თქუმული წმიდისა და ნეტარისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინელ ეპისკოპოსისაჲ. იოვანჱს თავის კუეთისა საკითხავნი.

                      იოვანჱს თავის კუეთისა საკითხავნი



აწ მოვედით, საყუარელნო ჩემნო, და ისმინეთ ჩემი და გითხრა თქუენ
სასუმური იგი და გამზადებაჲ, რომელი ყო ეროდე მეფემან, ვითარცა წერილ
არს წმიდასა სახარებასა შინა, ვითარმედ: პური ყო ჰეროდე მეფემან შობისა
სიხარულსა მას ჰეროდჱსსა, წყეულისა მის მელისასა, კაცის-მკლველისა
მის მჴეცისა მზაკუვარისა.
რამეთუ ესე საქმჱ უწოდა უფალმან. ამისთჳს არა დასდვა მას ლომ,
რამეთუ ესრე საგონებელ იყო იგი. ამისთჳსცა ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ
მელსა მას. _ და ღაცათუ ჴელმწიფებაჲ იგი ლომისაჲ აქუნდა,
არამედ სახჱ იგი მელისაჲ იყო. _ ხოლო რაჟამს შეკრბა მოსუმური იგი
შესაძრწუნებელი მორწმუნეთაჲ და განსაცხრომელი ურწმუნოთაჲ, დასხდეს
სუმად, და წარმოჴდეს მროკვალნი როკვად და მახიობელნი იგი სუმასა ზედა
საქიქელსა ხილვად; და საძაგელსა უსაწყალობელჱს თრიატონისა შეიქმნა
სახლი იგი სამეუფოჲ და სა\სუმურიცა .
გნებავს გულისხმის-ყოფად სახილველისა მის უშუერისა. მეფეთაგანი
იყო, რომელი იგი როკვიდა, ასული ეროდიაჲსი, მეფეთა შვილი იყო ესე.
ხოლო ესე ეროდია იყო, რომელი წესსაცა თჳსსა არა დაადგრა: რომელი-იგი
ფილიპჱს ცოლი იყო და ჰეროდეს ეცოლა.
ესე იგავად თქუმულ არს და იგავისა მის გამოძიებაჲ დასაშჯელ არს
აღსასრულსა, რომელ ჰეროდე აღუდგინა საჴსენებელი ძმასა თჳსსა და მიერითგან
უწესოებაჲცა იგი და-ხოლო-იჯერა. რამეთუ იყო იგი მეფჱ
ჰურიათაჲ და ჰმონა გულის-თქუმათა. და ვითარ სახედცა იყო მეფჱ, ეგრევე
სახედ იყო დედოფალი ჰეროდია, და ესენი ურთიერთას განყენებასა გულისთქუმით
განიზრახვიდეს.
ხოლო იოვანე, დიდი იგი და უმეტჱსი წინაწარმეტყუელთაჲ, ცხადად
უწესოებასა მას მათსა ამხილებდა, ნანდჳლვე უმჯობჱსი იგი წინაწარმეტყუელთაჲ:
რამეთუ ყოველივე წინაწარმეტყუელი რაჟამს ჰასაკსა თჳსსა მოიწიის,
მაშინღა მადლსა მას წინაწარმეტყუელობნ, და რომელსამე უკუანაჲსკნელ
ჟამთა მოეცის, ხოლო ესე იოვანე ექუსისა თჳსა რაჟამს იდვაღა მოცელსა
შინა, წესსა მას შჯულისასა იზარდებოდა იგი, მოკითხვასა მას უფლისასა
სარწმუნოებით ჰკრთოდა ყრმაჲ იგი, ჰკრთოდა უსრული  ასოჲთა, ხოლო
სრული სიხარულითა.
ჴელ-თუმცა-ეწიფებოდა, გამო-მცა-უსწრო დღედ დროდმდე წესისა
თჳსისა და იხილამცა დედაჲ უფლისა თჳსისაჲ მოსრული, არამედ იურვოდა
იგი საპყრობილესა მას შინა მუცელსა და სიხარულით ჰკრთებოდა. ხოლო,
რამეთუ ვერ შემძლებელ იყო სიტყუად, არცაღა თუ ენაჲ აქუნდა მეტყუელად,
არცაღა პირი ედგა, რაჲთამცა ჰმსახურა წადიერად, დედისა თჳსისაგან
ენაჲ იჴმია და წინაწარმეტყუელებს და იტყჳს ელისაბედ, და იოვანე მუცლით
გამო ასწავებს სიტყუასა. ვითარ-იგი უმჯობჱს არს
წინაწარმეტყუელთა!
წინაწარმეტყუელნი წინაჲსწარ იტყოდეს და ჰსწადოდაცა ხილვად, რომელსა
იგი ხედვიდეს სულითა. ამისთჳს ღაღადებენ: მიჩუენენ ჩუენ, უფალო,
წყალობაჲ შენი და მაცხოვრებაჲ შენი მომეც ჩუენ. ამისგანადცა თავი(სა)
თჳსისათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და
მართალთა ჰსწადოდა ხილვად და ვერ იხილეს, და სმენად და ვერ ესმა,
არცა იხილეს, არცა ვითარცა წინაწარმეტყელნი ყოფადსა მას იტყოდიან.
ხოლო იოვანე წინაწარმეტყუელებასაცა განაცინებს და იტყჳს: აჰა ესერა კრავი
ღმრთისაჲ, რომელი მოსპოლავს ცოდვათა სოფლისათა.
ესე წინაწარმეტყუელი, უფროჲსი წინაწარმეტყუელთაჲ, არა თავსიდ\ებდა
უწესოებასა მას _ სახლეულებასა, არამედ გონიერებითა განცხადნების,
კეთილითა მით სიტყჳთა კაცად-კაცადსა აწავლებს, რამეთუ არა
კეთილა დევნაჲ იგი უჟამოდ მოწმისაჲ. ბომონი ნუ რაჲ აღდგაა იოვანე?
ანუ გუნდრუკი აკურთხაა? ანუ საკლველ-მე რაჲ და შესაწირავ? ანუ ეგრე
ნუ ჰრქუაა: უვარ ყავ ღმერთი? ანუ ეგრე ნუ ჰრქუა: უზორე კერპთა? _ არამედ
გონიერებისა მის აზნაურებასა, ასწავებდა პირითა და მოწამე გონიერების
იპოვების, რაჲთა გულისხმა-ჰყო, რავდენ შემძლებელ არს კადნიერებასა
მას წინაწარმეტყუელებისასა, რომელმან იგი ჰრქუა მეფესა მას: არა
ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ძმის ცოლი შენი ცოლად გესუა.
ჰხედავა, ვითარ-იგი წესსა მას ზედა სძლევს ღირსებით უკეთურებასა
მას ეროდე მეფისასა! სპასიანნი ესხნეს, სიმდიდრითა შემკულ იყო და ძლიერ
იყო სამეუფოჲთა მით ძალითა; იოვანე გლახაკ და უპოვარ, უქალაქო, უქუეყანო,
უზმა და არა მჭამელ, ვითარ-იგი წესი აიძულებს, რომელსა-იგი შეუმოსიეს
სტევისა აქლემისაჲ, და ძოწეულითა შემოსილსა შჯულსა დაუდებს
უდაბნოჲსა მავალი იგი და მძლავრთა მათ და კაცთა და ქალაქის უფალსა
მას მკალის მჭამელი იგი და თაფლისა ველურისაჲ; და ტაბასტაკ-დაგებულთა
მათ  და სამეუფოჲსა ტაბლისა ზედა მსხდომარეთა დაადგრა ზე და
მბრძანებელსა ეგრე ეტყჳს: "არა ჯერ-არს", და აწუევს მეფესა მას, რაჲთამცა
განუტევა. თქუმულ არს, ვითარმედ: ყოველი ჯერ-არს და არა ყოველი
სარგებელ. ამისთჳს ჯერ-იყო, რაჲთამცა მადლი მისცა, ჯერ-იყო, რაჲთამცა
შეჰრაცხა იგი გონებითა მოძღურად.
განრისხნა ეროდე და უმეტჱსადღა ჰეროდიადა, _ სეხნა იყვნეს სახელითა
და სახითაცა, უმეტჱს ხოლო მეუღლე, და იყვნეს ორნივე იგი არა თუ
ერთ-ჴორც, არამედ სწორ საძაგელებითა, _ და ამისგანადცა შეაგდებენ წინაწარმეტყუელსა
მას საპყრობილედ, რაჲთამცა განიცადეს ქორწინებაჲ იგი
უგუნურებისა მათისაჲ.
