მამისა ზენონისთჳს. ანბანური პატერიკი. სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი. V

                                   
მამისა ზენონისთჳს


  თქუა მამამან ზენონ, მოწაფემან ნეტარისა სილოანესმან: 
   ნუ დაეშენები სახელოანსა ადგილსა, ნუცა დაშჯდები კაცისა თანა, 
   რომლისა სახელი განთქუმულ იყოს დიდად, ნუცა დასდებ 
   საფუძველსა თავისა თჳსისასა აღშენებად სენაკსა. 



       იტყოდეს მისთჳსვე მამისა ზენონისა, რამეთუ დასაბამსა 
   არარაჲ ვისგან მიიღის და ამის სახისათჳს, რომელთა-იგი მიაქუნდა, 
   გულ-კლებულად წარვიდიან, რამეთუ არა დაიყენის. და სხუანი მოივლენედ 
   მისსა და უნებნ მიღებისა, ვითარცა დიდისა ბერისაგან, 
    და არარაჲ აქუნ, რაჲმცა მისცა. და იგინი მწუხარენი წარვიდიან 
   და თქუა ბერმან: რაჲ-მე ვყო, რამეთუ რომელთა მოაქუს, მათცა 
   გულსა აკლს, და რომელთა მიღების უნებს, მათცა გულსავე 
   აკლს? ვითარ ვჰგონებ, ესე უმჯობეს არს, რაჲთა რომელთა მოიღონ, 
   დავიყენო და რომელი ითხოვდეს, მივსცე. და ვითარცა ესე 
   ყო. განისუენა და მათსაცა გულსა ახარა. 



       მო-ვინმე-ვიდა ძმაჲ ერთი მეგჳპტელი ასურეთად მამისა ზენონისსა 
   და აბრალებდა გულის-სიტყუათა თჳსთა წინაშე ბერისა. 
   ხოლო მას დაუკჳრდა და თქუა: მეგჳპტელთა სათნოებაჲ, რომელი 
    აქუნ, დაიმალიან და ბრალი, რომელი აქუნ, მას იჩემებედ. ხოლო 
   ასურთა და ბერძენთა სათნოებაჲ, რომელი არა აქუნ, მას იჩემებედ 
   და ბრალი რომელი აქუნდა.


       მი-ვინმე-ვიდა ძმაჲ მამისა ზენონისა გულის-სიტყუათა კითხვად, 
   ჰრქუა მას ბერმან: სადა სზი? ხოლო მან ჰრქუა: მრავალთა 
   თანა ვიყოფვი და მაქუს ესერა ოცდაათი წელი. და მან ჰრქუა: 
   ოცდაათი წელი დაგიყო\ფიეს  მრავალთა თანა და ზენონისსა 
   მოხუალა კითხვად გულის-სიტყუათათჳს? 



       იტყოდეს მამისა ზენონისთჳს, ვითარმედ: ჯდა იგი სკიტეს 
   და გამოვიდა ღამე სენაკით თჳსით, რაჲთამცა მივიდა ჭალაკად და 
   შესცთა გზასა. და ვიდოდა სამსა დღესა და სამსა ღამესა. და დავარდა, 
   და მიიწია სიკუდილდ. აჰა ესერა ყრმაჲ დგა მის წინაშე და 
   აქუნდა პური და სტამნითა წყალი. და ჰრქუა მას: აღდეგ და ჭამე. 
   ხოლო მას ეგონა, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს და აღდგა და 
   ილოცვიდა. ხოლო მან ჰრქუა მას: კეთილად ჰყავ. და მერმე კუალად 
   ილოცვიდა მეორედ და მესამედ. და ჰრქუა: კეთილად ჰყავ. 
   მერმე აღდგა, მოიღო და ჭამა, და მისა შემდგომად ჰრქუა მას: რაოდენ-ეგე 
   გივლიეს, ეგოდენ შორს ხარ სენაკსა მას შენსა, არამედ 
   აღდეგ და შემომიდეგ მე. და მეყსეულად იპოა სენაკსა თჳსსა და 
   ჰრქუა მას ბერმან: შემოვედ და გჳლოცე. და ვითარცა შევიდა ბერი, 
   უჩინო იქმნა იგი. 



       მერმე კუალად იგივე მამაჲ ზენონ პალესტინეს ვიდოდა 
   გზასა და დაშურა  და დაჯდა იგი მახლობელად ნესუ-ხავარტოანსა 
   თანა, რაჲთამცა პური ჭამა. ჰრქუა მას გულის-სიტყუამან 
   თჳსმან: მოსწყჳდე ნესუ-ხავარტი ეგე და შეაპყარ პურსა მაგას თანა, 
   რაჲ გიყოს? ხოლო მან მიუგო გულის-სიტყუასა მას თჳსსა და 
   ჰრქუა: მპარავნი სატანჯველსა მიეცნიან, გამოიცადე თავი შენი 
   აქავე, თუ ძალ-გიც სატანჯველისა დათმენაჲ. და დაყო სიცხესა მას 
   ქუეშე ხუთი დღჱ ზედგომით. და ვითარცა დაიწუა გუამი მისი სიცხითა, 
    თქუა: ვერ ძალ-გიც სატანჯველისა მის დათმენად. მერმე 
   ჰრქუა გულის-სიტყუასა თჳსსა: უკუეთუ ვერ ძალ-გიც, ნუცა იპარავ 
   და შჭამ. 


