მამისა აგათონისთჳს. ანბანური პატერიკი. სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი. III

                                                      მამისა აგათონისთჳს




      ჰკითხა მამამან აგათონ მამასა ალონეს და ჰრქუა: მინებს 
   შეკრძალვაჲ ენისა ჩემისაჲ, რაჲთა არა იტყოდის ნაცილსა. ჰრქუა 
მას მამამან ალონე: უკუეთუ არა სთქუა ნაცილი, მრავალი ცოდვაჲ 
   ჰქმნე. ხოლო მან ჰრქუა, ვითარ ჰრქუა მას ბერმან: აჰა ესერა ორთა 
   კაცთა კაცი მოკლეს და შენ იხილე და ერთი იგი მიივლტის სენაკად 
   შენდა. და მთავარი ეძიებს მას და გკითხავს შენ და გეტყჳს: შენ თანა 
   მოიკლა კაცი. უკუეთუ არა სთქუა ნაცილი, მისცე ძმაჲ იგი შენი 
   სიკუდილდ, არამედ უფროჲსად აცადე თავი თჳსი თჳნიერ კრულებისა 
   წინაშე უფლისა, რამეთუ მან უწყის ყოველი. 



      იტყოდეს მამისა აგათონისთჳს,  ვითარმედ სამ წელ ეპყრა 
   ქვაჲ პირსა შინა, ვიდრემდის დაისრულა დუმილი.



       იტყოდეს მამისა აგათონისთჳს, ვითარმედ: სარწმუნო იყვნეს 
   თუალნი მისნი მის თანა და არა ვიდრევე იხედვიდა სხუად და 
   მრავალგზის თქჳს ღირსებით, ვითარმედ: არა შემიცნობიეს თავსა 
   ჩემსა, ვითარმცა შე-სადა-ვიღე გულის-თქუმაჲ რაჲმე თუალთაგან 
   ჩემთა სენაკად ჩემდა. არასადა შფოთით იქმნ ჴელთ-საქმარსა, არცა 
   შეიპყრის მით, უკუეთუ საჴმარ არნ მცნებისა მისთჳს შეწევნად 
   ძმისა, ზინ და იქმნ ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 
      და თუ მოიწიის კანონისა მისისა ჟამი და ჴელთ-საქმრისა მისგანი 
   უცნ3 მცირედ, დაუტევის ხვალისად და არა დააბრკოლის თავი 
   თჳსი კანონისაგან თჳსისა. და თუ აკლნ რაჲმე სენაკსა ძმისასა, 
   უყიდის და თუ ჰრქჳის ძმამან მან უძლურმან: ოდეს მიხუედ სავაჭროსა 
   მას, მამაო აგათონ, და ვერ ვაგრძენ, მინდა, რაჲთამცა მიყიდე 
   ჭურჭელი. და თუ იგი არნ, რომელსა იგი  ეძიებნ, რომელი 
   მას საჴმრად თჳსისა სენაკისა უყიდიედ, მისცის მას. და თუ ჰრქჳს 
   ძმამან მან: თჳთ გეწამო, რამეთუ საჴმარ არს ეგე. და თქჳს: სენაკისათჳს 
   ვიყიდე ეგე და არღარა საჴმარ არს ჩემდა, ხოლო მაგას უჴმს 
   ეგე. მეტყჳნ ჩუენ მრავალგზის: ნურას მოიგებთ ჭურჭელსა, რომელთა 
   ძმაჲ თუ გთხოვდეს ჴუმევით და მძიმე გიჩნდეს მიცემად. 
   და შეუძრწუნებელ იყო გონებითა. და თუ ვინმე 
   ჰრქჳს მას სიტყუაჲ შემაწუხებელი, დუმნ და არარაჲ 
   მიუგის, ვითარმცა ესმა-ვე არაჲ. და თუ ვინმე ჰრქჳს: არა 
   გესმაა, რაჲ-ესე გრქუა ძმამან? და თქჳს მან სიტყუაჲ იგი, რომელ    თქუა: დავხედე თავსა ჩემსა და ვიხილე იგი ჩემ თანა. და ჰრქუა მას: 
   რაჲსათჳს არა დაუვრდი მას? და ჰრქჳს: არა მინდა, რაჲთამცა დაიწყლა 
   გონებაჲ მისი. აქუნდა მშჳდობაჲ ყოველთა თანა ძმათა, სადაცა 
   იყოფვინ, ჰყუარობედ მას და ჰბაძვედ სათნოებათა მისთა ყოველნი 
   იგი ძმანი.  არა შეიმოსის სამოსელი, ვითარმცა ვინ თქუა, 
   ჯეკმა კეთილ არს, გინა ჯეკმა ხენეშ არს. და ოდეს იყიდინ თავისა 
   თჳსისა პალეკარტსა, გინა თუ ფიჩუსა, გინა თუ რასავე ჭურჭელსა 
   სენაკისათჳს, სავაჭროსა მას მიმოისტუანავნ. და თუ ვინმე იხილის 
   ქურივი და დავრდომილი და აქუნ იგი ჭურჭელი, რომელსა თჳთ 
   ეძიებნ სყიდად, ჰრქჳს მას, რაოდენის გიყოფიეს ესე? და რავდენისცა 
   ჰრქჳს, უკუეთუ აქუნ, მისცის და თუ არა აქუნ, ჰრქჳს: შემინდვე, 
   და დაუტევის იგი. 