ასწავე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ; ნუ ასწავებ უგუნურსა, რაჲთა
არა მოგიძულოს შენ. და ვითარცა შეაგდეს იოვანე საპყრობილესა, ხოლო
იგი არავე დააცადებდა კადნიერებასა, არამედ ეტყოდა: განიშორე მეუღლჱ
ეგე შენი უკეთურებისაჲ. რამეთუ უმტკიცე იქმნებოდა იგი საპყრობილეს
მას შინა.
ხოლო მწარისა მისთჳს სასუმურისა მძლავრისა მის და ფიცხლისა, რომელსა-იგი
საშუებელი სიმწარისაჲ არს და ოხჭანი მისი არს მკლველი
წინაწარმეტყელისაჲ.
მას ჟამსა შევიდა ეროდია, ეროდიადაჲსი  ასული, წარმწყმედელი
ჴორცთაჲ და სულისაჲ, შევიდა იგი შეღჳნებულთა მათ თანა მოსუმურთა,
როკვიდა მახიობრებლ სეფე-ქალი იგი, რომელი-იგი ჭჳრობადცა არა ჯერიყო
დედათაჲ, რომლისაჲ-იგი არა ჯერ-იყო ხილვად პირი მამათაჲ. არამედ
ესრე ვჰგონებ: ვითარ-იგი იოვანე წინამძღურად პირი დედისაჲ იჴმია, ეგრეცა
ქალმან მან პირი დედისა მის ურცხჳნოჲსაჲ წინამძღუარ ყო და მაშინღა
იკადრა მოსუმურთა მათ შესლვად. არა-მე კმა-იყოა ესოდენი ესე სირცხჳლისა
გარდარევნაჲ? და ვითარღა იკადრა შესლვად? ანუ-მე არა სეფე-ქალი
იყოა, რომელსა საჭურისნი და შიმონვარნი ესხნეს, გინა თუ სხუაჲ შუენიერებაჲ
სამკაული, რომელი ედვა მას?
ბოროტ იყო შესლვაჲ იგი მისი და უძჳრჱს იყო აღთქუმაჲ იგი. და როკვიდა
იგი შორის მეინაჴეთა მათ, განლიგებული თუალითა სიმთრვალითა
მით ღჳნისაჲთა. ხოლო იგინი უფროჲს აღსცხარდებოდეს და გულს-ედვა
ზრახვაჲ იგი ძჳრისაჲ და იტყოდეს: არა თუ როკავს, არამედ უმეტჱს როკავს!
და არა ჰრიდებდეს იგინი სირცხჳლისაჲ მის განშორებაჲ.
სთნდა ჰეროდეს და  მეინაჴეთაცა. და მელი იგი არღარა იფარვიდა.
ჰხედვიდა იგი ასულსა მას ძმისა თჳსისასა და უკეთურსა მას სახლეულსა
წინაშე მათსა მროკვალსა და არა ჰრცხუენოდა და სათნო-უჩნდა მას
და მისთანათაცა მათ, ვითარცა იტყჳს: წმიდისა თანა წმიდა ვიყო, ხოლო
დრკუნი იგი შენ დაამჴენ!.
მინდა მისთჳს მცირედ პავლჱსგანცა სწავლაჲ: ყოვლადვე რაჲსათჳს ისმის
თქუენ შორის სიძვაჲ და ესევითარი სიძვაჲ, რომელი წარმართთაცა შორის
არა არს, ვითარმცა ვისმე ძმის ცოლი თჳსი ცოლად ესუაანუ როკვაჲ
და ესევითარი როკვაჲ, ვითარმცა მეფეთა ასული როკვიდა? და თქუენ
განლაღებულ ხართ და არა უფროჲსღა იგლოვთ, არამედ აქებთ და სასყიდელსაცა
სიცხარისასა მიიღებს უძჳრჱსსა.
და ჰეროდეცა ეფიცებ(ის), ვითარმედ: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიქცე
შენ ზოგი მეფობისა ჩემისაჲ. ჰხედავთა გულის-თქუმისა მოყუარესა
მას? წინაჲსწარ ფუცავს, ვითარმედ: "რაჲცა მთხოო, მიგცე შენ". და დაიმცირებ
როკვისათჳს უფლებასა შენსა და წინაჲსწარ სირცხჳლსა უთხრობ ფიცით
აღნათქუემისასა.
