ჱ (9). ბერი ვინმე იყო მძოვარი იორდანისა პირსა. და დღესა
ერთსა შტავიდა იგი წმიდად იორდანედ სუმად წყლისა. და
აღეცუა ფერჴსა მისსა ნაკუეთი ლერწმისაჲ და დაშთა იგი ფერჴსა
შინა მისსა. და უდებ ყო და არავის უჩუენა იგი. და მოჰლპა ფერჴი
მისი და ვერღარა შემძლებელ იყო იგი მარტოჲ ქუაბსა შინა
ჯდომად. და აიძულა იგი შესლვად მონასტერსა კოშკებისასა, რამეთუ
მოჰვარდა ფერჴნი მისი. და ეტყჳნ მათ, რომელნი მოვლენედ
მისა ხილვად და ნუგეშინის-ცემად მისა: რავდენ გარეშჱ ესე
ჩუენი კაცი
განირყუნების, შინაგანი ჩუენი განახლდების.
(10). შემდგომად აღმოსლვისა ბარსაბა მძოვრისა იორდანისა
ქუაბით კოშკებისა მონასტრად სხუაჲ ვინმე მძოვარი ვიდოდა
იორდანისა პირსა. და შევიდა ქუაბად მისა და იხილა ანგელოზი
უფლისაჲ, მდგომარჱ საკურთხეველსა მის ქუაბისასა მარჯუენით,
რომელი მას გამოეკუეთა და ეკურთხა.
და ჰრქუა ბერმან მან ანგელოზსა მას: რასა უკუე იქმ
შენ აქა?
ხოლო მან ჰრქუა: მე ანგელოზი ვარ უფლისაჲ, და ვინაჲთგან
იკურთხა საკურთხეველი ესე, დავიდგინე მე მცველად მას
ზედა ვიდრე უკუნისამდე.
ი (11). ამბა პეტრე ხუცესი, რომელი იყო ლავრისაგან წმიდისა
მამისა ჩუენისა საბაჲსა, გჳთხრობდა, ვიყვენით რაჲ მის თანა,
ვითარმედ: ოდეს ვიყავ მე მამასახლის მონასტერსა წმიდისა
ჯერასიმჱსსა, აღესრულა ერთი ძმათაგანი მონასტრისათაჲ და
არა უწყოდა ბერმან. დავითარცა დაჰრეკა დეკანოზმან სარეკელსა,
რაჲთა ძმანი შემოკრბენ დამარხვად ძმისა მის, მოვიდა ბერიცა და
იხილა გუამი იგი ძმისაჲ მის მდებარჱ ზედა ეკლესიასა
შინა და შეწუხნა, რამეთუ არა მოეკითხა იგი ჟამსა აღ[ს]რულებისა
მისისასა. მაშინ მივიდა იგი ზედა მის მკუდრისასა და
ჰრქუა მას: აღდეგ, ძმაო, და მოგიკითხო. და მუნთქუჱსვე აღემართა
ძმაჲ იგი ცხედარსა თჳსსა ზედა, და მოიკითხა იგი ბერმან და
ჰრქუა მას: განისუენე აწ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი იესუ და
აღგადგინოს შენ. და მიიძინა ეგრჱთვე.
ია (12). ძმამან ჰკითხა ულუმპია ხუცესსა ჯერასიმჱს მონასტრისასა
და ჰრქუა: მაუწყე მე სიტყუაჲ, რომლითა ვცხონდე
ჰრქუა მას ბერმან: ნუსადა დაშჯდები მწვალებელისა თანა
და შეიკრძალე მუცელი და ენაჲ, და რომელსა ადგილსა მიხჳდე,
თქუ გონებასა შენსა, ვითარმედ:
უცხო და გლახაკ ვარი მე,
და განისუენო.
იბ (13). იტყოდეს მარკოზ მძოვრისათჳს, რომელი ჯდა
ქუაბსა მახლობელად ბანდოკლაჲს მონასტერსა, ვითარმედ დაეყო
მას სამეოცდასამი წელი ქუაბსა მას შინა ამით კანონითა, რამეთუ
იმარხავნ იგი კჳრიაკითი-კჳრიაკედ, ვითარცა უჴორცოჲ. და
იქმოდა იგი დაუცადებელად ჴელთ-საქმარსა დღჱ და ღამჱ და
მისცემდა გლახაკთა, და არასადა მი-რაჲ_ვისგან-იღის ჴორცთა
საჴმარი. და ესმა მისთჳს კაცთა ქრისტჱს მოყუარეთა და მიართუეს
მას ჴორცთა საჴმარი. ხოლო მან არარაჲ მიიღო მათგან,
არამედ ჰრქუა მათ: ჴელთა ჩემთა ნაქმარი კმა არს ჩემდა საჴმარად,
და მათდაცა, რომელნი მოვიდოდიან ჩემდა ღმრტისათჳს.
