VIII თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.

სიტყჳსგებაჲ მათდა მიმართ, რომელნი პაპასა ჰრომისასა უფროსად და უაღრესად ჴადიან სხუათა პატრიარქთა ზედა და ქუეყანასა ზედა მეორედ ქრისტედ აღიარებენ და*(92) თავად ყოველთა ეკლესიად იტყვიან, პეტრე მოციქულისა თანა მოსაყდრეობითა სწორადვე მისა და ვიკადრო ვითარმედ უაღრეს მისა აღიარებენ, კეთილის მოქმედი იყოს კაცი იგი ანუ თუ სიტყვისა წინა აღმდგომისა საქმისა


ისმინეთ ჩემი რომელთა გნებავს კეთილად გულისხმისყოფაჲ [და] ამის მიზეზისათვის სიტყჳსგებაჲ. და თქვენ იხილეთ და საჯეთ სამართალი, ვინ არს უმეტესი ანუ უადრესი ანუ თუ სწორნი ანუ დაკლებულნი, მოდით ძმანო და ამის პირისათვის უპირატესად სიტყვა ღმრთისა შემოვიღოთ, რამეთუ ესრედცა ჯერ არს, რამეთუ იგი არს დასაბამი და სრულმყოფელი ყოვლისა კეთილისა და მისგან არს ყოველი მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო მოცემულ მამისაგან ნათლისა. ვითარცა წერილ არს: ჰრქუა*(93) იესო მოწაფეთა თვისთა: ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბი, რამეთუ ერთი არს მოძღვარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელი არს ცათა შინა. ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღვარ, რამეთუ ერთი არს წინამძღვარი თქუენი ქრისტე, ხოლო უდიდესი თქვენი იყავნ თქვენდა მსახურ, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. (მათე 23.8-12.) აწ იხილეთ ბრძანებაჲ ესე სამეუფეო. სადა სჩანს აქა უდარეს-უაღრესობა წმიდათა მოციქულთა, რომელნი იგი პაპასა ჰრომისასა უაღრესა ხადიან წმიდისა პეტრე მოციქულისა თანამოსაყდრეობითა და განიდიდებენ თავთა თვისთა და მიზეზად ამპარტავნებისა მოიღებენ პეტრეს. ესე უწყოდა ვითარცა წინასწარმცნობელმან ყოვლისამან უფალმან და ამისთჳს შემოიღო სიტყუაჲ ესე და*(94) წინასწარ განაკრძალებს მოწაფეთა თვისთა და ასწავებს, რათა არა განლაღნენ ერთი მეორესა ზედა, ვითარცა კუალადცა ეტყოდა მოწაფეთა: ისწავეთ ჩემგან რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთა: ისწავეთო ჩემგან სიმდაბლე, არა თუ სიმაღლე და ამპარტავნება. და კუალად წერილ არს მასვე წმიდასა სახარებასა შინა: ოდეს მოციქულნი ჯერეთ საზომსა სისრულისასა არა მიწევნულ იყუნეს, ბრძანებდა რაჲ ქრისტე, ვითარმედ „აღვალ იერუსალიმდ“. იგინი ჰგონებდეს ქრისტესთვის, ვითარმედ საყდართა დიდებისათა დაჯდების და მეუფებათა ქუეყანისათა დაიპყრობსო. მაშინ მოუხდა იესოს დედა ძეთა ზებედესთა ძეთა მისთა თანა, თაყვანისცემდა და ითხოვდა რასამე მისგან. ხოლო თავადმან ჰრქუა მას რაჲ გნებავს: - ჰრქუა მას: თქუ რათა დასხდნენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით*(95) შენსა სასუფეველსა შენსა. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა იცი რასა ითხოვ, ძალ გიცა სასუმელისა ჩემისა შესუმად, რომელი მე მეგულების შესუმად? ანუ ნათლისღებაჲ რომელი მე ნათელ ვიღო ნათლისღებად? ხოლო მათ ჰრქუეს მას ძალგვიც. ხედავა, რამეთუ ქრისტემან სასუმელი სიკუდილისა წინა უყო შესუმად და ჭირი და სასჯელი სოფლისა ამის და ეგრეთღა დასხდომა სუფევათა შინა, დაღაცათუ ამათ ქვეყანისა ითხოვეს, არამედ ქრისტემან საუკუნო იგი დიდებაჲ აღუთქუა და იგიცა ჭირითა და შრომითა და სიკუდილითა და არა თუ განსუენებითა და დიდებისა მსოფლიოსა ძიებითა და ეტყვის: ჰრქუა მათ იესო: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლისღებაჲ რომელი მე ნათელ ვიღო ნათელ იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯვენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა გამზადებულ არს მამისა*(96) მიერ ჩემისა. ვითარცა ესმა ესე ათთა მათ განრისხნეს ორთა მათ ძმათათვის. ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა და დიდ დიდნი ხელმწიფებენ მათ ზედა, ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს. არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ იყვნენ თქუენდა მსახურ: და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ იყოს იგი თქუენდა მონა. იხილე: აქაცა მონებაჲ და ურთიერთარს მსახურებაჲ უბრძანა და არა მთავრობაჲ და ერთი-მეორესა ზედა უფლებაჲ და ხელმწიფობაჲ წარმართთაებრ, ვითარცა აწინდელი პაპები ჰრომისანი ხელმწიფებენ და მძლავრობენ ყოველთა ზედა. ესე უწყოდა უფალმან ვითარცა წინასწარ მეცნიერმან სილაღისა მათისამან. ამისთვის ეტყვის მოწაფეთა და ასწავებს სიმდაბლესა რაჲთა სწორ იყვნენ და ერთი მეორესა ზედა არა განლაღნეს, დაღაცათუ*(97) 

