მამისა არსენისთჳსю ანბანური პატერიკი. სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი. II

                                     
მამისა არსენისთჳს

                                                                       
მერმე კუალად იტყოდა მამაჲ დანიელ, ვითარმედ: ეგოდენი 
ჟამი დაყო ჩუენ თანა და ვერ შეუძლეთ, ვითარმცა შევიპყართ სახჱ 
იგი ცხორებისა მისისაჲ. მწუხრი შაბათსა, რომელი განთენებინ 
კჳრიაკედ, დაუტევის მზჱ ზურგით კერძო მისსა და განიპყრნისჴელნი თჳსნი ზეცად და ილოცავნ, ვიდრემდის აღმოჰჴდის კუალად პირით კერძო მისა. 

მამაჲ არსენი ვიდრე იყო-ღა სამეუფოსა შინა, ილოცა 
ღმრთისა მიმართ და თქუა: უფალო, მიძეღუ მე, ვიდრე ვცხონდე.
 მოიწია მისა ჴმაჲ და რქუა მას: არსენი, ივლტოდე კაცთაგან და 
   სცხონდე. და ვითარ გამოვიდა იგი სოფლით და მონაზონ იქმნა, კუალად 
   ილოცა ღმრთისა მიმართ და იგივე სიტყუაჲ თქუა. და 
   ესმა ჴმაჲ, რომელმან რქუა მას: არსენი, ივლტოდე და დუმენ და 
   დაყუდენ, რამეთუ ეგე არიან ძირნი შეუცოდებელობისანი.


       ძმამან ჰკითხა ოდესმე მამასა არსენის, რაჲთამცა ესმა მისგან 
   სიტყუაჲ. და რქუა მას ბერმან: რავდენ ძალ-გიც შურებოდე, 
   რაჲთა შინაგანმან საქმემან შენმან სძლოს ვნებათა მათ გარეშეთა. 


  
       მერმე თქუა: უკუეთუ ვეძიებდეთ ღმერთსა, გამოგუეცხადოს 
   ჩუენ, და თუ ვეკრძალნეთ, დაადგრეს ჩუენ თანა. 


       თქუა მამამან არსენი, ვითარმედ: უცხოჲ მონაზონი უცხოსა 
   სოფელსა ნურას განაგებს და განისუენოს. 


       თქუა მამამან არსენი, ვითარმედ: კმა არს მონაზონისათჳს 
   ჟამიცა ერთი ძილისათჳს, უკუეთუ იყოს მოღუაწჱ. 


       ჰკითხა მამამან მარკოზ მამასა არსენის და რქუა: კეთილ არსა 
   კაცისა, უკუეთუ არაჲ აქუნდეს სენაკსა შინა ნუგეშინის-საცემელი 
   რაჲმე? რამეთუ ვიცი ძმაჲ, რომელსა აქუნდა მცირედ მხალი და 
   იგიცა და-ვე-ფხურა. ჰრქუა მას მამამან არსენი: კეთილ არს, არამედ 
   ვითარ ძალ-ედვას კაცსა, უკუეთუ ვერ შემძლებელ იყოს იგი, ვითარ 
   მან სხუაჲ დაასხას. 


       მოვიდა ოდესმე იგივე მამაჲ არსენი ერთსა ადგილსა. და იყო 
   მუნ ლერწამი და შეირყია ქარისაგან. რქუა ბერმან ძმათა მათ: რაჲ 
   არს ძრვაჲ ესე? ხოლო მათ რქუეს მას: ლერწმისაჲ არს ჴმაჲ ეგე. 
   ჭეშმარიტად, უკუეთუ ვინმე ჯდეს დაყუდებულად და ესმეს სირისაცა 
   ჴმაჲ, არა აქუნდეს იგივე დაყუდებაჲ, რავდენ უფროჲს თქუენ 
   ესოდენი ესე ძრვაჲ ლერწმისაჲ მაგის გესმის. 

  იტყოდეს მამისა არსენისთჳს და მამისა თევდორესთჳს, 
   რომელი იყო ფერმელ, ვითარმედ ყოველთა უმეტეს სძულდა კაცთა 
   დიდებაჲ. და მამაჲ არსენი შე-ვე არავის ემთხჳის, ხოლო მამაჲ 
   თევდორე შეემთხჳის, არამედ ვითარცა ჴრმალი იყო. 


