და არა დასცხრებოდა ტირილითა. და მოხადა
ბერმან ყანისა უფალსა და ჰრქუა: რაჲ ყო ბერმან მან, რამეთუ
ესრეთ დაუცადებელად ტირს6? ხოლო მან ჰრქუა მას: ქმარსა მაგისსა
ნამარხევი მიეღო სხჳსაჲ და მოკუდა უტყუად. და აწ უფალსა
მის ნამარხევისასა შეუპყრიეს ეგე და შვილნი მაგისნი. ჰრქუა
მას ბერმან: არქუ მას, რაჲთა მოვიდეს ჩუენდა, სადა განვისუენებდეთ8.
და ვითარცა მოვიდა, ჰრქუა მას ბერმან: გუალე, მიჩუენე,
სადა დასდევ ქმარი შენი. და წარვედით და, ვითარცა ადგილსა მას
ვივედით, ჰრქუა დედაკაცსა მას: ვიდოდე სახედ შენდა და მან
ლოცვა ყო. და შემდგომად ლოცვისა ჴმა-უყო ბერმან მკუდარსა
მას და ჰრქუა: სადა დასდევ სხჳსა იგი ნამარხევი? ხოლო მან მოუგო
მას და ჰრქუა სახლსა შინა ჩემსა დამიმარხავს ცხედრისა ფერჴსა
ქუეშე. მაშინ ჰრქუა მას ბერმან: მიიქეც და დაიძინე ვიდრე
დღედმდე აღდგომისა. ვითარცა იხილეს ძმათა მათ, შეეშინა და
შეძრწუნდეს და შეურდეს ფერჴთა მისთა. ხოლო მამამან მაკარი
ჰრქუა მათ არა ჩემთჳს იქმნა ესე, რამეთუ არარაჲ ვარ, არამედ
ქურივისა მისთჳს და ობოლთა მათთჳს ყო ღმერთმან ესე
საქმჱ. ხოლო ესე არს დიდი, რამეთუ შეუცოდებელი სული უნებს
ღმერთსა. და მოვიდეს და უთხრეს დედაკაცსა მას, სადა იდვა ნამარხევი
იგი. და მან მისცა უფალსა თჳსსა და განთავისუფლდა ნაშობითურთ.
მაკარი დიდი |
იტყოდეს მამისა მაკარისთჳს, რამეთუ უკუეთუ სადამე მოვიდის
ძმათა თანა, დაუდვის თავსა თჳსსა საზღვარი, ვითარმედ
უკუეთუ იპოოს ღჳნოჲ ძმათათჳს, სუას და ერთისა წილ სასუმლისა
ერთ დღე წყალსა ნუ სუამნ. და ძმათა მათ მისისა განსუენებისათჳს
მისციან. ხოლო ბერმან სიხარულით მიიღის, რაჲთა იტანჯოს
თავი თჳსი. ხოლო მოწაფემან მისმან იცოდა, რაჲ-იგი ყვის და
ეტყოდა ძმათა მათ: გაფუცებ თქუენ უფალსა, ნუ ასუამთ
მაგას, უკუეთუ არა სენაკსა შინა დაიტანჯოს თავი თჳსი. და მიერითგან
არღარა მისციან.
ჰკითხეს ვიეთმე მამათა მამასა მაკარის და ჰრქუეს: ვითარ
არს ესე, რამეთუ ჭამასაცა და მარხვასაცა ერთ-სახედ გუამი შენი
ჴმელ არს? ხოლო მან ჰრქუა მათ: კუერთხითა, რომლითა აქცევედ
ქარქუეტსა საგზებელსა შინა, ყოვლით კერძოვე შეიჭამებინ ცეცხლისა
მისგან. ეგრეცა, უკუეთუ ვინმე განიწმიდოს გონებაჲ თჳსი
შიშსა შინა ღმრთისასა, იგივე შიში ღმრთისაჲ შეშჭამნ ძუალთა
მისთა.