 პეტრე მოციქული ჩუენ კაცთა მიერ თავად მოციქულად სახელ იდების, არამედ ზოგად ყოველნი მოციქულნი თავდ სახელ იდებიან და არიანცა თავნი ათორმეტნივე ყოველნი სხვათა მათ სამეოცდაათთა ზედა რომელნი ქრისტემან უკანაისკნელ გამოირჩინა, ხოლო ესე ათორმეტნი პირველწოდებისათვისცა ითქუმიან თავად, არამედ ზოგად ძმანი არიან საზომისაებრ და ნიჭისა მადლისათა და არა თუ ხორციელითა დიდებითა აწინდელთა პაპებთაებრ, რომელნი არა პეტრესაებრ იქცევიან, არცა სხუათა მოციქულთაებრ უპყრიესთ ეკლესიაჲ, არამედ ამპარტავნებით და მძლავრობით მპყრობელთა მეფეთაებრ, რომელნი ბრძანებათა განავლენენ და ზოგთა ნებსით და ზოგთა იძულებით და მძლავრებით დაიმორჩილებენ და წინა აღუდგებიან ბრძანებათა სამეუფოთა და იტყვიან თავად ეკლესიათა პაპასა ჰრომისასა*(98) და უფროსად ყოველთა პატრიარქთა. ხოლო ესე ვითარ საზუაობისა და ღმრთის საძულელისა ამპარტავნებისა სიტყვა და საქმე ახლად არს მათ მიერ მოპოვნებული და თავით თჳსით მოგონებული, გარეშე წმიდათა წერილთა და თვინიერ მსოფლიოთა კრებათა, რამეთუ არასადა წერილ არს წმიდათა მოსახსენებელთა შინა, არცა სჯულისა კანონთა შინა უფროსობა სხუათა ზედა პაპისა და ვერცა გამოაჩინებენ ამას, თუმცა ძუელითგან უფროსი ყოფილიყო სხვათა პატრიარქთა ზედა ეპისკოპოზი ჰრომისაჲ, არამედ განწესებისაებრ პირველისა მსოფლიოსა კრებისა სამას ათ თვრამეტთა მამათასა ნიკეას შეკრებილთა კოსტანტინეს ზე დიდისა: ერთობა და სწორება აქუს ხუთთავე პატრიარქთა და რათა ერთი მეორისა სამწყსოსა ვერ ეცილებოდის, რამეთუ მუნამდე არცა ერთი ეკლესია, საპატრიარქო აღმოსავლეთისა*(99) არცა დასავლეთისა იყო წარჩინებულ არცა გამოჩინებულ მის ჟამისა კერპთმსახურთა მძვინვარებისაგან, რამეთუ დიდი იყო შიში და მძლავრება მათი ყოველთა ქვეყანათა ზედა და ყოველთავე აიძულებდენ უარისყოფად ქრისტესა და იყვნეს დამალულ მთათა შინა და ქუაბთა და ხურელთა ქუეყანისათა, შიშითა სატანჯველთათა, ვითარცა ცხოვრებასა შინა წმიდისა სილიბისტროსა წერილ არს, რომელი იყო პაპა ჰრომისა: და იგიცა დამალული მეფემან კოსტანტინე გამოიყვანა, ოდეს იქმნა ქრისტიანე გამოჩინებითა წმიდათა მოციქულთა პეტრე და პავლესითა და მათ აუწყეს მოძიება სილიბისტროსი და ვითარცა იქმნა ესე ქრისტიანე და მიიღო შარავანდედი მეფობისა და ხელთ უდვა უფალმან ღმერთმან ყოველი ქუეყნიერება აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. მაშინ ქმნა კრებაჲ დიდი ნიკეას, ვითარცა ვთქუ და შეკრიბნა ყოველთა კიდეთგან სამასათთვრამეტნი წმიდანი ეპისკოპოზნი და დაამტკიცეს მართალი სარწმუნოებაჲ წმიდათა მოციქულთა მიერ ქადაგებული და დაუსხნეს ეკლესიათა წესნი და კანონნი. მუნ იყვნეს კრებისა მის თავად ხუთნივე პატრიარქნი სწორად, სილიბისტრო პაპა ჰრომისა; მიტროფანე პატრიარქი კონსტანტინეპოლისა (არამედ მიტროფანე ვერ მიწევნულმან უძლურებისაგან სხვა წარავლინა ნაცლვად თვისა), იობენალ იერუსალიმისა, ალექსანდრე ალექსანდრიისა, და ევ(ს)ტათი ანტიოქიისა: და მათ თანა სპირიდონ საკვირველთმოქმედი, ნიკოლოზ მირონ ქალაქისა ეპისკოპოზი საკვირველთმოქმედი, გრიგოლი პართეელი მღვდელმოწამე განმანათლებელი სომხითისა; ბასილი მღვდელმოწამე ეპისკოპოზი ამასიისა; დიდი ათანასე და სხვანი მსგავსნი ამათი სამას ათრვამეტი*(100) წმიდანი მამანი და მათ დაამტკიცეს მართალი სარწმუნოებაჲ. მაშინ მეფემან კონსტანტინ დიდად პატივ სცა და აღამაღლნა ყოველნი ეკლესიანი და საეპისკოპოზონი. პირველად ჰრომისა ეკლესია ადიდა და აღამაღლა ეპისკოპოზი მისი რამეთუ ნათელიცა მისგან მოეღო და ხელთ უდვა დასავლეთისა ეკლესიანი: არა თუ ყოვლისა სოფლისა მთავრად დაადგინა, არამედ დასავლეთისა ოდენ ეპისკოპოზად განაჩინა და თვით მეფე დაემკვიდრა ბიზანტიას და მოსცვალა ძუელი ჰრომი ახლად ჰრომად და სახელ სდვა კოსტანტინოპოლი და უფროსად აღამაღლა ეპისკოპოზი ახლისა ჰრომისა და ხელთ უდვა თაობა ყოველთა ეკლესიათა: ეგრეთვე ანტიოქიისა და ალექსანდრიისა და იერუსალიმისა, ვითარცა განწესებასა შინა ნიკეისა კრებისა. და მერმე*(101) მეექუსისა კრებისასა, წერილ არს თანასწორობა და ერთ პატივი ძუელისა ჰრომისა ეპისკოპოზი და ახლისა ჰრომისა ეპისკოპოზი რათა სწორნი იყვნენ და ერთი აქუნდეს და სხუათა მრავალთა საღმრთოთა ღმრთივსულიერთა წიგნთა შინა წერილ არს, რათა სწორნი იყუნენ და ერთი პატივი, ეკლესია ძუელისა ჰრომისა და ახლისა ჰრომისა. პატრიარქნიცა ხუთნივე სწორნი იყუნენ და ერთი მეორისა სამწყსოსა არა უხდებოდეს არცა მძლავრობით ეცილებოდის, რათა აღმოსავლეთისა პატრიარქი აღმოსავლეთსა მწყსიდეს და დასავლეთისა დასავლეთსა. ეგრეთვე სხუანი პატრიარქნი თავის თვისა ხუედრებულსა ადგილსა განწესებისაებრ ნიკეისა კრებისა და სხუათა შემდგომთა