მამისა იოვანესთჳს მოკლისა. ანბანური პატერიკი. სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი. XII

იოანე მოკლე
იყო ვინმე ბერი თებაიდელი სკიტეს, რომელსა აქუნდა მოწაფჱ
-- იოვანე მოკლჱ. და ჯდა იგი უდაბნოსა გარე და მოიღო
ბერმან ძიძი ჴმელი და დაჰნერგა და ჰრქუა მოწაფესა თჳსსა იოვანეს:
დღითი-დღე უსხ ამას წყალი კოკითა, ვიდრემდის ნაყოფი გამოიღოს.
და იყო მათგან შორს წყალი იგი, ვითარმცა მწუხრი წარვიდა
და განთიად მოვიდა.  და შემდგომად სამისა წლისა განცოცხლდა
და ნაყოფი გამოიღო, და მოიღო ბერმან ნაყოფი იგი და
მოართუა ეკლესიად და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ ნაყოფი ესე
მორჩილებისაჲ.



იტყოდეს მამისა იოვანესთჳს მოკლისა, ვითარმედ ჰრქუა
ოდესმე ძმასა თჳსსა უხუცესსა: მინებს უზრუნველ-ყოფის, ვითარცა-იგი
ანგელოზნი არას ზრუნვენ და არცა იქმან რას, არამედ მოუკლებელად
ჰმსახურებენ ღმერთსა. და განიძარცუა სამოსელი
თჳსი და განვიდა უდაბნოდ. და ვითარ დაყო კჳრიაკჱ ერთი, მოიქცა
ძმისავე თჳსისა და ვითარცა ჰრეკა კარსა მას, ჰკითხა მას პირველ
განღებამდე: შენ ვინ ხარ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ იოვანე. მიუგო
მას და ჰრქუა: იოვანე ანგელოზ იქმნა და არღარა არს კაცთა
შორის. ხოლო იგი ევედრებოდა და ეტყოდა, ვითარმედ: მე ვარ. და
არა განუღო, არამედ უტევა ვიდრე განთიადმდე, რაჲთა იურვოდის.
და მერმე განუღო და ჰრქუა მას: კაცი ხარ,  მერმე გიჴმს საქმეცა,
რაჲთა იზარდებოდი. ხოლო იგი შეუვრდა ფერჴთა მისთა და
ჰრქუა: შემინდვე მე.



თქუა მამამან იოვანე მოკლემან, რამეთუ: ოდეს უნებნ მეფესა,
რაჲთამცა დაიპყრა ქალაქი მტერთაჲ, პირველად წყალი მოუღის
და საზრდელი, და ესრეთ მტერნი იგი დაეცნიან სიყმილითა
და დაემორჩილნიან მას, ეგრეცა ვნებანი ჴორცთანი, უკუეთუ მარხვითა
და სიყმილითა ცხონდებოდის კაცი, მაშინ მტერნი იგი3 მოუძლურდიან
სულისა მისგან.



მერმე თქუა: მაძღარი, რომელი ყრმასა ზრახვიდეს, მუნთქუესვე
ისიძვა გულის-სიტყჳთა მის თანა.



მერმე თქუა: აღვიდოდე ოდესმე გზასა მას სკიტისასა და
აღმაქუნდა სირაჲ და ვიხილე მეაქლემჱ იგი, რომელი მეტყოდა და
აღმძრვიდა მე გულის-წყრომად, დაუტევე სირაჲ იგი და ვივლტოდე.




მერმე კუალად მკასა გარე იყო და ესმა ძმისაჲ, რომელი
ეტყოდა რისხვით სხუასა ძმასა  და ჰრქუა: ეჰა შენდა დაუტევა
სამკალი იგი და ივლტოდა.



შეკრებულ იყვნეს ბერნი სკიტეს და მათ თანა იყო იოვანეცა.
და აღდგა ხუცესი წდევად სტამნითა წყლისა და არავინ თავსიდვა
მოღებად მისგან, გარნა მარტომან იოვანე მოკლემან. ხოლო
მათ განუკჳრდა და ჰრქუეს მას: ყოველთა უმცირესი შენ ხარ, ვითარ
იკადრე მოღებად ხუცისაგან? და მან ჰრქუა მათ: მე ოდეს აღვდგი
სტამნითა წდევად, მიხარინ, ოდეს ყოველთა მიიღიან, რაჲთა
მაქუნდეს სასყიდელი და მეცა მოვიღე, რაჲთა მოვატყუა მაგას სასყიდელი.
ნუუკუე შეწუხნეს, რამეთუ არავინ მიიღო მისგან. და ესე
ჰრქუა მათ და დაუკჳრდა და აღეშენნეს.



