წმ. იოანე ოქროპირი. ლოცვის შესახებ.


როდესაც მე ვეუბნები ვინმეს: სთხოვე ღმერთს, ევედრე მას, მიაშურე მას ლოცვით, მაშინ მე მპასუხობენ: მე ვთხოვე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ, ოცჯერ და ჯერ არ მიმიღია. ნუ შეწყვეტ მანამ არ მიიღებ; ლოცვის ბოლო - სათხოვარის მიღებაა. მაშინ შეწყვიტე, როდესაც მიიღებ, ანდა უკეთესია მაშინაც არ შეწყვიტო, მაშინაც ლოცვაში იმყოფებოდე. თუ შენ არ მიიღე, მაშინ ილოცე, რომ მიიღო; თუ მიიღე, მაშინ მადლობდე მისთვის რაც მიიღე.
მრავალნი მოდიან ეკლესიაში, წარმოთქვამენ ათასობით ლოვის სიტყვებს და გადიან ეკლესიიდან ისე, რომ არ იციან რას ამბობდნენ; მათი ბაგეები მოძრაობენ, ხოლო სმენას არ ესმის. შენ თვითონ არ გესმის შენი ლოცვები; როგორღა გინდა, რომ ღმერთმა შეისმინოს შენი ლოცვა? შენ ამბობ: მე მუხლს ვიდრეკდი; მაგრამ შენი გონება სხვაგან დაქროდა; ბაგეები ლოცვას იძახდნენ, გონება კი აღრაცხავდა და ითვლიდა - შემოსავლებს, შეთანხმებებს, პირობებს, მინდვრებს, სამფლობელოებს, სამეგობროს. ეშმაკი ბოროტია; მან იცის, რომ ლოცვის დროს ჩვენ ვაღწევთ დიდ წარმატებებს; ამიტომაც ზუსტად მაშინ გვესხმის თავს.
ხშირად, ვწევართ რა ჩვენს საწოლზე წყნარად, ჩვენ არაფერზე არ ვფიქრობთ; ხოლო როდესაც ლოცვაზე მივდივართ, მაშინ ათასი აზრები მოგვდის, რომ ლოცვიდან უსარგებლოდ წამოვიდეთ.