  ჯდა მამაჲ არსენი ქუემო კერძოებსა მას სანახებსა და ვითარ 
  არა უტევებდეს მას დაყუდებად, განიზრახა, რაჲთამცა დაუტევა 
  სენაკი იგი.  და არარაჲ გამოიღო მუნით და ეგრეთ მივიდა 
   მსახურთა მისთა თანა ფარანელთა, ალექსანდრესა და ზოილესა. 
   და ალექსანდრეს ჰრქუა: აღდეგ და წარმიმართე ნავითა. და ყო ეგრე. 
   და ზოილეს ჰრქუა: მოვედ ჩემ თანა, ვიდრე მდინარისა კიდემდე 
   და მიძიე ნავი, რომელი მივიდოდის ალექსანდრიად კერძო და 
   შენ მივედ ძმისავე შენისა. ხოლო ზოილე შეწუხნა სიტყუასა მას 
  ზედა და დუმნა. და ესრეთ ურთიერთას განეშორნეს. და შთავიდა 
ბერი ალექსანდრიაჲთ კერძო და დასნეულდა სნეულებითა დიდითა. 
   ხოლო მსახურნი იგი იტყოდეს ურთიერთას: შე-მე_ვინ_სადა-აწუხა 
 ჩუენგანმან ბერი და მისთჳს განგუეშორა ჩუენგან? და არარაჲ პოეს 
   თავთა შინა მათთა, გინა ვითარმცა ურჩ სადამე ქმნილ იყვნეს 
   ვისდა. და ვითარ განმრთელდა ბერი, თქუა: მივიდე ძმათა მათ ჩემთა 
   თანა. და ესრეთ აღვლო ნავითა და მოვიდა კლდესა მას, სადა-იგი 
   მსახურნი მისნი იყვნეს. და ვითარ იყო მდინარის კიდესა მას, მჴევალმან 
   ვინმე ჰინდომან შეახო ხალენსა მისსა,  ხოლო ბერი 
   შეჰრისხნა მას, ხოლო მჴევალმან მან ჰრქუა მას: უკუეთუ მონაზონი 
   ხარ, ივლტოდე მთად. ხოლო ბერსა შეუჴდა სიტყუაჲ იგი გულსა 
   და იტყოდა: არსენი, უკუეთუ, მონაზონი ხარ, ივლტოდე მთად. და 
   ამას ზედა მოემთხჳნეს მას ალექსანდრე და ზოილე და ვითარ შეუვრდეს 
   იგინი ფერჴთა მისთა, დავარდა ბერიცა იგი და იტყოდეს 
   ერთბამად. ჰრქუა მათ ბერმან: არა გესმაა, რამეთუ დავსნეულდი? 
   და მათ ჰრქუეს: ჰე. და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს არა მოხუედით კითხვად? 
   ჰრქუა მამამან ალექსანდრე: განშორებაჲ შენი ჩუენგან არა 
   ნეფსით იყო. და მრავალთა ესმა და დაბრკოლდეს, და თქუეს: 
   უკუეთუმცა არა ურჩ სადამე ქმნილ იყვნეს ბერსა, არამცა წარსრულ 
   იყო მათგან. ჰრქუა მათ: მეცა ვცან, რამეთუ კუალად თქუან 
   კაცთა, ვითარმედ ტრედმან არა პოა განსასასუენებელი თჳსი და 
   მოიქცა ნოესსავე კიდობნად. და ესრეთ განიკურნნეს და დაადგრეს 
   მის თანა ვიდრე აღსრულებადმდე მისსა. 