აღვიდოდა ოდესმე მამაჲ მაკარი სკიტჱთ ტერენოთად და
მიიწია ადგილსა ერთსა, რაჲთამცა მიიძინა. და იდვა მუნ გუამები
ადრინდელი წარმართთა მომწყდართაჲ. და მოიღო ერთი მათგანი
და დაიდვა თავსა ქუეშე მისსა, რაჲთა განისუენოს მცირედ. ხოლო
ეშმაკთა, ვითარცა იხილეს კადნიერებაჲ იგი მისი, აღიშურვეს
და უნდა, რაჲთამცა შეაშინეს იგი. მაშინ უჴმობდა ერთიერთსა
რეცა3 დედაკაცისა სახითა და თქუა: ქალა, შენ გეტყჳ, ქალა, მოგუალე
ჩუენ თანა აბანოდ. მიუგო მეორემან მან ეშმაკმან ქუეშე
კერძო მისა, ვითარცა მკუდრისა მისგან, და თქუა: უცხოსა სძინავს
ჩემ ზედა და ვერ ძალ-მიც მოსლვად. ხოლო ბერსა არა შეეშინა,
არამედ კადნიერად სცემდა მას და ეტყოდა: აღდეგ და ვიდოდე
ბნელთა, უკუეთუ ძალ-გიც6. ვითარცა ესმა, ივლტოდეს სირცხჳლეულნი.
იტყოდეს მამისა მაკარისთჳს, ვითარმედ: სკიტჱთ სფურიდი
აღაქუნდა და ვითარ დაშურა, დაჯდა და ილოცა და თქუა
ღმერთო, შენ იცი, რამეთუ არღარა ძალ-მიც. და მუნთქუესვე იპოა
იგი მდინარისა კიდესა მას.
იყო ვინმე ეგჳპტეს, რომელსა ძჱ განრღუეული ესუა. და
მოიღო იგი სენაკსა მამისა მაკარისა და დააგდო იგი კართა ზედა,
და იგი წარვიდა შორად. და ვითარცა ტიროდა, გარდამოხედნა
ბერმან და იხილა ყრმაჲ იგი და ჰრქუა მას: ვინ მოგიყვანა შენ
აქა? ხოლო მან ჰრქუა: მამამან ჩემმან დამაგდო მე აქა და იგი წარვიდა.
ჰრქუა მას ბერმან: აღდეგ და ეწიე მას და მეყსეულად განცოცხლდა
და აღდგა6 და ეწია მამასა თჳსსა, და ესრეთ წარვიდეს
სახედ თჳსსა.
მაკარი დიდი |
მამაჲ მაკარი დიდი ეტყჳნ ძმათა: გამო-რაჲ-ვლენედ ეკლესიით,
ივლტოდეთ, ძმანო. ჰრქუა მას ბერმან ვინმე: ვიდრე ვივლტოდით?
ხოლო მან დაიდვა ჴელი პირსა და თქუა: ამისგან ივლტოდეთ.
განთქუმული იგი მაკარი სკიტისაჲ ეგჳპტეს რაჲ იყო, პოა
კაცი, რომელსა მიედგინა კარაული და გამოჰკრებდა ჭურჭელსა
მისსა. და ვითარცა მივიდა იგი, აღაგებდა კაცისა მის თანა კარაულსა,
ვითარცა უცხოჲ, და მშჳდობით წარჰგზავნიდა მათ და იტყოდა
გონებასა თჳსსა: არცა შემო-რაჲ-ვიღე სოფლად და
არცა განღებად რაჲ გჳც. უფალჰან მოგუცა და ვითარცა მიბრძანა,
კურთხეულ არს უფალი ყოველსა ზედა.
თქუა მამამან მაკარი: უკუეთუ შეგერაცხოს შეურაცხებაჲ,
ვითარცა ქებაჲ და სიგლახაკჱ, ვითარცა სიმდიდრჱ და ნაკლულევანებაჲ,
ძმაჲ ვინმე მივიდა მამისა მაკარისა და ჰრქუა მას: მამაო,
ვარქუ მე სიტყუაჲ, ვითარ ვცხონდე. ჰრქუა მას ბერმან: მივედ სამარხოსა
იმას და აგინენ მკუდარნი იგი. მაშინ მივიდა ძმაჲ იგი და
აგინებდა მათ და ქვითა ესროდა. და ვითარ5 მოვიდა ბერისა, ჰრქუა
მას ბერმან: არაჲ6 მოგიგესა? ხოლო მან ჰრქუა მას: არარაჲ. ჰრქუა
მას ბერმან: მივედ ხვალე კუალად და ადიდებდ მათ მივიდა ძმაჲ
იგი, ადიდებდა და ეტყოდა: თქუენ ხართ მოციქულნი, წმიდანი
და მართალნი. და მოვიდა ბერისა და ჰრქუა მას ბერმან: და არავე-რაჲ
მოგიგესა? და მან ჰრქუა: არაჲ. მაშინ ჰრქუა მას
ბერმან: იხილეა, ვითარ-იგი ოდეს აგინებდ მათ, არაჲ მოგიგეს
და ოდეს ადიდებდ, არა ვერაჲ გრქუეს შენ? ეგრეცა შენ, უკუეთუ
გინებს ცხორების, იქმენ მკუდარ და ნუცა გინებაჲ კაცთაჲ,
ნუცა დიდებაჲ მათი რად შეგირაცხიეს და შემძლებელ იქმნე
ცხორებად.