ჯდა რაჲ ოდესმე წინაშე ეკლესიასა, და გარე-მოასხდეს მას
ძმანი და ჰკითხვიდეს მას გულის-სიტყუათა მათთა. და იხილა იგი
ბერმან ვინმე და შეშურდა და ჰრქუა მას შურით: იოვანე, სარწყული
ეგე შენი ნაგრძნებითა სავსე არს. ხოლო მამამან იოვანე ჰრქუა
მას:  ეგრეთ არს, მამათ, ვითარცა-ეგე სთქუ, რამეთუ შენ გარეშესა
ხოლო ხედავ, უკუეთუმცა შინაგანსა ხედევდ, რაჲღა-მემცა
სთქუ?



მოვიდეს ოდესმე ძმანი გამოცდად მისა, რამეთუ არა უტევის
გულის-სიტყუათა თჳსთა, არცა იტყჳნ რას საქმესა ამის სოფლისასა,
და ჰრქუეს მას: ვჰმადლობთ ღმერთსა, რამეთუ წელს წჳმა
ფრიად და სუა დანაკის-კუდმან და იჴადოს რტოჲ სპეტაკი და პოონ
ძმათა ჴელთ-საქმარი თჳსი. ხოლო მამამან იოვანე ჰრქუა მათ: ეგრეცა
სული წმიდაჲ არს, რაჟამს გარდამოჴდის გულთა ზედა კაცთასა,
განახლდიან და გამოიხუნიან გულის-სიტყუანი ღმრთის მოშიშებისანი.




იტყოდეს მისთჳსვე, ვითარმედ დათხზა ოდესმე სირაჲ ორისა
სფურიდისაჲ და შეკერა იგი ერთად სფურიდად, და ვერ ცნა,
ვიდრემდის არა შეეხო კედელსა, რამეთუ მოეცალა გულის-სიტყუასა
მისსა ხილვათა მიმართ.



თქუა მამამან იოვანე: მიმსგავსებულ ვარ მე კაცსა რომელი
ზინ ხესა ქუეშე დიდსა  და ხედავნ მრავალთა მჴეცთა დაქუეწარმავალთა,
მის ზედა მომავალთა. და ოდეს ვერ შეუძლის
წინა-დადგომად, შეივლტინ მას ზედა და განერის. ეგრეცა მე ვზი
სენაკსა ჩემსა შინ. და ვხედავ უკეთურთა გულის-სიტყუათა, მომავალთა
ჩემ ზედა. და ოდეს ვერღარა შეუძლი წინა-დადგომად, მივილტოდი
ღმრთისა მიმართ6 ლოცვითა და განვერი მტერისაგამ.




თქუა მამამან იოვანე, ვითარმედ იხილა ვინმე განკჳრებასა
შინა ბერმან: და აჰა ესერა სამნი მონაზონნი დგეს წიაღ-კერძო
ზღუასა და ჴმაჲ იყო მათდა მიმართ ამიერ კერძოჲთ და თქუა: აღიხუენით
ფრთენი ცეცხლისანი და მოვედით ჩემდა. და ორთა მათ
აღიხუნეს ფრთენი ცეცხლისანი და წიაღ-ჴდეს მიერ კერძო. ხოლო
ერთი იგი დგა და ტიროდა მწარედ და ღაღადებდა. უკუანაჲსკნელ
მოეცნეს მასცა ფრთენი, ხოლო არა ცეცხლისანი, არამედ
უძლურნი და უსუსურნი.  და დიდითა შრომითა, ქუე-დანთქმით
და ზე-აღმოსლვით, მრავლითა ჭირითა წიაღ-მოჴდა. ეგრეცა
ამან ნათესავმან დაღათუ მოიხუნეს ფრთენი, არავე ცეცხლისანი,
არამედ უძლურნი და უსუსურნი მოიხუნეს.