       იტყოდეს მამისა ზენონისთჳს, ვითარმედ: მკუდარნიცა აღედგინნეს, 
   რამეთუ იყო ვინმე პალესტინეს ქრისტეს-მოყუარჱ ერისაკაცი 
   მასვე სოფელსა შინა, რომელსა ნეტარსა მამასა აქუნდა მონასტერი, 
   და დიდი სარწმუნოებაჲ აქუნდა ბერისა მიმართ. უშვილო 
   იყო და არა ესუა შვილი. ევედრა ბერსა, რაჲთა ილოცოს მისთვის 
   და  მოსცეს მას ღმერთმან შვილი. და ილოცა ბერმან, და 
   შეისმინა მისი ღმერთმან, და მოსცა მათ ძჱ. და ოდეს სძესა განეყენა 
   ყრმაჲ იგი, პური მზა-უყვეს მამა-დედათა მისთა მდაბურთა 
   მის ადგილისათა. და მასვე დღესა შეელმა თავი ყრმასა მას და მიაწვინა 
   იგი დედამან მისმან ცხედარსა ზედა და მოკუდა. და ვითარცა 
   შემოვიდა მამაჲ მისი ველით, და იკითხვიდა ძესა თჳსსა,.ხოლო 
   ცოლმან მისმან ჰრქუა მას: აჰა ესერა ცხედარსა ზედა წევს. და ვითარ 
   შევიდა მამაჲ მისი, პოა იგი მკუდარი. ჰრქუა მას ცოლმან მისმან: 
   ნურას ჰჴმობ, ნუცა იტყჳ რას, არამედ მიიღე ეგე ბერისა. და 
   რომელნი პურად მოვიდენ, მათ მე ვმსახურო. და მან მოიღო ყრმაჲ 
   იგი და მას თანა შეაყო ვენაჴისა ფურცელი ნედლი, რამეთუ ეგევითარი 
   ჟამი იყო და შედვა იგი არდაგსა და მიიღო ნეტარისა ზენონისა. 
   და ჰრქუა მას მოწაფემან ბერისამან: რაჲ გინებს? ხოლო ერისაგანმან 
   ჰრქუა მას: პირველი ნაყოფთა ჩემთაჲ მომიღებიეს ბერისა. 
   და მოწაფემან უთხრა ბერსა და ბერმან ბრძანა შეყვანებაჲ მისი. 
   და ვითარ  შევიდა, ევედრა ბერსა, რაჲთა მოწაფჱ იგი განავლინოს 
   გარე, რამეთუ მარტოდ უნდა ჩუენებად. და მან ყო ეგრე. 
      მაშინ აღდგა და განჰჴსნა არდაგი იგი, შეურდა მას და ეტყოდა: 
   შენ იცოდე, რამეთუ ჩუენ შვილი არა გუესუა და ღმერთმან ლოცვითა 
   შენითა წმიდითა მოგუმადლა ყრმაჲ ესე. აჰა ესერა ესე შენ 
   თანა არს, ვითარცა გნებავს, ეგრეცა ყავ. ხოლო ბერი ეტყოდა: რაჲსა 
   დამიმძიმებ მე, რამეთუ არა არს ესე საქმჱ ჩემვითარისა კაცისაჲ. 
   ხოლო მან ჰრქუა მას: ვითარცა მარჯუჱ გიჩს, ეგრეცა ყავ, აჰა 
   ეგერა გვედია. და თჳთ გამოვიდა. ხოლო მამამან ზენონ დაჰჴშა კარი 
   და აღიღო ყრმაჲ იგი და ილოცვიდა მისთჳს ღმრთისა მიმართ. 
   და შეისმინა მისი ღმერთმან და აღადგინა იგი. და მოუწოდა მამასა 
   მისსა, ამცნო და ჰრქუა: აჰა ესერა ძჱ შენი შენ თანა არს, არამედ 
    იხილე, საშჯელსამცა თანა-მდებ ხარ წინაშე ღმრთისა, უკუეთუ ვისმე 
   უთხრა ცხორებასა ჩემსა. ხოლო მან წარიყვანა ძჱ თჳსი ცოცხალი 
   და წარვიდა. და ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ ესევითარი 
   აღადგინა ბერმან. თქუეს ვიეთმე, რამეთუ: ვიხილეთ  იგი განმწჳსებული 
   ჰასაკითა. 