მივიდოდა ოდესმე მამაჲ მაკარი სხუათა ძმათა თანა ეგჳპტედ
და ესმა ყრმისაჲ, რომელი ეტყოდა დედასა თჳსსა: დედათ,
მდიდარი ვინმე მყუარობს და მე მძულს იგი, და გლახაკი ვინმე
მძულობს და მე მიყუარს იგი. ესმა რაჲ ესე მამასა მაკარის, დაუკჳრდა
ფრიად. ჰრქუეს მას ძმათა მათ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, მამაო?
და ბერმან თქუა: ჭეშმარიტად, რამეთუ უფალი ჩუენი მდიდარი3
არს და მყუარობს ჩუენ და მისი არა გუნებავს სმენად. ხოლო
მტერი იგი ჩუენი ეშმაკი გლახაკ არს და გუძულობს ჩუენ და
ჩუენ ვჰყუარობთ6.
ჰრქუა მამამან პაფნოტი მამასა მაკარის: მარქუ მე
სიტყუაჲ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: ნუვის ბოროტსა უყოფ, ნუცა
გან-ვის-იკითხავ. ესე დაიმარხე და სცხონდე.
იტყოდა მამაჲ მაკარი: ნუ დასწვები სენაკსა შინა ძმისასა,
რომლისა ბოროტი ჰამბავი გესმინოს.
იტყოდეს დიდისა მაკარისთჳს, რამეთუ ვითარცა ღმერთი
ჰფარავს სოფელსა, ეგრეცა მამამან მაკარი დაფარის ბრალი. თუ
რაჲმე იხილის, ვითარმცა არარაჲ ეხილვა, და თუ ესმის რაჲ. ვითარმცა
არა ესმა.
მოვიდა ოდესმე ყრმაჲ მამისა მაკარისა, რაჲთამცა განიკურნა
ეშმაკისაგან, და სხუაჲცა ვინმე მოსრულ იყო მეგჳპტელი.
და გამოვიდა ბერი გარეშე და პოვნა იგინი ცოდვასა შინა და არა
ამხილა მათ. და თქუა: უკუეთუ ღმერთი, შემოქმედი მათი, ბედავს
და არა დასწუავს მათ, მე ვინ ვარ და განვიკითხვიდე? და წარვიდა
მიერ.
გჳთხრობდა ჩუენ ბერი და თქუა: ერთსა შინა დღესა
ეჯედ სკიტეს. და შთამოვიდეს მუნ ორნი ჭაბუკნი უცხოჲსა სოფლისანი.
და ერთსა მას გამოსრულ იყო წუერი, ხოლო ერთსა მას
ეწყო ოდენ. და მოვიდეს ჩემდა და მრქუეს მე: სადა არს სენაკი მამისა
მაკარისი? და მე ვარქუ: რაჲ გინებს მისგან? ხოლო მათ
თქუეს: გუესმა მისთჳს და ამის ადგილისაჲ და მოვედით ხილვად
მისა. და მე ვარჴუ მათ: მე ვარ იგი. და დაცჳვეს ქუეყანასა ზედა
და მრქუეს: აქა ყოფის გჳნებს6. ხოლო მე რაჲ ვიხილენ, ფუფუნეულად
დააჩნდა, რამეთუ სიმდიდრისაგან გამოსრულ იყვნეს,
ვარქუ მათ: ვერ შემძლებელ ხართ აქა სხდომად. მრქუა მე უფროჲსმან
მან: უკუეთუ ვერ შემძლებელ ვართ, წარვიდეთ სხუად. მაშინ
ვთქუ გონებასა ჩემსა: რაჲსათჳს წარვასხამ ამათ და დაბრკოლდენ?
