სწავლანი და თხრობანი თითოსახენი მამისა პიმენისნი
ნაწილი I
წარვიდა ოდესმე მამაჲ პიმენ, ოდეს იყო ჭაბუკ, ბერისა ვისამე
კითხვად სამთა გულის-სიტყუათა. და ვითარ მივიდა ბერისა
მის, დაავიწყდა ერთი სამთა მათგანი და მიიქცა სენაკადვე თჳსა.
და ვითარცა დასდვა ჴელი განსაღებელსა, რაჲთამცა აღაღო, მოეჴსენა
სიტყუაჲ იგი, რომელი დაავიწყდა. და დაუტევა განსაღებელი
იგი და უკუნ-იქცა ბერისავე. ჰრქუა მას ბერმან: ისწრაფე
მოსლვად, ძმაო. და უთხრა მას, რამეთუ ვითარცა დავსდევ ჴელი
განსაღებელსა მას აღებად, მომეჴსენა სიტყუაჲ იგი, რომელსა
ვეძიებდ, და არა განვაღე კარი სენაკისა ჩემისაჲ, არამედ
უკ-მოვიქეც და იყო სიგრძჱ გზისაჲ მის დიდ ფრიად. მაშინ ჰრქუა
მას ბერმან: სამწყსოთა მწყემსო, და ითქუმოდის სახელი შენი ყოველსა
ეგჳპტესა. რამეთუ პიმენ მწყემსად გამოითარგმანების.
აქუნდა პაესიოსს, ძმასა მამისა პიმენისსა, სიყუარული ვის
თანამე გარეშე სენაკისა თჳსისა და მამასა პიმენს არა უნდა. აღდგა
და მიილტვოდა მამისა ამონაჲსსა და ჰრქუა მას: პაესიოსს
ძმასა ჩემსა, აქუს ვისთანამე სიყუარული და მე ვერ განვისუენებ.
ჰრქუა მას მამამან ამონა პიმენ, აქამომდე ცოცხალ-ღა ხარა?
მივედ და დაჯედ სენაკსა შენსა და დაიდევ გულსა შენსა, ვითარმედ
დაგიყოფიეს წელიწადი ერთი სამარხოსა შინა.
მოვიდეს ოდესმე ხუცესნი მის სოფლისანი მონასტრად,
სადაცა იყოფოდა მამაჲ პიმენ. და შევიდა მამაჲ ანობ და
ჰრქუა: მოვხადოთ ხუცესთა იმათ აქა დღეს. და ვითარ დგა იგი
მყოარ, და არარაჲ მიუგო მას სიტყუაჲ, გამოვიდა იგი გულკლებული.
ჰრქუეს მის თანა მსხდომარეთა მათ: მამაო, რაჲსათჳს
არაჲ მიუგე? ჰრქუა მათ მამამან პიმენ: მე საქმჱ არავის თანა
რაჲ მიც, რამეთუ მოვკუედი. ხოლო მკუდარი არა იტყჳნ. ნუცამცა
შეურაცხიე, რეცათუ აქა შინა არა ვარ მათ თანა.
იყო ვინმე ბერი ეგჳპტეს, რომელი შესწავებულ იყო და
პატივცემულ ფრიად. და ოდეს აღვიდეს მამაჲ პიმენ და ძმანი
მისნი, დაუტევეს ბერი იგი და მოვიდოდეს მამისა პიმენისა. ხოლო
იგი ეშურებოდა და ძჳრსა იტყოდა მისთჳს, და ესმა ესე
მამასა პიმენს და იურვოდა მისთჳს. და ჰრქუა ძმათა თჳსთა: რაჲმე
უყოთ დიდსა ამას ბერსა, რამეთუ ჭირსა შემთხინეს ჩუენ
კაცთა, რამეთუ დაუტევეს ბერი ესე და ჩუენ არა რათა ვითარცა
კაცთა გუხედვენ, და წმიდაჲ ესე ბერი უდებ უყოფიეს?
რაჲთა-მე განვკურნოთ ბერი ესე? მერმე ჰრქუა მათ: ქმენით მცირედ
საჭმელი და მოიღეთ საწყაული ერთი ღჳნოჲ და მივიდეთ
მისა და პირი ვიჴსნეთ მის თანა. ვინ იცის, ამით განვკურნოთ
იგი. მაშინ მოიღეს საჭმელი იგი და მივიდეს მისა. და ვითარ ჰრეკეს
კარსა, ჴმა-უყო შინაგან მოწაფემან მისმან და თქუა: ვინ
ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: უთხარ ბერსა, ვითარმედ პიმენ არს
და უნებს კურთხევის შენგან. და ვითარ უთხრა მას, ჰრქუა მას:
არა მცალს. ვიდოდეთ -- თქუა. ხოლო იგინი დგეს სიცხესა მას
ქუეშე და იტყოდეს: არა წარვიდეთ ამიერ, უკუეთუ არა ღირს
ვიქმნეთ ხილვად ბერისა. და ვითარ იხილა სიმდაბლე იგი მათი
და მოთმინებაჲ ბერისაჲ, შეინანადა განუღო კარი და პირი იჴსნეს
ზოგად. მაშინ ეტყოდა მათ: ჭეშმარიტად, არა ხოლო
თუ იგი არს თქუენ თანა, რომელი მესმოდა თქუენთჳს, არამედ
ასი წილი უფროჲსი ვიხილე საქმეთაგან თქუენთა. და იქმნა მათდა
მეგობარ მიერ დღითგან.
უნდა ოდესმე მთავარსა მის სოფლისასა ხილვაჲ მამისა
პიმენისი და ბერმან არა ინება. მაშინ მიზეზად ვითარცა ძჳრისმოქმედი
შეიპყრა დისწული ბერისაჲ და შეაგდო საპყრობილესა
და თქუა: უკუეთუ მოვიდეს ბერი და მევედროს მისთჳს, მე განუტეო
ეგე. და მივიდა დედაჲ მისი და ტიროდა ძისა თჳსისათჳს
კართა წინაშე. და მან არაჲ მიუგო მას სიტყუაჲ. ხოლო იგი აგინებდა
მას და ეტყოდა: ნაწლევ-რვალო, შემიწყალე, რამეთუ იგი
ხოლო მივის მარტოჲ. და მან მიუვლინა მას და თქუა: პიმენს
შვილნი არა უსხენ, და ეგრეთ წარვიდა მიერ, ვითარცა
ესმა ესე მთავარსა მას, მიუვლინა და ჰრქუა: სიტყჳთ ხოლო
ბრძანე და მე განუტეო იგი. ჰრქუა მას ბერმან: განიკითხე ეგე
მსგავსად შჯულისა და, თუ ღირს იყოს სიკუდილისა. მოკუედინ,
უკუეთუ არა. შენ იცი.