       იტყოდა მამაჲ დანიელ, ვითარმედ: მითხრობდა ჩუენ მამაჲ 
   არსენი, რამეთუ იყო ვინმე ბერთა მათგანი,  რომელი ჯდა სენაკსა 
   შინა და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას, ვითარმედ: გამოვედ 
   გარე და გიჩუენნე შენ საქმენი კაცთანი. და ვითარ გამოიყვანა 
   იგი გარე, ადგილსა ერთსა, და უჩუენა მას კაცი, რომელი დგა 
   და აღმოასხმიდა წყალსა ჯურღმულისაგან და შთაასხმიდა ისარნასა 
   გამდინარესა და შთავიდოდა წყალი იგი მუნჴე ჯურღმულად. 
   და წარიყვანა მცირედ და უჩუენა მას ჰინდოჲ ერთი, რომელი კაფდა 
   შეშასა. და შეკრის ტჳრთი დიდი და ეცადის, რაჲთამცა წარმოიკიდა 
   და ვერ წარმოიკიდის. და წარვიდის და კუალად სხუაჲ კაფის 
   და დაურთის ტჳრთსა მას ზედა, და მრავალ ჟამ ჰყოფდა ამას და 
   დართვიდა ტჳრთსავე მას ზედა. და მცირედ წარვლო და მოვიდა 
   ბჭეთა ქალაქისათა. და აჰა ესერა ორნი ცხენითა ამჴედრებულნი 
   მოვიდოდეს და ზე ეკიდა შინაგანით ძელი და უნდა, რაჲთამცა შევიდეს 
   ქალაქად და არა უტევებდა მათ ძელი იგი, რამეთუ შიგნით 
   ეკიდა. და ერთმანერთსა თავი არა დაუმდაბლეს, რაჲთამცა 
   უკუანა შეუდგა. და დაადგრეს ორნივე გარეშე ქალაქსა. და ჰრქუა 
   მას: ესენი არიან, რომელთა ხედავ, რომელ თანა უტჳრთავს უღელი 
   ამპარტავანებასაჲ. და არა დამდაბლდეს, რაჲთამცა წარჰმართნეს 
   თავნი თჳსნი და შეუდგეს მდაბალსა გზასა ქრისტესსა, და დარჩეს 
   გარეშე სასუფეველსა ღმრთისასა. და რომელი-იგი შეშასა კაფდა, 
   კაცი არს, რომელი მრავალთა ცოდვათა შინა არს და შენანებისა 
   წილ სხუათა ცოდვათა იქმნ და დაირთავნ ცოდვათა ზედა ცოდვასა. 
   და რომელი-იგი წყალსა აღმოასხმიდა, საქმესა კეთილსა იქმს, 
   არამედ იგიცა კაცივე არს, რომელი მოწყალებასა იქმს, არამედ 
   სხჳსა მონახუეჭითა იქმს, და ბოროტისა მის საქმითა განირყუნა 
   მცირედი კეთილი. ჯერ-არს უკუ კაცისა, რაჲთა ფრთხილ იყოს 
   საქმეთა შინა თჳსთა, რაჲთა არა ცუდად შურებოდის. 


       მანვე თქუა, ვითარმედ: მიმიწოდა ოდესმე ერთსა შინა 
   დღესა ნეტარმან არსენი და მრქუა მე: განუსუენე მამასა შენსა, 
   რაჲთა ოდეს მივიდეს წინაშე უფლისა, ევედროს შენთჳს და 
   კეთილი გეყოს შენ. 


       იტყოდეს ნეტარისა არსენითჳს, ვითარმედ: დასნეულდა 
   ოდესმე სკიტეს. და მივიდა ხუცესი და მოიყვანა იგი ეკლესიად და 
   მიაწვინა იგი ლოგინსა ზედა და მცირჱ სასთაული დაუდვა სასთუნალ. 
   და აჰა ბერთაგანი ვინმე მივიდა ხილვად მისა, და ვითარ იხილა 
   იგი ლოგინსა მას ზედა და მცირჱ იგი სასთაული სასთუნალ მისა, 
   დაბრკოლდა ბერი იგი და თქუა: ესე იგი არსა მამაჲ არსენი და 
   ესევითარსა ზედს წევს? ხოლო ხუცესმან მიიყვანა იგი და ჰრქუა 
   მას: რაჲ საქმე გეპყრას შენ დაბასა შინა და ვითარ სცხონდებოდე? 
   ხოლო მან ჰრქუა მას: მრავლითა შრომითა ვცხონდებოდე. და ჰრქუა 
   მას: აწ ვითარ იყოფვი სენაკსა შინა შენსა? ხოლო მან ჰრქუა: აწ 
   უკეთე განვისვენებ. მაშინ ჰრქუა მას ბერმან: ხედავა ამას მამასა 
   არსენის? მეფეთა მამაჲ იყო, სოფელსა შინა-ღა იყო. და ათასი მონაჲ 
   ესუა, რომელთა სარტყელი ოქროჲსაჲ ერტყა. და მანიაკი ოქროჲსაჲ 
   ყელსა აცუნ და დებაგითა მოსილნი დგანედ წინაშე მისსა 
   და დიდად პატიოსანი სამოსელი ჰმოსიენ მაგას. ხოლო შენ, 
   რომელ მწყემსი იყავ და არა გაქუნდა სოფელსა შინა, რომელი აქა 
   გაქუს განსუენებაჲ. და ამას საშუებელი. რომელი აქუნდა სოფელსა 
   შინა, აქა არა აქუს. აჰა ესერა შენ განისუენებ და ესე იჭირვის. 
   ხოლო მას ვითარცა ესმა, შეინანა, შეუვრდა მას და ჰრქუა: შემინდვე, 
   მამაო, ვცოდე, რამეთუ ჭეშმარიტად ესე არს ჭეშმარიტი გზაჲ, 
   რამეთუ ესე სიმდაბლედ მოსრულ არს, ხოლო მე განსუენებად. და 
   ესრეთ სარგებელ ეყო და წარვიდა. 