ძმამამან ჰკითხა მამასა იოვანეს და ჰრქუა: ვითარ სულსა
ჩემსა აქუს წყლულებაჲ და არა ჰრცხუენის ძჳრისა სიტყუად მოყუსისა
თჳსისათჳს? ხოლო ბერმან იგავი უთხრა ძჳრისა სიტყჳსათჳს
და თქუა: კაცი ვინმე იყო გლახაკი და ესუა მას ცოლი. იხილა სხუაჲცა
პირშუენიერი და შეირთო იგიცა ცოლად. და იყვნეს ორნივე
იგი შიშუელ. და ვითარცა იყო კრებაჲ ადგილსა ერთსა, ევედრებოდეს
მას და ეტყოდეს, მიმიყვანენ ჩუენ შენ თანა. ხოლო მან მიიყვანნა
იგინი და შთაადგინნა იგინი ჭურსა ორნივე. და აღჴდა ნავსა
და ადგილსა მას მივიდა და ვითარცა დასხდა ყოველი ერი და დაეყუდა,
აღმოიჭურიტნა  ერთმან მან და ვითარ არავინ ხედვიდა,
აღმოჴდა და მიმოვიდოდა სკორეთა ზედა. და შეკრიბა ძუელი ძონძი
და შეიქმნა წელთა მოსარტყმელი და მიერითგან კადნიერად იქცეოდა.
ხოლო ერთი იგი შიშუელი, რომელი შინა ჯდა, იტყოდა: ეჰა
ისი, ვითარ არა ჰრცხუენის იმას მეძავსა და იქცევის შიშუელი გარე?
გული განუწყრა ქმარსა მისსა და ჰრქუა მას: ეჰა საკჳრველი, მას
დათუ სარცხჳნელი დაუფარავს, ხოლო შენ ყოლად შიშუელ ხარ
და არა გრცხუენის და მაგას იტყჳ. ესრე სახედ არს ძჳრის-სიტყუაჲ.




მერმე ეტყოდა ბერი ძმათა სინანულისათჳს, რომელსა უნდეს
შენანების, ვითარმედ: მეძავი ერთი იყო ქალაქსა შინა ქმნულკეთილი
ფრიად და მრავალნი ტრფიალნი ესხნეს. მოვიდა მთავარი
ერთი და ჰრქუა მას: აღმითქუ მე, რაჲთა წაღმართ სახჱ განიგო და
მე მოგიყვანო ჩემდა ცოლად. და მან აღუთქუა მას და მან წარიყვანა
იგი სახედ თჳსა. და ტრფიალნი მისნი ეძიებდეს მას, ვითარცა
ცნეს. ვითარმედ მან მთავარმან მიიყვანა იგი სახედ თჳსა, ხოლო
მათ თქუეს: უკუეთუ მივიდეთ კარსა მისსა, აგრძნეს და გუტანჯნეს
ჩუენ, არამედ მივიდეთ უკუანა კერძო სახლსა მისსა და უსტჳნოთ
მას, და მან იცნას ჴმაჲ იგი სტჳნვისა ჩუენისაჲ და გამოვიდეს ჩუენდა
და ჩუენ უბრალო ვიპოვნეთ. ხოლო მას ვითარცა ესმა სტჳნვაჲ
იგი, დაიბეჭდნა ყურნი მისნი და შევიდა შინაგანსა სასუენებელსა
და კარნი გამოუჴშნა და იტყოდა, ვითარმედ: მეძავი იგი სული
არს და ტრფიალნი იგი მისნი ვნებანია, ხოლო მთავარი იგი
ქრისტე არს და შინაგანი სახლი საუკუნოჲ სადგური არს და რომელნი-იგი
უსტჳნვენ მას, უკეთურნი ეშმაკნია, ხოლო იგი ყოვლით
კერძოვე უფლისა მიივლტინ.


მერმე თქუა ბერმან, ვითარმედ: სამნი სიბრძნის-მოყუარენი
იყვნეს მეგობარ ურთიერთას. ერთი მათგანი მოკუდებოდა და
დაუტევა ძჱ თჳსი  ერთსა მეგობარსა თჳსსა. ხოლო იგი, ვითარცა
იქმნა მამაკაც, მივიდა ცოლისა მისისა, რომელმანცა აღზარდა
იგი. და მან ვითარცა ცნა, განჴადა იგი მისგან. ხოლო იგი ინანდა
ფრიად და არა შეუნდო მას, არამედ ჰრქუა მას: მივედ და იქმენ
სამსა წელსა მერუვე და ესრეთ შეგინდო შენ. და მო-რაჲ-ვიდა
სამისა წლისა შემდგომად, ჰრქუა მას: არა შეგინანებიეს, მივედ და
დაყავ სამი წელი სხუაჲ, სასყიდელსა მისცემდი და იგინებოდე. და
ყო ეგრე სამ წელ. მაშინ ჰრქუა მას: მივედ ათინელთა ქალაქსა და
ისწავე სიბრძნჱ. და იყო ვინ მუნ მოხუცებული, რომელი ზინ ბჭეთა
ზედა, ვითარცა სიბრძნის-მოყუარჱ და აგინებნ შემავალთა და
გამომავალთა, და ვითარცა აგინა ჭაბუკი იგი, ხოლო მან განიცინნა.
ჰრქუა მას ბერმან მან: გაგინებ და შენ იცინი? და მან ჰრქუა მას:
არა გინებსა, რაჲთა ვიცინოდი? აჰა ესერა სამი წელი არს სასყიდელსა
მივსცემდი, რაჲთა მაგინებდენ და დღეს ცუდად ვიგინები,
მისთჳს  განმეცინა. ჰრქუა მას მოხუცებულმან მან: აღვედ და
შევედ ქალაქად.


თქუა მამამან იოვანე: ესე არს ბჭჱ ღმრთისაჲ და მამანი
ჩუენნი დიდითა გინებითა შევიდეს სიხარულით ქალაქსა მას
ღმრთისასა.



აღმო-რაჲ-ვიდა მამაჲ იოვანე სკიტით სხუათა თანა ძმათა,
შესცთა წინამძღუარი იგი გზასა, რამეთუ ღამე იყო. ჰრქუეს ძმათა
მათ მამასა იოვანეს: რაჲ ვყოთ, მამაო? შესცთა ძმაჲ ესე გზასა.
ჰრქუა მათ ბერმან: უკუეთუ ვარქუათ მაგას, შეწუხნეს და ჰრცხუენოდის,
არამედ მიზეზ ვყო მე უძლურებაჲ და ვთქუა: ვერ ძალ-მიც,
არამედ ვჰგებდეთ აქა, ვიდრე განთენებადმდე. და ყო ეგრე. და სხუათა
მათ თქუეს: ვერცა ჩუენ წარვიდეთ, არამედ ვსხდეთ შენ თანა
და ძმასა მას არა ამხილეს.


იყო ვინმე სკიტეს ჴორცითა მშრომელი, ხოლო გულისსიტყუათა
ვერ მეცნიერ იყო. და მოუჴდა მამასა იოვანეს, რაჲთა
ჰკითხოს დავიწყებისათჳს. და იტყოდა ბერი სიტყჳთა და წარვიდა.
და ვითარ მიიწია სენაკად, დაავიწყდა სიტყუაჲ იგი ბერისაჲ
და კუალად უკ-მოიქცა მუნვე ბერისა. და ეგრევე ეტყოდა ბერი
სიტყუასა მას. და ვითარ გარე-შეიქცა, მივიდა სენაკად, კუალად
დაავიწყდა სიტყუაჲ იგი და კუალად მიიქცა ბერისა. და ეტყოდა
ბერი სიტყუასა მას. და კუალად ვითარ წარვიდა, დაავიწყდა, და
ესრეთ ჰყოფდა მრავალგზის, და დაავიწყდის და მისსა შემდგომად
კუალად შეემთხჳა მას და ჰრქუა: უწყია, მამაო? კუალად დამავიწყდა
და შენისა წყინებისათჳს არღარა მოვედ. ჰრქუა მას მამამან
იოვანე: მივედ და აღანთე სანთელი. და მან ყო ეგრე და მერმე
ჰრქუა მას: მოიხუენ სანთელნი და აღანთენ მაგისგან. და ყო ეგრეთ.
მაშინ ჰრქუა მას მამამან იოვანე: ევნო რაჲა სანთელსა მაგას, რამეთუ
აღანთენ მაგისგან სხუანი? ხოლლ ამან თქუა: არაჲ. ჰრქუა მას
ბერმან: ეგრე სახედცა იყვნეს, დაღათუ მოკრბეს ჩემდა ყოველი
სკიტჱ,  ვერ დამაბრკოლონ მე მადლსა ქრისტჱსსა. ამიერითგან,
ოდეს მოხჳდოდე, უეჭუელად მოხჳდი. და ორთავე მოთმინებითა
განაშორა ღმერთმან მისგან დავიწყებაჲ იგი. რამეთუ ესე საქმარი
აქუნდა სკიტელთა: გულს-მოდგინებასა სცემედ, რომელნი
ბრძოლასა შინა არიან, და რომელნი იძულებენ მტერისაგან, რაჲთა
შეიძინებდენ ურთიერთას კეთილისათჳს.


ჰკითხა ძმამან მამასა იოვანეს და ჰრქუა: რაჲ ვყო, რამეთუ
მრავალგზის მოვიდის ძმაჲ, რაჲთამცა მივჰყევ საქმედ და მე
უსუსური ვარ და უძლური და დავშური საქმესა მას, რაჲმე უკუე
ვყო მცნებისა მისთჳს? ხოლო ბერმან ჰრქუა მას: ქალებ ჰრქუა
ისუს ძესა ნავესსა: ორმეოცის წლის ვიყავ, რაჟამს წარმოგუავლინნა
მოსე, მონამან უფლისამან, უდაბნოჲთ მე და შენ ქუეყანასა მას
და აწ ესერა ოთხმეოცდახუთის წლის ვარ და ვითარცა მაშინ ვიყავ,
ეგრეცა აწ ძალ-მიც შესლვად და გამოსლვად ბრძოლასა.
ეგრეცა შენ, უკუეთუ ძალ-გიც, ვითარცა შეხჳდე, ეგრეცა გამოხჳდე,
მივედ6. უკუეთუ ვერ ძალ-გიც ყოფად ეგრე, ჯედ სენაკსა
შინა შენსა და სტიროდე ცოდვათა შენთა და თუ გპოონ შენ გლოასა
შინა, არავინ გაიძულოს შენ გამოსლვად.



თქუა მამამან იოვანე: ვინ განყიდა იოსებ? მიუგო ძმამან
ვინმე და ჰრქუა: ძმათა თჳსთა. ხოლო ბერმან თქუა: არა, არამედ
სიმდაბლემან თჳსმან განყიდა იგი, რამეთუ ძალ-ედვა თქუმად, ვითარმედ
ძმაჲ მაგათი ვარ და სიტყუასამცა უგებდა. არამედ დუმილითა
თავი განიყიდა და მანვე დუმილმან დაადგინა იგი მთავრად
ეგჳპტესა ზედა.



თქუა მამამან იოვანე: სულმცირჱ ტჳრთი დაუტევეს ძმათა,
რომელ არს თავისა თჳსისა ბრალობაჲ და მძიმჱ აღვიღით, რომელ
არს თავისა თჳსისა განმართლებაჲ.


მანვე თქუა: პატივ-სცეთ  ერთსა მას, რაჲთა პატივგუცემდენ
ჩუენ ყოველნი და უკუეთუ შეურაცხ-ვყოთ ერთი იგი,
რომელ არს ღმერთი, შეურაცხ-გუყვნენ ყოველთა და წარსაწყმედელსა
მივეცნეთ.



იტყოდეს მამისა იოვანესთჳს, რამეთუ მოვიდოდა ეკლესიად
სკიტეს. და ესმა სიტყჳს-გებაჲ ვიეთიმე ძმათაჲ. უკუნ-იქცა
სენაკადვე თჳსსა, გარე-შევლო სამგზის და ესრეთ შევიდა. ძმათა
ვიეთმე იხილეს და ჰრქუეს: რაჲსთჳსმე ყო ესრეთ? მოვიდეს და
ჰრქუეს მას. ხოლო მან ჰრქუა მათ: ყურნი აღმევსნეს ცილობითა
მით, შევლე გარე, რაჲთა აღმოვიწმიდნე და ესრეთ შევიდე დაწყნარებულითა
გულითა სენაკად ჩემდა.




მოვიდა ძმაჲ მამისა იოვანესა მიმწუხრი და ისწრაფდა
წარსლვად, და ვითარ ზრახვიდეს სათნოებისათჳს, განთენა და ვერ
აგრძნეს, და ვითარ აღდგა, რაჲთამცა წარმგზავნა იგი, კუალად
დგეს და ზრახვიდეს მეექუსედ ჟამადმდე. მაშინ შეიყვანა იგი
ბერმან, პური ჭამა და წარვიდა.


იტყოდა მამაჲ პიმენ, რამეთუ თქუა მამამან იოვანე, ვითარმედ:
მიმსგავსებულ არიან ყოველნი წმიდანი ხეთა სამოთხისათა,
რომელთა თითო-ფერი აქუნ ნაყოფი  და ერთისაგან წყაროჲსა
ირწყვებიედ, რამეთუ სხუაჲ საქმარი აქუს სხუასა წმიდასა
და სხუაჲ -- სხუასა, არამედ ერთი სული არს, რომელი შეეწევის
ყოველთა შორის.