იტყოდა მამაჲ იოვანე, ვითარმედ: მე და ელია, რომელი
განძებულ იყო მეფისაგან, მივედით ასურეთით მამისა პიმენისა
ეგჳპტედ, რაჲთამცა ვჰკითხეთ გულფიცხლობისათჳს. ხოლო ბერმან
არა იცოდა ბერძული და თარგმანი არა გუაქუნდა. და ვითარცა
გჳხილნა ჩუენ, რამეთუ ვიურვოდეთ, ბერმან იწყო ჩუენ თანა
ბერძულითა სიტყჳთა და თქუა: ბუნებაჲ წყლისაჲ ჩჩჳლ არს და
ქვისაჲ -- ფიცხელ. ხოლო და-რაჲ-ეცემინ ზედაჲს-ზედა, დაჰჴურიტის
ქვასაცა მას. ეგრეცა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჩჩჳლ არს და გულნი
ჩუენნი ფიცხელ. არამედ ოდეს ზედაჲს-ზედა ესმინ კაცსა
სიტყუაჲ ღმრთისაჲ, განეღის გონებაჲ და შეიწყნარის შიში
ღმრთისაჲ.
თქუა მამამან იოსეფელ: მივიდეს ოდესმე მრავალნი ბერნი
ხილვად მამისა პიმენისა და მეცა მათ თანა. და აჰა ესერა
ყრმაჲ ვისმე ესუა ნათესავსა მამისა პიმენისსა და პირი მისი მტერისაგან
მართლუკუნ-ქცეულ იყო. იხილა რაჲ მამამან მისმან სიმრავლჱ
იგი მონაზონთაჲ, რომელნი მისრულ იყვნეს მისა, მიიყვანა
ყრმაჲ იგი გარეშე მონასტერსა მას და დაჯდა და ტიროდა.
გამოვიდა ვინმე ბერი და ჰრქუა მას: რაჲსა სტირ, კაცო? ხოლო
მან ჰრქუა: თჳს ვეყვი მამასა პიმენს, და აჰა ესერა ყრმასა ამას
შეემთხჳა განსაცდელი ესე და შევიშინე ეგე მოყვანებად მისა,
რამეთუ არა ჰნებავს ხილვაჲცა ჩუენი. და აწ უკუეთუ აგრძნეს,
ვითარმედ აქა ვარ, მოავლინოს და წარმდევნოს ამიერ.
და მე, ვითარცა ვიხილე შემოკრებაჲ თქუენი, ვიკადრე მოსლვად
აქა. აწ ვითარცა გნებავს. მამაო, შემიწყალე მე და შეიყვანე
ყრმაჲ ესე შინა და ულოცეთ მაგას. და წარიყვანა იგი
ბერმან და შევიდა მამისა პიმენისა და განიზრახა გონიერად
და არა მიჰგუარა იგი პირველად მამასა პიმენს, არამედ იწყო უმრწემესითგან
და ეტყოდა ძმათა მათ: დასწერეთ ჯუარი ყრმასა
ამას. ეგრევე მსგავსად შემდგომითი-შემდგომად ეტყოდა.
უკუანაჲსკნელ მოიყვანა იგი მამისა პიმენისა, ხოლო მას არა უნდა
შეხების. და იგინი ევედრებოდეს: ვითარცა ყოველთა ყვეს,
ეგრეცა შენ, მამაო. მაშინ სულთ-ითქუნა და აღდგა, ილოცა და
თქუა: ღმერთო, ულხინე დაბადებულსა შენსა, რაჲთა არა
ეუფლოს მას მტერი და დასწერა მას ჯუარი. და მუნთქუესვე
განიკურნა იგი. და მისცა იგი მამასა მისსა ცოცხალი.
შეიპყრა ოდესმე მთავარმან მის სოფლისამან მდაბური მამისა
პიმენისი. და მივიდეს ყოველნი და ევედრებოდეს მას, რაჲთამცა
მივიდა და გამოსთხოა იგი, ხოლო ბერმან ჰრქუა: მიტევეთ
მე სამ დღჱ და ესრეთ მივიდე. ხოლო მამამან პიმენ ილოცა უფლისა
მიმართ და თქუა: უფალო, ნუ მომცემ მე მადლსა ამას.
უკუეთუ არა მიტეობენ მე ჯდომად აქა. მაშინ მივიდა ბერი ვედრებად
მთავრისა მის, ხოლო მან ჰრქუა: ავაზაკისათჳს მევედრებია.
ამბა? ხოლო ბერსა განეხარნეს, რამეთუ არა მოიღო მადლი მისგან.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: მიქმნიეს ცოდვაჲ
დიდი და მინებს შენანების სამ წელ. ჰრქუა მას მამამან პიმენ:
დიდ არს სამი წელი, შვილო. და ჰრქუა მას ძმამან მან:
წელიწად ერთ. ხოლო ბერმან ჰრქუა: დიდ არს. ხოლო მათ თქუეს:
ვითარ, მამაო? ჰრქუა მათ ბერმან: მე დამიჯერებიეს, უკუეთუ
ყოვლითა გულითა შეინანოს კაცმან და მერმე არღარა შესძინოს
საქმესა მას, სამსა დღესა შეიწყნაროს იგი ღმერთმან.
მერმე თქუა: სასწაული მონაზონისაჲ განსაცდელსა შინა
გამოჩნდის.
იტყოდა ბერი, ვითარმედ: შიში ღმრთისაჲ ასწავებს კაცსა
ყოველთა სათნოებათა.
ჰკითხა მამამან ამონა მამსსა პიმენს გულის-სიტყუათათჳს
არაწმიდათა, რომელთა შობს გული კაცისაჲ და ამაოთათჳს გულის-თქუმათა.