       მო-ვინმე-ვიდა მამათა მათგანი ნეტარისა არსენისსა, და ვითარ 
   დაჰრეკა კარსა, განუღო ბერმან. ეგონა, ვითარმედ მსახური მისი 
   იყოს. და ვითარ იხილა, რამეთუ უცხოჲ არს, დავარდა პირსა 
   ზედა თჳსსა. ხოლო იგი ეტყოდა: აღდეგ, მამაო, და მოგიკითხო. 
   ჰრქუა მას ბერმან: არა აღვდგე, ვიდრემდის არა წარხჳდე. და ვითარ 
   მრავალ ჟამ ევედრებოდა მას და არა აღდგა, მაშინ წარვიდა მიერ 
   ძმაჲ იგი. 


       იტყოდეს ვისთჳსმე ძმისა, რომელი მივიდა სკიტეს, რაჲთა 
   იხილოს მამაჲ არსენი. და ვითარ მივიდა ეკლესიად, ევედრებოდა 
   მღდელთა მათ, რაჲთამცა შეამთხჳეს არსენის, ხოლო იგინი 
   ეტყოდეს: განისუენე მცირედ, ძმაო, და იხილო იგი. და მან ჰრქუა 
მათ: არარაჲსა გემოჲ ვიხილო, უკუეთუ პირველად არა ვიხილო 
   იგი. მიავლინეს მის თანა ძმაჲ, რაჲთა მიიყვანოს იგი, რამეთუ შორს 
   იყო სენაკი მისი. და ვითარცა დაჰრეკეს კარსა და შევიდეს და ლოცვა 
   ყვეს და მოიკითხნეს იგინი და დასხდეს მდუმრიად, ჰრქუა ძმამან 
   მან, რომელი მიევლინა ეკლესიით: აღვდგე და ვიდოდი; ლოცვა 
   ყავთ ჩემთჳს. და ძმამან მანცა, ვითარ არა პოა კადნიერებაჲ ბერისა 
   თანა, ჰრქუა ძმასა მას: მოვიდე მეცა შენ თანა. და გამოვიდეს ერთბერ 
   და მერმე ევედრებოდა მას, რაჲთა მიიყვანოს მოსესა, რომელიიგი 
   იყო ავაზაკთაგანი. და ვითარ მივიდეს იგინი მისსა, შეიწყნარნა 
   იგინი სიხარულით, ისტუმრნა იგინი და განუტევნა. 
      ჰრქუა ძმამან მან, რომელმანცა მიიყვანა იგი: აჰა ესერა მიგიყვანე 
   შენ უცხოჲსა მის და მეგჳპტელისა; ორთა ამათგანი, რომელი 
   დაგაშუნდა? ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მას: მე ერთი ჯერი მეგჳპტელი 
   ესე დამაშუნდა. და ესმა ვისმე მათ ბერთაგანსა, ილოცა 
   ღმრთისა მიმართ და თქუა: უფალო, მიჩუენე მე საქმე ესე, რამეთუ 
   რომელნიმე ივლტიან სახელისა შენისათჳს და რომელნიმე შეიტკბობენ 
   სახელისა შენისათჳს. და აჰა ესერა ეჩუენნეს მას ორნი 
   ნავნი მდინარისა კიდესა და არსენი და სული ღმრთისაჲ სხდეს ერთსა 
   მას ნავსა შინა და დაყუდებულად მივიდოდეს, და მამაჲ მოსე 
   და ანგელოზნი უფლისანი მივიდოდეს ერთითა მით ნავითა და აჭავებდეს 
   მას თაფლსა გოლეულსა. 

   
       იტყოდა მამაჲ დანიელ, ვითარმედ აღსრულებისა ჟამსა 
   მამცნო ჩუენ და მრქუა: ნურას ზრუნავთ ჩემთჳს საჴსენებელისა 
   ყოფად, რამეთუ მე უკუეთუ რაჲმე ვყავ თავით ჩემით, საჴსენებელი 
   იგი პოვნად არს ჩემი. 

       და ვითარ მიეახლა აღსრულებად მამაჲ არსენი, შეშფოთდეს 
   მოწაფენი მისნი. ჰრქუა მათ: არღა მოწევნულ არს ჟამი. ხოლო 
   ოდეს მოიწიოს, გაუწყო თქუენ, ხოლო საშჯელი მოგჴადო თქუენ 
   წინაშე საყდართა ღმრთისათა, უკუეთუ ვის მისცეთ გუამი ჩემი. და 
   მათ ჰრქუეს: და რაჲ ვყოთ, რამეთუ არა ვიცით, ვითარ დავიღუაწოთ 
   იგი? ჰრქუა მათ ბერმან: არა იხილა საბლისა მობმაჲ და 
   გარდათრევაჲ მთად. ესე იყო სიტყუაჲ ბერისაჲ: არსენი, რომლისათჳსცა 
   გამოხუედ? სიტყუასა, მრავალგზის შევინანე, ხოლო დუმილსა 
არასადა. და ვითარ მოიწია ჟამი აღსრულებისაჲ, იხილეს 
   ძმათა, რამეთუ ტიროდა იგი. ჰრქუეს მას: უკუეთუ ჭეშმარიტად 
   შენცა გეშინისვე, მამაო? ხოლო მან ჰრქუა: შიში ესე, რომელი აწ 
   ჩემ თანა არს, ამას ჟამსა ჩემ თანა იყო, ვინაჲთგან მონაზონ ვიქმენ. 
   და ესრეთ მონაზონ ვიქმენ. და ესრეთ შეისუენა. 


       იტყოდეს, ვითარმედ: ყოველსა მას ცხორებასა მისა ზინ 
   რაჲ ჴელთ-საქმარსა, მჩუარი უპყრიენ უბეთა შინა ცრემლთა მათთჳს, 
   რომელნი გარდამოსცჳვიედ თუალთაგან მისთა. ესმა რაჲ 
   მამასა პიმენს ნეტარისა არსენისი, რამეთუ შეისუენა, ცრემლნი 
   გარდამოსთხინა და თქუა: ნეტარ ხარ შენ, მამაო არსენი, რამეთუ 
   დაიტირე თავი შენი ამასვე სოფელსა, რამეთუ რომელმან არა დაიტიროს 
   თავი თჳსი ამას  სოფელსა, მუნ საუკუნოდ ტიროდის, 
   გინათუ აქა ნეფსით, გინათუ მუნ სატანჯველთაგან ვერ შესაძლებელ 
   არს არა ტირილი. 