არამედ თჳსმან შრომამან წარიოტნეს ეგენი. და ვარქუ
მათ: მოვედით და იქმენით თავისა თქუენისა სენაკი, უკუეთუ
შემძლებელ ხართ. ხოლო მათ თქუეს: გჳჩუენე ხოლო და ჩუენ
ვიქმნეთ და მივეც მათ ცული და სათხროლი და ერთი ძაძაჲ პური
ღა მარილი, და უჩუენე მათ კლდჱ გამოსაკუეთელი ფიცხელი და
ვარქუ: გამოიკუეთეთ აქა და მოიღეთ ძელი ჭალაკით და დართეთ
და მას შინა დასხედით. ხოლო მე ვჰგონებდ, ვითარმედ მუნთქუესვე
ივლტოდიან შრომისა მისგან. და მკითხეს მე და თქუეს:
რასა იქმან აქა? და მე ვარქუ: სირასა. და მოვიღე დანაკისკუდისა
ფურცელი და უჩუენე, ვითარ წინაჲთ იწყონ თხზვად და მერმე
კერვად. და ვარქუ: შეჰკერით სფურიდად და მისცით მცველთა
მათ და მოგართუმიდენ თქუენ პურსა. და მე წარვედ. ხოლო მათ
მოთმინებით ყოველივე ყვეს და არა მოვიდეს ჩემდა ვიდრე სამ
წლამდე. და ვდეგ და ვჰბრძოდე გულის-სიტყუასა ჩემსა:
რაჲ-მე რაჲ არს საქმე ესე მათი, რამეთუ არა მოვიდეს? კითხვად
გულის-სიტყუათა შორით მოვლენ და ესენი ახლოს არა
მოვიდეს და არცა სხუასა მივიდიან, გარნა მარტოდ ეკლესიად
ჟამის-ზიარებად ოდენ მოვიდიან მდუმრიად. და დავიმარხე შჳდეული
ერთი და ვილოცევდ ღმრთჲსა მიმართ, რაჲთა მიჩუენოს საქმჱ
მათი. და აღვდეგ და მივედ მათა, რაჲთა ვიხილო, ვითარ სხენან.
და ვითარ ვჰრეკე, განმიღეს და მომიკითხეს მე დუმილით.
და ლოცვა ვყავთ და დავჯედ. და უფროჲსმან მან წამ-უყვნა უმრწემესსა
მას და განვიდა გარეშე. და დაჯდა უფროჲსი იგი და
თხზვიდა სირასა მას. ხოლო სიტყუაჲ არა მომიგო. და მეცხრესა
ჟამსა დაჰრეკა უფროჲსმან მან და შემოვიდა უმცირესი იგი და წამუყო38
და შექმნა წუენი, და კუალად წამ-უყვნა და დადგა ტაბლაჲ
და დააგო სამი პაქსიმადი და დადგა დუმილით. და მე
ვარქუ40: მოვედით და პური ვჭამოთ. და მოვიდეს და ვჭამეთ. და
მოიღეს წყალი და ვსუთ. და ვითარ დამწუხრდა, მრქუეს მე:
წარხუალა? ხოლო მე ვარქუ: არა, არამედ აქა დავდგები. და წარმიგდეს
მე ჭილი ერთ კერძო და მათ ერთ კერძო. ხოლო მათ განიჴსნნეს46
სარტყელნი მათნი და აღიძარცუნეს სამჴარნი მათნი. და
ვითარ მიწვეს, ვილოცევდ ღმრთისა მიმართ, რაჲთა გამომიცხადოს
საქმჱ მათი. და მეყსეულად განეღო სართული და გამობრწყინდა
ნათელი, ვითარცა დღისა, და იგინი არა სედვიდეს ნათელსა
მას. და ვითარ აგონეს, ვითარმედ მიმეძინა, უგმირა უხუცესმან
მრწემსა მას. და აღდგეს და შეირტყეს სარტყელი მათი და
განიპყრნეს ჴელნი მათნი ზეცად. და მე ვხედევდ მათ, ხოლო იგინი
არა მხედვიდეს მე. და ვხედვდ ეშმაკთა, მწერისა სახედ მომავალთა,
უმცირესსა მას ზედა და მივლენედ რომელნიმე დასხდომად
თუალთა მისთა და რომელნიმე პირსა მისსა. და ვიხილე
ანგელოზი უფლისაჲ, რომელსა აქუნდა ჴრმალი ცეცხლისაჲ,
გარე-მოსწერდა მათ და წარიოტებდა ეშმაკთა მათ. ხოლო უფროჲსსა
მას იკადრეს-ვე არა მიახლებად6. და განთიად კუალად მიწვეს.
