V თავი. ქრისტეს მიერ შეჰბერვისათჳს, რაჟამს იგი შეჰბერა მოციქულთა. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


                    ქრისტეს მიერ შეჰბერვისათჳს, რაჟამს იგი შეჰბერა მოციქულთა

ერთად ესე აქუსთ ჩუენდა მომართ სიტყსგებად პაპის მოსავთა, ვითარმედ ქრისტემან რათა შეჰბერა მოწაფეთა და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდა, ესე არს მიზეზი ძისაგან სულისა წმიდისა გამოსლვისაო. ამის სიტყსა განმარტება ჩუენგან არღარა საჭირო არს, რამეთუ დიდთა მათ ღმრთისმეტყველთაგან არს განმარტებულ ვრცელად და უნაკლოდ წმიდისა გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა მიერ, რამეთუ იგინი ესრეთ იტყან, ვითარმედ: მომზადება იყო შეჰბერვა იგი და არა მიცემაო. უკუეთუ მაშინ მიეცა, რადღა ეტყოდა მოწაფეთა: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს. მე წარვიდე და სხუანუგეშინისმცემელი მოგივლინო, რათა თქუენთანა დაადგრეს უკუნისამდე, რამეთუ ჯერეთ არა ამაღლებულ იყო ორცთა ბუნებითა, არცა წარსულ ორცითა კაცობრივითა*(63) უხილავისა და დაუსაბამოსა მამისა წიაღთა, დაღაცათუ ღმრთეებით განშორებულ იყო მამისა და სულისაგან: ამისთ იქმნა კართა შულთა შესლვა ქრისტესი და ორციელთა წყლულებისა ჩუენება და საზრდელისაცა მიღება, რომელი არღარა ეხმარებოდა, არამედ განგებულებით ქმნა ეგრეთვე შეჰბერვა ესე ქმნა, რათა დაარწმუნოს მოწაფეთა, ვითარმედ სრული ღმერთი არს და სრული კაცი, და შემდგომად აღდგომისა იგივე სრული კაცობრივი ბუნებანი ჰმოსიან სულნი და ხორცნი, რამეთუ კართა შულთა შესლვა და კლიტეთა და ბეჭედთა არა შეძვრა ღმრთეებისა საქმე იყო, ვითარცა იგი ქალწულებისა კლიტეთაცა და საფლავისა ბეჭედთა არა შეძვრა და ეგრეთ გამოსვლა. ხოლო ორცთა წყლულებისა ჩუენება და საზრდელისა მიღება ორცთა ბუნებისა საქმე იყო; რამეთუ გამოჩინებად იყვნეს უკუანასკნელ*(64) მწვალებელნი, რომელნი იტყოდეს, ქრისტესა შემდგომად აღდგომისა ორცნი კაცობრივნი არღარა ჰმოსიანო. და კუალად იყვნეს მწვალებელნი მანის და მუნტანი, რომელნი იტყოდეს, რაჟამს ქრისტე ამაღლდებოდა, ხორცნი კაცობრივნი მზესა თანა დაუტევნაო. ამისთ იქმნა, ვითარცა ვთქუ, ხორცთა წყლულებისა ჩვენება და საზრდელისა მიღება დაყოფად პირთა მათ ურცხუენელთა და მგმობარეთა, რომელნი ამას იტყოდეს და ანგელოზნიცა ამასვე დაუმტკიცებდეს მოციქულთა, რაჟამს ამაღლდებოდა ზეცად, ვითარმედ ორცნი იგი, რომელ მიიხუნა ჩუენგან ქრისტემან ყოვლად ვნებისა და აღდგომისა, იგივე ჰმოსიან და მით ამაღლდა ზეცად და მითვე მოსლვად არს განსჯად დაბადებულთა. ამისთ ეტყოდეს: კაცნო გალილეველნო, რასა სდგათ და ხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად; ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი*(65) ზეცად. (საქმე 1.11)
