თქუმული წმიდისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაი კონსტანტინოპოლელისაი ქრისტეს ჯუარისა და მორწმუნისა მის ავაზაკისათვის.

მოვიხსენოთ, ძმანო, დღესასწაული ჯუარისაი და ვაქოთ ჯუარი და ვაქოთ დღე ესე და ვადიდოთ ქრისტე, რაითა გვირგვინოსან იქმნენ გონებანი ჩუენნი მოხსენებითა მით ჯუარისაითა. არათუ სიტყვითა ჩუენითა ჯუარი იქების, არამედ მოხსენებითა მით ჯუარისაითა გონებანი ჩვენნი გვირგვინოსან იქმნებიან.

ძმანო, დღეს ჯუარი აღემართა და სოფელი განწმინდნა, სიკუდილი უკუნიქცა. ჯუარი აღემართა და ეშმაკნი განიბნინეს. ჯუარი აღემართა, სიკუ7დილი იძლია, ეშმაკი შეიკრა და კაცთა კრულებანი განჰხსნდეს. ღმერთი იდიდების და სოფელი განთავისუფლდების. დღეს ჰურიათა მიერ ქუეყანაი იძრვის, ხოლო მორწმუნეთა მიერ სოფელი განმტკიცნებსი. დღეს ჰურიათა მიერ ღმრთის მბრძოლი იგი კლდეთა განხეთქად ხელსა შეჰყოფს, ხოლო ღმრთისმოყუარეთა მორწმუნეთა მიერ განძლიერდებიან ერთად-ერად.

წესვე ეგრე არს მორწმუნეთა შეკრებაი და ურწმუნოთა განბნევაი, ვითარცა თქუა დავით: განიბნინეს და არა გულისხმა-ყვეს. დღეს ჰურიათათვის მზემან ექუს ჟამითგან ბნელი შეიმოსა, რამეთუ არა თავს-იდვა შექმნულმან შემოქმედისა შეურაცხებაი, დააყენა ბრწყინვალებაი თვისი, რაითა არა ჰნათობდეს ღმრთის მბრძოლთა მათ ჰურიათათვის. არათუ ღმრთეებასა მას რაი ევნებოდა, არამედ ხორცთა მათ ვნებაი ღმრთეებასა შეერაცხებოდა.

ხოლო მადლმან ჩუენ თანა ღამე დღედ გარდააქცია, რამეთუ წესვე ეგრე არს, რაით ღმრთის მოყუარეთა ბნელსა შინა ნათელი გამოუბრწყინდეს, ხოლო ურწმუნოთა მათ ნათელი დაუბნელდეს. მორწმუნეთათვის ღმე დღედ შეთუალულ არს, რამეთუ იტყვის მორწმუნეთათვის წერილი, ვითარმედ: "ღამე იყოს ნაცვალად ნათლისა, რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს" (ფსალმ. 138:12).

უკუეთუ მორწმუნისაი მის ღამე, ვითარცა დღე, განათლდების და ურწმუნოსა მას ნათელსა შინა დაუბნელდეს, მართლ ღაღადებს წინაწარმეტყუელი და იტყვის, ვითარმედ: ეჩუქუეფებოდიან, ვითარცა ბრმანი, კლდეთა თანა და ვიდოდიან შოვა სამხრის, ვითარცა შოვა ღამეს.

ძმანო, დღეს გამოვარდა ადამი სამოთხით, დღეს შევიდა ავაზაკი იგი სამოთხედ. გამოვიდა მპარავი იგი, გარდამავალი მცნებათაი, დღეს შვიდა მპარავი, რომელმან ჯუარსა ზედა მოიპარა ცხორებაი. ამან მპარავმან ძელისაგან მოიყურძნა უკუდავებაი, მოიავაზაკა სასუფეველი, მოიმძლავრა უკუდავებაი. არათუ ძლით დასწერს, არამედ სარწმუნოებით მოიავაზაკებს სასუფეველსა და მოიმძლავრებს უკუდავებასა. არათუ მძლავრ, არამედ სარწმუნოებით სძლევს, რამეთუ თვით უფალი იტყვის, ვითარმედ: სასუფეველი ცათაი მიიმძლავრების და მძლავრნი მიიტაცებენ მას.

