ხსენება წინაწარმეტყველისა ზაქარიასი და მართლისა ელისაბედისა. წმ. იოანე ოქროპირი. თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ.




სახარებაჲ: "რაჲთა მოიწიოსო თქუენ ზედა ყოველი  სისხლი
მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელის მართლისაჲთ,
ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, ძისა ბარაქიაჲსა, რომელი მოჰკალთ
შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე
ყოველი ნათესავსა ამას ზედა" (23,35-36).


თარგმანი: ვინაჲთგან უძჳრეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთჳს თქუენცა უძჳრესი შეგემთხჳოსო.
არა გასმიესა რასა იტყჳს ლამექ? ვითარმედ: "შჳდგზის შური იძია
კაენისგან, ხოლო ლამექისგან სამეოცდაათ შჳდგზის". რაჲსათჳს-მე? არა
თუ მან ძმაჲ მოკლა. არამედ ამისთჳს, რომელ პირქმნულისა მისგან სახისა
არა შეშინდა. და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა
მიერ, ვითარმედ: "მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამედ და
მეოთხედ ნათესავად მოძულეთა ჩემთა". არა თუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს
მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი. ნუ იყოფინ! არამედ რომელთა-იგი
იხილნეს მრავალნი ცოდვათათჳს ტანჯულნი და არა შეიკდიმეს, არამედ
მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და
უძჳრესისაცა მიღებად. ეგრეთვე ამათ, ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან
ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცის-მკლველთა ზედა და
თჳსითა პირითა წამებდეს, - "უკუეთუმცა ვიყვენითო დღეთა მათ მამათა
ჩუენთა, არამცა ვიყვენითო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთაჲსა",
და მერმე იქმნეს იგინი მკლველ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა, და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაჲთა მოიწიოს მათ ზედა. და იხილე, ვითარ ჯეროანსა ადგილსა აჴსენა აბელი, რაჲთა უჩუენოს, ვითარცა იგი შურით მოიკლა, ეგრეთვე ესენი შურითა ეძიებდეს მოკლვად უფლისა. ჵ, უღმრთონო, რაჲ მე სთქუათ, რამეთუ მიღებულ არს თქუენგან ყოველივე სიტყუაჲ? არა გასმიოდაა რაჲ-იგი შეემთხჳა კაენს? ნუუკუე დაიდუმაა ღმერთმან? ნუ იყოფინ! არა ისწავეთა რაჲ-იგი შეემთხჳა მამათა თქუენთა მოწყუედისათჳს წინაჲსწარმეტყუელთაჲსა? ვითარ უკუე არა შეშინდით, ვითარ არა შეიკდიმეთ? არამედ ნაკლულევანებაჲ საწყაულისა მის უშჯულოებისა მათისაჲ აღავსეთ და გარდაჰრიეთ, ამისთჳს თანამ  დებ ხართ სასჯელისა მის უწყალოჲსა. 
Убийство Захарии (миниатюра из Минология Василия II, 976—1025 гг.)

ხოლო რომელსა ზაქარიას იტყჳს აქა? რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ
იოვანეს მამასა იტყჳს; სხუანი იტყჳან, ვითარმედ მეორისა მის წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსთჳს არს სიტყუაჲ ესე; სხუანი იტყჳან, ვითარმედ
მღდელთმოძღურისა მისთჳს იტყჳს, რომელსა ორი ეწოდა სახელი:
ზაქარია და იოდაე; რამეთუ ესე სამნივე მოკლნეს მათ. ხოლო უმეტესად
ვჰგონებ, თუ მამასა მას წინამორბედისასა იტყჳს უფალი. და გულისჴმა-ყავთ
ორკეცი იგი კადნიერებაჲ მათი: არა თუ მოჰკლვიდეს ხოლო წმიდათა,
არამედ არცა თუ ტაძარსა მას შინა ღმრთისასა და წინაშე საკურთხევე/ლისა
მის წმიდისა ჰრიდებდეს სისხლთა მათთა დათხევად.

ამათ სიტყუათა მიერ მათცა შეაშინებს და აუწყებს, რამეთუ: ვითარცა-იგი
პირველთა მათ სისხლთა დათხევანი არა დაშთეს უშურისგებოდ, ეგრეთვე
ამათ ზედა უფიცხესი შურისგებად არს. და მოციქულთაცა ნუგეშინის-სცემს,
რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ პირველთა მათცა მართალთა ეგრეთვე შეემთხჳა. ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელად და ბრძნად და მწიგნობრად სახელ-სდვა
მათ, რამეთუ ყოვლითა კეთილითა შემკულნი იყვნეს. "აჰა, ესერა, მოგივლინნეო წინაჲსწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყჳდნეთ და ჯუარს-აცუნეთ". 
Пещера где скрывалась св. Елисавета с младенцем Иоанном Предтечей

ჵ, კაცთმოყუარებაჲ იგი ღმრთისაჲ, მიუთხრობელი! წინაჲთვე იცოდა,
ვითარმედ არარაჲ სარგებელეყოფის მათ, არამედ უფროჲსად მივლინებულთა  მათ მოსწყუედენ, და არავე უდებ-ყო ჩუენებად თჳსი იგი სახიერებაჲ,
რაჲთა ყოველივე მიზეზი და ყოველი სიტყუაჲ მიეღოს მათ. ამისთჳს,
ვინაჲთგან არა შეიკდიმეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი მოსწყჳდნეს და
უფალი ჯუარს-აცუეს და მოციქულნი მოკლნეს, ყოველთავე ბოროტთა
სასჯელი მიეჴადოს მათ სამართლად, რამეთუ პირველქმნულთა მათგან არა
შეშინდეს, არამედ უძჳრეს იქმნეს. დაამტკიცა უკუე უფალმან და თქუა:

"ამენ გეტყჳ თქუენ: მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა". ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: თავთა ზედა თქუენთა მოიქცეს ყოველი ესე ბოროტი, და ძლიერ მიგეჴადოს შურისგებაჲ, შემსგავსებულად უშჯულოებისა თქუენისა.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment