თქუმული გრიგოლი ხუცისა ანტიოქელისაჲ წმიდისა პირველმოწამისა სტეფანჱსთჳს.


საჴსენებელი კეთილი ჩუენ წინა გჳც საყუარელნო. ვაიძულე დაწერად ქრისტჱს ეკლესიათა წმიდისა პირველმოწამისა სტეფანჱსსა ჩუენდამო ქმნულსა
მოქალაქობასა ზედა და სულისათჳს მეოხებაჲ და სიტყჳს-გებაჲ და შეწყნარებაჲ ტანჯვათაჲ და აღსრულებაჲ და გჳრგჳნი და სამძალი ზეცისა ჩინებისაჲიყო მათ ჟამთა შინა შემდგომად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა     ჴორცითა მოსლვისა და ვნებითა ჯუარისაჲთა და სიკუდილითა და აღდგომითა და აღმაღლებითა და მამისა თანა მისლვითა. წარჴდეს რაჲ ორისა წლისა ჟამნი. იქმნა სიმტკიცჱ გამოძიებაჲ ფრიად შოვრის ჰურიათა და სადუკეველთა
და ფარისეველთა თანა და თანა წარმართთაჲ იესუ ქრისტჱსთჳს ნაზარეველისა თუ ვითარ იშვა და ვითარ აღიზარდა [და] ჴორცითა ვითარ ჯუარს ეცვა და მოკუდა და აღდგა პირმშოჲ მკუდრეთით. რაჲმეთუ რომელნი-მე იტყოდეს ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელი გამოჩნდა. ხოლო სხუანი იტყოდეს. "არა. არამედ შეაცთუნა სოფელი": ხოლო სხუანი იტყოდეს ვითარმედ ჭეშმარიტადძჱ ღმრთისაჲ არს ესე. და შფოთი დიდი იყო ერსა შოვრის. რაჲმეთუ შეკრბეს ერთად კაცნი მოძღუარნი და ბრძენნი ეთიოპიაჲთ და თებაიდაჲთ და ალექსანდრიაჲთ და იჱრუსალემით და ასიაჲთ და მავრიტენიაჲთ და
ბაბილოვნითდა პირველით ჟამითგან ვიდრე მეოთხედ ჟამადმდე შფოთი იყო დიდი ვითარცა სახედ ქუხილისა სასტიკისაჲმაშინ დადგა ადგილსა რასა-მე ზედა მაღალსა სტეფანჱ კაცი მწიგნობარი და ბრძენი პატიოსანი ყოვლისა ერისაჲ ნათესავისაგან აბრაჰამისა და ტომისაგან
ბენიამენისა და განუყარა ჴელი და ჴმითა მაღლითა თქუა:
"ძმანო ჭაპუკნო და მოხუცებულნო. ისმინეთ აწ ჩემ მიერ თქუენდა მიმართ სიტყჳს-გებაჲ. რაჲსათჳს განმრავლდეს თქუენნი ჴმანი და შემოკრებულ არს ყოველი იჱრუსალემი. ნეტარ არს კაცი იგი. რომელი არა შეორგულდეს ქრისტე იესუჲს მიმართ, ძისა ღმრთისა ცხოველისა უხილავისაჲ.