მსოფლიოთა კრებათა. ხოლო წმინდა გრიგოლი*(102) ღმრთისმეტყველი დასწერს შესხმასა შინა ირონ ფილოსოფოსისა დიდისა ათანასისთვის რაჲ იგი შეემთხვია ბოროტთა არიანოზთაგან. ესრეთ მიუწერს: რათა ვითარმედ ლტოლვილი მწვალებელთაგან და მრავალფერად გუემული და წყლული მიიღო ჰრომად და ეპისკოპოზისა მის მათისა წინაშე განაცხადა უსამართლობაჲ იგი მისი რომელი შეემთხჳა არიანოზთაგან და უჩუენა სისხლითა შეღებილი სამოსელი თჳსი, სადა ჩანს აქა უფროსობაჲ პაპისა ანუ თაობა ყოველთა ზედა(?) რაჲსათვის არა თქუა თუ მიიწია იგი წინაშე თავისა მის ჩუენ ყოველთასა ჰრომაელთა ეპისკოპოზისასა და ყოვლისა სოფლისა მწყემსისა? არამედ ესრეთ ვითარცა ვითარმედ წინაშე ეპისკოპოზისა მის მათისა და არა ჩვენ ყოველთასა. ეგრეთვე ცხოვრებასა შინა მაქსიმე აღმსარებლისასა წერილ არს, ოდეს ერთისა ნებისა და საქმისა*(103) მეტყველნი, მეფე და პატრიარქნი კონსტანტინეპოლისა, მწვალებელნი, გმობდეს კრებასა ქალკედონისასა, წმიდა მაქსიმე აღმსარებელი რომს იქცეოდა ლტოლვილი მწვალებელთაგან, რამეთუ ძლიერად წინააღუდგებოდა და ამხელდა მეტყველი ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა. მაშინ, იძულებით წარმოიყუანეს ჰრომით კოსტანტინეპოლედ და აიძულეს რაჲთა უარყოს კრებაჲ ქალკედონისა და ერთი ნება და ერთი საქმე ხორცშესხმულისა ქრისტე ღმრთისა ჩუენისა აღიაროს. ამას მრავალგზის ეტყოდეს და იგი არა ერჩდა. მერმე მიგზავნეს კაცნი საჩინონი და შერცხუენილნი ეპისკოპოზნი და მთავარნი და მიუმცნეს ესრეთ: ვითარმედ ეკლესია კონსტანტინეპოლისა თავი არს ყოველთა ეკლესიათა, რაჲსათვის არა დაემორჩილები ამას ეკლესიასაო: ესე გუაუწყე*(104) რომლისა ეკლესიისა მორჩილ ხარო: ამის ჩუენისა ეკლესიისა ანუ ჰრომისა ანუ ალექსანდრიისა ანუ იერუსალემისა ანუ ანტიოქიისა, რამეთუ ხუთნივე ესე საპატრიარქონი ერთ (ხ¯ა) არიან და ამა ჩუენსა ეკლესიასა ეზიარებიანო. შენცა მოვედ და გაიზიარე და შემოგვერთე ამას ჩუენსა ეკლესიასაო. ხოლო რაჲ მიუგო წმიდამან მაქსიმე?/ არამედ ესე ვითარმედ ეკლესია ქრისტესი არა თუ ქვათა მიერ ხელითა კაცთათა აღშენებულ არს, არამედ მართლმადიდებლობა და სარწმუნოება ქრისტესი, ესე არს კლდე და მას ზედა აღშენებულ არს ეკლესია. რაჟამს იგი პეტრეს ეტყოდა ოდეს ძედ ღმრთისად აღიარა: შენ ხარ კლდე და მას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემიო: რომელსაცა ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე ძედ ღმრთისად ჰწამს, ყოვლად განკაცებისა ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და საქმითა და ერთითა გუამითა ესე*(105) კლდე თვით ქრისტე არსო: არცა პეტრეს ზედა არს აშენებული, არცა პავლეს ზედა, არცა სხვათა მათ მოციქულთა ზედა, არამედ მართალსა აღსარებასა ზედა. აწ მე მას დავემორჩილები რომელიცა ეკლესია და პატრიარქი მართლისა სარწმუნოებისა კლდესა ზედა დაფუძნებულ არსო. თქუენ რომელნიცა ეკლესია გნებავს შემოგერთნენო. გინა თუ ჰრომისა ანუ ალექსანდრიისა ანუ სხვა რიმელიცა გენებოს: მე რომელიცა წმიდათა მოციქულთა, წინასწარმეტყუელთა და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს და ჭეშმარიტთა მოძღუართა გუასწავეს მას არა გარდაუქცევ და სხვასა არა რას შევიწვნარებ. აქაცა იხილეთ ვინ არს უფროსი ანუ უმცირესი. არავინ, არამედ რომელი ეგოს სარწმუნოებასა ზედა მართალსა, იგი არს მტკიცესა და უძრავსა კლდესა ზედა დაფუძნებული და იგიცა საზომისაებრ და განწესებისა წმიდათა კრებათასა და არა*(106) თუ ხორციელითა დიდებითა და სახმართა და საფასეთა სიმრავლითა. კუალად ცხოვრებასა შინა გრიგოლი აკრაკანტელისა წერილ არს: ოდეს მიიწია ჰრომედ თაყვანისცემად სამარხოსა წმიდათა მოციქულთასა, რამეთუ დიდ იყო სათნოებითა კაცი იგი ღმრთისა და მრავალთა სასწაულთა იქმოდა, ამისთვის ყოველნი პატივსცემდნენ და იდიდებოდა ყოველთა მიერ. მაშინ მახლობელნი მისნი მღუდელნი შურითა საეშმაკოჲთა დაბნელდეს და იწყეს მტერობად მისა: დღესა ერთსა დედაკაცი ვინმე მეძავი ქრთამითა მოიბირეს რათა ზაკვით საფრხე დაუგონ. მაშინ დედაკაცი იგი ჟამსა ცისკრისასა შევიდა საენაკსა მისა, რაჟამს ყოველნი ეკლესიად წარვიდეს თვით წმიდა იგი და სხვანი ყოველნივე, ხოლო ოდეს სრულ იქმნა ჟამი ლოცვისა მიჰყვეს წმიდასა მას სენაკადმდე და მეძავი იგი დედაკაცი იხილვა მწოლარედ სარეცელსა ზედა*(107) მისა. მაშინ შეიპყრეს წმიდა იგი და წინაშე პაპისა მიიყუანეს, ხოლო პაპა ვინათგან უმეცარ იყო სიწმიდესა მისსა საპყრობილესა შეაყენეს და ორი წელი დაყო საპყრობილესა მას შინა და ვიდრემდის არა წარმოგზავნნეს კაცნი და არა აუწყეს პატრიარქსა კონსტანტინეპოლისასა. 
ვერ განსაჯა საქმე მისი პაპამან ჰრომისამან. მაშინ წარმოგზავნა კაცნი პატრიარქმან და წარიყვანა წმინდა გრიგოლი და მან განსაჯა იგი და ცნეს ყოველთა ღირსება და უბიწოება მისი და ესრეთ განუტევეს. აწ სადა სჩანს თაობა და უფროსობა პაპისა სხვათა პატრიარქთა ზედა, რომელმან ერთისა კაცისა საქმე ვინათგან სხვისა სამწყსო იყო ვერ განსაჯა? ეგრეთვე სანატრელი მამაჲ ჩვენი გიორგი მთაწმინდელი მთარგმანებელი, ახალი ღმრთისმეტყველი ოდეს მოიწია ქუეყანასა ჩვენსა მთაწმინდით*(108) და განანათლა ქვეყანა ჩუენი სწავლითა თვისითა, მიიქცა მუნვე მთაწმინდას და ვითარცა მივიდოდა მგზავრ მიიწია ანტიოქიას და შევიდა წინაშე პატრიარქისა, ხოლო პატრიარქმა ანტიოქიისამან დიდად პატივსცა და მოწლედ შეიტკბო, რამეთუ პირველცა ეხილვა და ფრიადი სიყუარული აქუნდა მისა მიმართ და ჯეროვნად ისმენდის მისსა და ჰკითხვიდის და გამოეძიებდის იმისგან სჯულიერთა და საეკლწსიოთა საქმეთა და დღესა ერთსა მოუწოდა პატრიარქმან წმინდასა მას და ჰრქუა: წმიდაო მამაო: ვიცი, რამეთუ კაცი ღმრთისა ხარ და ღმერთი იტყვის პირით შენით: და ესეცა უწყი ვითარმედ სიტყვათა შენითა მორჩილობენ მეფე და ერი ქართველთა. აწ მიუწერე მეფესა და ქართველთა რათა დაემორჩილნენ ეკლესიასა ჩუენსა, რამეთუ ჩემნი სამწყსონი არიან, ვინათგან მე პეტრესი თავისა მის მოციქულთასა საყდარი*(109) მიპყრიეს და შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფებაჲ მე მაქვსო. არქუ მათ რაÁთა დაემორჩილნენ ჩემსა ეკლესიასა და კათალიკოზი და ეპისკოპოზი ჩემგან იკურთხეოდენო. ესე აუწყე უკეთუ არა ისმინონ მიუწერო ოთხთავე პატრიარქთა და მათი ზრახვითა წყევათა ქვეშე შეჩვენებისასა შევთხინე იგინი. მიუგო წმინდამან გიორგი და ჰრქუა: წმიდაო მეუფეო, რად იტყვი ესე ვითართა სიტყვათა, რამეთუ ქართველთა ნათესავი დაღაცათუ წრფელ არს და უმეცრად შერაცხილ თქუენ მიერ, არამედ მართლითა სარწმუნოებითა და ღვთის მეცნიერებითა განათლებულ არიან, რამეთუ ვინათგან ნათელი ღვთის მეცნიერებისა შეიწყნარეს მიერითგან არღარა მიდრეკილ არიან წვალებად მადლითა ქრისტესითა და არცაღა მიდრკენ ვიდრე აღსასრულადმდე: ხოლო საბერძნეთი მრავალგზის მიდრეკილ არს წვალებად ვითარცა დიდსა სვინაქსარსა*(110) შინა წერილ არს: რამეთუ ოდესმე მწვალებელ იქმნნეს ესოდენ საბერძნეთისა ეკლესიები ხატთა ბრძოლისა წვალებითა, რომელ არა რომელსა ეკლესიასა ზედა იყო მართლმადიდებელი ეპისკოპოზი მას ჟამსა. იოანე გუთელი ეპისკოპოზი ჩუენისა კათალიკოზისა მოავლინეს და აკურთხეს იგი მცხეთას. ხოლო უკეთუ შენ პეტრე მოციქულითა იქადი, ჩუენი კათალიკოზი და ეპისკოპოზნი და ქართველნი ანდრია მოციქულითა იქადიანო, რამეთუ პირველ წოდებული ანდრია არს და მისნი მოქცეულნი ჩვენ ვართ. იგი იქმნა პირველ მოწაფე და ამან მოჰგვარა იგი ქრისტესა ვითარცა წმინდასა სახარებასა შინა იოანეს თავისასა წერილ არს. უკეთუ სამართალსა შევუდგეთ ჯერ არს რაჲთა უკანასკნელ წოდებული მწოდებელსა დაემორჩილოს. (იოანე 3.33.) შენდა ჯერ არს რაჲთა ჩუენსა კათალიკოზსა დაემორჩილო. ესევითარნი სიტყუანი რქუნა წმიდამან მამამან*(111) გიორგიმ პატრიარქსა ანტიოქიისასა და უმრავლესი ამისა. და ესრეთ ყოვლითურთ უსიტყუელ ყო რომელი იქადოდა წმიდისა პეტრეს თანამოსაყდრებითა, რამეთუ უკეთუ სიქადული შეჰგავს ამის მიერ უმეტესად ჯერ არს სიქადული, რამეთუ პირველი მოსაყდრე ესე არს და უკანაჲსკნელ რომი. აწ სადა სჩანს უმეტესობა და უფროსობა პაპისა რომელი დიდად იქადის პეტრე მოციქულისა თანამოსაყდრეობითა. რაჲსათჳს არა თქუა პატრიარქმან ანტიოქიისამან პეტრე მოციქულისა საყდარი მე მიპყრიესო, შეკრვისა და განხსნისა ჴელმწიფებაჲ მე მაქუსო და უდიდესი და უაღრესი ჩუენი ყოველთა თავი პაპა არსო, რომელსა აქუს საყდარი და სასუფეველი პეტრესიო, დაღაცათუ პირველი მოსაყდრე მე ვარო, არამედ იგი არს თავი და უფროსი ჩუენიო: ანუ რაჲსათჳს თქუა ოთხთავე პატრიარქთა ვაუწყო*(112) და არა მხოლოდ პაპასა რაჲთა დაგვამორჩილოს ჩუენცა ეკლესიასა: გინა თუ რაჲსათვის წინა უწყო ანდრია მოციქულისა პირველი წოდება წმინდამან მამამან ჩუენმან გიორგი და ჩუენისა კათალიკოზისა თანამოსაყდრეობა და არა მიუგო ამანცა ვითარმედ მარტო შენ რასა იქადი პეტრეს მოსაყდრეობითა და უფროსად თავი პირველი და პაპა ჰრომისა არსო ყოველთა ეკლესიათაო. ამით სჩანს და სიტყჳთაცა მრავლითა მიზეზითა, რამეთუ არა არს უფროსი სიტუათა პატრიარქთა ზედა და არცა ყოფილ არს ოდესცა და სხუაჲცა მრავალი იპოების საღმრთოთა წერილთა შინა ამის პირისათჳს, რომელ არა აღვწერეთ რაჲთა არა სიმრავლე წერილთა იქმნას და თუ ვინმე ენებოს და არა სცოდნოდეს წიგნი იგი დოღმატიკოსი რომელი არს მწვალებელთა მიმართ სიტყვისგება ხელად მიიღოს და მით ეუწყოს*(113) ყოველი ჭეშმარიტი, თუ ვითარ აქუსთ თანასწორება ხუთთავე პატრიარქთა. მოკლედ გაუწყებ თუ ვითარ წერილ არს მას შინა: ვითარმედ ეკლესია ქრისტესი გუამი არს ქრისტესი, ხოლო ქრისტე თავი არს ეკლესიისაო: და ვითარცა თავსა შორის ხუთნი საგრძნობელნი არიან და ყოველსა გუამსა იგი მართებსო, ეგრეთვე ეკლესიასა, რომელ არს გუამი ქრისტესი ხუთნი პატრიარქნი განეწესაო და სხვანი ყოველნი ეპისკოპოზნი ყოვლისა სოფლისანი ასონი არიან ქრისტეს გუამისანი, ხოლო ქრისტე არს თავი ეკლესიათაო: ვითარცა პავლე მოციქულიცა მრავალსა ადგილსა იტყჳს ესრეთ, ვითარმედ, ქრისტე თავი არს ეკლესიისა და არა პაპა ჰრომისა. რომელი იგი სხუასა ჟამსა უვრცელესად აღვწეროთ. ამით ჩანს, რამეთუ არცა ერთსა ჰქონებია უაღრეს უდარესობა, არცა ესევითარი უფროსობა და თაობა ჰქონებია, რაჲთამცა ერთი მეორისაგან*(114) იმწყსებოდა. გინა ეპისტოლე იგი წარიკითხეთ ფოკა კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა მიერ მიწერილი სომეხთა კათალიკოზისა ზაქარიას მიმართ და ყოველივე ცხადად გეუწყოს თუ ვითარ სწორებაჲ და ერთობაჲ აქუსთ ხუთთავე პატრიარქთა ოდეს ერთსა სარწმუნოებასა და ერთსა მართალსა აღსარებასა ზედა იყვნეს. ხოლო რომელთაცა დაჰხსნეს საზღუარნი მამათანი და არა დაადგრნენ ჭეშმარიტებასა ზედა, რომელი წმიდათა მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა და ჭეშმარიტთა მოძღუართა საზღუარნი დაგჳსხნეს და კრებითა დაამტკიცნეს, ესევითართა სჯულისა გარდამაქცეველთა არღარა ერთნება არიან სხუანი მიმდგომნი და თანაზიარნი ძმანი და არცაღა მათნი სამწყსონი დაემორჩილებიან, არამედ შორს განუდგებიან მართლმადიდებელნი. რამეთუ მაკედონიოს სულისა წმიდისა მგმობარი*(115) და ნესტორ ძედ და ორ გუამად ქრისტეს მეუფის მქადაგებელი და წმიდისა ღმრთისმშობელისა უარისმყოფელი: და სერგის და პიროს ერთისა ნებისა და ერთისა საქმისა ხორცშესხმულისა ქრისტეს ღმრთისა მეტყველი, ესე ოთხნივე კონსტანტინეპოლისა პატრიარქნი იყუნეს და ონორი ჰრომისა პაპა იყო. იგიცა ერთის ნებისა და ერთისა საქმისა მეტყველი და მწვალებელი, ქრისტეს განკაცებისა უარისმყოფელი და დიოსკორე ბილწი ერთისა ბუნებისა მეტყუელი ალექსანდრიისა პატრიარქი და პეტრე ანტიოქიისა პატრიარქი მკაწრველი, რომელმან სამწმიდაობისა გალობისა შორის ჯ*ი (--------) დააწესა. ესე ყოველნი შეიჩუენნეს და განიდევნნეს საყდრით და არავინ შეუდგა მათსა მას წვალებასა მართლმადიდებელთაგანი. არცა ვინ დაემორჩილა ონორიოს პაპასა ჰრომისასა, არცა ვინ შეუდგა*(116) მაკედონიოს(ს) და ნისტორს მწვალებელთა კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა, არცა დიოსკორეს ალექსანდრელსა და პეტროს ანტიოქიელსა, რამეთუ არა თანამოსაყდრეობითა და შემდგომობითა იქმნების მსგავსება პირველმოსაყდრისა თვისისა, არამედ ჭეშმარიტისა აღსარებითა და უბიწოსა მოქალაქებითა, ვითარცა წმიდანი მოციქულნი და შემდგომნი და მობაძავნი მათნი წმიდანი მღუდელთმოძღუარნი. ანუ რად იხსენებიან უმეტესად და უდიდებულესად ყოველსა შინა სოფელსა წმინდა ნიკოლოზ მირონ ქალაქელი და პაპა ჰრომისა ანუ ამბროსი მედიოლანელი, სპირიდონ ტრიმიფუნტელი, ეპიფანე კვიპრელი, ამბერკი