       თქუა მამამან პეტრე აბალოტისმან, ვითარმედ: სენაკსა შინა 
   ვიყავ მამისა აგათონისა და მოვიდა ძმაჲ და ჰრქუა მას: მინებს 
   ძმათა თანა ყოფის. მითხარ მე, ვითარ ვიყოფოდი მათ თანა? 
   ჰრქუა მას: ვითარცა პირველსა მას დღესა შეხჳდოდი რაჲ მათ 
   თანა, ეგრეთ დაიმარხე უცხოებაჲ შენი ყოველსა დღესა, რაჲთა 
   არა კადნიერ იქმნა. ჰრქუა მას მამამან მაკარი: და შენ ვითარ 
   იყოფვი ჩემ თანა, ვითარცა უცხოჲსა თანა? ჰრქუა მას მამამან 
    აგათონ: და ვითარ გგონიეს, რამეთუ უცხოსა თანა, გინა თუ 
   მინდეს, გინა თუ არა მინდეს, არა მაქუნდეს კადნიერებაჲ? ჰრქუა 
   მამამან მაკარი: და რაჲ ყვის კადნიერებამან? ჰრქუა მას ბერმან: 
   მსგავს არს ხორშაკსა შემწუველსა დიდსა, რამეთუ ოდეს მოჰბერის, 
   ყოველნი ივლტიედ პირისაგან მისისა და ხეთა ნაყოფი განხრწნის. 
   ჰრქუა მას მამამან მაკარი: ესრეთ ბოროტ არს კადნიერებაჲ? 
   ჰრქუა მას მამამან აგათონ: არარაჲ არს სალმობაჲ უბოროტეს 
   კადნიერებისა, რამეთუ მშობელი არს ყოველთა ვნებათაჲ. და 
   უღირს მოღუაწესა, რაჲთა არა კადნიერ იყოს ნუცა-ღა თჳსსა სენაკსა 
   შინა, რამეთუ ვიცი ძმაჲ ვინმე, რომელი იყოფვოდა თჳსსა 
   სენაკსა შინა და დაეყო მრავალი ჟამი. და ეგო მცირჱ სარეცელი 
   მას შინა და თქუა: გამოვედ მერმე სენაკით და არა ვიცან იგი სარეცელი, 
   უკუეთუმცა სხუამან არა მითხრა. 




       თქუა მამამან აგათონ: უღირს მონანაზონსა, რაჲთა არა 
   ეტეოს გონებასა თჳსსა  დამტკიცებად თავისა თჳსისა რომელსავე 
   საქმესა ზედა, რამეთუ იტყჳნ: თჳნიერ კრძალულებისა ვერ 
   წარიმართოს კაცმან ვერცა მიმართ სათნოებისა. 



       ჰრქუა მას ძმამან ვინმე: რომელი შრომაჲ უფროჲს არს -- 
   ჴორციელი შრომაჲ ანუ შინაგანი კრძალულებაჲ? 



       ხოლო მან ჰრქუა მას: მსგავს არს ხესა კაცი. ჴორციელი 
   შრომაჲ ფურცელი არს, ხოლო კრძალულებაჲ ნაყოფი მისი. უკუეთუ 
   არა მოიპოვოს კრძალულებაჲ მონაზონმან, ემსგავსა იგი ტუტასა, 
   რომელი შორით სასხუარ არნ, რამეთუ რტოგანფენილ არნ 
   და კეთილად მცენარე, ხოლო რომელი მიეახლის, არაჲ პოის მას 
   შინა ნაყოფი. ვიდრე-იგი ჩჩჳლ-ღა არნ ნაყოფი ხეთაჲ, და თუ არა 
   აქუნ ფურცელი ხეთა, მეყსეულად განჴმას მზისაგან ნაყოფი მათი. 