თქუა მამამან იოვანე, ვითარმედ: საცოჲ არს მონაზონისაჲ
სენაკსა შინა ჯდომაჲ და ჴსენებაჲ ღმრთისაჲ მარადის. და ესე იგი
არს, ვითარმედ საპყრობილესა შინა ვიყავ და მოხუედით ჩემდა.



მანვე თქუა: უკუეთუ აქუნდეს კაცსა სულსა შინა თჳსსა
ჭურჭელი ღმრთისაჲ, შეუძლოს სენაკსა შინა ჯდომაჲ; და კუალად
აქუნდეს თუ ჭურჭელი ამის სოფლისაჲ და არა აქუნდეს ჭურჭელი
ღმრთისაჲ ამის სოფლისა ჭურჭლითა ჯდეს-ვე; ხოლო რომელსა
არა აქუნდეს ყოლადვე ჭურჭელი არცა ღმრთისაჲ, არცა კაცთაჲ,
ეგევითარსა მას ყოლადვე არა ძალ-უც სენაკსა შინა ჯდომაჲ.


მერმე თქუა ბერმან: ხედავა, რამეთუ ეშმაკმან პირველად
იწყო იობის ზედა დაწყლულებაჲ იგი, რომელი მოაწია მონაგებთა
ზედა, იწყო და იხილა, რამეთუ არა შეწუხნა არცა განეშორა
ღმერთსა.  მაშინ მეორე იგი წყლულებაჲ ჴორცთა მისთა შეახო
და არცა ესრეთ მჴნემან მოღუაწემან არა ცოდა სიტყჳთა პირისაჲთა,
რამეთუ აქუნდა შინაგან მონაგები იგი ღმრთისაჲ და ოდესვე
მას შინა ეგო.


მერმე თქუა: რაჲ უძლიერეს არს ლომსსა? და მუცლისათჳს
შევარდის6 მახესა და ყოველი ძალი მისი დამდაბლდის.
მერმე კუალად თქუა, ვითარმედ: ჭამდეს მამანი სკიტეს პურსა
და მარილსა და იტყოდეს: ნუმცა ვაძლევთ თავთა თჳსთა პურსა ზედა
და მარილსა. და ესრეთ ძლიერ იყვნეს საღმრთოჲსა მისგან
საქმისა.



მო-ვინმე-უჴდა ძმაჲ სფურიდისა თხოად მამასა იოვანეს.
განვიდა და ჰრქუა ძმასა მას: რაჲ გინებს? და მან ჰრქუა: სფურიდი
იგი მომართუ. და შევიდა გამორთუმად და დაავიწყდა და დაჯდა
კერვად. და კუალად ჰრეკა და გამოვიდა. ჰრქუა მას: მომართუ სფურიდი
იგი, მამაო და შევიდა და კუალად დაჯდა კერვად სირასა.
და კუალად ჰრეკა, გამოვიდა  და ჰრქუა მას: რაჲ გინებს,
ძმაო? ხოლო მან ჰრქუა მას: სფურიდი იგი მომართუ, მამაო. მაშინ
უპყრა ჴელი და მიიყვანა იგი შინაგან და ჰრქუა მას: უკუეთუ
სფურიღი გინებს, აღიღე და ვიდოდე, რამეთუ მე ვერ მცალს. მივიდა
მისა მეაქლემჱ, რაჲთა წარიღოს ჭურჭელი მისი და წარვიდეს
სხუასა ადგილსა. ხოლო იგი შევიდა გამორთუმად სირაჲსა მისთჳს
და დაავიწყდა, რამეთუ გონებაჲ ზე-აქუნდა ღმრთისა თანა. და მეაქლემჱ
იგი ისწრაფდა და ჰრეკდა ზედაჲს-ზედა. და კუალად მამასა
იოვანეს დაავიწყდა, შე-რაჲ-ვიდა; და მესამედ ჰრეკდა მეაქლემჱ
იგი, და შე-რაჲ-ვიდოდა, იტყოდა: სირაჲ, აქლემი, სირაჲ, აქლემი.
იგივე მამაჲ იოვანე მღჳძარე იყო სულითა, მო-ვინმე-ვიდა და
აქო ჴელთ-საქმარი მისი, რამეთუ იქმოდა იგი სირასა. ხოლო იგი
დუმნა. მერმე კუალად მანვე წარმოიღო სირაჲ იგი. ხოლო იგი მერმეცა
დუმნა და მესამესა ჯერსა ჰრქუა მას: ვინაჲთგან  შემოხუედ
აქა, ღმერთი მიმიღე ჩემგან.



