შესძინა სხუაჲღა ხუთი. ეგრეთვე რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისა. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. და წარდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ხუთი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა.
და მოვიდა, რომელსა-იგი ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ქანქარი შევსძინე. ჰრქუა მას უფალმან თჳსმან: კეთილო მონაო, სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ და მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა
უფლისა შენისასა. მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. შემეშინა და წარვედ და დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა, ესერა, შენი შენ თანა არს. მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: უკეთურო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. ჯერ-იყო დადებად შენდა ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა, და მო-მცა-ვედ და მოვიღე ჩემი აღნადგინებითურთ. მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და მონაჲ იგი უჴმარი განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ" (მათე. 25,14-30).
თარგმანი: ყოვლადვე ესრეთ არს განგებულებაჲ უფლისაჲ. არა მეყსეულად მოჰჴდის სიტყუასა და ეძიებს საქმესა. რამეთუ ვენაჴისა მისთჳს იტყჳს, ვითარმედ: "მისცა იგი მოქმედთა და წარვიდა", და აწ აქა არწმუნა ქანქარი იგი, რომელ არს ტალანტი, და წარვიდაო, - რაჲთა სცნა სულგრძელებაჲ მისი. ხოლო მოსლვასა იტყჳს მეორესა მას, ოდეს-იგი იქმნას აღდგომაჲ მკუდართაჲ და დაჯდეს უფალი განკითხვად. ხოლო აქა არა იჴსენებიან მუშაკნი და ვენაჴი. რამეთუ არა მთავართა მიმართ ოდენ არს, არცა ჰურიათა, სიტყუაჲ ესე, არამედ ყოველთა მიმართ იტყჳს მორწმუნეთა. და რომელნიმე წარმოუდგებიან და აღიარებენ მის მიერ მიცემულსა მას მადლსა და უჩუენებენ თჳს[ს]ა საქმესა და ჰმადლობენ, რამეთუ მის მიერ მიიღეს მიზეზი საქმისაჲ მის და მისდად აღიარებენ ყოველსავე. ამისთჳს უფალიცა მადლიერ არს და სახიერით უწესს, რამეთუ სახიერ ექმნეს მოყუასთა, და სარწმუნოდ სახელ-სდებს, რამეთუ ქანქარი იგი განამრავლეს. და უბრძანებს სიხარულსა მას საუკუნოსა შესლვად; ესე არს თავი ყოვლისა ნეტარებისაჲ. ხოლო უდებმან მან და მედგარმან მონამან ჰრქუა: "უწყოდე, რამეთუ ფიცხელ ხარ, ამისთჳს დავჰფალ ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა, ესერა,
შენი შენ თანა არს". ხოლო უფალმან ჰრქუა მას: "ჯერ-იყო დადებად შენდა ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა". - ესე იგი არს: ჯერ-იყო შენდა თქუმად, სწავლად, ქადაგებად, შერჩულვად, ვედრებად, განზრახვად კეთილისა. უკუეთუ არა გისმენდეს, არა არს ესე ბრალ შენდა. რაჲმცა იყო ამისა უსახიერეს? კაცნი არა ესრეთ იქმან, არამედ რომელსა მიეცეს სესხი იგი, მასვე თანა-აც მოჴდაჲცა და მიცემად უფლისა თჳსისა. ხოლო ქრისტე არა ესრეთ ეძიებს, არამედ იტყჳს: "შენდა ჯერ-იყო დადებად ვეცხლი იგი ჩემი სავაჭროსა და მემცა მოვიღე იგი აღნადგინებითურთ".
აღნადგინებად სწავლისა იტყჳს საქმისა აღსრულებასა. შენდა ჯერ-იყო უადვილესისა ქმნაჲ და უძნელესისა ჩემდა დატეობად, ხოლო ვინაჲთგან ესოდენ უდებ და მედგარ იქმენ, "მოუღეთ მაგას ქანქარი იგი და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი..." და შემდგომი ამისი.
რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე? - ესე იგი არს, ვითარმედ: რომელსა აქუნდეს მადლი სიტყჳსა და სწავლისაჲ სარგებელად ძმათა და არა იქმოდის, მადლსა მასცა წარსწყმედს და სასყიდელსაცა. ხოლო რომელი მოსწრაფებით შურებოდის, უმეტესი ნიჭი მიიღოს მან. და არა ესე ოდენ შეემთხჳა უბადრუკსა მას, რომელ ქანქარი იგი მოუღეს, არამედ ისმინეთ განჩინებაჲ იგი, სავსე დიდითა სიმწარითა: "და მონაჲ იგი უჴმარიო განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა, მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ". ჰხედავა, ვითარ არა ხოლო ანგაჰრნი და მტაცებელნი და ბოროტისმოქმედნი, არამედ უდებნიცა და კეთილისა არამოქმედნი დაისაჯებიან?
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm
No comments:
Post a Comment