და მე ეგრჱთ6 ვყავ თავი ჩემი, რეცათუ მაშინ6 ოდენ6 განმეღჳძა,
და ეგრეთცა მათ. და მრქუა მე უხუცესმან მან ესე ხოლო
სიტყუაჲ: მარტოდ გნებავსა, რაჲთა წარვთქუნეთ ათორმეტნი
ფსალმუნნი? და მე ვარქუ: ჰე. და წარიტყოდა უმცირჱსი იგი ხუთხუთსა
ფსალმუნსა ექუს-ექუს მუჴლით და ერთგზის ხოლო თქჳს
ალილუიაჲ. და მუჴლად გამოჴდის ლამპარი ცეცხლისაჲ პირით მისით
და აღვიდის ცად. ეგრეცა უფროჲსმან მან ვითარცა აღაღის პირი
თჳსი ფსალმუნებად, გამოჴდის ვითარცა საბელი ცეცხლისაჲ
და აღიწიის ცად. და მეცა წარვთქუენ მცირედნი ფსალმუნნი.
და გამო-რაჲ-ვიდოდე, ვარქუ მათ: ლოცვა ყავთ ჩემთჳს. და
იგინიცა შემიცჳვეს მე დუმილით და ვცან, რამეთუ უხუცესი იგი
სრულ არს, ხოლო უმრწემესსა მას ჰბრძვანან-ღა მტერნი. და მცირედთა
დღეთა შემდგომად დაიძინა უხუცესმან მან ძმამან და მესამესა
დღესა განისუენა უმცირესმან მანცა. და ოდეს ვინ მივიდის
ხილვად მამისა მაკარისსა, მიიყვანნის სენაკსა მათსა და
ჰრქჳს: მოვედით და იხილეთ საწამებელი ესე მცირეთა მათ უცხოთაჲ.
იტყოდეს მამისა მაკარისთჳს, რამეთუ ოდესმე შინა არა
იყო იგი და შევიდეს მისსა მპარავნი. და მოვიდა სენაკად და პოვნა
იგინი, რამეთუ აღაგებდეს აქლემსა. და ვითარცა აღაგეს, იწყო
ავაზაკმან მან ცემად აქლემისა, რაჲთამცა აღადგინა იგი, და არა
აღდგა. ხოლო მამამან მაკარი პოა მცირჱ სათხროლი და6 მოიღო
იგი და დაურთო აქლემსა მას და თქუა: ძმაო, ამას ითხოვს
აქლემი ეგე. და სცა მას ფერჴითა ბერმან და ჰრქუა: აღდეგ და
აღდგა და წარვლო მცირედ სიტყჳთა ბერისაჲთა და დაჯდა და არღარა
აღდგა, ვიდრემდის არა გარდაჰჴადეს ყოველივე, და ესრჱთ
წარვიდეს.
ბერმან ვინმე წარმოგჳთხრა მამასა მაკარისი ესევითარი
რაჲმე, ვითარმედ არსენოტით კერძო ჯდა ვინმე მრავალთა წელთა
და წმიდად ცხონდებოდა. რომელსა უკუანაჲსკნელ სული მისნობისაჲ
შეუჴდა, რამეთუ ცუდად მზუაობარ იყო და ამპარტავანებითა .
აღტაცებულ იქმნა. და პირველად შეაცთუნა იგი ჭეშმარიტებისა
მისგან სარწმუნოებისა და შეიყვანა იგი წვალებასა მას, რომელსა
ჰრქჳან იარიკელთაჲ, რომელნი იტყჳან: მაცხოვარმან კაცობრივნი
ჴორცნი არა შეისხნაო და არცა აღდგომაჲ ყოფად არს ჩუენთა
ამათ ჴორცთაჲ, რომელ გუმოსიანო6. რამეთუ სამნი არიან
დასაბამნიო: ღმერთი და ნივთი და სიბოროტჱ, რომელთაგან შეიქმნების.
და არცაღა იგი ვითარ8 ღმერთი კაც იქმნა სიტყუაჲ და
სრული შეიმოსა და კაცსა მას არა აღიარებენ და არცა თავსიდებენ,
ვითარმცა ერთი იყო ყოველთა შემოქმედი, არამედ იტყჳან
თჳსითა გონებითა, თითოეული მოიპოებს თავისა ბოროტსა
უჯეროჲსა მოგონებითა და ჴუმევითა. და ვითარცა ესრეთ გარდაიქცა,
მიიქცია სული ხუთ ათასი, რომელნი მისსა მას მიერჩდეს.