იერაპოლელი, ბასილი ამასიელი, დიდი ბასილი კესარიელი, გრიგოლი ანძიანძორელი ღმრთისმეტყველებისა თავად ჩინებული და შემდგომად იქმნა კონსტანტინეპოლის პატრიარქი და გრიგოლი*(117) ნოსელი და წმიდა პართენი ჰამფსაკელი ეპისკოპოზი და სხვანი მრავალნი წმიდანი მღუდელთმოძღურები მცირისა ქალაქისა და სოფლებისანი და არა ყოველნი პაპები ჰრომისანი ანუ პატრიარქნი კონსტანტინეპოლისანი და გინა სხუანი პატრიარქნი. ჩანს, რამეთუ არა თუ საყდრითა და დიდობითა მიეცემის ღირსება და ჭეშმარიტება, არამედ სათნოებითა და ერთითა და სწორითა სარწმუნოებითა: ვითარცა ბრძანებს ღმერთი: საყდართა მოსესთა დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ და შემდგომი. (მათე 23. 2-3.) ხოლო პაპასა ჰრომისასა ვინ მისცა ესეოდენი ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ, რაჲთამცა სხუანი პატრიარქნი არა ესწორებოდეს. უკეთუ პეტრეს, მოციქულისა გამო იქადიან თავი არს მოციქულთაო, პეტრე ჭეშმარიტად თავი არს მოციქულთა. არა თუ მართო იგი, არამედ ათორმეტნივე თავნი არიან სხუათა მათ მოციქულთა, რომელნი გამოირჩივნა*(118) ქრისტემან სამეოცდაათნი და სხუანი მრავალნი შემდგომნი მათნი, რამეთუ იუდაცა განმცემელი თავი იყო მოციქულთა და ათორმეტთა თანა აღრაცხული: (საქმე მოციქულთა 1.17.) არამედ ვინათგან არა დაადგრა მცნებათა ქრისტესათა, არამედ განმცემელ იქმნა. რაჲ არგო მოციქულთა თაობამან, რამეთუ პეტრეს არა თუ ხორციელითა პატივითა და დიდებითა აქუს თაობაჲ და უფროსობაჲ, არამედ საღმრთოჲთა მჴურვალებითა და სიყუარულითა ქრისტესითა და სრულითა სათნოებითა ითქმის თავად მოციქულთა. ეგრეთვე სხუანი ათორმეტნივე იყვნეს თავ მოციქულთა და სახელ იდებიან ყოვლისა სოფლისაგან თავად მოციქულთა სულიერითა საზომითა და არა ხორციელითა პატივითა იყვნეს დიდ წინაშე ღმრთისა და თავ მოციქულთა. უკეთუ ესრეთ არა იყო, ოდეს პეტრე აცილობდა ქრისტესა და წინა აღუდგა ჯუარცუმისა და სიკუდილისათჳს და ეტყოდა: უფალო შენდობაჲ იყოს შენდა არა იყოს ეგრეთ:*(119) რაჲ მიუგო ქრისტემან? წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, რამეთუ საცთურ ჩემდა ხარ. არა ზრახავ შენ ღმრთისა, არამედ კაცთასა: (მათე 16.22-23.) რაჲ არგო მაშინ მოციქულთა თაობამან უკეთუმცა არა შეინანა აღუხოცელმცა იყო მას ზედა სიტყუაჲ იგი ქრისტესი. რამეთუ პირველი იგი აღსარებაჲ პეტრესი და სიტყუაჲ იგი ზეცისა საიდუმლოთა გამომაცხადებელი რაჟამს იგი ძედ ღმრთისა(დ) აღიაღა ქრისტე ჭეშმარიტად წმიდისა პეტრესი იყო და სხუათა მათ წმიდათა მოციქულთა და შემდგომთა და მობაძავთა მათთა პაპებთა, ხოლო სიტუა იგი: წარვედ ჩემგან სატანა, რამეთუ საცთურ ჩემდა ხარ. არა ზრახავ შენ ღმრთისა, არამედ კაცთასა: ჭეშმარიტად ესე ბრძანება არა პეტრეს ზედა არს, არცა მისთა მობაძავთა და შემდგომთა მისთა პაპებთა, არამედ უკანასკნელ და აწინდელთა პაპებთა ზედა არს სიტყუაჲ იგი თუ წარვედ ჩემგან სატანა, რამეთუ საცთურ*(120) ჩემდა ხარ. არა ზრახავ შენ ღმრთისა, არამედ კაცთასა; რამეთუ სატანა წინააღმდგომად გამოითარგმანების და იგინი არიან წინააღმდგომნი საღმრთოჲსა სჯულისანი და დამხსნელნი სამეუფოთა ბრძანებათანი. რომელნი არა ზრახვენ სჯულსა ღმრთისასა, არამედ კაცთასა. ვითარცა ყოვლისა წინასწარ მეცნიერმან უფალმან უწყოდა წმიდისა პეტრე მოციქულისა შემდგომად უკანაჲსკნელ გამოჩინებად პაპები არა პეტრეს სათნოებისა მობაძავნი, არამედ წინააღმდგომნი და სჯულისა შეურაცხისმყოფელნი, არა მზრახველნი მოციქულებრ, არამედ კაცობრივ და ხორცთაებრ და რომელთა იგი შეუდგეს ნებასა ხორცთასა; ამისთვის ჰრქუა პეტრეს სიტყუაი იგი რომელი ზემო ვთქუ. ეგრეთვე რაჟამს სამგზის უარყო პეტრე(მ) რაჲ არგო უფროსობამან და მოციქულთა თაობამან, უკეთუ არა შეენანა და ცრემლითა განეწმიდა ბრალი იგი უარისყოფისა? ეგრეთვე*(121) საიდუმლოსა მას ფერÃთბანისასა, რაჟამს უარი ექმნა დაბანად ფერხისა. რაჲ მიუგო ქრისტემან: არა გაქუნდესო ნაწილი ჩემ თანა. (იოანე 