ჰხედავა, ვითარ მეფეთა იგი პატივი გულის-თქუ\მისა  სიყუარულსა
მიჰყავს სირცხჳლად? ჰხედავა, ვითარ-იგი მეფობაჲ განაგდო? "რაჲცა
მთხოო, მიქცე შენ ზოგიცა სამეუფოჲსა ჩემისაჲ". ესოდენ შეგირაცხიესა სამეუფოჲ
იგი პატივი? ესრჱთ წინაჲსწარ განგიცდესა თუალნი? პირველისა მის
ქალისა როკვითა განიძარცუე ზოგი; მეორედ ღათუ როკვიდეს, მკოდოვ ხოლო
იქმნეს მეფჱ. სადა არიან, გულის-თქუმის მოყუარეო, შარავანდნი? ანუ
სადა არიან უტანჯველნი სიმდიდრენი, რამეთუ ზოგი იგი სამეუფოჲსაჲ დასდევ
ფერჴთა მროკვალისათა? ილოცე, ნუ კუალად როკვიდეს; და მეორედ
თუ როკვიდეს, და დაგაგდოს შენ პურის მთხოვლად. არამედ ესე _ სასყიდელისა
მის უჯეროჲსაჲ აღთქუმაჲ. ანუ რაჲ არს მროკვალისაჲ მის სათხოველი?
არა ისწრაფა ნიჭისაჲ მის, არცაღა მსწრაფლ სთხოვდა, არამედ მი-ღა-ვიდა
იგი დედისა განზრახვად, რაჲმცა სთხოვა მას ნიჭი.
ეჰა ბოროტისა მის მოძღურისა! მომეც აქა აწვე თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ,
და არა სტირ სირცხჳლისა მის გარდარეულებასა, საქმესა
მას ჯერკუალსა და სასყიდე\ლისა  მას აღთქუმასა და მიჴდასა. და არა
ძწის მროკვალისა მის გონებაჲ, და არა სძაგებს ტყუვილსა ქებაჲ, და არა
სანერწყუველ იქმნების საზოგადისა მის ცოლისა ზრახვაჲ, იკადრებს მროკვალისა
მისთჳს სიყუარულსა.
იკადრებ თავით თჳსით ბრძანებად. ეტრფიალე მროკვალსა მას და არა
გძაგს ეგემლევანი საქმჱ, რომელი-იგი შეურაცხ არნ და საკიცხელ და მხედველთა
მათგან თანა-მდებ და აღსარულსა მას წინაწარმეტყუელთასა მოჰკლავს.
მოიძულოთ მოკლვაჲ, რამეთუ შემთხუევაჲ არს ეშმაკისაჲ და პოვნება
არს ეშმაკისა მის უკეთურისა.
ამას ზედა შეწუხნა ეროდე ფრიად, ვითარმცა ვინ თქუა: ჰბაძავს პილატეს,
უფროჲს ხოლო სახესა პილატჱსსა, წინანდელ ყოფილისა მოთხრობა(სა)
დაიბანს ჴელთა და წესსა მას ზედა საშჯელისასა მისცემს: ეგრეცა ესე
შეჭუვნა, ხოლო ფიცისა მისთჳს და მეინაჴეთა მათთჳს აიძულა.
კეთილად რაჲმე თქუა უფალმან დღეს: ნუ ჰფუცავ ყოვლადვე. იხილე
უფლისა მოძღურებაჲ: "ნუ ჰფუცავ ყოვლადვე". რაჲსა ჰფუცავ? რაჲთა არა
ფიცსა ზედა შეჰპალავანდო თავი თჳსი და ფიცისა მისთჳს რწმუნებისა
წინაწარმეტყუელი მოჰკლა. ბოროტად ფუცა და უძჳრჱსად ერწმუნა.
მაშინღა ფიცისა მისთჳს და მეინაჴეთა მისთათჳს არა შეიშინა მსაჯულისათჳს.
მეყსა შინა უბრძანა შემოღებაჲ თავისა მის ნათლის-მცემელისაჲ
ლანკლითა და მიცემად მის ქალისა. აჰა მწარისა მის საინაჴისა უმწრჱს
ოხჭნისა: მოეკუეთების თავი წინაწარმეტყუელსა მას და მიეცემის ქალსა,
და ქალი მიიღებს. არა ზარი აჰვალს სახილველად, არა შეძრწუნდების თავით,
არცაღა გარე-მიიქცევის სისხლისა მის დაბღალვითა! ჭეშმარიტად ლომისა
ძუვისა ლეკუსა უფიცხლჱს არს! ლანკლასა ზედა დაიდების თავი წინაწარმეტყუელისაჲ
მის, რომელსა ზედაცა საჭმელი დაეგების! და იგივე ჭურჭელი
საჭმლისათჳსცა და მოკლვისათჳსცა!