ხოლო შეუძლო ამით, რამეთუ მრავალთა უთხრობნ წარწყმედისათჳს
და პოვნისათჳს და მოწევნასა სიკუდილისასა მრავლითა სახითა,
არამედ ვითარ იტყოდა, ეშმაკთაცა განასხმიდა, ვითარცა სახარებასა
შინა თქმულ არს: "მოსცემდენ სასწაულებსა და ნიშებსა,
შე-თუმცა ვითარ-უძლეს ცთუნებად რჩეულთა მათცა", რამეთუ
ფრიად შემძლებელ არიან ესევითარსა ზედა მთავრობისა იგი ეშმაკნი.
და თჳთ იგინი რეცათუ თავთა თჳსთა თჳთ დაჰჴსნიან და
შეთქუმულებაჲ მრავალი აჩუენიან სულთა წარწყმედისათჳს. მაშინ
ებისკოპოსი მის ადგილისაჲ მოუჴდა კაცსა მას ღმრთისასა, მამასა
მაკარის, ევედრებოდა მას და ეტყოდა: ვითარცა გნებავს, მოვედ,
რაჲთა შენსა ზე ნახე და საქმე ესე ჩუენი განვწმიდოთ. ყოველნივე
მისა მიდრეკილ არიან და ადვილად ხილელთა მათგან საცთურთა
მიერჩიან. ხოლო მან ჰრქუა მას: აჰა, მე მოვიდე და უცებმან
კაცმან რაჲ უყო მას? ხოლო ებისკოპოსი გულს-მოდგინედ
ევედრებოდა მას და ეტყოდა, რამეთუ: ესრეთ მრწამს მე, უკუეთუ
მოხჳდე, ღმერთმან დაამშჳდოს ეკლესიაჲ. მრავალგზის მინდა
მოსლვის56 და მაყენებედ მე მღდელნი, რაჲთა არა ერისა-კაცნი
გუეკიცხევდენ. ხოლო აწ ვერღარა დავითმინე წარწყმედაჲ იგი
ერისაჲ, არამედ პატიჟისა მისგანცა შევიშინე ღმრთისა, რომელსა
იტყჳს, ვითარმედ: სისხლი მათი ჴელთაგან თქუენთა ვიძიო.
ამისთჳს მოვედ შენდა ბრძანებითა ღმრთისაჲთა. ხოლო იგი აღდგა
და შეუდგა მას და მივიდეს ვიდრე მის მაცთურისამდე. და ვითარცა
იხილა იგი ნეტარმან მან, ჰრქუა ებისკოპოსსა მას: ამას სული აქუს
მთავრობისაჲ და რაჲთა უწყოდი, რამეთუ ჩემი საქმჱ ესე არა
არს. და არცა ამათ სულთა მიმართ ბრძოლაჲ მიყოფიეს სადამე,
რამეთუ ორსა იტყჳან წიგნნი განწესებულებასა ეშმაკთასა: ერთსა
მას, რომელ გულის-თქუმასა მოუვლენს ჴორცთა, და ერთსა, რომელი
ცთუნებასა შეუთესავს სულსა, რომლისაჲ ფრიად ძნელ არს
დამორჩილებაჲ, რამეთუ ესე განუჩემნის ეშმაკთა მთავარმან მან
გრძნეულთა და მაცთურთა და წვალებისა წინამჰღუართა და მეწამლეთა
და მისანთა და რავდენი რაჲ ეგევითარი აქუს. და ებისკოპოსმან
ჰრქუა მას: რაჲ ჴამს? ხოლო მან თქუა: ლოცვაჲ
ჴამს ერთითა გულითა. ხოლო სიტყუაჲ ვერარაჲ შემძლებელ
არს. მაშინ უბრძანა, რაჲთა გამოვიდეს. და გამოვიდა და მოიკითხა
იგი ბაგითა ბერმან და ჰრქუა მას: ვითარ ესოდენთა ჟამთა
არა მოხუედ ჩუენდა? ხოლო მან თქა, რამეთუ: არა ზრახავთ
მართალსა. ჰრქუა მას წმიდამან მაკარი და შენ ვიდრე მე კეთილად
