იტყოდა მამაჲ მატოი:
მინებს საქმჱ სულ-
მცირჱ,
რომელი
ეგოს მიმდემი, ვიდრე-ღა არა მძიმე დასაბამსავე და მსწრაფლ დატევებული.
მერმე თქუა: რავდენცა მიეახლებინ კაცი ღმერთსა, ეგოდენცა
ცოდვილად იხილის თავი თჳსი, რამეთუ ესაია წინაწარმეტყუელმან
რაჲ იხილა უფალი. უბადრუკად და არა წმიდად იტყოდა
თავსა თჳსსა.
მერმე იტყოდა: ოდეს ვიყავ ჭაბუკ, ვჰგონებდი თავსა ჩემსა,
ვითარმედ ვიქმ რასმე კეთილსა. ხოლო აწ და-რაჲ ესე-ვბერდი.
ვხედავ, რამეთუ არარაჲ კეთილი მაქუს თავსა შინა ჩემსა.
მერმე თქუა: ვერ იცის ეშმაკმან. თუ რომლითა საქმითა იძლიის
სული. დასთესის, არამედ არა უწყინ, თუ მოიმკის. რამეთუ
რომელთამე შორის სიძვისათა და ძჳრის-სიტყჳსათჳს დასთესის
და ყოველსა ზედა ვნებასა ეგრეთვე. და რომელსაცა ვნებასა
იხილის სული იგი მიდრეკილი, მითცა ჰბრძავნ მას.
ძმაჲ ვინმე მოუჴდა მამასა მატოის და ჰრქუა მას: ვითარ
სკიტელნი ჰყოფდეს უფროჲსცა წერილისა, რამეთუ უყუარდეს
მტერნი მათნი უფროჲს თავისა მათისა? ჰრქუა მას მამამან მატოი:
მე ერთი ჯერი მოყუარენიცა ჩემნი ვერ მიყუარან უფროჲს თავისა
ჩემისა.
თქუა მამამან მატოი, ვითარმედ: ძმაჲ ვინმე მოვიდა ჩემდა
და მრქუა მე, ვითარმედ: ძჳრის-სიტყუაჲ უბოროტეს არს სიძვასა?
და ბოროტ არს სიტყუაჲ ესე. და მე ვარქუ მას: ვითარ სცნობ
მას6 საქმესა, მამაო? ხოლო მან მრქუა მე: ძჳრის-სიტყუაჲ არს ბოროტ,
არამედ ადრე აქუს კურნებაჲ, რამეთუ შე-ცა-ინანის და
თქჳს, ვითარმედ ბოროტად ვიტყოდე, ხოლო სიძვაჲ ჴორცთაჲ არს
და ბუნებით სიკუდილ არს.
თქუა მამამან იაკობ მისრულ ოდესმე ვიყავ მამისა მატოისა,
და ვითარ გამოვიდოდე, ვარქუ: მინებს მისლვის სენაკებადცა.
ხოლო მან მრქუა მე: მოიკითხე ჩემ მიერ მამაჲ იოვანეცა. და
ვითარ მივედ მამისა იოვანესა, ვარქუ: გიკითხავს შენ მამაჲ მატოჲ.
და მან თქუა: აჰა მამაჲ მატოი ჭეშმარიტად კაცი ისრაიტელი,
რომლისა თანა არა არს ზაკუვაჲ. და აღსრულებასა მის წელიწადისასა
კუალად მივედ მამისა მატოისა და უთხარ სიტყუაჲ
იგი. და თქუა ბერმან: მე არა ღირს ვარ სიტყუასა მას ბერისასა,
არამედ ესე უწყოდე, ოდეს გესმეს ბერისაგან დიდებაჲ მოყუსისა
თჳსისაჲ უფროჲს თავისა თჳსისა, საზომსა დიდსა მიწევნულ არს,
რამეთუ ესე არს სრულებაჲ, რაჲთა მოყუასსა თჳსსა მისცეს დიდებაჲ
უფროჲს თავისა თჳსისა.