       იტყოდეს მამისა აგათონისთჳს, ვითარმედ მი-ვიხმე-ვიდეს, 
   რამეთუ ესმინა მისთჳს, ვითარმედ დიდი განკითხვაჲ აქუს. და უნდა 
   რაჲთამცა გამოცადეს იგი, უკუეთუ გული განიწყის. და ჰრქუეს: 
   შენ ხარა აგათონ? გუესმა შენთჳს, რამეთუ მეძავ ხარ და ამპარტავან. 
    ხოლო მან თქუა: და ეგრეთ არს. ჰრქუეს მას: შენ ხარა 
   აგათონ, ცუდის-მეტყუელი და ძჳრის-მზრახვალი? და თქუა: მე 
   ვარ. და კუალად ჰრქუეა: შენ ხარა აგათონ ძწვალებელი? და თქუა: 
   არა ვარ მწვალებელი. და ევედრებოდეს მას და ეტყოდეს, რაჲსათჳს 
   ეგოდენი თავს-იდეჳ და ეგე ხოლო არა თავს-იდევ? და თქუა: პირველსა 
   მას თავით ჩემით ვიჩემებდ, რამეთუ სარგებელი აქუს სულისაჲ, 
   ხოლო წვალებაჲ განშორებაჲ არს ღმრთისაგან. ხოლო ესე 
   რაჲ ესმა მათ, დაუკჳრდა განკითხვაჲ იგი მისი და წარვიდეს აღშენებულნი. 




   [გვთხრობდეს მამისა აგათონისათჳს, ვითარმედ: ოთხი თუჱ 
   დაეყო სენაკისა საქმესა ყრმათა მისთა თანა და ვითარ აღ-ოდენესრულა 
სენაკი იგი, რაჲთამცა დაეყუდნეს, იხილა პირველსავე მას 
   კჳრიაკესა მას ადგილსა საქმჱ რაჲმე მავნებელი. და ჰრქუა ყრმათა 
   თჳსთა: აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. ხოლო იგინი შეწუხნეს და 
   ჰრქუეს მას: უკუეთუ ყოვლად გულსა გედვა ამიერ  წარსლვაჲ, 
   რაჲსათჳს ესოდენი შრომაჲ ვყავთ და აღვაშენეთ სენაკი ესე? 
   და კაცნიცა დაბრკოლდენ და მეტყოდიან ჩუენ და მეკიცხევდენ: 
   აჰა ესერა კუალად წარვიდეს დაუდგრომელნი იგი. ხოლო მან ვითარცა 
   იხილა სულმოკლებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: დაღათუ ვინმე 
   დაბრკოლდეს, კუალად სხუანი აღეშჱნნენ და თქუან: ნეტარ 
   არიან ესევითარნი ესე, რამეთუ ღმრთისათჳს წარვიდეს და არას დახედნეს, 
   ხოლო რომელსა უნებს მოსლვის, მოვედინ. მე აჰა ესერა 
   წარმართებულ ვარ. მაშინ დაცჳვეს იგინი ქუეყანასა ზედა და ევედრებოდეს, 
   რაჲთა ყოველთა უბრძანოს მის თანა წარსლვაჲ. თქუეს 
   კუალად მისთჳსვე, ვითარმედ მრავალგზის წარვიდის და თანა არაჲ 
   წარიღის გარნა სახეველი ხოლო მარტოჲ ბუდესა შინა. მერმე 
   კუალად ჰკითხეს ძმათა და ჰრქუეს: მამაო, რომელსა საქმესა სათნოებათა 
   შინა აქუს უფროჲსი შრომაჲ? ხოლო მან ჰრქუა მათ: შემინდვეთ 
   მე, რამეთუ ვითარ ვჰგონებ, არარაჲ არს სხუაჲ უფროჲსი 
   შრომაჲ, ვითარ ლოცვაჲ ღმრთისა  მიმართ, რამეთუ ოდეს 
   უნებნ კაცსა ლოცვის, უნებნ მტერთა, რაჲთამცა დააბრკოლეს იგი, 
   რამეთუ იციედ, ვითარმედ არარაჲთ მართლ უკუნ იქცევინ, გარნა 
   ლოცვითა ღმრთისა მიერ6, რამეთუ ყოველსავე სათნოებასა, რომელსა 
   ჴელი შეყოს კაცმან და დაყოვნის მას შინა, პოის განსუენებაჲ, 
   ხოლო ლოცვასა ვიდრე უკუანაჲსკნელ სულისა აღმოსლვამდე 
   აყენებედ კაცსა და უნებნ დაბრკოლებაჲ მისი. 