       მერმე კუალად მდიდარი ვინმე იყო სოფელსა ავსიტელთასა 
   ღმრთისა-მსახური და ესუა მას ძჱ ერთი მხოლოდ-შობილი. ესე წარიყვანა 
   და მივიდა მამისა ზენონისა, რაჲთა იკურთხოს მისგან, რამეთუ 
   ესმინა მისთჳს, ვითარმედ დიდი კაცი არს. და ვითარცა ჯდა 
   მამაჲ მის ყრმისაჲ ზენონის თანა, და ყრმაჲ იგი განუჴდა მონათა 
   თჳსთა თანა, და ვითარ იმღერდა მახლობელად ხესა მას, რომელი 
   იყო მტილსა მას შინა, გამოვიდა გუელი ჴურელით ძირსა მის ხის[ა]სა, 
   რამეთუ დიდი იყო ხჱ იგი, დაუცა ყრმასა მას და მუნთქუესვე 
   მოკუდა. და შევიდა ერთი მონათაგანი და უთხრა უფალსა 
   თჳსსა, რაჲ იგი შეემთხჳა, ჯდა რაჲ იგი ბერისა თანა. და ვითარ 
   შეშფოთნა მამაჲ მის ყრმისაჲ, ჰრქუა მას ბერმან: ნუ იურვი, რამეთუ 
   ესე ეშმაკმან ყო, რაჲთა დაგაბრკოლოს სიტყუასა ზედა 
   ღმრთისასა. რამეთუ ჯდა და ისმენდა იგი წადიერად სწავლასა მას 
   ბერისასა. მაშინ აღდგა ბერი და ჰრქუა მათ: მიჩუენეთ მე, ვინაჲ 
   გამოჴდა გუელი იგი? ხოლო მათ უჩუენეს. და დადგა  მას ზედა 
   და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ. და ისმინა მისი ღმერთმან და 
   აღადგინა კრმაჲ იგი. და მივიდა გუელისა მის და შეჰრისხნა მას 
   სახელითა უფლისაჲთა და მოაკუდინა გუელი იგი უფალმან. ხოლო 
   მამამან მის ყრმისამან მიიყვანა ძჱ თჳსი ცოცხალი და წარვიდა და 
   ჰმადლობდა ღმერთსა. 


       იტყოდეს მამისა ზენონისთჳს, რამეთუ ჰასაკითა მცირჱ იყო. 
   და ჴორცითა თხელ, და გონებითა შემკულ", და ყოლადვე ღმრთისა 
   მიმართ გულს-მოდგინებითა და მჴურვალებითა სავსჱ, და კაცთა 
   მიმართ მოწყალე იყო. [ამისსა ყოვლით კერძო მივიდოდეს ერისა 
   კაცნი და მონაზონნი და უთხრობდეს გულის-სიტყუათა მათთა და 
   ევედრებოდეს მას. რაჲთა ლოცვა ყოს მათთჳს და ყოველნი განიკურნებოდეს] 
   *. 