მი-ვინმე-ვიდა ბერი სენაკად მამისა იოვანესსა და პოა იგი,
რამეთუ ეძინა და ანგელოზი ზედა ადგა და ამწერობდა მას. ხოლო
მან ვითარცა იხილა, წარვიდა. და ვითარცა აღდგა, ჰრქუა მოწაფესა
თჳსსა: მო-ვინ-ვიდა აქა, მე-ღა მეძინა? ხოლო მან ჰრქუა: ჰე, და
სახელს-დვა იგი. ბერი მოვიდა და გულისჴმა-ყო მამამან იოვანე,
რამეთუ მისსავე საზომსა იყო ბერიცა იგი, რომელმან იხილა ანგელოზი
იგი.



ძმამან ჰკითხა მამასა იოვანეს და ჰრქუა: შემძლებელ არსა
კაცი ერთისა ხოლო საქმისა მოსავ ყოფად? ხოლო ბერმან ჰრქუა:
მნებავს, რაჲთა იპყრას კაცმან ყოველთაგან სათნოებათა.



იტყოდეს, ვითარმედ ჭაბუკისა ვისნიმე ქალისანი აღესრულნეს
მამა-დედანი და დარჩა იგი ობლად. განიზრახვიდა, რაჲთამცა
ყო სახლი მისი სასტუმრო მონაზონთათჳს, რომელნი იყვნეს
სკიტეს. და ესრეთ დგა და ისტუმრებდა ყოველთა მრავალთა ჟამთა
და განუსუენებდა მამათა. და შემდგომად რავდენისამე ჟამისა,
ვითარ წარაგო საფასჱ იგი და საჴმარი მოაკლდა მას, შეეყვნეს
მას კაცნიცა ვინმე დრკუნი და გარდადრიკეს იგი კეთილისა მისგან
განზრახვისა. და მიერითგან ცხონდებოდა არაწმიდად, ვითარმედ
მიცა-იწია იგი სიძვად. და ესმა მამათა და ფრიად შეწუხნეს. და
მოუწოდეს მამასა იოვანეს და ჰრქუეს, ვითარმედ: გუესმა მის დისათჳს,
ვითარმედ უწესოდ ცხონდების, და მას ოდეს-იგი ძალი აქუნდა,
ჩუენ თანა სიყუარული აჩუენა. აწ ჩუენცა გჳღირს, რაჲთა ვაჩუენოთ
სიყუარული მისა მიმართ და შევეწინეთ მას. დაშუერ უკუე
აწ და მივედ მისა მსგავსად სიბრძნისა შენისა, რომელი მოგცა
ღმერთმან, იღუაწე მისთჳს. მაშინ მივიდა მამაჲ იოვანე მოკლჱ მისა
და ჰრქუა ბერსა ვისმე დედაკაცსა მეკარესა მისსა: ჟამ მიყავ მე დედოფლისა
თანა. ხოლო მან კდიმა იგი და ჰრქუა: პირველითგანვე
თქუენ  შეშჭამეთ მონაგები მისი და აწ ესერა დაგლახაკებულ
არს.
ჰრქუა მას მამამან იოვანე: მი-ოდენ-ვედ და უთხარ მას, რამეთუ
ფრიად სარგებელ ვეყო მე მას. ხოლო მონანი მისნი იღიმვოდეს:
რაჲ გნებავს მიცემად მისა, რამეთუ შემთხუევაჲ მისი გნებავს?
და ჰრქუა მათ: თქუენ რაჲ იცით, რაჲ მეგულების მიცემად
მისა? მაშინ აღვიდა ბერი იგი და უთხრა მას მისთჳს. ჰრქუა მას ჭაბუკმან
მან: ეგე მონაზონნი იქცევიედ მარადის კიდესა ზღჳსა მეწამულისასა
და პოიან მარგალიტი. და შეიმკო თავი თჳსი და ჰრქუა:
აღმოიყვანეთ იგი ჩემდა და ვითარ აღვიდოდა, მიუსწრო და დაჯდა
ცხედარსა ზედა. მივიდა მამაჲ იოვანეცა და დაჯდა მახლობელად
მისა. მიხედა პირსა მისსა და ჰრქუა მას: რაჲსათჳს შეურაცხ-ჰყავ
იესუ და ამას ხატსა მოიწიე? ხოლო მას ვითარცა ესმა ესე,
ყოლადვე, ვითარცა მყინვარი შეიქმნა. მაშინ მამამან იოვანე მოიდრიკა
თავი და ტიროდა მწარედ. ხოლო ქალმან მან ჰრქუა:  რაჲსა
სტირ, მამაო? და მან აღიხილნა თუალნი ზე და მოიდრიკა თავი
და კუალად ტიროდა და ჰრქუა მას, რამეთუ: ეშმაკნი ემღერიან
პირსა შენსა და არა ვტიროდია? ხოლო მას რაჲ ესმა ესე, ჰრქუა:
არსა სინანული, მამაო? და მან ჰრქუა: არს. მაშინ ჰრქუა: წარმიყვანე,
ვიდრეცა გნებავს. ხოლო მან ჰრქუა მას: წარმოგუალე. და აღდგა
და გამოუდგა მას. და იხილა მამამან იოვანე, რამეთუ არარაჲ
თქუა, არცა ბრძანა სახლისა თჳსისათჳს, დაუკჳრდა. და ვითარ მიიწინეს
უდაბნოდ, დაღამდა და გამოუქმნა მას ქჳშასა ზედა ვითარ
თავისა მისაყრდნობელ ოდენ და დასწერა ჯუარი ადგილსა მას და
ჰრქუა: მიიძინე აქა და გამოიქმნა თავისა თჳსისათჳსცა მცირედ
განშორებულად, და დაასრულა ყოველი კანონი მისი და მიეყრდნა.
შუაღამეს ოდენ ვითარ განეღჳძა, ხედვიდა რეცა გზასა რასმე ნათლითა
სავსესა, რომელი მისა ზეცით შთამოიწეოდა და ანგელოზთა
ღმრთისათა აჰყვანდა  სული მისი. მაშინ აღდგა და მივიდა, და
აჭენა მას ფერჴითა. და ვითარ იხილა, რამეთუ აღსრულებულ იყო,
დავარდა პირსა ზედა თჳსსა და ევედრებოდა უფალსა. და ესმა
ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, ვითარმედ: ერთი ესე ჟამი სინანულისაჲ
ამისი შეიწირა უფროჲს მათსა, რომელნი მრავლით ჟამით ინანიან
და ვერ აჩუენიან ესევითარი მჴურვალებაჲ სინანულისაჲ.


