წმ. იოანე ოქროპირი |
სწავლა ბ. თავი ა, ეკლესიასა შინა კრძალულებისათვის.
აქა ეკლესიად რა შემოვალთ, ცად შევალთ, საყვარელნო, - არა ადგილითა
ვიტყვი,
არამედ
ძალითა
და
გონებითა,
რამეთუ
შესაძლებელ
არს
ქვეყანასა
ზედა
ყოფნითა
ცათა
შინა
ყოფა
და
მათთა
სიკეთეთა
განცდა.
აწ
უკვე
ქვეყანისასა
ცათა
შინა
ნუ
ვინ
შემოიღებს.
ნუცა
ვინ
აქა
ეკლესიად
მდგომარენი,
სოფლისასა
ზრუნავს
და
სახლისა
თვისისასა.
რამეთუ
მუნ
რაჟამს
მიხვიდეთ
თანა
გაძსთ,
რათა
აქაით
მიღებულსა
სარგებელსა
იტყოდეთ
და
არა
მუნ
ქმნილთა
საქმეთა.
აქა
ეკლესიასა
შინა
ახსენებდეთ,
რამეთუ
ამისთვის
შემოვალთ
წმიდასა
ამას
ადგილსა,
რათა
განვიბანნეთ
ბიწნი
ცოდვათანი.
უკეთუ
კვლავ
აქა
მასვე
ბილწებასა
შინა
ვართ,
უმჯობეს
არს
ყოვლადვე
არა
შემოსვლა
აქა.
ნუმცა
ვინ
უკვე
ეკლესიასა
შინა
სოფლისასა
ზრუნავს,
არამედ
უფროსად
სოფელსა
შინა
ეკლესიისასა
იხსენებდეთ.
უფროს
ყოვლისა
ესე
იყავნ
პატიოსან,
რამეთუ
ესე
სულისა
არს,
- ხოლო
იგი
ხორცთა.
და
უფროსად
აქა
თქმულნი
სიტყვანი
საღმრთონი
სულთაცა
და
ხორცთაცა
სარგებელ
არიან.
ამისთვის
ჯერ
არს,
რათა
ესე
იყოს
საქებელ
ჩვენდა
შინაგანად,
ხოლო
სხვა
იგი
ყოველი
გარეწარად.
რამეთუ
ესე
ამასცა
ცხოვრებასა
სარგებელ
არს
და
მერმესაცა,
ხოლო
ვნებანი
აქაცა
მავნებელ
არიან
და
მუნცა.
რამეთუ
სახლი
ესე
ეკლესია
სამკვიდრებელ
უფლისა
არს,
რომელი
არა
თუ
საუკუნესა
ოდენ
გვასწავებს,
არამედ
საწუთოსაცა,
თუ
ვითარ
ვიყოფოდეთ
და
რაიცა
გარე
წყლულება
მოგვეახლოს,
აქა
ეკლესიისაგან
განვიკურნებოდეთ.
უკეთუ კულა სულისა წმიდისა სიტყვათა არა ვისმენდეთ, არა თუ ოდენ ვერ განვიკურნნეთ წყლულებათა ჩვენთაგან,
არამედ,
სხვაცა
მოვიღოთ.
ამისთვის,
გევედრები,
ძმანო,
ვისმენდეთ
სიტყვათა
წიგნთასა
მოსწრაფებით,
რომელი
მადლითა
ღვთისათა
ყოველსავე
გამოგვიცხადებს,
და
ძალ-გვიძს,
უკეთუ
გენებოს,
მცირედითა
შრომითა
ცნობად
ძალსა
მათსა
და
პოვნად
საღმრთოსა
გულის-ხმის-ყოფასა.
რამეთუ
ამისთვის
მცირე
მცირედ
გიხმობ
თქვენ,
რამეთუ
შეუძლოთ
ადვილად
სწავლად
ყოველსავე
და
არა
დაგავიწყდებოდეს.
გვეშინოდენ
უკვე,
ნუმცა
ვიქმნებით
თანამდებ
ხმისა
მის,
რომელი
იტყვის:
"უკვეთუმცა
არა
მოვედ
და
ვეტყოდი
მათ,
ცოდვამცა
არა
აქვნდა".