       ერთსა ვისმე მამათაგანსა, რომელი მახლობელად მყოფ 
   იყო ოდესმე წმიდისა მამისა ზენონისსა, შევემთხჳენით და ვითარცა 
   იწყო, იტყოდა ჩუენდა მომართ სარგებელისათჳს სულისა. ვჰკითხეთ 
   რაჲმე მას გულის-სიტყუაჲ ესრეთ და ვარქუთ": უკუეთუ ვისმე 
   ჰქონდის გულის-სიტყუაჲ  და იხილოს თავი თჳსი, რამეთუ 
   ზედაჲს-ზედა იძლევის მათ შინა და ჰკითხვიდეს, გინათუ სხუათაგან 
   ესმოდის, ვითარ-იგი თქუეს მამათა სიწმიდისათჳს და უნდეს, 
   რაჲთამცა მოიპოა იგი და ვერ შეუძლოს, კეთილ არსა, რაჲთა 
   ვისმე უთხრას მამათაგანსა? ანუ რაჲთა გულს-მოდგინებასა მას 
   ჰყოფდეს, ვითარცა-იგი იკითხავს და კმა-ეყოს თჳსსა მას მეცნიერებასა? 
   ხოლო მან გურქუა ჩუენ: უღირს, რაჲთა უთხრას სხუასა 
   შემძლებელსა, და რაჲთა არა ესვიდეს თავსა თჳსსა, რამეთუ ვერვის 
   ძალ-უც შეწევნად თავსა თჳსსა. [უფროჲს-ღა იგი, უკუეთუ 
   ვინმე ძლეულ იყოს ბრძოლათაგან და გჳთხრა მისი, სიჭაბუკესა მე 
   შემემთხჳა ეგე და თქუა, ვითარმედ: სიჭაბუკესა მაქუნდა გულისსიტყუაჲ 
   და ვიძლეოდე მათგან. და მესმინა მამისა ზენონისთჳს, ვითარმედ 
   მრავალნი განეკურნნეს. და მომიჴდა გულსა, რაჲთა მეცა 
   მივიდე და წარმოუთხრა მას და დამაბრკოლის მე ეშმაკმან და მეტყჳნ: 
   ვინაჲთგან იცი თჳთ, რაჲ საყოფელ არს გულის-სიტყუათათჳს, 
   ჰყოფდ; ვითარცა-\იგი  იკითხავ და რად მიხუალ და დააბრკოლებ 
   ბერსა? და ოდეს ვაზმნი მისლვად და თხრობად ბერსა, მცირედ აღმიმცირდის 
   ბრძოლაჲ იგი, რაჲთამცა არა მიტევა მისლვად ბერისა. 
   და ოდეს მივერჩდი გულის-სიტყუასა მას არა მისლვად ბერისა, კუალად 
   დავინთქმოდი ვნებისა მისგან და კუალად ვაიძულებდი თავსა 
   თჳსსა მისლვად. და მასვე მზაკუავნ მტერი და არა მიტევებნ, რაჲთამცა 
   უთხარ ბერსა საქმჱ იგი, და მრავალგზის მეცა სრულ ვიყავ 
   თხრობად მისა და სირცხჳლი გულსა მომივლინის მტერმან და არა 
   მიტევის თხრობად. და მეტყჳნ: ვინაჲთგან იცი თავისა შენისა კურნებაჲ, 
   რაჲ ჴამს სხჳსა თხრობაჲ? შენ უდებ-გიყოფიეს თავი შენი, 
   რამეთუ იცი, ვითარ-იგი თქუეს მამათა: ამას მომივლენნ წინამოსაჯული 
   იგი ჩემი, რაჲთამცა არა გამოუცხადე ვნებაჲ იგი ჩემი 
   მკურნალსა მას და განვიკურნე. და ბერმან ცნის არს(!), რამეთუ გულის-სიტყუანი 
   მქონან და მამხილის არა, არამედ მოელოდა, რაჲთამცა 
   მე თავით  ჩემით უთხარ და მასწავებნცა სიწმიდით ცხორებასა. 
    ხოლო შიშულად არა გამომიცხადის საქმჱ იგი. ვითარ 
   უკუანაჲსკნელ ცხად იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ, მე ვითარცა ვთქუ, 
   მრავალგზის მომიჴდის გულსა, რაჲთამცა უთხარ ბერსა და დავჰბ-. 
   რკოლდი მტერისაგან და დადგრომილ ვიყავ მას ზედა და დავინთქმოდე 
   ვნებისა მისგან. ხოლო უკუანაჲსკნელ ვიურვოდე და ვტიროდე 
   წინაშე ღმრთისა და ვარქუ სულსა ჩემსა: ვიდრემდის, უბადრუკო 
   სულო ჩემო, არა გინებს განკურნების? შორით მოვლენან 
   ბერისა და განიკურნებიან და შენ არა გრცხუენისა, რამეთუ ახლოს 
   გაქუს და არა განიკურნები? ისწრაფე აწ უკუე, ვიდრე-ესე გაქუს 
   მკურნალი. და აღვდეგ და ვთქუ: უკუეთუ მივიდე ბერისა და არავინ 
   იყოს მის თანა, არამედ მე მარტოჲ, ვიცი, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ 
   არს, რაჲთა უთხრნე მას გულის-სიტყუანი ჩემნი. და ვითარ მივედ, 
   ვპოე ვინმე მის თანა, რომელი იჯმნიდა გამოსლვად, და ვითარ გამოვიდა 
   იგი ბერი, მსგავსად ჩუეულებისა,  მასწავებდა მე სარგებელისათჳს 
   სულისა და ვითარ-იგი ჯერ-არს კაცისა განწმედად 
   საძაგელთაგან გულის-სიტყუათა და ვნებათა. და მას საქმესა არავე 