მივიდა ოდესმე მამაჲ მატოი რაჲთით გებელით კერძო და
მის თანა იყო ძმაჲცა მისი. და შეიპყრნა იგინი ებისკოპოსმან და აკურთხა
იგი ხუცად. და ვითარ ჭამდეს იგინი ზოგად, ჰრქუა ებისკოპოსმან:
მომიტევე, მამაო ვიცი, რამეთუ არა გინდა საქმე ესე,
არამედ რაჲთა ვიკურთხო მე შენგან და ვიკადრე ესე ყოფად.
ჰრქუა მას ბერმან სიმდაბლით: გონებასაცა უნდა მცირედ, არამედ
ესე ხოლო მეურვების, რამეთუ განყენებად ვარ ძმისა ამისგან,
რომელ არს ჩემ თანა, რამეთუ ვერ თავს-ვიდვა ლოცვად ყოვლისა
ლოცვისა:
ჰრქუა მას ებისკოპოსმან: უკუეთუ ღირს არს, მე ვაკურთხო
ეგეცა. ჰრქუა მას მამამან მატოი: უკუეთუ ღირს არს, მე8 არა ვიცი.
ხოლო ერთი ესე ვიცი, რამეთუ ჩემსა უმჯობეს არს. მაშინ იგიცა
აკურთხა. და დაიძინეს ორთავე, ვიდრე არღა წარდგომილ იყვნეს
საკურთხეველსა ჟამის-წირვად. მაშინ იტყოდა ბერი: ვესავ ღმერთსა,
რამეთუ არა მაქუნდეს სასჯელი დიდი მღდელობისათჳს, ვინაჲთგან
არა შემიწირავს საიდუმლოჲ, რამეთუ უბრალოთაჲ არს
მღდელობაჲ.
თქუა მამამან მატოი, რამეთუ სამნი ბერნი მოუჴდეს მამასა
პაფნოტის, რომელსა ერქუა კეფალას, რაჲთა ჰკითხონ მას
სიტყუაჲ. ჰრქუა მათ ბერმან: ვითარ გინებს და გითხრა სულიერი
ანუ ჴორციელი? და მათ თქუეს: ჴორციელი. მაშინ ჰრქუა მათ
ბერმან: ვიდოდეთ და გიყუარდინ ჭირი უფროჲს განსუენებისა და
უპატიოებაჲ უფროჲს დიდებისა და მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.
ძმამან ჰკითხა მამასა მატოის და ჰრქუა: მითხარ მე სიტყუაჲ.
ჰრქუა მას ბერმან: მივედ და ევედრე ღმერთსა, რაჲთა მოგცეს
გლოაჲ გულსა შენსა და სიმდაბლჱ. და ხედევდ მარადის ცოდვათა
შენთა და სხუასა ნუვის განიკითხავ, არამედ იქმენ ყოველთა
ქუემო კერძო. და ნუ გაქუნ სიყუარული ყრმისა თანა, ნუცა შემეცნიერებაჲ
დედაკაცისა თანა და ნუცა მეგობრებაჲ მწვალებელისა
თანა. და შორს ყავ კადნიერებაჲ შენგან5 და შეიკრძალე ენაჲ
შენი და მუცელი და ღჳნისაგანცა ეკრძალე. და თუ ვინმე იტყოდის,
საჴმისათჳს რაჲმე. ნუ აცილობ მას. უკუეთუ კეთილად იტყოდის,
არქუ მას: ეგრეთ არს. უკუეთუ ბოროტად -- არქუ მას: შენ
იცი, ვითარ8 იტყჳ. და ნუ უჴდები მას, რომლისათჳს-იგი იტყოდის,
რამეთუ ესე არს სიმდაბლჱ.
ჰკითხა ძმამან მამასა მატოის და ჰრქუა: მითხარ მე სიტყუაჲ.
ჰრქუა მას: ყოველი ცილობაჲ ყოვლისაგან საქმისა მოისპე
შენგან.
მანვე თქუა: ტიროდე, იგლოვდი, ვიდრე გაქუს-ღა ჟამი სინანულისაჲ.
No comments:
Post a Comment