III თავი. სარწმუნოებისათჳს წმიდისა და ერთარსისა სამებისა. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


ხოლო წმიდისა და განუყოფელისა ერთღმრთეებისა სამებისა საიდუმლო რააღვწერეთ, აწ კუალად ცხოველსმყოფელისა სულისა წმიდისათ ვიტყ: თუ რაარს მიზეზი მათისა ესრეთ უწესოდ აღსარებისა, ვითარმედ სული*(47) წმიდა მამისა და ძისაგან გამოვალსო, რომელი ესე უცხო არს ქადაგებისაგან წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა კაცთასა. ხოლო ჩუენ არა ვიტყ სულსა წმიდასა ძისაგან გამოსლვით, არამედ მამისაგან, მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილთა მამათასა. რამეთუ, ვითარცა ძე იშვა მამისაგან პირველ ყოველთა საუკუნეთა და უწინარეს ჟამთა, ეგრეთვე სული წმიდა გამოვიდა მისვე მამისაგან უწინარეს ჟამთა და პირველ ყოველთა საუკუნეთა. რამეთუ ერთი არს არსება და ბუნება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, სიტყსაებრ საღმრთოთა წერილთასა, მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა და მოძღვრებისაებრ წმიდათა ღმრთის მეტყუელთასა. რამეთუ არცა ერთსა ვის წმიდათაგანსა უთქუამს სული წმიდა ძისაგან გამოსლვით, ვითარცა ძე არა თქმულ არს სულისაგან შობილად, არამედ მხოლოდ მამისაგან. ეგრეთვე არცა ითქუმის*(48) სული წმიდა ძისაგან გამოსლვით, არამედ მამისგან. რამეთუ რაოდენნი ღმრთისმეტყუელნი არიან წმიდათა მამათა მიერ აღწერილნი და უმეტეს დიდისა ღმრთისმეტყუელისა გრიგოლისნი, რომელმან ერგასისნი თავნი ღმრთისმეტყუელებანი აღწერნა ვრცელად და უნაკლოდ. რამეთუ ყოვლად ღმრთისმეტყუელისა და მახარებელისა იოანესა ამას მიხუდა სახელი ღმრთისმეტყუელებისა და ყოველივე თქმული მისი ღმრთისმეტყუელებითა აღსავსე არს და არცა ერთსა თქმულთა მისთა შინა იპოების, თუმცა ეთქუა ძისაგან გამოსლვით, არამედ მხოლოდ მამისაგან. არცაღა დიდსა და ზეცით გამობრწყინვებულსა ბასილის, არცა წმიდასა და ყოვლისა სოფლისა მნათობსა ოქროპირსა, არცა დიდსა ათანასის, არცა გრიგოლი საკირველთმოქმედსა, რომელსა ცხადად წარმოუდგა წმიდა ღმრთისმშობელი და ღმრთისმეტყუელი იოანე და გამოუცხადეს*(49) წმიდისა სამებისა საიდუმლოდა მყის აღწერა მათსავე მუნ ყოფასა შინა მათითავე ბრძანებითა მოკლითა სიტყთა და დიდითა სიბრძნითა და აღწერილი იგი ჰგიეს დღეინდელად დღედმდე, ხოლო მე განვრცელებისათ არა აღვწერე აქა, და ვისცა ენებოს, იგი წარიკითხოს და ყოველივე ცხადად ეუწყოს. და არცა სხუასა სადა ვის ღმრთისმეტყუელთაგანსა უთქუამს ესე, არცა უკადრებიეს, თუ მამისაგადა ძისა გამოვალს, და თუმცა ყოფილიყო ესე ცილობადა ამისი თქუმა, მრავალნიმცა აღწერნეს ამის პირისათ ნეტართა მათ წინა აღსადგომელი უთქუმელისა ამის სიტყუისა, არამედ ნეტარსა იოანე დამასკელსა, რომელსა ეწოდა ოქრონექტარი დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მიერ, ამასა წინათვე ეუწყა სულისაგან წმიდისა წვალება*(50) ესე და მან აღწერა ცხადად და ჭეშმარიტად თქმულთა შინა სთა ღმრთისმეტყუელებათა. და იტყ ესრეთ: არა ვიტყთო სულსა წმიდასა ძისაგან გამოსლვითა, რომელი არასადა პოვნიეს საღმრთოთა წერილთა შინაო. არამედ მამისაგან. და სულად ძისა და სულად ქრისტესაო, ვითარცა წერილ არს, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა სისა გულთა შინა ჩუენთა. და კუალად იტყ, რომელსა სული ქრისტესი არა აქუნდეს, იგი არა არს ქრისტეანიო.