ჰრქუა მას მამამან პიმენ: ნუუკუე იდიდოს-მე
ცული თჳნიერ მკუეთელისა? და შენა ნუ მისცემ მათ ჴელსა და
თჳთ უქმ იქმნენ.
თქუა მამამან პიმენ: უკუეთუმცა არა ნაბუზარდან მზარეულთ-მთავარი
მოსრულ იყო, არამცა მომწუარ იყო ტაძარი
უფლისაჲ ცეცხლითა. ესე იგი არს, უკუეთუმცა არა განსუვნებაჲ
ნაყროვანებისაჲ შეუჴდა სულსა, არასადამცა დაეცემოდა
გონებაჲ ბრძოლასა მტერისასა.
იტყოდეს მამისა პიმენისთჳს, ვითარმედ: ოდეს ვინ ხადინ
პურად, არა ნეფსით მივალნ, არამედ ცრემლოინ, რაჲთამცა
არა ურჩ ექმნა და შეაწუხა იგი, არამედ დაუტევის ნებაჲ თჳსი
და სიმდაბლით მივალნ.
უთხრეს ვიეთმე მამასა პიმენს ძმისა ვისთჳსმე, რამეთუ
ღჳნოსა არა სუამს. ხოლო ბერმან ჰრქუა მათ: ღჳნოჲ ყოლად
ჰკითხა მამამან იოსეფელ მამასა პიმენს გულის-სიტყუათათჳს
მწინკულევანთა. ჰრქუა მას ბერმან: ვითარცა-იგი ვინ გუელი
და ღრიაკალი შთაკრიბის ჭურჭელსა რასმე და ზედა დაჰკრძალინ
და და-რაჲ-ყოვნის მას შინა, დაწყუდის, ეგრეცა
გულის-სიტყუანი ბოროტნი, რომელნი ეშმაკთა მიერ აღმოსცენდებიან,
მოთმინებითა მოაკლდებიან.
მერმე თქუა მამამან პიმენ: უკუეთუ ცოდოს კაცმან და
უარებდეს და თქუას: არა ვცოდე, ნუ ამხილებ მას, უკუეთუ არა,
დააბრკოლო გულს-მოდგინებისაგან. ხოლო უკუეთუ ჰრქუა მას:
ნუ სულ-მოკლე იქმნები, ძმაო, არამედ წაღმართ ეკრძალე და ნუღარა
სცოდავ, ამით გულს-მოდგინე ჰქმნე სული მისი სინანულად.
თქუა მამამან პიმენ: ასწავე გულსა შენსა დამარხვად, რომელსა
ასწავებდეს ენაჲ შენი. მერმე თქუა: კაცი. რომელი ასწავებდეს
და იგი არა ჰყოფდეს, მსგავს არს იგი ავაზანსა, რამეთუ
მრავალსა მოჰრწყავნ და განსწმედნ და მან თავი თჳსი ვერ განიწმიდის,
არამედ ყოველი არაწმიდებაჲ და მწიკულევანი
მას შინა არნ.
მი-რაჲ-ვიდოდა მამაჲ პიმენ ეგჳპტედ, იხილა დედაკაცი,
რომელი ჯდა საფლავსა თანა და ტიროდა მწარედ. და თქუა
ბერმან: დაღათუ მოადგეს ამას ყოველი სახიობაჲ შუენიერი
ამის სოფლისაჲ, ვერ განაშორონ სული ამისი გლოისაგან. ეგრეცა
მონაზონსა უღირს, რაჲთა აქუნდეს გლოაჲ თავსა შინა თჳსსა.
თქუა მამამან პიმენ: არს კაცი, რომელსა ჰგონიეს, ვითარმედ
დუმილსა იმარხავს და გონებაჲ მისი განიკითხავნ სხუათა.
ესევითარი იგი მრავალსა იტყჳნ. და არს სხუაჲ, რომელი
იტყჳნ განთიადითგან ვიდრე მწუხრამდე. და დუმილსა იმარხავნ.
ესე იგი არს, რომელი თჳნიერ სულისა სარგებელსა არას იტყჳნ.
ძმაჲ ვინმე მივიდა მამისა პიმენისა და ჰრქუა მას: მრავალნი
გულის-სიტყუანი მქონან და დავეცემი მათგან. და
გამოიყვანა იგი ბერმან გარეშე და დაადგინა და ჰრქუა: განიპყრენ
წიაღნი შენნი და შეიკრიბენ ქარნი. ხოლო მან თქუა: ვერ
ძალ-მიც ესე ყოფად. ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ ესე ვერ ძალგიც
ყოფად, ვერცა გულის-სიტყუათაჲ ძალ-გიც დაყენებაჲ, ვითარმცა
არა მოგიჴდეს.
თქუა მამამან პიმენ, ვითარმედ: უკუეთუ იყვნენ სამნი
ერთსა ადგილსა: და ერთი იგი დაყუდებული იყოს კეთილად, და
ერთი იგი უძლური იყოს და ჰმადლობდეს ღმერთსა, და ერთი იგი
ჰმსახურებდეს გულითა წმიდითა -- სამთავე მათ სწორი სასყიდელი
აქუს.
მესმა, რამეთუ ჰკითხა მამამან იოსეფელ მამასა პიმენს
მარხვისათჳს: ვითარ ჯერ-არს მარხვაჲ? ჰრქუა მას ბერმან: მე ესრე
მინებს, რაჲთა რომელი-იგი იმარხვიდეს, დღითი-დღედ
ჭამდეს მცირე-მცირედ. ჰრქუა მას: შენ სიჭაბუკესა ვითარ
ორ-ორით იმარხევდ, მამაო? ჰრქუა მას ბერმან: არამედ სამ-სამით
და ოთხ-ოთხითცა და შაბათიცა დავიმარხი. და ესე ყოველი
გამოიძიეს და გამოიცადეს მამათა, ვითარცა შემძლებელთა, და
პოეს. რამეთუ კეთილ არს დღითი-დღედ ჭამაჲ, არამედ მცირემცირედ;
და მოგუცეს ჩუენ სამეუფოჲ იგი გზაჲ, რომელ არს
სულმცირჱ.
თქუა მამამან პიმენ, რამეთუ: ესე არს რომელი-იგი წერილ
არს: "ვითარცა სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთაჲსა,
ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი”, ღმერთო: ამისთჳს, რამეთუ
ირემნი უდაბნოს გარე მრავალსა ქუეწარმავალსა ჭამენ და, ვითარცა
დასწუავნ გესლი იგი, გული უთქუამნ მისლვად წყლად,
რაჲთა რაჟამს სუან, განგრილდენ გესლისა მისგან, ეგრეცა მონაზონნი
უდაბნოს გარე სხენან და დაიწუებიან გესლისა მისგან
უკეთურთა ეშმაკთაჲსა და მოელიან შაბათსა და კჳრიაკესა,
რაჲთა მოუჴდენ წყაროსა მას წყალთასა, ესე იგი არს ჴორცსა
და სისხლსა ქრისტესსა, და განწმიდნენ ყოვლისა მისგან
სიმწარისა ეშმაკთაჲსა.
იტყოდეს მამისა პიმენისთჳს, რამეთუ ოდეს ეგულებინ
ეკლესიად გამოსლვაჲ, დაჯდის თჳსაგან და განიკითხნის გულისსიტყუანი
ვითარ ჟამ ერთ და ესრეთ მოვიდის.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: რაჲ არს "ნუ მიაგებ
ბოროტსა ბოროტისა წილ?" ჰრქუა მას ბერმან: მაგას სალმობასა
ოთხი სახჱ აქუს: პირველად გულისაგან, მეორედ პირისაგან,
მესამედ ენისაგან, მეოთხედ არა ყოფად ბოროტისაჲ ბოროტისა
წილ. უკუეთუ ვითარ შეუძლო და განიწმიდო გული, არა
მოგიჴდეს პირსა; უკუეთუ მოგიჴდეს პირსა, ეკრძალე, რაჲთა
არა იტყოდი ენითა უკუეთუ იტყოდი, მსწრაფლ განიშორე არა
ყოფად ბოროტი ბოროტისა წილ, რამეთუ ესე შესაძლებელ არს:
პირველად კაცისაგან განშორებაჲ და მეორედ ენისაგან, მესამედ
პირისაგან, მეოთხედ გულისაგან.
მერმე თქუა ბერმან, ვითარმედ: მარხვაჲ და თავისა
კრძალულებაჲ და გონებისა თჳსისა განკითხვაჲ წინამძღუარ არიან
სულისა.
მერმე თქუა: დაგდებაჲ თავისა თჳსისაჲ წინაშე ღმრთისა
და თავისა თჳსისა მოუთუალველობაჲ და ნებისა თჳსისა არა დამტკიცებაჲ
წინამძღუარ არიან მონაზონებისა.
მერმე თქუა: ყოველი შრომაჲ. რაჲცა მოიწიოს
კაცსა ზედა, ძლევა მისა დუმილი არს.
მერმე თქუა: საძაგელ არს უფლისა ყოველი
ჴორციელი განსუენებაჲ.
მერმე თქუა ბერმან: გლოაჲ მრჩობლ არს -- იქმს და
სცავს.
მერმე თქუა ბერმან: უკუეთუ მოგიჴდეს შენ გულის-სიტყუაჲ
ჴირციელი და ერჩდე ერთგზის, კუალად მოგიჴდეს
და ერჩდე მეორედცა, მესამედ თუ მოგიჴდეს, ნუ ისმენ მისსა,
რამეთუ უქმ არს, და ნუცა გეშინინ.
თქუა მამამან პიმენ: უკუეთუ მოიჴსენოს კაცმან წერილისა
მის სიტყუაჲ, ვითარმედ: "სიტყჳთა შენითა განჰმართლდე და
სიტყჳთა შენითა დაისაჯო", აღირჩიოს უფროჲს დუმილი.
მერმე თქუა: დასაბამი ბოროტთაჲ არს ჴორციელი განსუენებაჲ.
მერმე თქუა ბერმან, ვითარმედ: მამაჲ ისიდორე, ხუცესი
სკიტისაჲ, ეტყოდა ოდესმე ერსა და თქუა: ძმანო, არა არს ესე
სათნოებაჲ შრომისათჳს სივლტოლაჲ, რამეთუ მე, აჰა ესერა
აღვიღებ მახალსა ჩემსა და მივალ, სადა შრომაჲ არს. და მუნ მაქუნდეს
განსუენებაჲ შრომათაგან.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა მას: უკუეთუ ვიხილო
საქმჱ, გინებსა, რაჲთა ვთქუა? ჰრქუა მას ბერმან, რამეთუ:
წერილ არს: "რომელმან თქუას სიტყუაჲ ვიდრე კითხვადმდე,
სიცოფე არს მისა და საყუედრელ". უკუეთუ ვინმე
გკითხოს, თქუ, უკუეთუ არა, დუმენ.
მერმე თქუა ბერმან, ვითარმედ: ძმამან ჰკთხა მამასა
პამბოს: უკუეთუ კეთილ არსა ქებაჲ მოყუსისაჲ? და მან თქუა:
უკეთეს არს დუმილი.
მერმე თქუა, რამეთუ: კაცსა უჴმს სიმდაბლე და შიში
ღმრთისაჲ, ვითარცა სამშჳნველი, რომელი გამოვალს მარადის.
ჰკითხა მას ძმამან და თქუა: უკუეთუ ვსცი ძმასა პური,
გინათუ მცირედ წყალი, შეაბილწიან იგი ეშმაკთა, ვითარცა კაცთა
სათნოებისათჳს ყოფილი?
ჰრქუა მას მამამან პიმენ: დაღათუ კაცთა სათნოებისათჳს
იქმნებოდის, არამედ ჩუენ საჴმარი იგი მივსცეთ მოყუასსა.
მერმე ჰრქუა მას: ორნი კაცნი იყვნეს ერთსა შინა ქალაქსა
და ორთავე ყანაჲ სთესეს. და ერთმან მათგანმან ყო მცი\რედ
არა წმიდაჲ, ხოლო ერთმან ყოლად არაჲ ყო. და თუმცა მოიწია
სიყმილი მას ქალაქსა, ვინმცა მათ ორთაგანმან პოა საზრდელი?
მიუგო ძმამან მან და ჰრქუა: რომელმანცა ყო არა
წმიდაჲ. ჰრქუა მას ბერმან: ეგრეცა ჩუენ ვჰყოფდეთ, დაღათუ
არაწმიდაჲ იყოს, რაჲთა არა სიყმილითა მოვსწყდეთ.
იტყოდა მამაჲ პიმენ, ვითარმედ: თქუა მამამან ისამონ
არს კაცი, რომელსა ყოველთა ჟამთა უპყრიეს ცული და ვერ შეუძლის
დაცემად ხჱ. და არს სხუაჲ, რომელმან იცის მოკუეთაჲ
და სამითა, გინა ოთხითა ცემითა დასცის ხჱ. იტყოდა ცულად
განკითხვასა.
მერმე ჰკითხა მას ძმამან და ჰრქუა: რომლითა სახითა
უღირს კაცსა სლვაჲ? ხოლო მან თქუა: ვხედავ წინაწარმეტყუელსა
დანიელს, რამეთუ არარაჲ იპოა ძის თანა შესმენაჲ, გარნა
მსახურებაჲ ღმრთისა თჳსისაჲ.
ჰრქუა ძმამან მან: უკუეთუ მრავლად თაყუანის-ცემაჲ
კეთილ არსა? ხოლო ბერმან ჰრქუა მას: ვხედავთ ისუს ნავესსა,
რამეთუ ღმერთი გამოეცხადა. და-რაჲ-ვრდომილ იყო
პირსა ზედა თჳსსა.
მერმე თქუა, რამეთუ: ნებაჲ თჳსი ზღუდჱ არს რვალისაჲ
შორის კაცთა და ღმრთისა, და კლდჱ არს წინააღმდგომი. უკუეთუ
დაუტეოს იგი კაცმან, თქუას მანცა: ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჰჴედ
ზღუდესა, ხოლო უკუეთუ სამართალი შეეწეოდის ნებასა
მას, არა განუგებელ იყოს კაცი.
მერმე თქუა: კაცნი სრულსა მას იტყჳედ და უმრწემესსა
მას იქმედ.
მერმე თქუა: ვითარცა კუამლმან პირველად განიოტის
ფუტკარი და მაშინ-ღა გამოიღიან საქმრისა მათისაგან სიტკბოებაჲ,
ეგთეცა ჴორცთა განსუენებამან განიოტის შიში ღმრთისაჲ
და წარუწყმიდის მას ყოველი კეთილისა საქმჱ.
ძმაჲ მოვიდა მამისა პიმენისსა ორთა მათ კჳრიაკეთა
წმიდათა ორმეოცთა. და ვითარ უთხრნა გულის-სიტყუანი
თჳსნი და მიემთხჳა განსუენებასა, ჰრქუა ბერსა: მცირედ-ღა და
და-მცა-ყენებულ ვიყავ არა მოსლვად აქა დღეს. ჰრქუა მას ბერმან:
რაჲსათჳს? ჰრქუა მას ძმამან მან: ნუუკუე კარი დაეჴშას დღეთა
ამათთჳს. ჰრქუა მამამან პიმენ: არა გჳსწავიეს ჩუენ დაჴშვაჲ ძელისა
კარისაჲ. არამედ ენისა კარისაჲ.
მერმე თქუა: კეთილ არს მორიდებაჲ ჴორციელებისაგან,
რამეთუ ოდეს ახლავნ კაცი ჴორციელსა ბრძოლასა, მსგავს არს
იგი კაცსა, რომელი წარდგომილ არნ მღჳმესა ზედა ღრმასა და
რომელსაცა ჟამსა უნებნ მტერსა, ადვილად შთააგდის იგი მღჳმესა
მას. უკუეთუ ჴორციელებისაგან შორს იყოს, მსგავს არს იგი
კაცსა, რომელი შორავნ მღჳმესა და მიზიდავნ მას მტერი. არამედ
მღჳმე იგი არა იპოის ახლოს. და ვიდრე იგი მიზიდავნ
ღმერთმან მოუვლინის მას შეწევნაჲ.
მერმე თქუა: სიგლახაკჱ და ჭირი ესე არს საჭურველი
მარტოდ ცხორებულთაჲ, რამეთუ წერილ არს: "უკუეთუ იყვნენ
სამნი ესე კაცისა თანა -- ნოე, იობ და დანიელა*, რამეთუ ნოე სახჱ
არს უპოარებისაჲ ხოლო იობ სახჱ არს სალმობათაჲ და დანიელ
განკითხვად გამოითარგმანების. უკუეთუ იყვნენ სამნი ესე საქმენი
კაცსა თანა, უფალი დამკჳდრებულ არს მის თანა.
მერმე ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: უკუეთუ
ვიხილო ბრალი ძმისა ჩემისაჲ, კეთილ არსა, და-თუ-ვფარო? ჰრქუა
მას ბერმან: რომელსა ჟამსა დავფაროთ ძმისა ჩუენისაჲ, ღმერთმანცა
დაფაროს ჩუენი; და რომელსა ჟამსა გამოვაცხადოთ ძმისა
ჩუენისაჲ, ღმერთმანცა გამოაცხადოს ჩუენი.
მერმე თქუა, ვითარმედ: ჰკითხა ვინმე მამასა პაესიოსს
და ჰრქუა: რაჲ უყო სულსა ჩემსა, რამეთუ შესულებულ
არს და არა ეშინის ღმრთისა? ჰრქუა მას ბერმან: მივედ და შეეყავ
კაცსა ღმრთის-მოშიშსა, და მისითა მით მოშიშებითა გასწავოს
შენ შიში ღმრთისაჲ.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა, ვითარმედ: ევნების
სულსა ჩემსა ბერისა ჩემისა თანა. ვჯდეღა მის თანა? და
იცოდა ბერმან, რამეთუ ევნების და დაუკჳრდა მისი, რამეთუ
იკითხვიდა, უკუეთუ, ვჯდე-ღა? და ჰრქუა: უკუეთუ გინებს.
ჯედ. და მივიდა და დაჯდა მის თანა. და მერმე მოვიდა და ჰრქუა:
ვიზღვევ სულსა ჩემსა. და ბერმან არა ჰრქუა, ვითარმედ: გამოვედ.