ზრახავა5? ხოლო მან თქუა. და ჯეკმაცა. ჰრქუა მას ბერმან: და
რაჲ არს, რომელსა ჩუენ არა ვზრახავთ კეთილად? ხოლო მან
ჰრქუა: რამეთუ ჴორცთა და ძუალთა იტყჳთ აღდგომასა და
ღმრთისათჳსცა56 იტყჳთ ჴორცთა და ძუალთა შესხმასა. მიუგო
წმიდამან მაკარი და ჰრქუა: უკუეთუ თავით ჩუენით ვიტყჳთ
მაგას, ბოროტად ვიტყჳთ. უკუეთუ ჭეშმარიტებამან ეგრე ინება,
შენ რაჲსა6 აცილობ? არამედ რაჲთა არა მრავალი სიტყუაჲ ითქუას,
გითხრათ შენ, ვითარ ვზრახავთ ჩუენ, და თუ6 დაიჯერო,
კეთილად ჰყო. უკუეთუ არა გაქუნდინღ მრთისა თანა, რომლისათაცა
ბრძანებათა შეურაცხ-ჰყოფ. და მან თქუა: მე პირველად
წარმოვთქუა სარწმუნოებაჲ ჩემი. ხოლო წმიდამან მაკარი ჰრქუა:
ბოროტსა სარწმუნოებასა ნუცა-ღა სახელ ედებინ, არამედ წარმოვთქუა66
კათოლიკე ეკლესიისა სარწმუნოებაჲ. და ჰრქუა ებისკოპოსსა:
წარმოდეგ და წარმოთქუ6 წინაშე ყოვლისა ამის ერისა.
მაშინ იწყო ებისკოპოსმან და წარმოიტყოდა სარწმუნოებასა
ესრეთ: გურწამს ერთი ღმერთი, მამაჲ ყოვლისა მპყრობელი, თანაარსი
მამისაჲ სიტყუაჲ, რომლისა მიერ შეიქმნეს საუკუნენი, რომლისა
მიერ აღსასრულსა ჟამთასა შეურაცხის-საყოფელად ცოდვილთა
მოვიდა ჴორცითა, რომელი-იგი წმიდისაგან ქალწულისა
შეიმოსა, რომელი-იგი ჯუარს-ეცუა და მოკუდა, დაეფლა და აღდგა
მესამესა დღესა და დაჯდა მარჯუენით მამისა; რომელი მოვალს
მერმესა მას საუკუნესა განშჯად ცხოველთა და მკუდართა, და
სული წმიდაჲ, თანა-არსი მამისაჲ და ძისაჲ. გურწამს აღდგომაჲ
სულთაჲ და ჴორცთაჲ, ვითარცა იტყჳს მოციქული: "დაეთესვის
ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი" და მერმე, რამეთუ
ჯერ-არს განხრწნადისა მის შემოსად უხრწნელებაჲ და მოკუდავისა
მის შემოსად უკუდავებაჲ. ხედავა, ვითარ ესე იტყჳს
ამას? ხოლო მან ჰრქუა მას: მე სიტყჳთ სარწმუნოებასა ნუ მომართუამ.
არამედ მივიდეთ საფლავად და მუნ მდებარეთაგანი აღადგინე
ერთი და ვცნა, რამეთუ კეთილად გრწამს. უკუეთუ არა, მე სული
თჳნიერ ჴორცთა წამოგიდგინო. მიექცა წმიდაჲ მაკარი და
ჰრქუა ებისკიაპოსსა. ჵ, დიდი ბოროტი, რამეთუ ღმერთსაცა გამოვსცდით
და ვერცა-ღა მაქუს კადნიერებაჲ ვედრებად ღმრთისა
ერთისა ეშმაკეულისათჳს ესოდენისა სასწაულისა საქმედ.
ჰრქუა მას ებისკოპოსმან: არამედ ყოვლისა სოფლისათჳს არს. და
მივიდეს საფლავად და აწყო იარიკელმან მან სადად ეშმაკთა, რამეთუ
ვერსადა შემძლებელ იყო მოყვანებად სულისა შიშუელისა.