რომელი-იგი თავადი არს ჴელოვნებით კაცთ-მოყუარჱ

 "და გარდამოჴდა ზეცით ცოდვათათჳს და უმეცრებათა ერისათა საშოსა შინა ქალწულისა წმიდისა გამორჩმულისასა დასაბამითგან სოფლისა:
ვითარცა იგი უწოდა ადამ. რომელი-იგი სოფლისა მამაჲ არს. ცოლსა თჳსს და ჰრქუა ვითარმედ გეწოდოს შენ დედა და ცხოვრება. ესე უკუე იწოდა ქალწული ცხოვრება მსგავსად წერილისა. რომელმან მუცლად იღო. ვითარცა  კაცი იშვა ქრისტე მსგავსებით თჳნიერ ცოდვისა; რაჟამს უკუე იშვა ვითარცა კაცი. განათლდეს ყოველნი:
 "ხოლო მტერსა მოლოდებაჲ აქუნდა. რაჲმეთუ იგი ვითარცა ყრმაჲ ჴორციელად გამოჩნდა. აღიძრა ჰეროდე მოსრვად მაშინ შობილთა ჩჩჳლთა და მოსრნა სამათასნი: ხოლო ესე კაცთ-მოყუარებით იქმნა. რაჲთა მეოხ იყვნენ
წმიდანი ჩჩჳლნი ცხოვრებისათჳს კაცთაჲსა: და აწ ვითარ ურწმუნო ხართ უფლისა იესუ ქრისტჱსთჳს. რაჲმეთუ ბრმათა თქუენთაჲ ყო აღხილვაჲ და კეთროვანნი თქუენნი განკურნნა"ხოლო ეშმაკნი თქუენგან განასხნა. რაჲთა პირველი იგი ძელისა საცთური თქუენგან განაქარვოს. პატიოსანი გამოირჩია ძელი და იქმნა ჯუარ-შემოსილ
და შთავიდა ყოველთათჳს ჯოჯოხეთს და შემუსრა. რომელსა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ. და მესამესა დღესა აღდგა და ყოველნი განაცხოველნა:
 "ხოლო ვაჲ ურწმუნოთა. ოდეს იგი მეორედ მოვიდეს განშჯად ცხოველთა და მკუდართა. მაშინ ცეცხლი წინაშე მისა ვიდოდის და გარემოჲს მისსა ნიავ-ქარნი ფრიად". და არღა დაესრულა მას სიტყუაჲ. ჴმა ყო ყოველმან სიმრავლემან ერისამან. "აღიღენ ქუეყანით, აღიღენ სტეფანჱ

რაჲმეთუ თქუა სიტყუაჲ გმობისაჲ ადგილისა ამისთჳს წმიდისა და რჩეულისა". შეიპყრეს იგი და მიიყვანეს პილატჱსა და ჴმობდეს, "აღიღე ეგე ქუეყანით". ხოლო პილატე ღაღად ყო ჴმითა დიდითა და თქუა, "დაღაცათუ წმიდასა და მართალსა ძესა ღმრთისასა მიგითხრობს. არა რას ბოროტსა ვხედავ კაცსა ამას თანა. ნეტარ თუ-მცა არა მაშინ 7ძულე თქუენ მიერ და ჴელნი დავასხენ უხრწნელსა მას და მართალსა უფალსა:
 "რაჲსა ჰბორგით ანუ რაჲსა იღრჭენთ კბილთა სტეფანჱს ზედა. ჰხედავთრაჲმეთუ პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ არს. განეშორენით ამაოებისაგან თქუენისა და ნუ ამაოდ აღშფოთნებით კაცისა ამისთჳს":
მაშინ დადგეს კრებულსა შოვრის და ილალვიდეს ურთიერთას და იტყოდეს"რაჲმე უყოთ კაცსა ამას": ხოლო კაიაფა მღდელთ-მოძღუარმან ბრძანა კუერთხითა ცემაჲ მისი და ცვაჲ: ხოლო წმიდასა უხაროდა ამას ზედა. და