ეგრეთვე სხუანი მწვალებელნი გამოჩინებად იყვნეს უკუანასკნელ, რომელთა თქუეს, ვითარმედ: ქრისტემან ორცნი შეიმოსა კაცობრივნი და სული და გონება არა მიიღო, არამედ სულისა და გონებისა წილ სიტყუა ღმრთისა ექმნა სულ და გონება ორცთა მისთაო. ამის გმობისა თავი იყო აპოლინარიოს მწვალებელი და შემდგომნი მსგავსნი მისნი ბოროტნი, რამეთუ, ვითარცა ვთქუ, პირველთა მათ მწვალებელთა, რომელნი ორცთა ქონებასა არღარა იტყოდეს ქრისტესა ყოვლად მკუდრეთით აღდგომისა, მათდა პირის დასაყოფელად იქმნა საზრდელისა მიღება და წყლულებისა ჩუენება. ეგრეთვე შებერვა ესე იქმნა, რომელნი უსულოდ და უგუნებოდ იტყოდეს ქრისტესა მათდა პირის დასაყოფელად

რამეთუ, ვინათგან სიტყუამან ღმრთისამან ბუნებაკაცთა სრულებით მიიღო, სული, ხორცნი და გონებაჲ, ნიერ ცოდვისა, ამისდა დასამტკიცებლად შეჰბერა*(66) კაცობრივითა სულითა და სამშნველითა. ხოლო ვთქუ, რათა კაცობრივი სული და სამშნველი ნურღარა კაცობრივად ჰგონებ, რამეთუ აწ ყოველივე ღმრთისად ითქმის, ჴორცნი, სული და გონებაჲ, რამეთუ კაცობრივი ცა მიიღო, არსებასა სსა შეუერთა შეურევნელად და (და) ერთგუამად იქმნა, ვითარცა ცეცხლმან რკინა რა შეიწყნარის მის შორის და ყოვლითურთ ცეცხლი იქმნის, ეგრეთვე ღმრთისა სიტყუამან ღმერთი ყო. სისხლი მისი ითქუმის ღმრთისა სისხლად, ეგრეთვე ღმრთისა ორცი, ღმრთისა სული და ღმრთისა სამშნველი და ღმრთისა გონებჲ, რამეთუ ნიერ ცოდვისა ჩუენისა ყოველივე მიიღო და განაღმრთო და მით შეჰბერა; და უკუეთუ კაცობრივი რამე დაშთა მიუღებელად, იგი ყოველივე ეგო უკურნებელად ღმრთისმეტყუელთა სიტყსაებრ. იგი სული შეჰბერა ქრისტემან, რომელი ჯუარსა ზედა შეჰვედრა ღმერთსა და მამასა, იგი სული მოიღო კუალად განღმრთობილი*(67) ყოვლად მკუდრეთით აღდგომისა, ვითარცა ბრძანებს: ჴელმეწიფების სულისა ჩემისა დადებად და ელმეწიფების კუალად მოღებად; იგი სული შეჰბერა მოციქულთა. და ვითარცა კაცობრივთა ორცთა ქონება ყოვლად აღდგომისა წყალობისა ჩუენებითა და საზრდელისა მიღებითა დაამტკიცა, ეგრეთვე სარწმუნო ყო კაცობრივისა სულისა ქონება, რაჟამს იგი შეჰბერა მოციქულთა და მოჰმზადა შეწყნარებად სულისა წმიდისა და ჰრქუა: „მიიღეთ სული წმიდაჲ“; არა ჰრქუა: მიგიღებიეს, არამედ: „სული წმიდაჲ“. უკუანასკნელ მიღებისათვის ეტყოდა, რომელსა შინა აღუთქუა მოვლინებაჲ, არა თუ მაშინვე მიცემისათ.
ამით დაჰსნა მწვალებელთა გესლოვანი ენა, ვითარმედ: ქრისტე არცა უსულო არს, არცა უგუნებო, არამედ სრულებით მიიღო ქრისტემან ბუნება კაცობრივი, ჴორცნი სულიერნი და სული სიტყერი და გონიერი,*(68) და შეიერთა თავსა შორის სსა და ყოვლად მკუდრეთით აღდგომისა ეგრეთვე ჰმოსია და არს სრული ღმერთი და სრული კაცი ორითა ბუნებითა და ერთითა გუამითა შეურევნელად და განუყოფელად. ამისთ იქმნა განგებულებაიგი კართა ხშულთა შესლვა, წყლულებისაცა ჩუენებადა საზრდელისაცა მიღებაჲ. (მაშ()) (რადღა) ეხმარებოდა საზრდელისა მიღებაჲ. ეგრეცა შეჰბერა, ესე იქმნა შეჰბერა და მოჰმზადა მოვლინებად სულისა წმიდისა.