იგ (14). ამბა პოლოხრონიოს, ხუცესი ბანდუკელს მონასტრისაჲ,
მითხრობდა, ვითარმედ: კრებულსა ჩუენსა შორის იყო ძმაჲ
ერტი ფრიად მოსწრაფჱ და მოღუაწჱ საქმესა მონაზონებისასა და
ცხორებასა სულისა თჳსისასა. და ეწყო მას სული სიძვისაჲ ძლიერად,
ვიდრემდის მოაუძლურა. და ვითარ ვერღარა დაუთმო, წარვიდა
იგი იერიქოდ, რაჲთა აღასრულოს ნებაჲ თჳსი. და ვითარ
შევიდა იგი სახლსა მეძვისასა, რაჲთამცა დააცხრო გულის თქუმაჲ
თჳსი, და მყისა შინა განკეთრებულ იქმნა ყოველი გუამი
მისი. და ვითარცა იხილა თავი თჳსი ვნებასა მას შინა, მუნთქუესვე
შეიქცა თჳსა მონასტრად და ჰმადლობდა ღმერთსა და
იტყოდა, ვითარმედ: ღმერთმან სახიერებითა თჳსითა მომივლინა
მე სწავლაჲ ესე, რაჲთა იჴსნეს სული ჩემი საუკუნოჲსა მისგან
სატანჯველისა. და შეჰმატა მან სათნოვებასა, და მადლობასა შინა
ღმრთისასა აღესრულა.
იდ (15). იგივე ამბა პოლოხრონიოს გჳთხრობდა ამბა კონონისთჳს
ბონდოკლელ მამასახლისისა, ვითარმედ: წარვიდოდა
ოდესმე ამორიად ბერი, და შეემთხჳნეს მას ჰურიანი
ბოროტის
მოქმედნი. და ვითარცა იხილეს ბერი, ენება მოკლვაჲ მისი.
და აღმოიჴადეს მახჳლები მათი და მიეტევნეს მის ზედა, რაჲთა-მცა
მოკლეს იგი. და ვითარცა მიეახლეს, რაჲთა აღიპყრნენ
მახჳლნი მათნი ხეთქნებად მისა, დაშთეს იგინი განჴმელად ეგრჱთ
აპყრობილნი, მარჯუენენი მათნი, ჰაერთა შინა შეუდრეკელად.
მაშინ, ვითარცა იხილა ბერმა[ნ] ვნებაჲ იგი მათი, ულოცა მათ და
დასწერა ჯუარი და განკურნნა. და ჰმადლობდეს ღმერთსა და
წარვიდეს.
იე (18). ბერი ვინმე იყო მძოვარი მახლობელად ამბა პეტრჱს
მონასტერსა, ქუაბსა შინა. და ვალ[ნ] იგი ყოლადვე პირსა
წმიდისა იორდანისას და, სადაცა პოვის ბუდჱ ლომისაჲ,
მუნცა დაწვის იგი. და დღესა ერთსა მოიყვანნა ლეკუნი ლომისანი
ფიჩჳთა თჳსითა ეკლესიად.
და ეტყოდა ძმათა: უკუეთუმცა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი
ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისანი, ამათმცა ეშინოდა ჩუენფან, ხოლო
დღეს ცოდვითა ჩუენითა ჩუენ გუეშინის ამათგან.
და სარგებელ იყვეს ძმათა მათ და წარვიდეს.
ივ (20). ბერი ვინმე გჳთხრობდა, ვითარმედ: მჴედართაგანი
ერთი იყო მონასტერსა ჩუენსა და მან გჳთხრა ესე, ვითარმედ:
დავეპყრენით ოდესმე ბრძოლასა იფრიკიაჲთ კერძო მავრიტიანთასა
და ვიძლიენით ჩუენ წინაშე მათსა, და შემოგჳდგეს ჩუენ
ბარბაროზნი და მოსრეს ერისა ჩუენისაგან ურისხჳ სული. და
მეწია მე ერთი ბარბაროზთაგანი და აღიპყრა ლახუარი თჳსი
ხეთქნებად ჩემდა და მოკლვად. ხოლო მე, ვითარცა ვიხილე იგი,
ღაღად-ვყავ ღმრთისა მიმართ და ვთქუ: ქრისტე, ძეო ღმრთისაო,
რომელი გამოუჩნ[დ]ი მჴევალსა შენსა ტეკლას და განარინე იგი
ჴელთაგან უშჯულოთაჲსა, განმარინე მეცა, მონაჲ შენი, ჭირისა
ამისგან და მიჴსენ მე მწარისაგან სიკუდილისა, და მე განვიდე
უდაბნოდ და გმსახურებდე შენ დღეთა ცხორებისა ჩემისათა.