ხვალისა დღე წარავლინეს კესარიად პალასტინისასა სავლჱს თანა სახელით ტარსელისა. რაჲთა იგი მოვიდეს მწრაფლ იჱრუსალემდ: რაჲმეთუ მას მიეღო ჴელმწიფებაჲ. რაჲთა ყოველნი აღმსაარებელნი ქრისტჱსნი კრულნი წარუდგინნეს მღდელთ-მოძღუართა ერისათა: და ვითარ იხილა წიგნები მღდელთ-მოძღუართაჲ და კრებულისაჲ. მწრაფლ უკ-მოიქცა იჱრუსალემდ. იქადოდა და იღრჭენდა სტეფანჱსთჳს. ხვალისაგან დაჯდა აღსავალსა ზედა და ბრძანა წარმოდგინებაჲ ქრისტჱს მოღუაწისა და თქუა მისა მიმართ "მე მიკჳრს პირისა შენისა შუენიერებაჲ და მრავალ გამოცდილი სიბრძნჱ ვითარ ცნობითა სცეთ ჯუარ-ცუმულსა ღმრთად მითხრობად. ყოველი კრებული
აღაშფოთი შჯულისაგან მათისა. მე ვიდრემე უზრუნველი მივიდოდე გარემოჲს ქალაქსა და დაბნებსა ჰურიასტანისასა. დამასკჱსა და გალილეაჲსა სოფლებსა: რაჲმეთუ შენი სიბრძნჱ ვიდრემე ჩემთჳს სიტყუასა ჰყოფდა და აწ მიკჳრს ვითარ შენ-ცა ესოდენთა გზათა სრულსა მაიძულე მე უკ-მოქცევად ქალაქსა ამას. რომლისათჳს-ცა ვილოცავ მოძღურებასა და სწავლულსა სულსა შენსა. სათნო იყავ დამარხვად მამულსა შენსა მოცემულსა შჯულსა და ნუ გარდააქცევ კრებულსა და შემოჰკრებ ყოველსა ერსა: "რაჲმეთუ რაჲ სარგებელ არს. ოდეს აღაშფოთო გულის-სიტყუაჲ შენი განრისხებულმან და მეგულებოდის შენ ზედა სატანჯველთა დადებაჲ ესე ვითარსა კაცსა და ანგელოზებრსა ხატსა. რომელი ნათესავ მეყვი ჴორციელად მაშინ ჴელნი განიპყრნა ნეტარმან სტეფანე და თქუა მისა მიმართ. "დასცხერ, სავლე, მდევარო ქრისტჱს ეკლესიათაო. დასცხერ. მძლავრო, აღბორგებულო სამწყსოთათჳს ნუ შეაბილწებ ნათესავსა ჩუენსა. განშოვრებულო ღმრთისაგან ცხოველისა: "უვარის მყოფელო ძისა ღმრთისაო, სასოჲსა სოფლისა ცხოვრებისასა. გულისხმა ყავ. რაჲმეთუ ორნი-ვე ერთისა ნათესავისანი ვართ. დიდებულისა აბრაჰამისნი ნათესავნი იაკობისნი ტომისაგან ბენიამენისა: "რაჲმეთუ ვჰრიდებ შენსა აზნაურებასა და გეტყჳ შენ დღესა მას. რომელსა წინაჲსწარ ვხედავ. ვითარმედ არა მრავალთა დღეთა შემდგომად ჯერ არს შენდა შესუმად სასუმელი ესე. აწ უკუე იქმოდე. რომელსა ჰყოფ მსთუად. რაჲმეთუ მე განმზადებულ ვარ სიკუდილად სახელისათჳს ძისა ღმრთისა მაღლისა": მაშინ გულის-წყრომით სავლე დაიპო სამოსელი თჳსი თჳსითა ჴელითა. სცემდა სტეფანეს კუერთხითა. ხოლო აღდგა გამალიელ შჯულისა-მოძღუარი. რომელმან-იგი განჰსწავლა სავლე. სცა მას ყურიმალსა და ჰრქუა. "ესე ვითარი სწავლაჲ ისწავე ჩემგან სავლე. რაჲთა რომელნი მადლსა ღირს იქმნნეს და რომელნი საღმრთოსა ხატსა; შემსგავსებულ იქმნნეს ქრისტჱსა. ამათ აგინებდე: "ანუ არა უწყი. რაჲმეთუ ჩუენ მის მიერ დავიგაბენი[] და მოვიგეთ მოქალაქობაჲ
ესე. გულისხმა ყავ უკუეთუ აწ ვითარმედ მის მიერ თქუმულნი სათნო არიან წინაშე ღმრთისა და კაცთა": ხოლო უფროჲს-ღა განრისხნა სავლჱ პავლჱ და მიდრეკილითა პირითა თქუა გამალიელისა მიმართ. შევიწყალე შენი სიბრძნჱ და პატივ ჩემდამო შენ მიერ ქმნულსა მოძღურებასა. უკუეთუ მეორედ ესე ჰყო. მისთჳს სიტყუაჲ მისცე სიფიცხლისათჳს ჴელოვნებისა სიტყჳთა": ჰრქუა გამალიელ. "ნეტარმცა ღირს ვიქმენ ქრისტჱს ჩემისათჳს ვნებასა". მაშინ ჴმა ყვეს ყოველთა. "ჯუარს ეცუნენ. რომელნი იტყჳან სიტყუასა