მაშ ასე, იცი რა რომ ლოცვისას ასე ხდება, მიბაძე ქანანელ დედაკაცს, გინდაც კაცი იყო, მიბაძე დედაკაცს, უცხოტომს, დავრდომილს, უარყოფილს და მოძაგებულს. შენ არ გყავს ეშმაკეული ქალიშვილი? მაგრამ გაქვს ცოდვილი სული. რა სთქვა ქანანელმა დედაკაცმა? შემიწყალე მე რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეული არს. შენც ასე სთქვი: შემიწყალე მე; სული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ცოდვა დიდი დემონია. ეშმაკეული სიბრალურს იწვევს, ხოლო ცოდვილი - ზიზღს; პირველი იმსახურებს შეწყალებას, ხოლო მეორეს არა აქვს გამართლება; შემიწყალე მე: მოკლე სიტყვაა, მაგრამ მან ჰპოვა ზღვა კაცთმოყვარეობისა; რადგანაც სადაც წყალობაა, იქაა ყველა სიკეთე. მაშინაც კი, როდესაც ეკლესიის გარეთ იქნები, შეჰღაღადე და სთქვი: შემიწყალე მე; თქვი, თუმცა ბაგეები არ აამოძრავო, მაგრამ გონებით ევედრე; ღმერთს ესმის მათიც ვინც დუმს. ამისთვის საჭიროა არა ადგილი, არამედ პირველ რიგში სულიერი განწყობა. იერემია ბინძურ ორმოში იმყოფებოდა და მიიპყრო ღმერთის ყურადღება. დანიელი ლომების ორმოში იმყოფებოდა, მაგრამ საკუთარი თავისადმი კეთილგანაწყო ღმერთი; სამი ყრმა გავარვარებულ ცეცხლში იყვნენ და ადიდებდენ რა ღმერთს, კეთილგანაწყვეს იგი; ავაზაკი მიმსჭვალული იყო ჯვარზე და ჯვარმა არ შეუშალა ხელი, არამედ განუღო სამოთხე; იობი სანაგვეზე იჯდა და ღმრთის მოწყალებით სარგებლობდა; იოანა ვეშაპის მუცელში იმყოფებოდა და ღმერთი ისმენდა მისსას. პირსაბანთან თუ იქნები, იქაც ილოცე; გზაში იქნები, თუ საწოლზე, თუ სადაც არ უნდა იყო, ილოცე. შენ ტაძარი ხარ ღმრთისა; არ ეძიო ადგილი რაიმე; საჭიროა მხოლოდ სულიერი განწყობა. თუნდაც მსაჯულის წინაშე იყო, ილოცე. ოდესღაც წინ იყო ზღვა, უკან ეგვიპტელები, ხოლო შუაში მოსე; დიდი იყო სიძნელე ლოცვისთვის; მაგრამ დიდი იყო სივრცელე ლოცვისა. უკან მოსდევდენ ეგვიპტელები, წინ ზღვა იყო, ხოლო მათ შუა ლოცვა იყო საჭირო. მოსე არაფერს წარმოთქვამდა, მაგრამთქვა უფალმან მოსეს მიმართ: რასა ჰხმობ ჩემდა მომართ“ (გამოსვლ. 14.15)? მისი ბაგეები არ მეტყველებდენ, მაგრამ გონება უხმობდა. ასევე შენც, საყვარელო, როდესაც წარდგომილ ხარ მრისხანე მსაჯულის წინაშე, რომელიც გემუქრება უდიდესი სასჯელით, ანდა სხვა ხელისუფალთა წინაშე, რომელნიც ასევე გემუქრებიან, ევედრე ღმერთს; და მაშინ როდესაც შენ ილოცებ, მღელვარება დასცხრება. მსაჯულია შენს წინააღმდეგ? შენ ღმერთს მიმართე. ხელისუფალი გაჭირვებს? შენ ღმერთს მოუხმე. განა ის ადამიანია, რომ ეძიებდე მას რომელიმე ადგილას? ღმერთი ყოველთვის ახლოს არს. თუ შენ გინდა ითხოვო ადამიანისგან, თავიდან კითხულობ, თუ რას აკეთებს იგი, ხომ არ სძინავს, ან დაკავებული, ხომ არ არის!? ხოლო მსახური არ გპასუხობს. ხოლო ღმერთს არ ეგრეთ აქვს; სადაც არ უნდა წახვიდე და მოუხმო მას, მას ესმის; არც დაკავებულობა, არც საქმე და არც მსახური არ გაშორებს მას შენ. სთქვი: მიწყალე მე, და ღმერთი იმავწუთს ხდება მახლოს მყოფი. „მაშინ ხმა-ჰყო და ღმერთმან ისმინოს შენი, მერმე იტყოდიღა შენ, გრქუას: აჰა, აქა ვარ.“ (ისაია 58.9). ჰოი სატყვა აღსავსე წყალობით! ის არ ელოდება ლოცვის დასასრულს; უკვე მანამ, სანამ მორჩები ლოცვას, შენ უკვე იღებ წყალობას. მოდით, ისმინეთ დამოძღვრა ჩემი, მივბაძოთ ქანანელ დედაკაცს. მიწყალე მე: ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს, ამბობდა იგი. უფალი კი ეუბნება მას: ჰოი დედაკაცო, დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი: გეყავნ შენ, როგორცა გნებავს! და განიკურნა ასული იგი მისი. როდის? იმ ჟამითგან (მათე 15.28); არა იმდროითგან, როდესაც დედამისი შინ დაბრუნდა, არამედ მანამ, სანამ დაბრუნდებოდა. იგი მივიდა, რომ ენახა ეშმაკეული და ნახა ჯამრთელი, განკურნებული. მოდით ყოველთა ამისთვის ვმადლობდეთ ღმერთსა, რომელსა შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
                                
(საუბარი ქანანელ დედაკაცზე)

(Собран. поучен., избранных из творений Св. Иоанна Златоустаго, Стефаном Дерябиным. издвн.II.

Москва 1889г.)

No comments:

Post a Comment