   მამხილებდა. და მე ვდუმენ და არა უთხარ, არამედ სირცხჳლსავე 
   ვმიზეზობდ და მერმე ვევედრე მას, რაჲთამცა მიჯმნა. ხოლო იგი 
   აღდგა და ლოცვა ყო და გამომიძღუა მე, ვიდრე ეზოჲსა კარადმდე, 
   რაჲთამცა წარმგზავნა. და მე დავიგუემებოდე გულის-სიტყუათა 
   მათგან, ვითარმედ ვყო, უთხრა მე ბერსა ანუ არა? და ნელიად უკუანა 
   მიუდეგ. ხოლო ბერი არა მხედვიდა მე. არამედ დაედვა ჴელი 
   კარსა, რაჲთა უკუნ-აღოს და ვითარ მყოარ ვიტანჯებოდე გულისსიტყუათა 
   მათგან და მაურვებდა მტერი, მოიქცა ჩემდა და მიხილა 
   ბერმან, მცა მე მკერდსა და მრქუა: რაჲ ჰყავ, მეც რაჲმე კაცი ვარ. 
   და ვითარცა მრქუა მე ბერმან, მუნთქუვსვე ვცან, ვითარ გონებაჲ 
   განმეღო და დავვარდი პირსა ჩემსა ზედა და შეუპყრენ ფერჴნი და 
   ვევედრებოდე მას და ვეტყოდე: შემი\წყალე  ღმრთისათჳს, ხოლო 
   იგი მეტყოდა: რაჲ ჰყავ, რაჲ გინებს? და მე ვარქუ: შენ იცი, 
   რაჲ-იგი მიჴმს მე. და კუალად მრქუა მე: ყოველნი ჴამს, რაჲთა 
   სთქუა, რაჲ გიჴმს. და მაკურთხა და აღვდეგ და ვითარ სირცხჳლით 
   უთხრობდ ვნებასა მას, მრქუა მე: და რაჲსა გრცხუენოდა ჩემდა 
   თხრობად, მე არა კაცივე ვარა? და უკუეთუ გინებს, გითხრა მეცა, 
   ანუ არა მესამჱ წელი არს, ვინაჲთგან ეგე გულის-სიტყუანი გქონან 
   და მოხჳდი აქა და მითხარი არა? და ვითარ შეურდი მას მერმეცა 
   და ვევედრებოდე და ვეტყოდე: შემიწყალე ღმრთისათჳს. და მრქუა 
   მე: ვიდოდე და ნუ უდებ იქმნები ლოცვასა შენსა და ნუცა ძჳრსა 
    ვისსა იტყჳ. და ვითარ მივედ სენაკად ჩემდა და არა უდებ ვყავ 
   მცნებაჲ იგი ბერისაჲ და მადლითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა მის 
   ბერისაჲთა არღარა მომიჴდა მე ვნებაჲ იგი. და შემდგომად წელიწადისა 
   ერთისა შემომიჴდა მე ესევითარი გულის-სიტყუაჲ, ვითარმედ 
   ნუუკუე ღმერთმან ყო ჩემ ზედა წყალობაჲ და ბერი არად  
   სარგებელ მეყო, რამეთუ დიდი ჰამბავი განსრულიყო მისთჳს. და 
   მივედ ბერისა, რაჲთამცა გამოვცადე იგი და განვიყვანე იგი თჳსაგან 
   და ვარქუ მას: ვევედრები ღმრთის-მოყუარებასა შენსა, რაჲთა 
   ლოცვა ჰყო ჩემთჳს მათ გულის-სიტყუათათჳს, რომელნი ოდესმე 
   გითხრენ შენ. და დამიტევა მე მდებარჱ ქუეშე ფერჴთა მისთა და 
   დადუმნა მცირედ და მრქუა მე: აღდეგ და სახჱ განიგე. ხოლო მე 
   რაჲ მესმა ესე, მინდა, თუმცა ქუეყანამან დამიღო. და აღვდეგ და 
   სირცხჳლითა ვერ ვიკადრებდი მიხედვად ბერისა. და წარმოვედ და 
   დამიკჳრდა სათნოებაჲ იგი ბერისაჲ მის. და მანვე ბერმან დასამტკიცებელად 
   სიტყჳსა მისისა და ჩუენისა სარგებელისათჳს გჳთხრა 
   ესეცა, ვითარმედ: ოდესმე იყოფვოდეს ორნი ძმანი გარე უდაბნოსა, 
   თითოეული თჳსსა სენაკსა. და მოვიდეს ერთმანერთისა და ჰრქუა 
   ერთმან მან: მინებს, რაჲთამცა მივედ მამისა ზენონისა და უთხარ 
   მას გულის-სიტყუაჲ რაჲმე. და ერთმან მანცა თქუა: მეცა  
   მინებს, რაჲთამცა მივედ და უთხარ გულის-სიტყუაჲ ჩემი. და მივიდეს 
   ორნივე ზოგად. და განიდგინა იგი თითოეულმან თჳსაგან და 
   წარმოუთხრა მას გულის-სიტყუაჲ თჳსი. და ერთი იგი შეურდა ბერსა 
   დიდითა ცრემლითა და შემდგომად თხრობისა, ევედრებოდა 
   მას, რაჲთა შეიწყალოს იგი და ლოცვა ყოს მისთჳს. ხოლო ბერმან 
   ჰრქუა მას: ვიდოდე და ნუ განსცემ თავსა შენსა, ნუცა ძჳრსა ვისთჳს 
   იტყჳ, და ნუცა უდებ იქმნები ლოცვასა შენსა. და ვითარცა წარვიდა, 
   განიკურნა. ხოლო ერთმან მან უთხრნა გულის-სიტყუანი თჳსნი 
   და ჰრქუა: ლოცვა ყავ ჩემთჳს. და არა ლმობიერად ითხოა ბერისაგან 
   და წარვიდა. და რავდენისამე ჟამისა შემდგომად შეიმთხჳნეს და 