და მესამედ მოვიდა და თქუა: დაიჯერე, არღარა ვიყოფოდი
მის თანა. ჰრქუა მას ბერმან: აწ სცხონდი, ვიდოდე და ნუღარა
ზი მის თანა
იტყოდა ბერი: არსა კაცი, რომელიმცა ხედვიდა ზღვევასა
სულისა თჳსისასა და უჴმდა-ღა კითხვაჲ ფარულთა გულისსიტყუათათჳს?
ჰკითხავნ კაცი, და ბერთაჲ არს გამოცნობაჲ.
ხოლო ცხადთა ცოდვათათჳს არღარა უჴმს კითხვაჲ, არამედ
მეყსეულად განშორებაჲ.
გჳთხრობდა მამაჲ არსენი მამისა პიმენისთჳს და ძმათა
ვისთათჳს, რამეთუ ეგჳპტეს იყოფოდეს და უნდა დედასა მათსა
ხილვაჲ მათი და ვერ იხილნა. მაშინ დაუმზირა მათ, მი-რაჲ-ვიდოდეს
ეკლესიად, გამოვიდა და მიეგებვოდა მათ. ხოლო მათ რაჲ
იხილეს იგი, უკუნ-იქცეს და გამოუჴშეს კარი წინაშე პირსა მისსა.
ხოლო იგი დგა კართა ზედა და ღაღადებდა ტირილით საწყალობელითა
ჴმითა. ვითარცა ესმა მამასა ანობს მისი ტირილი, შევიდა
მამისა პიმენისა და ჰრქუა: რაჲ უყოთ ბერსა იმას,
რამეთუ ტირს კართა ზედა? მაშინ აღდგა მამაჲ პიმენ და მიდგა
შინაგან კარსა მას. და ესმოდა მისი, ვითარ იგი საწყალობელითა
ჴმითა ტიროდა და სახელით უჴმობდა. ჰრქუა მას რაჲსათჳს
ესრეთ ჰღაღადებ, ბერო? ხოლო მას რაჲ ესმა ესე, უფროჲს ღაღადებდა
ტირილით და ეტყოდა: მინებს ხილვაჲ თქუენი,
შვილნო ჩემნო. რაჲ იყოს, უკუეთუ გიხილნე თქუენ, ანუ არა
დედაჲ თქუენი ვარი, ანუ არა საშოჲსაგან ჩემისა გამოხუედით,
ყოლად მჴეცნო? მესმა რაჲ ჴმაჲ შენი, შემიძრწუნდა
საშუოჲ ჩემი. ჰრქუა მას ბერმან: გინებს ჩუენი აქა ხილვაჲ, ანუ
რაჲთა მას სოფელსა გჳხილნე? ხოლო მან ჰრქუა მას: უკუეთუ
აქა არა გიხილნე, ყოლად მუნ ხილვად ხართა, შვილნო? და მან
ჰრქუა მას: უკუეთუ აიძულო თავსა შენსა არა ხილვად აქა,
მუნ გჳხილნე ჩუენ. ხოლო იგი წარვიდა სიხარულით და იტყოდა:
უკუეთუ ყოლად ხილვად ხართ თქუენ მუნ, არა მინებს ხილვაჲ
თქუენი აქა.
მერმე თქუა მამამან პიმენ: უკუეთუ ორი საქმჱ მოიძულოს
მონაზონმან, და შეუძლოს თავისუფალ ყოფაჲ სოფლისა
ამისგან. ჰრქუა მას ძმამან მან: რომელი? ხოლო ბერმან თქუა:
ჴორციელი განსუენებაჲ და ცუდად დიდებულებაჲ.
მოვიდა ოდესმე ძმაჲ მამისა პიმენისა და ჰრქუა მას: რაჲ
ვყო, მამაო, რამეთუ მაურვებს მე სული სიძვისაჲ? და აჰა ესერა
მივედ მამისა სებესტიონისა და მრქუა მე: არა გიღირდა მყოვარ
ჟამ ტევებაჲ შენ თანა. ჰრქუა მას ბერმან: მამისა სებესტიონის
საქმენი ზეცას არიან ანგელოზთა თანა და დაჰვიწყებიეს
მას, ხოლო მე და შენ სიძვასა შინა ვართ. უკუეთუ შეიკრძალოს
კაცმან მუცელი და ენაჲ და უცხოებაჲ, გულ-დებულ იყავნ,
არა მოკუდეს.
ჰკითხა აბრაჰამ, მოწაფემან მამისა აგათონისმან, მამასა
პიმენს და ჰრქუა: ვითარ ეშმაკნი მბრძვანან მე? ჰრქუა მამამან
პიმენ: შენ გბრძვანან, ჩუენ არა გუბრძვანან, ვინაჲთგან ნებასა
ჩუენსა ვჰყოფთ რამეთუ ნებანი ჩუენნი ეშმაკ გუექმნეს და ესე
არიან, რომელნი გუბრძვანან ჩუენ, რაჲთა აღვასრულებდეთ მათ.
უკუეთუ გინებს, ვიეთ ჰრბძოდეს ეშმაკნი მოსეს თანა და მსგავსთა
მისთა, ხოლო ჩუენ ნებანი სულისა ჩუენისანი გუბრძვანან.
მერმე თქუა ბერმან: ესე ცხორებაჲ მოსცა ღმერთმან ისრაელსა,
რაჲთა განიშორნეს მათგან. რომელნი-იგი თჳნიერ ბუნებისა
არიან, ესე იგი არს: რისხვაჲ, გულის-წყრომაჲ. ჴდომაჲ. სიძულილი,
ძჳრის-სიტყუაჲ და სხუაჲ ყოველი ძუელისა მის
კაცისაჲ.
მერმე ჰკითხა ძმამან და ჰრქუა: უკუეთუ ვიხილი ძმაჲ,
რომლისათჳს მასმიენ ბრალი რაჲმე, არა მინებნ შეყვანაჲ მისი
სახედ ჩემდა, ხოლო უკუეთუ ვინმე კეთილი ვიხილი, მიხარინ
მის თანა. ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ ჰყოფდე კეთილსა, მის თანა
ყავ, რომელი იგი უძლურ არს.