გმობისასა". მაშინ ჴმა ყვეს სავლე და მღდელთ-მოძღუართა დაცვად სტეფანე ხვალისამდე: ხოლო ნეტარი იგი თავით თჳსით ილოცვიდა და იტყოდა; "უფალო. ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას". ხოლო ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით და განაძლიერებდა მას. მაშინ მრავალსა სიმრავლესა ერისასა ჰრწმენა ღმერთი და განმრავლდა რიცხჳ ქრისტჱს ეკლესიისაჲ სარწმუნოებისათჳს სტეფანჱსისა. რაჲმეთუ იყო; "წინა[ჲს]წარმეტყუელი და მოძღუარი ყოვლისა ერისაჲ:
 ხოლო ხვალისაგან ზრახვა ყვეს ყოველმან თესლებმან ერისამან და განიყვანეს იგი გარეშე ქალაქსა დაშჯად:
ხოლო დადგა წმიდაჲ იგი ზედა ლოდსა მახლობელად მთასა თანა ზეთის-ხილთასა წმიდასა. აღიღო ჴმაჲ თჳსი და ეტყოდა მათ. ვიდრემდის ეშმაკმან დააბრმნა გულნი თქუენნი და არა იცანთ ნათელი და ჭეშმარიტებაჲ რაჲმეთუ აჰა ესერა შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი პირველ-ვე ქადაგებდეს გზათა უფლისათა და მიუთხრობედ შობასა ქრისტჱსსა ჴორცითა. პირველად იტყჳს მეორჱ შჯული. "ოდეს ჟამი მოვიდეს. მივავლინო სიტყუაჲ ჩემი სულითა შვილებისაჲთა გზითა წრფელითა შეუგინებელისაგან ქალწულისა და აღმოსცენდეს ნაყოფი სიმართლისაჲ უჴნავისა და დაუთესავისაგან ქუეყანისა": და ესაია იტყჳს. აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და ჰშვეს ძჱ და უწოდიან სახელი მისი ენმანუველ. და კუალად. რაჲმეთუ "ყრმაჲ იშვა ჩუენდა. ძჱ მოგუეცა ჩუენ". და ნათან წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს. ვიხილე ქალწული
გამოუცდელი ქმარსა და ჩჩჳლი ჴელთა შინა მისთა და განათლდეს ქუესკნელნი. და მთავარი იგი ამის სოფლისაჲ ივლტოდა დასასრულსა ქუეყანისასა" და რაჲსა-ღა მრავალსა ვიტყოდი. დაიწუხენით თუალნი თქუენნი არა ხილვად და ყურნი თქუენნი დაიყვენით არა სმენად სიტყუათა ღმრთისა მაღლისათა. არამედ ვიეთნი-მე-ცა წინაჲსწარმეტყუელნი არა დევნნესა მამათა მათ თქუენთა და მოკლნეს. რომელნი წინაჲთ-ვე იტყოდეს მოსვლისა მისთჳს მართლისა"! და ესერაჲ თქუა. აღიხილნა ზეცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ
მდგომარჱ მარჯუენით ღმრთისა და თქუა. აჰა ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა". ჴმა ყვეს ჴმითა დიდითა და ჴელნი ყურთა დაისხნეს, და ჰრქუა მათ, "არა თქუენ სთქუათ "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა". მეშინის ნუსადა მოიწიოს რისხვაჲ უფლისაჲ თქუენ ზედა. და შვილთა თქუენთა ზედა. ვითარცა იგი თქუენ სთქუთ". და აღიღეს ჴმაჲ ერთბამად და თქუეს. "ქვითა დაქოლენ". ხოლო მტარვალნი მიჰხედვიდეს ურთიერთას