   ჰრქუეს ერთმანერთსა: ოდეს-იგი მივედით ბერისა, უთხარა გულისსიტყუაჲ 
   იგი, რომელი სთქუ, ვითარმედ მინებს თხრობის? ხოლო 
   მან ჰრქუა: უთხარ. და ჰრქუა მას: და სარგებელ გეყოა, უთხარ-ღა 
   ბერსა იგი? ხოლო მან ჰრქუა: ვჰმადლობ ღმერთსა და ლოცვასა მის 
   ბერისასა,  რამეთუ მიერითგან განვიკურნე. და მან ჰრქუა: რაჲ 
   არქუ ბერსა, უთხარ-ღა გულის-სიტყუაჲ იგი? ხოლო მან თქუა: ვარქუ 
   მას, ლოცვა ყავ ჩემთჳს, რამეთუ ესე გულის-სიტყუაჲ მაქუს. 
   ხოლო მეორემან ჰრქუა მას: მე ოდეს უთხარ გულის-სიტყუაჲ იგი 
    ჩემი. ვევედრებოდე და დავალტვენ ცრემლითა ფერჴნი მისნი, რაჲთა 
   მარადის ვაჴსოდი ლოცვასა და ლოცვითა მის ბერისაჲთა განმკურნა 
   მე ღმერთმან. და რომელსა-იგი არა სარგებელ ეყო, თქუა, 
   რამეთუ: ლმობიერად ითხოე მისგან და მისთჳსღა ყო ღმერთმან 
   წყალობაჲ მისი შენ თანა, ძმაო. და ადიდებდა ღმერთსა. 
      ამას გჳთხრობდა ბერი იგი, ვითარმედ: რომელი ევედრებოდის 
   ვისმე მამათაგანსა, უღირს, რაჲთა ლმობიერად და ყოვლითა გულითა 
   სთხოვებდეს მას. 
      მერმე გჳთხრობდეს სხუანიცა ბერნი, რომელნი მრავალგზის 
   მისრულ იყვნეს მამისა ზენონისა, რამეთუ: მი-ვინმე-სრულ იყო ბერისა 
   და ჰკითბვიდა, უკუეთუ ყოველსა ცოდვასა აქუს მოტეეებაჲ? 
   ხოლო იგი ეტყოდა: უკუეთუ ვინმე ღირსად ცოდვისა  მის შეინანოს, 
   აქუს მოტევებაჲ. და რომელი-იგი ჰკითხვიდა, რამეთუ შეეცნა 
   თავსა თჳსსა დიდი ცოდვაჲ, ეტყოდა ბერსა: მიკჳრს მე, მამაო, 
   უკუეთუ ჩემსა ამას ცოდვასა აქუს მოტევებაჲ? ხოლო ბერმან 
   ჰრქუა მას: გარქუ, შვილო, რამეთუ ყოველსა ცოდვასა აქუს მოტევებაჲ, 
   უკუეთუ ვინმე ღირსად შეინანოს. ხოლო რაჲ არს ცოდვაჲ 
   ეგე შენი, თქუ, ნუ გრცხუენინ, რამეთუ რომელსა ჰრცხუენინ 
   შეცოდებაჲ თჳსი, ვერ განიკურნის. ხოლო იგი კადნიერ იქმნა სიტყუასა 
   მას ზედა და უთხრა ბერსა, ვითარმედ: სიძვასა შევვარდი. 
   ჰრქუა მას ბერმან: დიდ არს ცოდვაჲ ეგე შენი, არამედ უკუეთუ 
   ღირსად შეინანო, ვესავ ღმერთსა, რამეთუ მიგიტევნეს შენ ღმერთმან. 
   ხოლო მან ჰრქუა: რაჲცა ბრძანო და მრქუა მე, და ვყო. და 
   ბერმან განიყვანა იგი მტილად და უჩუენა მას ძირი ლეღუსულელისაჲ, 
   რომელი ძუელითგან აღმოფხურილ იყო და იდვა მტილსა მას 
   შინა. ჰრქუა მას ბერმან: მივედ უდაბნოდ და შეეყავ ერთსა მამათაგანსა, 
   და იმარხევდ ორ-ორით  და ილოცევდ გულსმოდგინედ, და 
   შემდგომად წელიწადისა ერთისა პოვედ აქა. ხოლო ესე უწყოდე, 
   ვიდრემდის არა იხილო ესე ძირი განედლებული, არა მოგიტევნა შენ 
   ღმერთმან ცოდვანი შენნი. ხოლო იგი წარვიდა და ყო ეგრე. და 
   შემდგომად აღსრულებისა მის წელიწადისა მოვიდა და ჰრქუა ბერსა: 
   მომიტევნაა ღმერთმან? ხოლო მან ჰრქუა მას: მივედ და იხილე 
   ძირი იგი. და მივიდა და იხილა ძირი იგი, რამეთუ არღა აღმოცენებულ 
   იყო. და მოვიდა და უთხრა ბერსა, ვითარმედ: არღა აღმოსცენდა. 
   ხოლო მან ჰრქუა: ვიდოდე და ეკრძალე თავსა შენსა. და 
   წარვიდა და კუალად მოვიდა აღსრულებასა მის წელიწადისასა. და 
   ჰრქუა მას ბერმან: მივედ და იხილე ძირი იგი. და მან იხილა ძირი 
    იგი და თქუა: არღა აღმოცენებულ არს. და ბერმან ჰრქუა: ეკრძალე 
   გულის-სიტყუათა შენთა და ნუ უდებ-ჰყოფ ლოცვასა შენსა, 
   და ვითარცა მოვიდა მესამესა წელსა, ჰრქუა მას ბერმან: იხილე 
   ძირი იგი. ხოლო მან, ვითარცა იხილა, უთხრა ბერსა, რამეთუ აღმოსცენდა. 
   მაშინ ჰრქუა მას ბერმან:  აჰა ეგერა ცოცხალ იქმენ, 
   ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი გეყოს. და წარვიდა და ჰმადლობდა 
   ღმერთსა და მას ბერსა] *. 