მერმე თქუა ბერმან: ძმასა ვისმე, სახელით ტიმოთეოსს,
მონასტერსა შინა მარტოდ მყოფსა, ესმა ბრალი ვისთჳსმე ძმისა,
რომელი შევრდომილ იყო განსაცდელსა. ჰკითხა ტიმოთეს მისთჳს
ხუცესმან, ხოლო ტიმოთე აზრახა ხუცესსა, რაჲთა განჴადოს იგი.
და ოდეს გამოავლინეს ძმაჲ იგი, მიუტევა განსაცდელი იგი ტიმოთეს
ზედა, ვიდრემდის სულმოკლე იქმნა. და ღაღადყო ტიმოთე
და ტიროდა წინაშე ღმრთისა და ჰრქუა: ტიმოთე, ნუ ჰგონებ,
ვითარმცა ესე გიყავ შენ სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ რამეთუ
უგულებელს-ჰყავ ძმაჲ იგი შენი ჟამსა ჭირისა მისისასა.
მერმე თქუა: ამისთჳს ესოდენსა შრომასა შინა ვართ, რამეთუ
არა შევეწევით ძმათა ჩუენთა, რომელთაჲ წიგნმან განაჩინა
შეწყნარებაჲ ანუ არა ხედავთა დედაკაცსა მას ქანანელსა, რომელი
შეუდგა იესუს, ღაღადებდა და ევედრებოდა მას, რაჲთა
განკურნოს ასული მისი. და რამეთუ შეიწყნარა იგი მაცხოვარმან
და განუსუენა მას. და მერმე აბიგეა, რამეთუ ჰრქუა დავითს:
"ჩემ ზედა არს, უფალო ჩემო, შეცოდებაჲ ეგე. ისმინა მისი და შეიყუარა
იგი. აბიგეას ხატი მოაქუს სულისაჲ და დავითს -- ღმრთეებისაჲ".
უკუეთუ სული თავსა თჳსსა აბრალებდეს წინაშე უფლისა
შეიყუაროს იგი და განუსუენოს მას.
მერმე თქუა მამამან პიმენ, რამეთუ ოდეს ძმაჲ მოუჴდის
იოვანეს მოკლესა. ასწავებნ სიყუარულსა მას. რომელს
მოციქული იტყჳს: "სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ, და
შემდგომი ამისი".
ჰკითხა ძმამან მამასა პიმენს და ჰრქუა: მითხარ მე სიტყუაჲ.
ჰრქუა მას ბერმან: დასაბამისაჲ, რომელი დადვეს მამათა
გლოაჲ არს. ჰრქუა მას მერმე ძმამან: მითხარ მე სხუაჲცა სიტყუაჲ.
ხოლო ბერმან ჰრქუა: იქმოდე საქმესა შენსა, რავდენ ძალგედვას,
რამეთუ წერილ არს: "მოწყალებითა და სარწმუნოებითა
განწმდებიან ცოდვანი". ჰრქუა მას ძმამან: რაჲ არს სარწმუნოებაჲ?
მიუგო ბერმან და ჰრქუა: სარწმუნოებაჲ არს სიმდაბლით
სლვაჲ და მოწყალებისა ყოფაჲ.
თქუა მამამან პიმენ, ვითარმედ: მამაჲ პაფნოტი დიდი
იყო და მიისწრაფინ უმრწემესსა საქმესა.
მერმე თქუა: უკუეთუ თავი თჳსი დაიმცირო, გაქუნდეს
განსუენებაჲ.
მერმე თქუა: უკუეთუ გაქუნდეს მდუმარებაჲ, ჰპოო
განსუენებაჲ ყოველსა ადგილსა, სადაცა იყოფვოდი.
თქუა ბერმან მამისა პიორისთჳს, ვითარმედ დღითიდღედ
იწყებნ სათნოებასა.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს: უკუეთუ დაეპყრას კაცი რომელსამე
ბრალსა და მოაქციოს, მოეტევების ღმრთისა მიერ?
ჰრქუა მას ბერმან: ღმერთმან, რომელმან ამცნო კაცთა ესე ყოფად,
მან არა-მე უფროჲს-ღა ყოსა? რამეთუ ამცნო პეტრეს:
სამეოცდაათშჳდგზის მიუტევენ ძმასა შენსა.
ძმამან ჰრქუა მამასა პიმენს: მაღალი რაჲ არს? ჰრქუა
მას: სამართალი. და ძმამან თქუა: რაჲ არს ჴორცთა შინა ვნებისათჳს?
ჰრქუა მას ბერმან: ესენი არიან, რომელნი შეასხმენ ხატსა
მას ნაბუქოდონოსორისსა, უკუეთუმცა არა ნესუტუებითა
და წინწილაჲთა მოაწუევდეს კაცთა, არამცა თაყუანის-სცემდეს
ხატსა მას. ეგრეცა მტერობაჲ შეასხამს ჴორცთა ამათ შინა.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: შემძლებელ არსა
კაცი, ვითარმცა შეიკრძალნა ყოველნი გულის-სიტყუანი და ერთიცა
მათგანი არა მისცა მტერსა? ჰრქუა მას ბერმან: არს, რომელი
მისცემს ა[თ]სა და მოიღებს ერთსა, და არს, რომელი მოიღებს
ათსა და მისცემს ერთსა.
და მანვე ჰკითხა ესევე სიტყუაჲ მამასა სისოის, ხოლო
მან ჰრქუა: არს კაცი რომელი არცა ერთსა არა მისცემს მტერსა.
მოვიდეს ოდესმე მწვალებელნი ვინმე მამისა პიმენისა და
იწყეს ძჳრის-სიტყუად ალექსანდრე მთავარებისკოპოსისათჳს, ვითარმედ
ხუცესთაგან მიუღებიეს კურთხევაჲ იგი. ხოლო ბერი
დუმნა. და მოუწოდა ძმასა თჳსსა და ჰრქუა: ტაბლაჲ დაუგე,
პური ეც და წარგზავნენ მშჳდთბით.
იყო ვინმე დიდი, შეყენებული მთასა ათრიბიოსსა, და მოუჴდეს
მას ავაზაკნი. და ჴმა უყო ბერმან და მახლობელთა მისთა
ესმა და შეიპყრნეს ავაზაკნი იგი და მიუძღუანნეს იგინი მთავარსა.