მასვე ჟამსა დასწუთებოდა თავისა მისგან სისხლი, და მეინაჴეთა თანა
შეიღეს წინაშე თავი იგი. ხოლო ენაჲ იგი იტყოდაღა და ღაღადებდა, ვითარმედ:
"არა-ჯერ არს შენდა ცოლებად". და მან მიიღო და მიართუა დედასა
თჳსსა. მიიღო მროკვალისამან მოძღუარმან უკეთურებისა მის მოძღურებისათჳს
სამოძღურებლად!
ესე კეთილად გამოვიკულიეთ თხრობად, რაჲთა თუალნი იგი  ხილვის
მოყუარენი ხოლო განვწმიდნე და გარწმუნო თქუენ გარე-მიქცევად ეგრემლევანისა
მის სახილველისა, არა დავჰჴსნათ სიტყუაჲ მწუხარითა მით
თხრობითა, ნუცაღა სიტყუაჲ იგი ეკლესიათაჲ დაეყენებინ მროკვალთაგან.
აწ გარდავცვალოთ უწესოჲსა მის საინაჴისაჲ მძლავრისაჲ მის და მწარისა
მის სასუმურისაჲ და კუალად მოვიჴსენოთ უფლისა იგი კაცთ-მოყუარებაჲ,
რაჲთა სცნათ, რავდენ დიდ არს სინანულისა იგი ნაყოფი.


ევედრებოდა ვინმე ფარისეველი უფალსა, რაჲთამცა შევიდა სახლსა
მისსა და ჭამა პური*. და ვითარცა შევიდა უფალი, ინაჴ-იდგა. არა ნუ
უწყოდაა გონებაჲ იგი მხდალისაჲ მის? არამედ სულ-გრძელებით თავს-იდებდა
რომელმან-იგი შეხადა, რომლისაგან-იგი გამო-(ად)რე-აჩინებდა, ინაჴედგა
უფალსა და შეეღო სა[ ]*.
დედაკაცი ვინმე იყო ცოდვილი ქალაქსა მას* შინა. ვითარცა ესმა იესუჲსი
მუნ ინაჴით-ჯდომაჲ, მოვიდა იგი სახლსა მას და აქუნდა მანითა ნელსაცხებელი
და დაასხა ფერჴთა უფლისათა და წარჰჴოცდა თმითა თჳსითა*,
რაჲთამცა გულისხმა-ყო ორგულმან მან, რომელმან მოხადა მას.
არა ხოლო თუ ორგულ არიან ფარისეველნი. შენ\სა  შინა ქრისტესა
ინაჴ-უდგამს. და ესრე* უწყის ყოველმან სახჱ შენი და არავინ გეშურობს.
მოვიდა დედაკაცი ესე ცოდვილი, რაჲთამცა ცხონდა. შენ, ფარისეველო,
ეშურობა? რაჲთა გულისხმა-ჰყო*, არა ხოლო თუ წინაწარმეტყუელსა, არამედ
წინაწარმეტყუელთა ზედა აქუს მას წესთა განგებაჲ. რაჲმცა დიდ იყო,
თუმცა ცნა, ვითარმედ ცოდვილი არს ესე დედაკაცი, და მეყსეულადმცა ჴმითა
იცნა იგი? და შენ ფარისეველი იყავ და არა წინაწარმეტყუელი და გულისხმა-ჰყავ
უფროჲსისა მის ცნობაჲ. ხოლო მისი იგი ცხორებაჲ და ჰამბავი
იგი რომელი იყო, მიუთხრობდა უმეტჱსად ხოლო მით, რამეთუ უდიდჱსად
ხოლო ცოდვილი იყო. ხოლო უფალმან რაჲთამცა გამოაჩინა საღმრთოჲ
იგი ძალი, ზრახვაჲ იგი გულისხმა-ჰყო, ფარისევლისაჲ მის. არცაღათუ მივის-ეყო
ფარისეველი იგი და უთხრა მეინაჴეთაგანსა, არამედ გულსა შიდა
თჳსსა იტყოდა, რაჲთა გულისხმა-ჰყო*, არა თუ წინაწარმეტყუელ, არამედ წინაწარმეტყუელ
და ღმერთ! შენ შე-ოდენ-სძრავ ზრახვასა მას გულსა შიდა,
და უფალი აღმოიკითხავს: შენ აქცევ გონებასა, და უფალი ჰპოვებს და
განჰკურნებს.