13.8.) უკეთუ იგიცა სინანულითა არა განემართა და თავიცა და ჴელი ფერხთა თანა განბანად არა მიეპყრა რაჲ სარგებელ ექმნებოდა მოციქულთა თაობაჲ, ვითარცა იუდა გამცემელსა, რამეთუ იგიცა მოციქულთა თავი იყო და არა შეინანა, არამედ იქმნა გამცემელ და მერმე შიშთვილიბა. ამისთჳს ვიტყჳ ვითარმედ, უკეთუ სათნოებაჲ პეტრესი ანუ პავლესი ანუ იოანესი ანუ სხუათა მათ მოციქულთა არა აქუნდეს ცუდ არს ყოველი ღონე კაცობრივი და დიდებაჲ ყოვლისა სოფლისა. ესევითარი სიქადული შორს არს მსგავსებისაგან პეტრესა და სხუათა მათ წმიდათა მოციქულთასა. და უკეთუ ესრეთ არა იყოს, მაშინღა ყოველი ეპისკოპოზნი და პატრიარქნი თჳსთა პირველთა მოსაყდრეთა ეპისკოპოზთა მსგავსნი*(122) იქმნებიან: არა სათნოებითა, არამედ შედგომილი შემდგომად თანამოსაყდრეობითა. პატრიარქნი იერუსალემისნი თÂთ ქრისტესა და წმიდისა იაკობ ძმისა უფლისა, ალექსანდრიისა ეპისკოპოზნი მარკოზ მახარებლისა, კონსტანტინეპოლისა სტაქოს მოციქულისა და უფროსად ლუკა მახარებლისა და ანტიოქიისა თÂთ პეტრე მოციქულისა, რამეთუ პირველი საყდარი ესე არს წმიდისა პეტრესი და სხუანი სხუათა ეპისკოპოზთა სწორნი და მსგავსნი იქმნებიან თანამოსაყდრეობითა და არა სათნოებითა, ვითარცა პირველცა გვითქვამს და აწცა ვიტყჳთ: მაშა რად იხსენების ყოველსა შინა სოფელსა თავად მღვდელთმოძღვართა დიდი ბასილი კესარიის ეპისკოპოზი, ანუ გრიგოლი ღმრთისმეტყველებისა თავად წოდებული ანუ გრიგოლი ნოსელი ანუ სფირიდონ ტრიმიფუნტელი, ანუ ნიკოლოზ მირონქალაქელი, ანუ ეპიფანე კვიპრელი, ანუ პართენ ჰამსკელი, გინა ტიხონ*(123) ამათუნტელი და სხუანი მრავალნი ადგილ ადგილ გამოჩინებულნი დიდებულნი მღუდელთმოძღურები მცირისა ქალაქისა და დაბნებისანი. რად იხსენებიან ესენი დიდებულად ყოველსა შინა სოფელსა და არა ყოველნი ეპისკოპოზნი ჰრომისანი, რომელნიცა არა გამოჩინებულ არიან სათნოებითა სრულნი და მობაძავნი წმიდისა პეტრესნი: ვითარცა წმიდა კლემენტოს, ანუ წმიდა სილიბისტრო, ანუ წმიდა ლეონტი, დამასუ და კალისტინე, ანუ წმიდა გრიგოლი დიოლოღო და მსგავსნი და მობაძავნი მათნი, რომელნი მნათობნი არიან ეკლესიათანი და იხსენებიან ყოველსა შინა სოფელსა და არა ყოველნი პაპები ვითარცა ვთქუ, რომელნიცა არა იყვნენ მსგავსნი და მობაძავნი წმიდისა პეტრესნი და სხუათა მათ სახელოვანთა წმიდათა მღუდელთ მოძღუართანი. მრავალნი სხუანი სახენი და წერილნი გვიჩუენებენ ამას, ვითარმედ არა ყოფილარს უფროს, არცა თავი სხუათა*(124) პატრიარქთა ზედა, არცა უბრძანებია ქრისტესა, არცა მიუცია კრებასა და უკეთუ თავი და უფროსი ყოფილარს სხუათა ყოველთა ზედა ისმინეთ რასა მიუწერს წმიდა კლემენტოს პაპა ჰრომისა, რომელი იყო შემგდომი წმიდისა პეტრესი: იაკობს ძმასა ღმრთისა, ეპისკოპოზსა იერუსალემისასა რაჟამს ცხოურებაჲ თჳსი აუწყა. ესრეთ მიუწერს: - წმიდასა და სანატრელსა მწყემსსა მწყემსთასა(თა) და ეპისკოპოზსა ეპისკოპოზთასა ძმასა ღმრთისა იაკობს: კლემენტოს ეპისკოპოზი ჰრომისა გიკითხავთ. გვაკურთხენ: რაჲსათვის არა მიუწერს ესრეთ: თავი და უფროსი ყოველთა ეკლესიათა და ეპისკოპოზთა კლემენტოს მოგიწერ შენ იაკობს, ძმასა ღმრთისა, ეპისკოპოზსა იერუსალემისასა: ამით ჩანს, რამეთუ არა არს უაღრეს უდარესობაჲ პატრიარქთა შორის, არამედ თანასწორება და ერთ პატიობა.*(125) ეგრეთვე სხუანი პატრიარქნი ალექსანდრიისანი და ანტიოქიისანი და რად ვიტყვი პატრიარქთა, არამედ თვით მიტროპოლიტნიცა ხალკედონისა, აფრიკელისანი და ეფესოჲსნი და სხუანი მღუდელთმოძღურები მისწერენ პაპასა ჰრომისასა ესრეთ: ძმასა და თანამღვდელსა და თანამწირველსა ეპისკოპოზსა ჰრომისასა ლეონს გინა კელისტინეს ანუ დამასუს. იხილეთ, რამეთუ თანამწირველობით და ძმობით მისწერენ. ეგრეთვე იგი მოსწერს თანა ძმობით და ერთ პატიობით და თანა მღუდლობით და სხუანიცა პაპები ჰრომისანი მისწერენ ეპისკოპოზთა და პატრიარქთა აღმოსავლეთისათა ძმობით და თანა მღუდელობით, ვითარცა ესენი ეგრეთვე იგინიცა და არა სადა სჩანს მათ შორის უდარეს-უაღრესობაჲ. და მრავალთა წიგნთა შინა წერილ არს*(126) ესრეთ და კრების ებისტოლეთა შინა და არა სადა წერილ არს ესრეთ თუ „მწყემსო ჩუენო და მპყრობელო ყოველთა ქრისტეანეთაო და ყოველთა ეკლესიათა თავო“ დაღაცათუ პაპასა ჰრომისასა (პირველად) უფროსისა ძმებისა პატივი და კრებათა შინა მარჯუენით მეფისა ჯდომისა ჰქონებიეს და არა თუ თაობისა, არცა ყოველთა ზედა კურთხევისა, გინა ბრძანებისა, ნუ იყოფინ, არამედ ერთობისა და სწორისა მწყემსობისა, ვითარცა მათ ეგრეთვე ამათ და ერთი მეორისა სამწყსოსა შინა ვერარას შემძლებელ არიან და ვერცა ერთი მეორესა აცილობს. რამეთუ ძუელითგანვე წმიდათა მოციქულთა მიერ ესრეთ არს განწესებული, რამეთუ მათ განიყვეს რაჲ ყოველი ქუეყანა ათორმეტ ნაწილად წარვიდეს და უქადაგეს თჳთეულმან თავის-თვისსა წილხდომილსა*(127) ქუეყანასა და ერთი მეორესა არა უხდებოდა არცა აცილობდა, ვითარცა მოგვითხრობს საქმე მოციქულთა და ცხოვრებაჲ მათი. რაჟამს ამაღლდა უფალი ზეცად და მოუვლინა სული წმიდა, მაშინ შეკრბეს მოციქულნი წინაშე იაკობ ძმისა ღმრთისა და განვიდეს გარემოთა სოფლებთა ჰურიასტანისათა და ქადაგეს სახარებაჲ ქრისტესი ზოგად ყოველთა და კუალად შეკრბიან წინაშე იაკობისა და მიუთხრობდეს მოქცევასა ჰურიათა და წარმართთასა და კუალად განვიდიან და ქადაგებდიან და მერმე შორთა ქუეყანათა და ადგილთა განიბნინეს თჳთეული თჳსსა ნაწილსა: და კუალად შემოკრიბნა იარუსალიმდ და აუწყებდეს იაკობს მოქცევას ჰურიათა და წარმართთასა ვითარცა საქმესა მოციქულთასა წერილ არს: მირაჲვედით ჩუენ იერუსალემდ მხიარულად შემიწყნარეს ჩუენ ძმათა, ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენთანა*(128) იაკობისა, რამეთუ ყოველნი ხუცესნი მოვიდოდეს და მოიკითხვიდეს მას და მიუთხრობდა კაცად კაცადსა, რომელი იგი ქმნა უფალმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა, ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე ადიდებდეს ღმერთსა: და ჰრქუეს მას ხედავა ძმაო რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი: და ესრეთ აუწყებდეს და მიუთხრობდეს მოქცევასა ჰურიათა და წარმართთასა: და კუალად წარვიდოდეს თჳთეული თჳსსა ადგილსა. და კუალად იტყჳს მოციქიქლი პავლე: რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულობად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ. და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა, და იოანე რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცვეთილებისა მიმართ*(129) (გალატელთა 2.8-10) და შემდგომი: და ესრეთ ვითარცა ვთქუ თჳთეულსა მოციქულსა თვის-თვისი ხუედრებული ადგილი აქუნდა და ერთი მეორესა არა აცილობდა არცა პეტრე აცილობდა პავლეს, არცა პავლე იაკობს და იოანეს, არცა იოანე და იაკობ ანდრიას და პეტრეს, არცა უბრძანებია ქრისტესა ერთი მეორესა ზედა მთავრობა და ზედამდგომელობა. არამედ ესრეთ ჰრქუა ვითარმედ: თქვენ ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუ ვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი რომელ არს ცათა შინა: ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ: (მათე 23.8) ესრეთ ურთიერთარს სწორებაჲ და ძმობაჲ უბრძანა და რაოდენნიცა ნიჭნი და პატივნი უბრძანნა ყოველნივე სწორად*(129) უბრძანა და მისცა ვითარცა პეტრეს ეგრეთვე სხუათა: ვითარცა ბრძანებს ოდეს იგი ანდერძსა ეტყოდა. ილოცვიდა მამისა მიმართ და იტყოდა: არა ხოლო ამათთჳს გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ, რაჲთა ყოველნი ერთ იყუნენ ვითარცა შენ მამაო, ჩემდამო, და მე შენდამო. (იოანე 17. 20) ესრეთ ერთნი არიან და სწორნი ძმანი წმიდანი მოციქულნი და არა არს მათ შორის განყოფაჲ და ურთიერთას მთავრობაჲ. და ეგრეთვე შემდგომნი მათნი წმიდანი პატრიარქნი: ხოლო სხუაჲ ყოველი ქუემო აღვწეროთ მოციქულთათვის თუ ვითარ სწორნი ნიჭნი და პატივნი მისცემიან ქრისტესაგან.

No comments:

Post a Comment