და შეწუხნეს ძმანი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: ჩუენ ძლით
მიეცნეს. აღდგეს და მოუჴდეს მამასა პიმენს და უთხრეს მას
საქმჱ იგი. და მიწერა ბერმან სახჱ ესრეთი: "ცან, პირველი განცემაჲ
ვინაჲ იქმნა, და მაშინ იხილო მეორჱ იგი განცემაჲ.
უკუეთუმცა არა მიეც პირველად შინაგან გულის-სიტყუათაგან,
არასადამცა მეორჱ იგი განცემაჲ ჰყავ". ხოლო მას რაჲ ესმა
ესე წმიდისა პიმენისგან, აღდგა და შევიდა ქალაქად და გამოიყვანნა
იგინი და ერსა წინაშე განათავისუფლნა იგინი.
მერმე თქუა: არა არს მონაზონი მაბრალობელ, არა არს მოშურნე.
მი-ვინმე-ვიდეს ბერნი პაპისა პიმენისა და ჰრქუეს: გინებს,
უკუეთუ ჰრულოდის ძმათა ეკლესიასა შინა, განვაღჳძნეთ
იგინი, რაჲთა იღჳძებდენ ღამისთევასა? ჰრქუა მათ ბერმან
მე ერთი ჯერი უკუეთუ ვიხილო ძმაჲ ჩემი, რომელსა ჰრულოდის,
დავდვა თავი მისი მუჴლთა ჩემთა ზედა და განუსუენო
მას.
იტყოდეს ვისთჳსმე ძმისა, რამეთუ ბრძოლაჲ აქუნდა
გმობისაჲ და ჰრცხუენინ თხრობად. რამეთუ სათაცა ესმინ დიდთა
ბერთაჲ, მივიდის მათა, რაჲთამცა უთხრა. და ვითარ ესმის
სიტყუაჲ მათი, ვერღარა აღიარის. მრავალგზის მისრულ იყო მამისა
პიმენისსაცა და იხილის ბერმან, რამეთუ ჰქონედ გულისსიტყუანი
და მწუხარე არნ. ერთსა შინა დღესა ვითარ წარჰგზავნიდა
მას ბერი, ეტყოდა: აჰა ესერა ესოდენ ჟამ მოხუალ
აქა გულის-სიტყუათათჳს კითხვად ჩემდა და ოდეს მოხჳდი არა
ინები თხრობად. ხოლო აწ მითხარ მე, შვილო, რაჲ არს გულისსიტყუაჲ
შენი, რომელ გაქუს? ხოლო მან თქუა. ვითარმედ
ღმრთისა მიმართ გმობისა ეშმაკი მბრძავს და მრცხუენინ თხრობად.
და ვითარ უთხრა საქმჱ ესე, მუნთქუესვე აღუმცირდა.
ჰრქუა მას ბერმან: ნუ იურვი, შვილო, არამედ რაჟამს მოგიჴდეს
ეგე გულის-სიტყუაჲ, არქუ: მე არა ვიცი, გმობაჲ ეგე შენი შენ
ზედავე იყავნ, რამეთუ ეგე საქმჱ არა უნებს სულსა ჩემსა და
ყოველი საქმჱ რომელი არა უნდეს სულსა, მცირედ ჟამ არნ.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს, ვითარმედ: ვხედავ თავსა
ჩემსა, რამეთუ სადაცა მივიდი, ვპოი განსუენებაჲ. ჰრქუა
მას ბერმან: და რომელთა-იგი მახვლი ჴდილი უპყრიეს ჴელთა,
მათცა სწყალობნ ღმერთი. აწ უკუე ჩუენცა განვიმზადნეთ თავნი
თჳსნი სათნოებათათჳს უფლისათა. ვჰყოფდეთ მსგავსად
მფრინველთა, რომელ განიმზადნიან ბუდენი თჳსნი თივათაგან,
და ვპოოთ განსუენებაჲ წინაშე ღმრთისა.
მერმე თქუა: იტყოდა მამაჲ ამონა, ვითარმედ: არს კაცი
რომელმან დაყვის ასი წელი სენაკსა შინა და ვერ ისწავის, ვითარ
ჯერ-არს სენაკსა შინა ჯდომაჲ, ხოლო განშორებულმან ერთსა
შინა დღესა. რამეთუ ამას იტყოდა, რაჲთა კაცი, თჳსაგან მყოფი,
დღითი-დღედ თავსა თჳსსა აბრალებდეს, და ესე არს სახჱ
განშორებულთაჲ.
მერმე თქუა მამისა პამბოჲსთჳს, რამეთუ იტყოდა მისთჳს
მამაჲ ანტონი, ვითარმედ ღმრთის-მოშიშებისა მისისათჳს დაიმკჳდრა
სულმან ღმრთისამან მის თანა.
მერმე თქუა მამამან პიმენ: დიდ არს კაცისა, რომელი
მიიწიოს სიტყუასა მას მოციქულისასა: "ყოველი წმიდა არს
წმიდათათჳს".
ჰკითხა ძმამან: რაჲ არს სიტყუაჲ ეგე? ჰრქუა მას ბერმან:
უკუეთუ ვინმე მიიწიოს სიტყუასა მას. ხედვიდეს თავსა თჳსსა
უდარეს ყოველთა დაბადებულთა. ჰრქუა მას ძმამან: ვითარ შეუძლო
თავსა ჩემსა უდარეს კაცის მკლველისა ყოფად? მიუგო
ბერმან და ჰრქუა მას: უკუეთუ მიიწიოს კაცი სიტყუასა მოციქულისასა
და იხილოს ვინმე, რომელი მოჰკლვიდეს კაცსა, თქუას
გულსა შინა თჳსსა, ვითარმედ: ამას ესე ხოლო ცოდვაჲ უქმნიეს.
ხოლო მე ყოველსა ჟამსა კაცსა ვკლავ.
მერმე ჰკითხა ძმამან და ჰრქუა: ვითარ მიღირს ყოფაჲ?
ჰრქუა მას ბერმან: გაქუნდინ ზრახვაჲ მწირისაჲ ადგილსა, რომელსაცა
ჰმწირობდე და ნუ წარიძღუანებ სიტყუასა წინაშე შენსა და
განისუინო.
No comments:
Post a Comment