ვითარცა ეტყოდა პირველვე: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს, და ოდეს წარვიდე, სხუანუგეშინისმცემელი მოგივლინო, რათა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე. და უკეთუ მაშინ მისცა შეჰბერვითა მით რასათსღა ეტყოდა სიტყუათა ამათ: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს.
არამედ, ვითარცა ვთქუ, ამის მიზეზისათ*(69) იქმნა შებერვაიგი, რათა დაემტკიცოს ყოვლად ვნებისა და აღდგომისა კაცობრივისა ბუნებისა ორცთა და სულისა სრულებით ქონებაჲ; ამისთვის შეჰბერა კაცობრივითა სულითა და სამშნველითა ყოვლითურთ განღმრთობილითა და დაამტკიცა ჭაშმარიტად ქონებაჲ, ვითარცა ორცთაჲ, ეგრეთცა სულისა სამშნელითურთ, და მოჰმზადა შეწყნარებად სულისა წმიდისა.
ნუ ჰგონებ, თუმცა სული მიდაორთქლი რამე იყოს და შებერვით მიედინებოდეს, ანუ ქართაებრ გამოვიდოდეს, ანუ კაცობრივ რამე გულისმაყო; რამეთუ ვითარცა მეუფე ჩუენი ქრისტე მამისა სიტყუად ითქუმის და არა არს მსგავს ჩუენდა სიტყთა, რამეთუ პირით ჩუენით რაგამოვიდის სიტყუაჰაერად განიბნევის და განილევის; არამედ ძე ღმრთისა უვნებელად შობისა მისისათ ითქუმის სიტყუად, ვითარცა ჩუენისა გონებისაგან უვნებელად იშუების*(70) სიტყუადა ვნებაარა იქმნების, ეგრეთვე დიდისა მის გონებისაგან, მამისა იშვა ძე და სიტყუა ღმრთისა უვნებელად და არს სრული გუამოვნებაჲ.
ეგრეთვე სული წმიდა გამოვალს მისვე მამისაგან და ძისა თანა განისუენებს და არს სრული გუამოვნებაჲ, ვითარცა მამისა და ძისა, ეგრეთვე სულისა წმიდისა, განუყოფელისა და შეურევნელისა, ერთღმრთაებისა და ერთუფლებისა.
არამედ სული წმიდავითარცა ვთქუ, არცა ორთქლი არპირისა, არცა ქარი არს ჰაერისა მიმართ განბნევადი, არცა გუამი გუამსა შორის შერწყმული და შერეული, რათამცა მით (რათამე) იქმნებოდა შებერვა; არამედ გუამოვნება მტკიცე ვითარცა მამისა, ეგრეთცა ძისა და სულისა წმიდისა, განუყოფელნი და შეურევნელნი, არა თუ შერწყმული და შერეული, არცა განბნევადი და არცა განქარვებადი, არამედ სრული*(71) ღმერთი არს მამისა და ძისა თანასწორი, მისვე მამისგან გამოსრული და მამისა და ძისგან განუშორებელი.
და ვითარცა შობაძისა მამისაგან პირველ ყოველთა საუკუნეთა, ეგრეთვე გამოსლვასულისა მამისაგანვე, რათა არა ორნი მიზეზნი ითქუნენ და დაკლებულ იქმნეს სული წმიდა თანასწორისა პატივისაგან.
არამედ შებერვაესე სულითა კაცობრივითა მომზადება იყო მოსალოდებელისა, და არა სრულებით მინიჭებასულისა წმიდისაჲ.
და უკუეთუმცა არა პირველივე მოემზადნეს მოწაფენი, ვითარ უძლებდეს მოსლვასა სულისა წმიდისასა.
რამეთუ წინათვე მოასწავებდეს წინასწარმეტყუელნი მოსლვასა სიტყსა ღმრთისა და ჯუარცმასა და სიკუდილსა მისსა ცხადად და ჭეშმარიტად იტყოდეს და მერმე მოციქულთა თუალითა იხილეს და ხელითა ჰმსახურეს. ეგრეთვე ქრისტე მცირედ-მცირედ იტყოდა და მოიყვანებდა გულისმისყოფად ვნებისა და აღდგომისა*(72) სისა. და კუალად დაბრკოლდებოდეს და აცილობდეს ქრისტესა, ვითარცა პეტრე ეტყოდა უფალსა ჯუარცმისათ: შენდობაიყოს შენდა არა იყოს ეგრეთ. და უკუეთუმცა წინათვე არა დაჩუეულ იყვნეს, ვითარ თავს იდებდეს ხილვად ვნებასა მისსა, რავდენ უმეტეს უხილავისა და უსაზღვროსა და გარეშეუწერელისა სულისა წმიდისა გარდამოსლვასა შეშინებულ და შეძრწუნებულ ქმნილ იყვნეს. და ვერ თავსმდებელ ძალსა მისსა უსაზღვროსა: უკუეთუ წინათაცა არა განემზადნეს, ვითარცა ვთქუ შებერვითა მით.