ჯუარსა ზედა ორი ავაზაკნი, ერთი - ჰურიაი და ერთი - წარმართი. წარმართსა მას დაეყო უშჯულოებასა შინა მრავალი ჟამი და შემდგომად გულისხმა-ყო ჭეშმარიტებაი. ჯუარამდე ორნივე ერთსა გზასა რბიოდეს, ხოლო ჯუარი უჩუენებს და განუყოფს მათ: გზაი წარსაწყმედელი - უშჯულოთა და გზაი ცხორებისაი - მორწმუნეთა. ამან ავაზაკმან გამოირჩია სიტყვითა მით, რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.

იხილეღა მართლ საშჯელი ესე ღმრთისაი, რაითა შენცა იტყოდი წინასწარმეტყუელისა მის თანა: მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არს საშჯელი შენი (ფსალმ. 118:137), ერთითა შეცოდებითა ადამ გამოვარდების სამოთხით და ერთითა ხმითა სარწმუნოებისაითა ავაზაკი შევალს სამოთხედ; ერთი შეცოდებაი ადამს გამოჰხდის სამოთხით და ერთი სიტყუაი სარწმუნოებისაი ავაზაკსა დაამკვიდრებს.

ძმაო, აწ ეკრძალეე პირსა შენსა, რაითა არა სცოდო ენითა შენითა და მრავალ-ჟამისა იგი შრომილი შენი წარსწყმიდო. მოიხსენე სიტყუაი უფლისაი, ვითარმედ: სიტყვითა შენითა დაისაჯო და სიტყვითა შენითა განჰმართლდე (მათე 12:37).

ჰე, საკვირველი! აბრაჰამსცა არა ესმა ესე ხმაი აღთქუმისაი სამოთხისათვის, არამედ სარწმუნოებით აღუთქუამს სასუფეველსა. არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესლვად სასუფეველსა. ამას გულს-მოდგინედ დახედე, მსმენელო, და ძულესა და ახალსა შჯულსა შინა გამოიძიე და ახლსა ჰკითხე გულს-მოდგინედ. არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესლვად სასუფეველსა, არცა ესმა ხმითა აღთქუმაი და მიცემად სამოთხისა არცა აბრაჰამს, არცა მოსეს, არცა წინაწარმეტყუელთაგანსა ვის, არცა მოციქულთა, არამედ ყოველსა წინა ავაზაკს მას ესმა.

ამენ გეტყვ: დღეს ჩემ თანა ხარ სამოთხესა. უწოდა ღმერთმან აბრაჰამს და ჰრქუა: გამოგუალე შენ ქუეყანისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა (დაბ. 12:1). და არა ჰრქუა, ვითარმედ: დღეს დაიმკვიდრო სამოთხე.

მოსესცა მისცა ღმერთმა შჯული აღთქუმისაი, ხოლო არცა ერთსა ვის აღუთქუა უწინარეს ავაზაკისა სამოთხე. თანა-გუაც, ძმანო, გამოძიებად, რაისათვის აღუთქუა ღმერთმან ავაზაკსა მას სამოთხე უწინარეს ამათ წინაწარმერტყუელტა და რჩეულთა?

იტყვის წერილი: ჰრწმენა აბრაამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ; ჰრწმენა უკუე, კეთილად ჰრწმენა, არა ეგოდენსა ჯმლევანსა შურაცხებათ იხილა ღმერთი; ჰრწმენა უფალი, ზეცით გარდამომეტყუელი; ჰრწმენა ღმერთი ზეცით გარდამო წმიდათა ანგელოზთა მიერ, რომელთა მოაქუნდა ბრძანებაი ღმრთეებისა ბუნებისაი; ჰრწმენა ღმერთი ესაიაისცა, რამეთუ იხილა დიდებასა შინა ღმრთეებისასა; ჰრწმენა ღმერთი ეზეკიელსცა, რამეთუ იხილა ქერობინთა ზედა მჯდომარე საყდართა დიდებისა თვისისათა. ჰრწმენა ღმერთი ყოველთა წინაწარმეტყუელთა, რამეთუ იხილეს თითოეულად დიდებასა შინა თვისსა უფალი, რავდენ-იგი შემძლებელ იყო ხილვად ბუნებაი კაცთაი; ჰრწმენა ღმერთი მოსესცა, რამეთუ ეტყოდა ცეცხლით გამო და არმურით ნესტვითა, საყვირითა და ქუხილითა, რომელი შემძლებელ იყო ურწმუნოთაცა განძლიერებად.