და ვითარ ვერ შეუძლო მოყვანებად, რამეთუ წინა აღუდგა მას
სული წმიდისაჲ, ჰრქუა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს ვერ
შეუძლე მოყვანებად. მაშინ მეყსეულად აღდუღნა სული ნეტარისაჲ
მის და მოიდრიკნა მუჴლნი და ჟამ ერთ განაგრძო ლოცვაჲ
მას ზედა ყოველთა თანა. და აღდგა და დასცა კუერთხითა საფლავსა
მას. და გამოვიდა კაცი, არა თუ მახლობელად აღსრულებული,
არამედ ფრიად ადრინდელი. და მოუწოდა იარიკელსა მას და
ჰრქუა მას: აწ გამოჰკითხე ამას, უკუეთუ აღდგების ჴორცი. ხოლო
იგი განცჳბრდა, რამეთუ ეშმაკმან დაუტევა იგი ესოდენსა მას
სასწაულსა ზედა, და მოვიდა და შეურდა ფერჴთა მისთა
წმიდასა მაკარის ყოვლისა მის ერისა თანა. ხოლო ერსა მას უნდა
მოკლვაჲ მისი და წმიდამან მაკარი არა უტევა, არამედ უდაბნოდ
განიყვანა იგი.
იტყჳს, ვითარმედ: ჰკითხეს მკუდრეთით აღდგომილსა მას:
უკუეთუ იცოდეა ქრისტჱს მოსლვაჲ? და თქუა: არცა-ღა მესმინა
მისთჳს, რამეთუ რომლისამე მეფისა ზე თქუა აღსრულებაჲ მისი,
ქრისტჱს მოსლვასა უწინარეს იყო. ხოლო წმიდამან მაკარი
მოსცა მას ნათელი, დაიპყრა მის თანა სამ წელ და მერმე ჭეშმარიტითა
მით ძილითა დაიძინა. არამედ შე-ცა-ეტყუა სიტყუაჲ იგი
ღმრთისაჲ. არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა
გამოცხადნეს დიდებაჲ ღმრთისაჲ.
ჰკითხვიდა ებისკოპოსი წრდასა მაკარის: უკუეთუ მოგიჴდა
გულსა დიდებაჲ, ოდეს-იგი ესოდენი ერი შემოგივრდა ფერჴთა
ეგევითარსა მას საკჳრველებასა? ხოლო მან თქუა: რომლისა კაცისა
გულსა მოცალებაჲ არს კაცთა დიდებისა ხილვად5, ეგევითარსა
მას6 ღმერთი არა უცნობიეს. და რომელსა იქმს, კაცთათჳს იქმს.
და ბრძოლასა შინა არს, გინა დაცემასა, რომელი ღირს იქმნას
მადლსა ღმრთისასა, ეგევითარი იგი მრავალსა ღუაწლსა შინა არს,
ვითარცა რომელი სიმაღლესა ზედა დგან და ეშინინ, ნუუკუე
გარდამოვარდეს. ესევითარსა მას ერთი ხოლო აქუნ გულის-თქუმაჲ,
რაჲთა განვიდეს სოფლით. ხოლო დიდებისათჳს არცა გონებასა
მოუჴდის, უფროჲს-ღა უპატიოებასა ილოცავნ, რამეთუ თჳთ
მათ საქმეთაგან საცნაურ არნ, ვითარმედ შეურაცხის-საყოფელად
არიან. და მოსცა მას სახჱ ესევითარი: გამოიწერე გონებასა
შენსა, რეცა თუ კაცი ზღუასა ზედა ვალს და ცად აღმართ ხედავს
და მზის-თუალთა მათ უტჳრთავს. და ჰრქჳს ეგევითარსა მას სხუამან,
ვითარმედ: უკუეთუ დახედო ადგილსა მაგას, რომელსა ზედა
ხუალ, დაინთქა. რაჲმემცა შეემთხჳა, უკუეთუმცა ურჩ ექმნა?
ეგრეცა რომელი დიდებასა ღმრთისასა ხედვიდეს, დასთრგუნავს
კაცთაგან დიდებასა. უკუეთუ მას მიდრკეს, მისგან განვარდეს
და მრავალთა ვნებათა სხუათა დაინთქას. ხოლო სხუანი სათნოებანი
ამის წმიდისანი, ვითარ მოწყალე იყო და ვითარ ძმათ-მოყუარე და
ვითარ აქუნდა განკითხვაჲ საქმეთაჲ, თითოეული დავაცადეთ.
მანვე მამამან მაკარი თქუა: უძლურება არს კაცისა, უკუეთუ
იგინოს, გინათუ ევნოს რაჲმე ძმისაგან თჳსისა და არა დამტკიცებულ
იყოს სიყუარულსა ზედა მისსა.
No comments:
Post a Comment