       გჳთხრობდეს ბერნი, ვითარმედ არა სთნავნ მამასა ზენონს, 
   რაჟამს იხილნის ჭაბუკნი მონაზონნი, გინათუ უცებნი, რომელნი 
   მარტოდ იყოფებიედ. [და წარმოგჳთხრეს ჩუენ ესრეთ, ვითარმედ: 
   მივედით ჩუენ ბერისა და შეკრებულ იყვნეს მრავალნი მამასახლისნი 
   მონასტრებისანი მოწფითურთ მათით და გარემო-სხდეს 
   ბერსა და შემდგომითი-შემდგომად ისმენდეს სიტყუათა სულიერებისათა 
   და ეტყჳედ მამანი იგი მამასა ზენონს]*: ეტყოდე ნურას 
   ძმათა ამათ სიტყუასა? ხოლო მან ჰრქუა მათ: კრავსა ოდეს უნებნ 
   წოვნის, სცის დედასა თჳსსა ძუძუთა და გამოსცის სძჱ; მათცა, უკუეთუ 
   უნებს საზრდელი, ითხოვდინ და მიიღონ, თქუედ გულის-სიტყუანი 
   თჳსნი და ესრეთ საკურნებელი მიიღონ. და ამას რაჲ იტყოდა 
   ბერი, ყოველთა სარგებელ ეყოფვოდა, დაღათუ ვის დაუკლიენ 
   საკითხავი, მერმე გა-ვე-სრულებად სცის.  და მათ თანა სხუანი 
   ორნი ძმანი იყვნეს, რომელნი თჳს-თჳს იყოფვოდეს. ჰკითხა ბერმან 
   თითოეულსა მამასახლისსა: რომლისა ადგილისაჲ ხარ? და უთხრის 
   მათ სარგებელი სულისაჲ. და მოწაფეთა მათთა და სხუათა 
   ჰკითხის და ეგრეთვე მიღმართ ეტყჳნ. ვითარ მოიწია, მათ ორთა ძმათა 
   ჰკითხა: ვინანი ხართ ანუ სადა იყოფვით? მონასტერსა შინა იყოფვითა? 
   ხოლო მათ ადგილსა ერთსა სახელ-სდვეს და ჰრქუეს მას: მას 
   ადგილსა ვიყოფვით და თითოეული ჩუენი თჳსსა ვიყოფვით. დადუმნა 
   ბერი და არაჲ მიუგო. მერმე კუალად სხუათა მათ ბერთა 
   ჰკითხვიდა ბერი და მიღმართ ასწავებდა სულისა სარგებელსა. და 
   ვითარ მოიწი[ი]ს მათ ორთა ძმათა, ეგრევე ყვის, არაჲ მიუგის. 