და არა იკადრებდეს მის ზედა დასხმად ჴელთა, ამისთჳს რაჲმეთუ იყო იგი უდიდებულჱს ერსა შოვრის: ხოლო განრისხნა სავლე. აღიღო სამოსლები მტარვალთაჲ და დადვა იგი ადგილსა რომელსა-მე ზედა და მეყსეულად მის ზედა ჴელნი დაასხნეს. და მიჰხედნა პირველმოწამემან სავლჱს მიმართ და ჰრქუა. სავლე. რომელ ესე აწ ჰქმენ ჩემდამო. ხოლო ამათგან-ვე ჰურიათა იქმნეს შენთჳს, რაჲთა
გევნოს და მომიჴსენო მე".  მაშინ უმეტჱსად ქვითა დაჰქოლვიდეს მას ვიდრემდის სიჴშოჲსაგან ქვათაჲსა
დაბრკოლებად იყო მზისა ბრწყინვალებაჲ: ხოლო დაიდგნა მუჴლნი სტეფანე და თქუა. "იესუ ქრისტე. შეივედრე სული ჩემი და ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. რომელ ქმნეს შენდამი და ჩემდამო, მონისა შენისა": და ესე რაჲ თქუა
დაიძინა და იქმნა გოდებაჲ და ტყებაჲ დიდი და დევნაჲ ყოველთა მორწმუნეთაჲ: ხოლო გამალიელ აღდგა ღამჱ და შეუვრდა მოციქულთა. რაჲთა ნაწილნი წმიდისანი აღიხუნეს და წარიხუნეს იგინი თჳსსა დაბასა. და მსგავსად ჩუეულებისაებრ შჯულისა მათისა აღასრულნა დღენი ორმეოცნი: და მეტყებელთა საჴმარი გამალიელის წარსაგებლისაგან მიეცა და ესრჱთ იგი დადვა ახალსა მისსა სამარესა. რომელი-იგი არღა განსრულებულ იყო განშოვრებულად ქალაქისაგან ვითარ ორმეოც მილიონ: ხოლო ესმა რაჲ ნიკოდემოზს გამალიელის დის-წულსა. რომელმან-იგი ისწავა იესუჲს მიერ მაცხოვრისა ჩუენისა ღამჱ წყლითა და სულითა აღმოშობაჲ. წარვიდა და ნათელ იღო პეტრჱს და იოვანჱსგან მოწაფეთა უფლისათა: ხოლო ესმა რაჲ მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთა. განრისხნეს მის ზედა და განიზრახეს მოკლვაჲ მისი ვითარცა პირველმოწამისა სტეფანჱსი. ხოლო გამალიელისთჳს არა ყვეს. არამედ შეაჩუენეს იგი და ყოველი. რაჲ-ცა ედვა. აღიტაცეს სახლად თჳსა ტაძრისა. და ქალაქით ექუსორია ყვეს იგი და წყლულებაჲ დასდვეს მას. ტანჯეს და მომწყდარი დაუტევეს: ხოლო გამალიელ ესე-ცა შეიწყნარა მას-ვე დაბასა შინა. რომელსა ლუკიანოზ
აღასრულა ხუცობაჲ და ყო მისი გამოზრდაჲ და შემოსაჲთჳსისა მონაგებისაგანვიდრე არა იგი-ცა შემდგომად მცირედთა ჟამთა მოკუდა, ვითარცა
აღმსაარებელი ქრისტჱსი აღესრულა და ყო მისი დადებაჲ მახლობელად წმიდისა სტეფანჱსსახოლო მეოთხე რომელ მათ თანა მდებარჱ არს. ესე არს სახელი მისი აბიბოზ, საყუარელი ძჱ მისი. ოცისა წლისაჲ იყო. შჯული ისწავლა უფროჲს მისა. მეორედ ღმრთისა წერილნი. რომელსა-იგი მის თანა-ვე ჰრწმენა ღმრთისა ქადაგებაჲ და ერთსა დღესა მის თანა-ვე ნათელ იღო წმიდასა საბანელსა მათ-ვე მოწაფეთაგან: აღესრულა პირველმოწამე ქრისტჱსი სტეფანჱ თთუესა დეკენბერსა ოცდა შჳდსა სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ  მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.

No comments:

Post a Comment