       იყო მამაჲ აგათონ ბრძენ გონებითა და უცონო ჴორციელითა 
   შრომითა და შემძლებელ ყოველსა შინა ჴელთ-საქმრითა მით 
   საზრდელისა და სამოსლისა თჳსისაცა იგივე. ოდესმე მივიდოდა 
   გზასა მოწაფეთა თჳსთა თანა. პოა ერთმან მათგანმან გზასა ზედა 
   მცირედ ნედლი ცერცჳ და ჰრქუა ბერსა: მამაო, გნებავსა აღვიღო 
   ესე? მიხედნა მას ბერმან დაკჳრვებულად და ჰრქუა: შენ დასდევ 
   ეგე მანდა? და თქუა ძმამან მან: არა. ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ 
არა დასდევ, ვითარ გინებს აღების? მოუჴდა ვინმე ძმაჲ  მამასა 
   აგათონს, რაჲთა იყოფვოდის მის თანა. და მო-რაჲ-ვიდოდა, პოა 
   მცირჱ გზასა ზედა ბავრუკი და მოართუა იგი მას. ჰრქუა მას ბერმან: 
   ვინაჲ მოიღე ბავრუკი ესე? ჰრქუა მას ძმამან: ვპოე გზასა ზედა. 
   ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ ჩემ თანა ყოფად მოხუედ, რომელი 
   არა დაგედვას, ნუ აიღებ. და მისცა იგი, რაჲთა მუნვე დადვას, სადაჲთცა 
   აიღო იგი. ძმამან ჰკითხა ბერსა და ჰრქუა: მცნებისა საქმჱ 
   მოიწია და ბრძოლაჲ მაქუს მას ადგილსა, რომელსა საქმე იგი არს 
   და მინებს მისლვის მცნებისა მისთჳს და მეშინის ბრძოლისა მისთჳს. 
   ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუმცა იყო აგათონ, მცნებაჲმცა იგი აღასრულა 
   და ბრძოლასა მასცამცა სძლო. 



       მერმე თქუა მამამან აგათონ, რამეთუ: არასადა დავწევ, 
   ვითარმცა ვისთჳსმე მაქუნდა გულის-კლებაჲ, არცა სხუასა უტევე, 
   ვითარმცა ვის აქუნდა ჩემდა მომართ მსგავსად ძალისა ჩემისა. 



       იტყოდეს კუალად მისთჳსვე და მამისა  ამოჲსთჳს, რამეთუ 
   ოდეს ჰყიდედ ჭურჭელსა, თქჳან სასყიდელი ჭურჭლისაჲ მის 
   და რაჲცა ვინ მისცის, მიიღიამ ღუმილით და კუალად ოდეს მოღმართ 
   იყიდიედ ჭურჭელსა, რაოდენისცა თქჳედ გამსყიდელთა მათ, 
   მისციან დუმილით და ყოლადვე სიტყუაჲ არა თქჳან. 



       მანვე მამამან აგათონ თქუა, რამეთუ: არასადა მიმიცემიეს 
   ქველის-საქმარი, არამედ მიცემაჲ და მოღებაჲ ქველის-საქმარ 
   იყო ჩემდა, რამეთუ შესაძინელი ძმისა ჩემისაჲ საქმედ შესაწირავთა 
   შემირაცხიედ თავისა ჩემისა. 



       მანვე მამამან აგათონ ოდეს იხილის ნუ რაჲ საქმჱ და უნებნ 
   გულის-სიტყუასა მისა განკითხვის, ჰრქჳს თავსა თჳსსა: აგათონ, 
   შენ ნუ იქმ მაგას. და ესრეთ გულის-სიტყუაჲ იგი დააცხრვის. 



       მანვე თქუა: დაღათუ მკუდარი აღადგინოს გულმწყრალმან, 
   არავე სათნო არს. 




       ჰქონდეს ოდესმე მამასა აგათონს ორნი მოწაფენი თჳსაგან 
   განშორებულად. ერთსა შინა დღესა ჰკითხა ერთსა მას და ჰრქუა: 
   ვითარ იყვი სენაკსა  შინა შენსა? ხოლო მან ჰრქუა: დავიმარხი, 
   ვიდრე მწუხრამდე და შევჭამი ორი პაქსიმადი. ჰრქუა: წესიერი 
   მარხვაჲ არს და ფრიადი შრომაჲ. ჰრქუა ერთსა მასცა: შენ ვითარ 
   იყოფვი? ჰრქუა მანცა: ორ-ორით ვიმარხავ და ორსა პაქსიმადსა 
   შევშჭამ. ჰრქუა მას ბერმან: დიდად შურები, რამეთუ ორი ბრძოლაჲ 
   თავს-გიდებიეს, რამეთუ არს რომელიმე დღითი-დღედ ჭამს 
   და არა მაძღრივ და იგიცა შრომაჲვე არს. სხუაჲ, რომელი ორ-ორით 
   იმარხავს და მაძღრივ ჭამაჲ უნებნ, ხთლო შენ თრ-თრით იმარხადა 
   მუცელსა არა განიძღებ. 



       ძმამან ჰკითხა მამასა აგათონს სიძვისა ეშმაკისათჳს. ჰრქუ: 
   მას: მივედ და დააგდე უძლურებაჲ შენი წინაშე ღმრთისა და გაქუნდეს 
   განსუენებაჲ. 



       თქუა მამამან აგათონ: მოყუარე თუ ვინ იყოს გარდარეულად 
   და თუ ვცნა და მძლევს ბრძოლითა, მოვიკუეთო იგი ჩემგან. 




       მერმე თქუა: უღირს კაცსა, რაჲთა ყოველსა ჟამსა ხედვიდეს 
   სატანჯველსა. 



       თქუა მამამან იოსებ: ძმანი რაჲ იტყოდეს სიყუარულისათჳს, 
   რამეთუ ჩუენ ვიცით, რაჲ არს სიყუარული. 
       და თქუა მამისა აგათონისათჳს, რამეთუ აქუნდა სახეველი 
   და მოვიდა მისსა ძმაჲ და აქო იგი. და არა განუტევა, ვიდრემდის 
   არა მიიღო სახეველი იგი. 



       იტყოდა თჳთ იგივე მამაჲ აგათონ, ვითარმედ: უკუეთუმცა 
   შესაძლებელ იყო ესე ჩემდა ყოფად, ვითარმცა ვპოე გონჯი და 
   მიმცა, ვსცენ ჴორცნი ჩემნი და მისნიმცა მოვიხუენ, სათნომცა მიჩნდა, 
   რამეთუ ესე არს სიყუარული სრული. 




       იტყოდეს კუალად მისთჳსვე, რამეთუ შევიდა ოდესმე ქალაქად, 
   რაჲთა ჭურჭელი განყიდოს, და პოა ვინმე კაცი უცხოჲ, 
   უდაბნოსა ზედა დავრდომილი, რომელსა არა ჰქონდა მოღუაწჱ. და 
   დაჯდა მის თანა და დაუპყრა მას სახლი. და ჴელთ-საქმრისა მისისგან 
   სახლისა სასყიდელსა გარდაიჴდიდა. და სხუასა მას სნეულისა 
   მისთჳს წარაგებდა. და დაადგრა მის თანა ოთხ თუჱ, ვიდრემდის 
   განიკურნა უძლური იგი, და ესრეთ წარვიდა ბერი სენაკად თჳსა. 