ხოლო ამასცა ვიტყვ და არათუ წინაწარმეტყუელთა მათ შეურაცხ-ვჰყოფ, არამედ, რომელმან მოიპოვა მწრაფლ სამოთხე, ვაქებ, რამეთუ ხედვიდა უფალსა და მხსნელსა ჩუენსა არა საყდართა ზედა სამეუფოთა და არცა ტაძართა შინა თაყუანის-საცემელსა და არცა კაცთა შორის მოძღურებასა, არცა ანგელოზთა შორის ბრძანებასა, არამედ იხილა იგი ავაზაკთა შორის ძელსა ზედა დამოკიდებული; იხილა იგი გინებულად და თაყუანის-სცა დიდებულად; იხილა იგი ჯუარსა ზედა და ევედრებოდა, ვითარცა ცათა შინა მჯდომარესა; ხედავს დაშჯასა შინა და მეუფით ხადის და ეტყვის: მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა (ლუკა 23:42). ჯუარ-ცმულსა ხედავს და უფლით ხადის მას; მის თანავე ძელსა დამოკიდებულსა ხედავს და სასუფეველსა ინიჭებს.

შჯული არა გისწავიეს, რომელი-ეგე უშჯულოებასა შინა იქცეოდე, წინაწარმეტყუელნი არა აღმოგეკითხნეს. აწ ვინაი საღმრთოთა სიტყუათა იტყვრომელ-ეგე მარადის მახვილსა ესევდ? აწ ვისგან ისწავე ქრისტესთვის ენითა ცნობაი? ჰურიანი ჯუარს-აცუმენ, რომელითა შჯული იციან, და შენ, რომელი შჯულსა ყოვლადვე უმეცარ ხარ, ვინაი ღმერთად ჰქადაგებ და შჯულსა მას შინა თაყუანის-სცემ ჯუარ-ცმულსა მას? რომელმან საკვირველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფეველისასა? ვთქუათ ამას ზედაცა, თუ ვინაი იტყვის ავაზაკი ესე, ვინაი იტყვი, ჰე, ავაზაკო, ანუ ვინ გასწავა თქუმად, "მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა"? შჯული არა აღმოგიკითხავს.

იტყვის ავაზაკი: მე შჯულსა არა მეცნიერ ვარ. ვხედავ, მზის თუალი შეშინებული დაბნელდა; ვხედავ ქუეყანასა განღებულსა და მკუდართა აღდგინებასა. ვხედავ, რამეთუ ქრისტეს მკლველნი ესე ბნელსა შინა ეფეშუებიან, ხოლო მე თუალითა გულისა ჩემისაითა ვხედავ თუალთა ამათ უკუდავთა და მეუფესა საუკუნესა; ვხედავ კლდეთა განხეთქილთა, რამეთუ განაპნეს კლდენი და განსთქდა ეზოი იგი ტაძრისაი მის ორგან და გული უშჯულოთაი მათ არა განიპო ცნობად კეთილისა მის, რაი არს კეთილი იგი, არამედ ეზოი იგი იყო ნივთისა მისგან ძოწეულისა და ზეზისა იაკინთისა და თუალისაგან პატიოსნისა. ხოლო აწ ჯუარი აღემართა და ესე სასწაული იქმნა უფლისა ჯუარ-ცმასა: აღეხუნეს სამარენი და გამოსცეს კაცები.

ესე სასწაული იქმნა და იტყოდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა ჰურიანი იგი: უკუეთუ ხარ ძე ღმრთისაი, გარდამოხედ მაგიერ ჯუარით (მათე 27:40) და გურწმენეს შენი.