ხოლო ძისაგაგამოსლვით არა თქუმით არს, არცა ვის აღწერით დაუტევებიეს, არამედ მამისაგან ვითარცა შობა ძისა, ეგრეთვე გამოსლვა სულისა მისგანვე მამისა, რამეთუ მამა არს მიზეზი შობისა და გამოსლვისა, ვითარცა თავადი ჭეშმარიტება და ცხოვრება ჩუენი ქრისტე ბრძანებს: სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთ და თქუენცა მოწამე ხართ (იოანე 12.26) რომლისათ (რასათვის) არა თქუა სული იგი ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან*(51) და ჩემგან გამოვალს; ანუ ვერ დაიდუმეს დიდი ესე საიდუმლო წმიდათა მოციქულთა და შემდგომთა მათთა ღმრთისმეტყუელთა.
ხოლო იტყან ლათინნი, კაცობრივ იტყსო და არა ღმრთაებრო. ქრისტემან მეუფემან ჩუენმან ვიდრეღა ორცითა ქუეყანასა ზედა იქცეოდა, თავისა სისა ღმრთეება ცხადად და გამოჭეშმარიტებით არასადა გამოაცხადა, არამედ იგავით და მიფარულადრე. და ოდეს ამაღლდა მამისა, მერმე უკანასკნელ მოწაფემან მისმან და მოციქულმან იოანე ღმრთისმეტყუელმან ცხადად და მზისა უბრწყინვალესად და ყოვლისა საყრისა უმაღლესად ღაღადყო ღმრთეება მისი და იტყ.
პირველითგან იყო სიტყუადა სიტყუაიგი იყო ღმრთისათანა და ღმერთი იყო სიტყვაიგი, ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა: (იოანე 1.1-2) ესრეთ გამოაცხადა ღმრთეება ძისა და თანასწორება მამისა, ეგრეთვე სხუანი მოციქულნი იტყან ღმრთეებასა მისსა და არღარა დაფარვენ,*(52) ვითარცა პავლე მიუწერს ტიმოთეს.
ღმერთი გამოჩნდა ორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა, და ამაღლდა დიდებით (1ტიმოთეს მიმართ 3.16) და კუალად ტიტეს მიუწერს.
და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებასა დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, რომელმან იგი მისცა თავი სი ჩუენთ (ტიტეს მიმართ 2.13-14) ვინათგან ესრეთ ღუთაება ქრისტესი ცხადად თქუეს და არღარა დაჰფარნეს, ვითარ დიდი ესე საიდუმლოსულისა წმიდისა ძისაგან გამოსლვა რასათვის დაიდუმეს(?) უკუეთუ ქრისტემან ესე არა დაფარა, რაჟამს ეტყოდა მოწაფეთა: რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ (იოანე 15.26) და კუალად ჩემგან.// მიიღოს და გითხრას თქუენ ესენი არა დაფარნა და არცა დაერიდა კაცობრიობასა, ვითარმედ*(53) მე მოვავლინო და ჩემგან მიიღოდა გითხრას თქუენ. ამისა უმეტესი სიტყვა რაღა იყო და საიდუმლოსა გამოცხადება. უკუეთუ ესე არა დაეფარა მას რა()დღა დაუტევებდა მამისაგან და ჩემგან გამოვალსო ანუ წმიდანი მისნი მოციქულნი ვითარ არღარა გამოაცხადებდეს(?) ანუ წმიდანი ღვთისმეტყველნი ვერღა დაჰფარვიდენ. ესრეთ არასადა თქმულ არს მათისაებრ სიცბილისა, არამედ ყოველნივე ესრეთ აღიარებდეს, ვითარცა ჩუენ გურწამს და აღვიარებთ, ვითარცა სნელისა ჩუენისა ქრისტესაგან სწავლიეს, და ვითარცა ესე რა გუესმის.