       ერთმან ვინმე მუნ მჯდომარეთაგანმან დახედნა, ვითარ-იგი 
    თანა-წარჰჴდის ერთგზის და ორგზის ორთა მათ ძმათა, ევედრა 
   ბერსა და ჰრქუა: ყავ სიყუარული, ნუ უგულებელს\-ჰყოფ  ამასცა, 
   არამედ არქუ რაჲ სიტყუაჲ. ხოლო მან ჰრქუა მათ: რაჲ ვჰრქუა 
   მათ მე, არა ვიცი. ანუ ეშმაკი მომკუდარ არს, ანუ ეგე არა სხენან, 
   ვითარცა სხუანი მონაზონნი სენაკსა შინა მაგათსა. 


       იტყოდეს მამანი, რამეთუ ყოველთა მათ კეთილთა, რომელნი 
   ჰქონდეს მამასა ზენონს, და ესეცა დიდივე სათნოებაჲ აქუნდა, 
   უკუეთუ სადამე ესმის, ვითარმედ არიან ვინმე მოწაფეთა მათ ბერთაგანნი, 
   უცონოდ მივიდის ხილვად მათდა. 


       ჰკითბეს ბერსა ვისმე, რომელი შემეცნიერებულ იყო ნეტარისა 
   მამისა ზენონისა: ნეტარისა ზენონისთჳს მითხარ, მამაო, უკუეთუ 
   რაჲმე გეხილვა, გინა გესმინა და გაჴსოვს რაჲმე ბერისაჲ. 
   ხოლო მან ჰრქუა: გითხრა მისი, რომელი სასწაული ქმნა ჩემთჳს. 
   სიჭაბუკესა, ვიდრე ვიყავ სახლსა შინა მშობელთა ჩემთასა, დავსნეულდი 
   სნეულებითა დიდითა და შემდგომად რავდენისამე ჟამისა 
   ყოველი იგი სიმძიმე შთამიკრბა ფერცხალთა და ვერცა წოლად მეძლო 
   მშჳდობით, ვერცა გარდაქცევად ძალ-მედვა ცხედარსა ზედა 
    და ყოველნი იტყოდეს, ვითარმედ სული არს. ხოლო მამამან 
   ჩემმან მოიხუნა ორნი ძაძანი და აღავ[ს]ნა იგინი ბზითა და მოაჭირა 
   პალანთა კარაულისათა ორკერძოვე და დამიგო მას ზედა, ვითარცა 
   ცხედარსა და ესრეთ დამდვეს მას ზედა. და ორთა კაცთა 
   ვეპყარ იმიერ და ამიერ და ერთი კაცი წინა მიპყრობდა კარაულსა 
   მას და ესრეთ დიდითა ჭირითა და ურვითა მიმიღეს ორსა მას მილიონსა, 
   რომელსა ეშენა სენაკი ბერისაჲ მის. და ვითარცა ჰრეკა 
   კარსა მამამან ჩემმან, გამოვიდა მოწაფჱ მისი და იცნა მამაჲ ჩემი, 
   რამეთუ მრავალგზის მივიდის მისსა. და შევიდა, რაჲთა უთხრას 
   ბერსა. ხოლო მან გინა დაყუდებისათჳს, გინა საქმჱ იგი გამოეცხადა, 
   არა განუღო. და ვითარ ფრიად ევედრებოდა მამაჲ ჩემი, განგჳღეს 
   და ამიღეს და დამაგდეს მე ეზოსა ბერისასა, ხოლო თავადი 
   გამოვიდოდა სენაკით და მკითხვიდა და მრქუა: რაჲ გელმის? და ვითარცა 
   უთხარ, ჴელი შემოყო შინაგან სამოსელსა და შემახო ფერცხალთა. 
   და მე ვარქუ: ნუუკუე სული არს? და  მან თქუა: არა, 
   უკუეთუმცა სული იყო, ემხილამცა აწ. და შევიდა სენაკად თჳსა, 
    ხოლო მოწაფჱ მისი იტყოდა: ვინაჲთგან ჴელი შეახო მაგას ბერმან, 
   წარიყვანეთ და ნურას ზრუნავთ. ხოლო ბერმან დაამტკიცა ესრეთ, 
   ვითარმედ მუნთქუესვე განვცოცხლდი. და დავჯედ კარაულსა ზედა, 
   ვითარცა ცოცხალი და წარვედ სახედ თჳსა. და მერმე ვჰკითხე მას 
   და ვარქუ: უკუეთუ მიერითგან აგრძნობდ რასა სალმობასა მას? 
   ხოლო მან დაამტკიცა და თქუა: ყოლადვე არა შემეგონა სალმობაჲ 
   იგი, გარნა მუნთქუესვე რეცა დაბუშებულ იყო იგი ადგილი, 
   ეგრე ვაგრძნობდი. 


       იყვნეს ვინმე მამანი პალესტინეს დღეთა მამისა ზენონისთა: 
   მამაჲ ნიკოლა* და მამაჲ დეოგინე და მამაჲ პავლე, -- სამნივე ძმანი. 
   და თუ ვინმე მივიდის მამისა ზენონისა, ეტყჳნ: მივედით წინაწარმეტყუელთა 
   იმათ, მივედით მოციქულთა იმათ თანა, რამეთუ 
   მამასა ნიკოლას წინაწარმეტყუელად უწესნ, რამეთუ იყო სიტყუაჲ 
   მისი მამხილებელ, ხოლო მამასა დეოგინეს და  მამასა პავლეს 
   მოციქულით ხადინ, რამეთუ იყო სიტყუაჲ მათი 
   ნუგეშინის-მცემელ. 


       ამასვე მამასა ნიკოლას აღსრულებისა ჟამსა გარე-მოადგეს 
   მოწაფენი მისნი, ტიროდეს და ევედრებოდეს, რაჲთა ლოცვა 
   ყოს მათთჳს. და მათ თანა მამაჲ ანტიოქეცა, რომელსა თუალნი 
   დადგომილ იყვნეს, ეტყოდა მას: ვის დამიტევებ მე, მამაო ჩემო, 
   ესრეთ უძლურსა? ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ ვპოვო კადნიერებაჲ 
   წინაშე ქრისტესა, ჩემსა შჳდსა სახარებაჲ შენ იკითხო, რამეთუ 
   ხუცესი იყო. და ვითარ მეშჳდჱ დღჱ მოიწია, ჯდა ბრმაჲ იგი 
   საფლავსა თანა ბერისასა და ტიროდა. და ვითარ დაჰრეკეს კრებისა 
   ჟამსა, აეხილნეს თუალნი და ჟამის-წირვასა სახარებაჲ მან წაიკითხა. 
   და რომელთა იხილეს, ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცის 
   ესევითარი კადნიერებაჲ წმიდათა მისთა. 


       ზედაჲს-ზედა ეტყჳნ მამაჲ ზენონ, რომელნი მივლენედ 
   მისსა მონაზონნი, ვითარმედ: მამათა ჩუენთა ზამთრის გებულად 
    განად  გინეს ნავები მათი არმურისაგან მდევართაჲსა, რომელი 
   მოიწეოდა მათ ზედა ეშმაკთაგან და კაცთაგან, და ჩუენ ნავთ-სადგურთა 
   დაყუდებულთა შინა ვალთ და დავინთქმით. 

No comments:

Post a Comment