და მუნთქუესვე უკუნ-ვიხილე და არავინ ბარბაროზთაგანი.
და მუნთქუესვე გამოვედ მე ამას მონასტერსა და მადლითა
ღმრთისაჲთა დღეს მაქუს მე ამას ქუაბსა შინა ოცდაათხუთმეტი
წელი.
იზ (17). ბევრი ვინმე იყო პეტრჱს მონასტრსა. ჯდა იგი
ქუაბსა შინა ორმეოცდაათსა წელსა. პური არაჭამა და სასუმელი
არა სუა, არამედ საზრდელადმისა იყო ქატოჲ, და ესე მიიღის
კჳრიაკესა შინა სამ გზის. და მრავალთა სასწაყულთა იქმოდა ღმერთი
ჴელითა მისითა.
იჱ (22). ბერი ვინმე სხუაჲ იყო მონასტერსა წმიდისა თევდოსისსა,
სახელით კონონ, ნათესავით კილიკიელი. და ესე კანონი
ეპყრა მას, რამეთუ კჳრიაკესა შინა ერთ გზის ხოლო მიიღის საზრდელად
პური და წყალი. ოცდაათსა წელსა დაუცადებელ იქმნ
და ეკლესიით არა განეშორებოდა.
ით (23). და კუალად სხუაჲ ვინმე ბერი იყო მჴედართაგანი
მასვე მონასტერსა და მასცა ესევე კანონი აქუნდა: მარხვაჲ
კჳრიაკითი-კჳრიაკედ და გუერდსა ზედა არა დაწვებოდა.
კ (24). სხუაჲ ვინმე ბერი იყო ხუზიბისა მონასტერსა, და
გჳთხრობდეს მისთჳს მკჳდრნი მის მონასტრისანი, ვითარმედ: ოდეს
იყო-ღა იგი სოფელსა შინა, მუშაკი იყო. და ოდეს იხილის ვინმე კაცი
გლახაკი, რომელსა ჴარნი არა უდგანედ დათესლი არა აქუნ, და
ვერ შემძლებელ არნ საქმედ აგარაკისა თჳსისა, წარვიდის იგი
თკნიერ ცნობისა მისისა და კეტილად მოქმნის აგარაკი იგი მისი
და დასთესის თესლი და დაუტევის. ხოლო რაჳამს დაემკჳდრა იგი
ხუზიბას, იგივე წყალობაჲ იყო მის თანა, რამეთუ დღითი-დღედ
აღმოვიდის იგი გზასა მას, რომელი შტავალს იერუსალემით იორდანედ.
და აქუნნ მის თანა პური და წყალი, და სადგისი და ღუედი.
და უკუეთუ შეემთხჳის მას კაცი მშიერი, სცის მას პური და
წყურიელსა სჳს ქყალი.
და უკუეთუ შე[ე]მთხჳს მას კაცი
დამაშურალი, მოჰჴადის ტჳრთი მისი და აღკიდის იგი და აღჰყვის
იგი ვიდრე მთადმდე ზეთის ხილთაჲსა, და კუალად-იქცის იგი
სხუათა თანა გამომავალთა ქალაქით და აღიკიდის ტჳრთი მათი და
ფრიადითა ოფლითა და შრომითა უტჳრთავნ იგი. და უკუეთუ
ვისმე განუწყდის ცანდალი, მუნთქუესვე განუგის იგი და მისწიის
იგი მოყუასთავე თჳსთა. და თუ სადა იხილის სხეული, იღუაწის
იგი. და თუ მკუდარი იხილის, შემოსის იგი თჳსითა სამოსლითა
და დაჰმარხის. და ყო იგი დღეთა ცხორებისა მისისათა ესევითარსა
ღუაწლსა და შრომათა შინა.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon001.htm
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/ageo/novelebi/limonari/limon.htm?limon001.htm
No comments:
Post a Comment