ორნი ვინმე მამათაგანნი ევედრებოდეს ღმერთსა, რაჲთაა უწყოს მათ, თუ ვისსა-ძი საზომსა მიწევნულ არიან? და მოიწია მათა ჴმაჲ და ჰრქუა მათ: დაბასა ერთსა ეგჳპტეს არს ვინმე კაცი, სახელით ევქარისტოს და ცოლსა მისსა ჰრქჳან მარიამ. არღა მიწევნულ ხართ საზომსა მისსა. და აღდგეს ორნივე იგი ბერნი და მივიდეს დაბასა მას, და მოიკითხეს სახლი იგი ერის-კაცისაჲ მის, და პოეს დედაკაცი შინა და ჰრქუეს მას: სადა არს ქმარი შენი?
ხოლო მან ჰრქუა მათ: მწყემსი არს და მწყსის სამწყსოსა ველსა გარე. და შეიყვანნა იგინი სახლად თჳსა. და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა ევქარისტო სამწყსოსა თანა მისსა, და ვითარცა იხილნა ბერნი იგი, მზა უყო მათ ტაბლაჲ და მოართუა მათ წყალი და დაჰბანნა ფერხნი. ხოლო ბერთა თქუეს: არარაჲსა გემოჲ ვიხილოთ, უკუეთუ არა პირველად გჳთხრა საქმე შენი. ხოლო ევქარისტოს სიმდაბლით ჰსქუა მათ მე მწყემსი ვარ და ესე ცოლი არს ჩემი. და ბერნი იგი ევედრებოდეს მას გულს-მოდგინედ. ხოლო მას არა უნდა თხრობის. მაშინ ჰრქუეს მას ღმერთმან მოგუავლინნა ჩუენ შენდა. ხოლო მას, ვითარცა ესმა ესე სიტყუაჲ, შეეშინა და ჰრქუა მათ:
აჰა ესერა, ცხოვარი დაგჳტევეს ჩუენ მამა-დედათა ჩუენთა, და რაოდენი უფალმან განმზადის და მოგუცის ნაყოფად, განვყვით სამად ნაწილად. ერთი ნაწილი -- გლახაკთათჳს და ერთი ნაწილი -- უცხოთათჳს განსასუენვბელად და მესამჱ ნაწილი -- ჩუენდა სამსახურებელად. და ვინაჲთგან მოვიყვანე ისე ცოლად, არცა სადამე შევიგინე მაგისგან, არცა ეგე ჩემგან, არამედ ქალწულად ჰგიეს. და თითოეულმან ჩუენგანმან ღამჱ თჳსაგან დაიძინის. ხოლო ჩუენ ღამჱ გუაქუნ ძაძაჲ და დღისი თჳსი სამოსელი. და აქამომდე კაცმან არა იცოდა ესე. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე. დაუკჳრდა და წარვიდეს.
No comments:
Post a Comment