რა
არს
სარგებელი
სმენისა,
უკეთუ
წარხვიდეთ
და,
ვითარცა
არა
გასმიოდა,
ესრედ
არა
რა
იცოდეთ?
მოგვეცით
უკვე
ქვეყანა
კეთილი,
გულნი
თქვენნი,
სათესველად,
რათა
ჩვენ
გულსმოდგინე
ვიქმნნეთ
თესვად.
და
რომელსა
ეკალნი
ჰქონან,
აღეტყინენ
მათ
შორის
ცეცხლი
იგი
სულისა.
რომელი
გულ-ფიცხელ
და
წინააღმდგომ
იყოს,
განასუქენ
იგი
და
ლბილ
ჰყავნ
მითვე
ცეცხლითა.
რომელი
გზასა
ზედა
არს
და
ყოველთა
მიერ
ვნებათა
დაითრგუნვის,
უშინაგანესსა
ადგილსა
შევედინ
და
ნუ
არს
ყოველთა
მიერ
წარტაცებულ,
რათა
ყანანი
თქვენნი
შვებულ
იყვნენ;
და
უკეთუ
ესრეთ
ვისწრაფდეთ,
დაღათუ
მეყსა
შინა
არა,
პირველად
მცირედ,
მცირედ,
ყოველთა
ვნებათაგან
განვთავისუფლდეთ.
ვეკრძალნეთ უკვე, რათა არა ჩვენთვისცა ითქვას, ვითარმედ: "ასპიტისა ყრუსანი
არიან
ყურნი
მათნი".
და
ვითარ
არა
უარეს
არსმხეცთა
და
პირუტყვთასა,
რომელი
სიტყვათა
ღვთისათა
არა
ისმენდეს
და
უკეთუ
კაცი
იგი
არს,
რომელი
სათნო
ეყოფოდეს
ღმერთსა?
ხოლო
რომელი
ყოვლადვე
სათნო-ყოფისა
მისისა
სიტყვასა
არა
ისმენდეს,
რით
განყოფილ
არს
მხეცთაგან?
იხილე
უკვე,
ვითარ
ბოროტ
არს,
რომელ
ქრისტეს
ნებავს,
რათამცა
კაცთაგან
ანგელოსად
შეგვცვალნეს!
და
ჩვენ
კაცთაგან
მხეცად
შევიცვალებით,
რამეთუ
მუცლისა
მონა
და
ვერცხლისა
მოყვარებისა
მიერ
უფლება
და
მრისხანება
სიძულილი,
ესე
ყოველი
არა
კაცისა
არს,
არამედ
მხეცისა
და
უარესუცა
არს
მხეცთასა,
რამეთუ
მათ
აქვს
თვითოეულსა
სხვა
და
სხვა
ვნება,
და
იგიცა
ბუნებით.
ხოლო
რაჟამს
კაცმან
გონება
თვისი
წარიწყმიდოს
და
მოქალაქობისაგან
საღმრთოსა
განვარდეს,
არღარა
ერთსა,
არამედ
ყოველთა
ვნებათა
შეერევის
და
არა
ერთსა
მხეცსა
მიემსგავსების,
არამედ
ყოველთა
უბოროტეს
იქმნების
და
არღარა
აქვს
წყალობა,
რამეთუ
ნებსით
შევიდა
ბოროტსა.
გარნა
ამასცა
ერსა
ზედა
ნურა
რაი
სმენილ
არს
ესე
ვითარი,
რამეთუ
გვწადს
თქვენთვის
უმჯობესი
და
ამისთვის
უმჯობესად
განგაკრძალებთ,
რათა
ყოველნი
მივიწივნეთ
თავსა
სათნოებათასა,
და
მივემთხვივნეთ
კეთილთა
მათ
საუკუნეთა
მადლითა
და
კაცთ-მოყვარებითა
უფლისა
ჩვენისა
იესო
ქრისტესითა,
რომლისა
მიერ
და
რომლისა
თანა
მამასა
ჰშვენის
დიდება,
სულით
წმიდითურთ,
აწ,
და
მარადის,
და
უკუნითი
უკუნისამდე,
ამინ
No comments:
Post a Comment