       გჳთხრობდეს ვიეთნიმე მამისა აგათონისთჳს, რამეთუ ისწრაფდა 
   ყოველთა მცნებათა:  და თუ ნავითა ვიდრე წარვალნ, 
   ნიჩაბი წინაჲთ მას უპყრიედ, და თუ ძმანი მოუჴდიან, ვითარცა 
   ლოცვაჲ აღასრულიან, მეყსეულად ჴელნი მისნი ტაბლასა დააგებედ, 
   რამეთუ სავსე იყო სიყუარულითა ღმრთისაჲთა. და ოდეს მოიწია 
   ჟამი აღსრულებისა მისისაჲ, იდვა სამ დღე, ოდენ თუალნი ხოლო 
   ზე ეხილნეს. ჴელითა შეძრეს იგი ძმათა და ჰრქუეს მას: მამაო 
   აგათონ, სადა ხარ? ხოლო მან ჰრქუა მათ: წინაშე განკითხვასა 
   ღმრთისასა ვდგა. ჰრქუეს მას ძმათა: შენცა გეშინის-ვეა, მამაო? 
   თქუა: ერთი ჯერი განუმზადე თავი ჩემი მცნებათა დამარხვად, არამედ 
   კაცივე ვარ, ვინაჲ ვიცი, უკუეთუ საქმენი ჩემნი სათნო ეყვნეს 
   ღმერთსა? 
      ჰრქუეს მას ძმათა: ვერ მოსავ ხარა, რამეთუ საქმენი შენნი 
   სათნო არიან ღმრთისა? ჰრქუა მათ ბერმან: ვერ გულპყრობილ 
   ვარ, უკუეთუ არა შევემთხჳო ღმერთსა, რამეთუ სხუაჲ არს საშჯელი 
   ღმრთისაჲ და სხუაჲ არს კაცთაჲ, და უნდა მათ, რაჲთამცა 
   ჰკითხეს-ღა სხუაჲ სიტყუაჲ. ჰრქუა მათ: ყავთ სიყუარული  და 
   ნურას მეტყჳთ, რამეთუ ვერ მცალს. და აღესრულა იგი სიხარულით, 
   რამეთუ იხილეს იგი აღყვანებული, ვითარცა-იგი ვინ მოიკითხავნ 
   თჳსთა მეგობართა და მოყუარეთა, რამეთუ აქუნდა დიდი 
   საცოჲ, რამეთუ თქჳს: თჳნიერ საცოჲსა ვერ წარმატებულ იქმნეს 
   კაცი ვერცა ერთისა სათნოებისა მიმართ. 




       იტყოდეს მამისა აგათონისთჳს და მამისა ერაკლესთჳს, ვითარმედ 
   სხდეს, რაჲ იგინი სკიტეს, სულმოკლებაჲ რაჲმე შემოვარდა 
   შორის მათსა, და ვითარ მივიდა მამაჲ აგათონ სენაკად თჳსსა, 
   ვერ ეძლო ჯდომად. მივიდა და დაუვრდა მამასა ერაკლეს, ხოლო 
   მან ჰრქუა: შემინდვე, მამაო, რამეთუ არცა გონებასა მომეგონა, ვითარ 
   სულმოკლე რასმე ზედა ვიქმნენით. 
      მი-ვინმე-ვიდა და უთხრა მათთჳს მამასა პიმენს, და თქუა: 
   ბერმან აგათონ პოა გზაჲ, რამეთუ სიმდაბლჱ საქმით აჩუენა. 



       იტყოდეს მამისა აგათონისთჳს, რამეთუ უნდა ოდესმე შესლვაჲ 
   ქალაქად, რაჲთა ჴელთ-საქმარი განყიდოს. და პოა ვინმე 
   გზასა ზედა გონჯი დაგდებული. ჰრქუა მას:  მამაო, ვიდრე 
   ხუალ? ხოლო მამამან აგათონ ჰრქუა მას: ქალაქად შევალ ჴელთსაქმრისა 
   განსყიდად. ჰრქუა მას: ყავ სიყუარული და შემიღე მუნ. 
   ხოლო მან წარმოიკიდა იგი და შეიღო ქალაქად. მაშინ ჰრქუა მას: 
   რომელსა ადგილსა ჭურჭელსა მაგას განჰყიდდე, მას ადგილსა მეცა 
   დამდევ. ხოლო მან ყო ეგრე. და ვითარცა განყიდის ჭურჭელი იგი, 
   ჰკითხის: რაოდენის განჰყიდე? და მან ჰრქჳს: ესოდენის. და ჰრქჳს: 
   ვიყიდე პლაკუნტი, რომელ არს ფოფხი. და კუალად, ოდეს სხუაჲ 
   განყიდის, ჰრქჳს: რაის? და მან ჰრქჳს: ესოდენის. და კუალად 
   ჰრქჳს: ჰაბა, ჰაბა, მიყიდე იგივე. და მოუყიდის მას იგი. და ვითარცა 
   დაყიდა ყოველი იგი ჭურჭელი და უნდა წარსლვის, ჰრქუა უძლურმან 
   მან: წარხუალა? ხოლო მან ჰრქუა მას: ჰე, წარვალ. ყავ 
 სიყუარული და კუალად მიმიღე მასვე ადგილსა, სადაცა მპოე. და 
   მან წარმოიკიდა იგი და კუალად მიიღო მუნვე. მაშინ ჰრქუა მას: 
   კურთხეულ ხარ, აგათონ, უფლისა მიერ ცათა შინა და ქუეყანასა 
   ზედა. და ვითარ უკუნ-იხილა მამამან აგათონ,  არღარავინ იხილა 
   მუნ, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოსრულ იყო გამოცდად 

No comments:

Post a Comment