       გჳთხრობდა მისსავე მამაჲ დანიელ, ვითარმედ: არასადა 
   ინების სიტყუად გამოძიებისათჳს წიგნთაგან. და შემძლებელ იყო, 
   თუმცა უნდა, არამედ არცა-ღა წიგნი ვის ადრე მიუწერის. [არამედ 
   ოდეს თუ სადამე მოვიდის ეკლესიად იშჳთ, უკუანა სუეტსა დაჯდის, 
   რაჲთა არავინ იხილოს პირი მისი და არცა იგი სხუასა ხედვიდეს. 
   და იყო პირი მისი, ვითარცა პირი იაკობისი, და მჴცითა სპეტაკ 
   იყო, ვითარცა თოვლი, და ძუალნი განჴმელ იყვნეს, გარნა ტყავი 
   ხოლო გარდართხმულ იყო ზედა, და წუერნი შთავიდოდეს ვიდრე 
   მკერდამდე, და ყოლადვე სპეტაკ იყო, ხოლო წამწამნი თუალთა 
   მისთანი მოსცჳვეს ტირილითა მისითა; გრძელი იყო, არამედ დაღრკა 
   სიბერითა, ხოლო აღესრულა ოთხმეოცდათხუთმეტისა წლისაჲ 
   გამო-რაჲ-ვიდა სამეუფოჲთ ტაძრით თევდოსი მეფისა ზე დიდისა. 
   ორმეოცისა წლისა მთავარ-ყოფილი, სამეუფოჲსა ტაძრისაჲ 
   მოძღუარი არკატისი და ონორისი მეფეთაჲ, დაყო სკიტეს უდაბნოს 
   გარე ორმეოცი წელი და ათი წელი კლდესა მას შინა, რომელ 
   არს ზემო კერძო ბაბილონსა, წინაშე პირისპირ მემფოსა და სამი 
   წელი კანოპეს, ქუემო კერძოთა მათ ადგილთა და სხუაჲ ორი წელი 
   ტჳრეს ტაძრისასა. და მუნ შეისუენა და დამიტევა მისი სამოსელი 
 ხალენისაჲ და თმისა კამასისა სპეტაკი და ცანდალნი ზებენისანი 
   მისნი, ხოლო მე უღირსმან ამან შევიმოსი, რაჲთა ვიკურთხო. 



       გჳთხრობდა კუალად მამაჲ დანიელ ნეტარისა არსენისთჳს: 
   მოუწოდა ოდესმე მამათა ჩუენთა -- მამასა ალექსანდრეს და ზოილეს 
   -- და სიმდაბლით ჰრქუა მათ, რამეთუ: ეშმაკნი მბრძვანან მე და 
   არა ვიცი, თუ მიმაცთუნიან მე ძილითა, არამედ ამას ღამესა დაშუერით 
   ჩემ თანა და მეკრძალენით, ნუუკუჱ მრულოდის ღამე ყოველ. 
   და დაუსხდეს ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისა მწუხრითგან 
   მდუმრიად და თქუეს მამათა ჩუენთა, ვითარმედ: ჩუენ დავიძინეთ 
   და განვიღჳძეთ და ვერ ვცანთ, ვითარმცა მი-ოდენ-ერულა 
   მას. და განთიადრე, ღმერთმან იცის, გინათუ ნეფსით ყო, რაჲთა ეგრე 
   ეგონოს, ვითარმედ მიეძინა, გინათუ ჭეშმარიტად ბუნებაჲ იგი 
   ძილისაჲ მოუჴდა, აღმოჰბერა სამგზის ოდენ სული და მუნთქუესვე 
   აჰკრთა და თქუა: მიმეძინა? და ჩუენ ვარქუთ: არა ვიცით. 


 მოუჴდეს ოდესმე ბერნი მამასა არსენის და ფრიად ევედრებოდეს 
 მას, რაჲთამცა შეიწყნარნა იგინი. ხოლო მან განუღო 
მათ. და ჰლოცვიდეს მას, რაჲთა უთხრას სიტყუაჲ დაყუდებულთაჲ, 
 რომელნი არავის შეემთხუევიან. ჰრქუა მათ ბერმან: ვიდრე 
 ქალწული სახლსა შინა მამისა თჳსისასა არნ, მრავალთა ჰნებავნ, 
რაჲთამცა მოითხოეს3 იგი. ხოლო ოდეს ქმარსა შეეყოს იგი, არღარა
 ყოველთა სათნო უჩნ. ვიეთმე შეურაცხ-ყვიან, სხუანი კუალად 
 აქებედ და არა იგივე პატივი აქუნ, ვითარ6 პირველ, ოდეს იგი 
 დამალულ იყო. ეგრეცა სული. ოდეს საერო იქმნის, ვერ შეუძლის 
 ყოველთა მომადლებად. იტყოდეს მისთჳსვე, რამეთუ ვითარცა 
სამეფოსა შინა უპატიოსნესი მისსა არავის ჰმოსიენ სამოსელი, ეგრეცა 
   ეკლესიასა შინა უდარესი მისსა არავის ჰმოსიენ.

No comments:

Post a Comment