რამეთუ პირველად თქუა: მე ვჰკითხო მამასა ჩემსა და სხუა ნუგეშინისმცემელი მოგივლინო, აჰა თანასწორება და ერთპატი()ობა მამისა და ძისა და არა წინააღდგომა ძისაგან მამისა. მერმე იტყუვის უკუეთუ არა წარვიდე იგი არა მოვიდეს,*(54) ა მ მოვავლინო იგი თქუენდა, და ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ: აჰა ელმწიფება ძისა და თანასწორება სულისა, და ერთ პატიობა. და მერმე იტყ ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისა, გიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა შინა. აჰაელმწიფება და უფლება სულისა და არა უდარესობა მამისაგან არცა ძისა.
რამეთუ პირველად იტყ მე ვჰკითხო მამასა ჩემსა თქუენთვის და სხუანუგეშინის მცემელი მოგივლინო თქუენ. მერმე იტყ: უკეთუ მე არა წარვიდე, იგი არა მოვიდეს (და ჩემგან მიიღოსა თქუენ.) და მერმე თქუა: ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაგიძღოდეს თქუენ ჭეშმარიტებასა შინა.
აჰა ერთობადა ერთი პატივი და ერთი ელმწიფებადა ერთი ღმრთეებადა სწორი მეუფებადა სწორი უფლებადა სწორი განზრახვამამისა და ძისა და სულისა წმიდისა, განუყოფელობადა შეურევნელი ერთობაჲ.

ხოლო უკუეთუ ვთქუათ მამისა*(55) და ძისაგან გამოსლვა სულისა, ორნივე იქმნებიან მიზეზნი სულისა წმიდისა გამოსვლისანი: ვითარცა მამა, ეგრეთვე ძეცა და სული წმიდა დაკლებულ იქმნეს ერთ პატიობისაგან, რამეთუ მამა და ძე გამოავლენს სულსა, ხოლო სული წმიდა ვერღარას მოქმედებს. უმჯობეს არს რათა ესეცა თქუან, ვითარმედ მამისაგან და სულისა იშუა ძე და იქმნნეს თებათა და გუამთა შერეულება მსგავსად საბელიოზის გმობისა, ანუ განყონ არიოზისებრ უსჯულოსა, ანუ შერევნა და შერწყმა თქუან, ვითარცა ვთქუ გუამთა და თებათა, რაჟამს ითქუას მამისა და ძისაგან გამოსვლა სულისა, ანუ განყოფა ითქუას არსებათა და ბუნებათა, რაჟამს ძესა მისცენ მიზეზობასულისა წმიდისა გამოსვლისა, და სულსა წმიდასა არარამიზეზობა; და დაკლებულ ყონ მისვე არსებისა და ბუნებისაგან. იხილეთ სადა მიიწევის გმობაესე: ანუ არიოზ იქმნენ ანუ საბელიოზ. ანუ*(56) შეარწყუან და შერიონ, ანუ განყონ და განაშორონ ურთიერთას, და დაკლებულ ყონ სული წმიდა სწორ პატივისაგან მამისა და ძისა. გულისმაყავთ ძმანო, თუ ვითარ საკრძალველ არს სარწმუნოებაჩუენი, რომელი მოციქულთა დაჰბეჭდეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, და ვერვის ხელეწიფების იოტა ერთი გინა რქა ერთი შემატებად ანუ დაკლებად. და უკუეთუ იქმნეს მცირედცა რამე ანუ დაკლებაჲ, ანუ შემატებაჲ, მერმე კუალად სხუაიქმნების კუალად სხუადა ესრეთ მცირედ მცირედ დაისნას და განირყვნას ყოველივე, ვითარცა ქმნულ არს მათ შორის და არღარა არს საზღვარი დადებული მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა მათ შორის, არამედ ყოველივე განრყუნილ არს და შეცვალებულ, ხოლო ჩუენ დაგცვნეს ღმერთმან ყოვლისაგან წვალებისა და საცთურისა მთესველისა მისგან ღუარძლისა და ღირს მყუნეს სასუფეველსა სსა*(57) ყოველთა წმიდათა მისთა თანა ამინ.

No comments:

Post a Comment