და ესრჱთ ორთაჲ მათ მოსესხეთაჲ სიტყუაჲ წარმოიღო. ერთსა მას
მიუტევა ერგასისი და ერთსა ხუთასი. რომელმან უფროჲს შეიყუაროსმიუგო:
რომელმანცა უფროჲსი*. უფროჲსსა გამოარჩევს. მაშინღა დედაკაცსა
მას, რომელსა ექმნა დიდძალი ცოდვაჲ, მიუტევა. არა თუ ვაქებ პირველსა
მას ცხორებასა, არამედ ვჰნატრი მეორედსა მას აღსასრულსა.
ნუვინ აყუედრებნ* მას ფარისეველისა თანა, ნუცა ვინ ეტყჳნ მეძავით
და შეუხებელით. და პავლე თარგმანენ და პავლე ნუგეშინის-ეცინ დედაკაცსა
მას, რამეთუ ღმერთმან განამართლოს, ვინ არს განმაცრუვებელ**.
მოიღეთ სიტყუაჲ იგი და წულილად გამოვიკულიოთ, რაჲთა არა ხოლო
თუ მას ვჰნატრიდეთ, არამედ ვჰბაძვიდეთცა. მოვიდა იესუჲსა აღჭურვილად,
მიაქუნდა ნელსაცხებელი მანითა და ცრემლი თუალითა, უსულოჲთა
მით ჭურჭლითა ნელსაცხებელი სუნნელთა მით წყაროჲთა სინანულისა
(სო?)თაგან ჴორცთა თჳსთა. მოიღო ნელსაცხებელი იგი, რაჲთამცა დაშრიტა
სულ-მყრალობაჲ იგი ბილწებისაჲ. სულ-მყრალ არს ცოდვაჲ, ვითარცა
დავით წამებს: შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი*. ყოველი რომელი
ცოდავს, სულ-მყრალობასა იქმს; ყოველმან რომელმან შეინანის, სულნელებასა
იქმს; ვითარცა ნელსაცხებელსა მრავალნი წამალნი შეეზავებიან, ეგრეცა სინანულსა
_ მრავალი იგი* გონებაჲ. ჯერ-არს  მრავლისა საქმისაჲ და მრავლისა
მის ნაყოფისა შეკრებაჲ, რაჲთა შეეზაოს სინანულისა იგი ნელსაცხებელი.
და გნებავს თუ გულისხმის-ყოფად დედაკაცისა მის სიმდაბლჱ? ოდესიგი
მოიღო დედაკაცმან მან ნელსაცხებელი იგი ქრისტჱსთჳს, და-მცა-ასხა
თავსა, თუმცა კადნიერებაჲ აქუნდა საქმეთაგან. ხოლო მან იჭჳსათჳს ვერ
იკადრა თავსა დასხმად, არამედ ფერჴისა წუერთა შეეხო. და არა მცირედ
სარგებელ არიან ფერჴნი იგი.
ხოლო ვითარცა მიიღო დედაკაცმან მან ჴელთა თჳსთა ზედა თავი იგი
წმიდისა წინამორბედისაჲ და ნათლის-მცემელისაჲ, განიხარა სიხარულითა
დიდითა ფრიად. ხოლო არავე დასცხრა იგი სიბოროტისაგან თჳსისა. ესევითარი
განზრახვაჲ განიზრახა და თქუა: უკუეთუ თავი და ტანი მისი ერთსა
ადგილსა დაეფლნენ, მკუდრეთითცა აღდგომაჲ მისი ადვილ იყოს, რამეთუ
წინაწარმეტყუელი არს და კუალად მოვიდეს იგი მამხილებელად უწესოებისა
ჩემისა. მაშინ უბრძანა დამალვაჲ და დაფარვაჲ სხუასა ადგილსა.
ხოლო მოწაფენი იგი იოვანჱსნი მოვიდეს და წარიღეს გუამი მისი
და დაჰფლეს, და მოვიდეს და უთხრეს იესუს, ვითარ-იგი აღასრულა  იოვანე
სრბაჲ თჳსი. რამეთუ ქადაგა ჭეშმარიტი და იწამა სარწმუნოებით სადიდებელად
მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი

No comments:

Post a Comment