და უკუეთუ აშინვე სრულებით მიენიჭა, რადღა ელოდეს (პაემანსა) და აღსრულებასა მეერგასისა დღისა, რომელსა შინა ცხადად მოიღეს მადლი სულისა წმიდისა ცეცხლისა ენათა განყოფითა.*(73)
ანუ რად ეტყოდა ქრისტე მოწაფეთა: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს; და კუალად ეტყოდა: მე წარვიდე და სხუანუგეშინისმცემელი მოგივლინო; და კუალად ყოვლად შებერვისა მის მეორმოცესა დღესა, ეგულებოდა რაამაღლებაჲ, აღიყვანნა მთასა ზეთისხილთასა და ეტყოდა: ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას იერუსალიმსა, ვიდრემდის შეიმოსოთ ძალი მაღლით, და მე მოგივლინო აღთქმა იგი მამისა ჩემისა.
უკუეთუ მაშინ მიენიჭა სული წმიდაჲ, ამას რასათ ეტყოდა, ანუ იგი სული წმიდაჲ, რომელი იყო და ესე აპირებული ნუგეშინისმცემელი რომელი (?)
რამეთუ ვინათგან საღმრთომან ბუნებამან ღმრთისამან ბუნებაკაცთა სრულებით მიიღო, ჴორცნი და გონებაჲ, სული სიტყერი სამშნველითურთ და შეიერთა თავსა შორის სსა და ყოვლითურთ*(74) განაღმრთო და ყოველივე ღმრთისად გამოაჩინა: ხორცნი და სისხლი, გონებადა სიტყუაჲ, სული და სამშნველი, და ერთგუამ იქმნა ორი ბუნება, ამისთ კაცობრივითა სულითა და სამშნველითა შეჰბერა, რათა გურწმენეს შემდგომად აღდგომისაცა სრულისა კაცობრივისა ბუნებისა ქონებაქრისტესი; და მომზადებაცა იყო მოღებად სულისა წმიდისა; ვითარცა აწცა მღვდელნი სახედ იქმან, რაჟამს ნათელს სცემენ ყრმათა, შეჰბერვენ და მასვე სიტყუასა იტყან, რომელნი მაშინ ჰრქუა უფალმან მოწაფეთა, ვითარმედ: მიიღეთ სული წმიდადა მოამზადებენ მიღებად სულისა წმიდისა, ესრეთ მომზადება იყო და არა სრულიად მინიჭება.
ხოლო ღმრთაებისა ბუნებითა მეერგასესა დღესა, დროსა მას და პაემანსა, რომელსა მოელოდეს მოციქულნი სათნოყოფითა მამისათა მოვლინებითა*(75) ძისათა, და ელმწიფებითა სულისათა თავით სით მოვიდა სული წმიდა, ვიარცა წერილ არს, ვითარმედ: მე ვკითხო მამასა ჩემსა და სხუანუგეშინისმცემელი მოგივლინო; და მერმე იტყ: უკუეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს, და მე მოვავლინო იგი თქუენდა. და კუალად იტყ: ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქვენ ჭეშმარიტებასა შინა. ესე სიტყუანი თებათა და გუამოვნებათა შეურევნელობისანი არიან.

ხოლო სიტყუაიგი, ვითარმედ: სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთ, ესე არსებათა და ბუნებათა ერთობისა საქმე არს; ვითარმედ მამისაგან გამოვალს და მამა არს მიზეზი ძისა შობისა და სულისა გამოსლვისა, და ერთი პატივი და სწორი ხელმწიფება და უფლება აქუს და, არა არს მათ*(76) შორის განწვალება, არცა შერწყუმა და შერეულება, არამედ ერთობა აქუს უცვალებელი და მეუფებააქვუს დაუსრულებელი, და მისი არს დიდებადა პატივი და თაყუანისცემააწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ

No comments:

Post a Comment