გულისხმა-ყავთ, საყუარელნო, ხმაი ესე, ვითარ შვილთა მათ ეშმაკისათა ამსგავსეს მამულსა მას სიბოროტესა, რამეთუ ეტყვის ეშმაკი უფალსა: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ქუეყანად (მათე 4:6). და აწ ჯუარს-აცუეს უფალი ჰურიათა და ავაზაკნიცა მის თანა. არათუ სძულდეს ჰურიათა ავაზაკნი იგი, არამედ რაითა ყოველთა უფალი, ვითარცა ავაზაკი, დასაჯონ.

პილატე ეტყვის მათ: ვინ მიგმადლო: იესუ, მეუფე თქუენი, ანუ ბარაბა, ავაზაკი თქუენი, ანუ მაცხოვარი თქუენი? მათ მიუგეს და ჰრქუეს: ჩუენ მეუფე კეისრისა გარეშე არავინ ვიცით. უვარ-ყვეს მეუფე იგი ქრისტე და დაემორჩილნეს მეუფესა მას ჰრომთასა. აწ შენ, ჰურიაო, რომელი-იგი გაქუნდა კეთილი, ვერ გულისხმა-ჰყავ და, ვის-იგი არა ეყვოდე, მას დაემონე.

იტყვის მართალსა მას ზედა და ცოდვილთა მათთვის: ჩუენთვის მოვიდა სიკუდილდ და უშჯულოთა თანა შეირაცხა, რომელ არს ავაზაკთა თან. არათუ სძულდეს ჰურიათა მათ ავაზაკნი იგი, არამედ რაითა ყოველთა, ვითარცა ძვირის-მოქმედი, შეასწაონ რეცათუ არა კეთილი საქმისთვის, არამედ ბოროტისთვის.

ეტყვის მართალი პილატე: ვინ ორთაგანი მიგმადლო თქუენ: იესუ, მეუფე თქუენი, ანუ ბარაბა, ავაზაკი თქუენი, ანუ მხსნელი თქუენი? ავაზაკნი ავაზაკსა გამოითხოვენ, ბარაბას, და უფალი ჯუარ-ცუმად მისცეს. არათუ მძლავრ ერეოდეს, არამედ ნეფსით მიცემული თქუმული აღესრულა.

იტყვის: მიუპყრეს ჯუარსა ნავღელი და ძმარი. წინაისწარ იხილა ესე მოსე. ამისთვისცა თქუა: ნათესავი ცრუი და გულარძნილი, ამას მისაგებელსა მიაგებთ უფალსა? რომელმან-იგი მოგცა მანანაი, მას ნავღელი და ძმარი მიუპყართ: რომელმან ყოველი ქუეყანაი ყუავილ-გარდაფენილად გამოსცა, მას ეკლისა გვირგვინსა დაადგამთ. კეთილად თქუა ესაია თქუენთვის: ველოდე ვენახსა მას ჩემსა, რაითამცა გამოიღო ყურძენი, ხოლო მან გამოიღო ეკალი და კუროისთავი, რომელ არს უშჯულოებაი (ესაია 5:2).

იტყვიან ჰურიანი: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა! ჩუენცა ვიტვით მითვე ხმითა, არამედ არა მითვე გონებითა: სისხლი ქრისტესი ჩუენ და შვილთა ჩუენთა, მათა დასაშჯელად, ხოლო ჩუენდა განსამართლებელად, რამეთუ სისხლი ქრისტესი არსადა უმრისხანეს არს ცეცხლსა მას ბაბილონისასა მოშიშთა ზედა ღმრთისათა. დაჰხედე, რამეთუ ცეცხლმან ბაბილონისამან შეწუნა ქალდეველნი იგი და სისხლმან წმიდამან აცხოვნნა მორწმუნენი.

ჯუარმან განდევნა ეშმაკი; ჯუარმან გამოიღო ნაყოფი სიწმიდისაი, რომელმან გამოსცა ბრწყინვალებაი. ჯუარადმდე ეშმაკთა ჰმსახურებდეს, ხოლო აწ მაცხოვრისა ჯუარ-ცმულისა დიდებაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.


"უდაბნოს მრავალთავი". თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა. 1993 .

No comments:

Post a Comment