იგივე ჯდა ოდესმე სკიტეს და ძმანი გარე-მოასხდეს და
გამოჰკითხვიდეს გულის-სიტყუათა მათთა. და ჰრქუა მას ბერმან
ვინმე: იოვანე, ვითარცა მეძავი ხარ, რომელი თავსა განიშუენებნ
და ტრფიალთა განიმრავლებნ. ხოლო მამამან იოვანე შეიტკბო იგი
და ჰრქუა მას: ჭეშმარიტსა იტყჳ, მამაო. და მისსა შემდგომად ჰრქუა
ვინმე მოწაფეთა მისთაგანმან: აწ გულსა შინა თჳსსა არა-ვე განჰრისხენა,
მამაო? და მან ჰრქუა: არა, არამედ ვითარცა გარეშე ვარ,
ეგრეცა შინაგან.



იტყოდეს სკიტელთათჳს, რამეთუ მი-რაჲ-ვიდოდიან ეგჳპტეს
მკისათჳს, ნამუშაკევისა მოღებად, გინათუ ჴელთ-საქ  მრისათჳს
სასყიდლისა მოღებად, თითოეულმან თავისა თჳსისა საჴმრად
გამოიღის და სხუაჲ იგი ობოლთა და ქურივთა განუყვიან. ხოლო
იოვანე მოკლემან ორივე წარმოიღის და თქჳს: ჩემნი ობოლნი
და ქურივნი სკიტეს არიან.


იტყოდეს მისვე მამისა იოვანესთჳს, ვითარმედ ოდეს მოვიდის
მკით, გინათუ ბერისა მისრულ არნ, ლოცვასა და წიგნის
კითხვასა მოიცალის და ფსალმუნებასა, ვიდრემდის მოაგის გონებაჲ
პირველსავე წესსა.



თქუა ვინმე ბერმან, ვითარმედ: მამამან იოვანე სიმდაბლითა
თჳსითა დამოიკიდა ყოველი ესე სკიტჱ მცირესა ნეკსა მისსა.




ჰკითხა ვინმე მამათაგანმან მამასა იოვანეს: რაჲ არს მონაზონებაჲ?
ხოლო მან ჰრქუა მას: შრომაჲ, რამეთუ მონაზონი ყოველსა
შინა შურებინ საქმესა და ესე არს მონაზონებაჲ.



მერმე თქუა: ვერ შესაძლებელ არს სახლისა შენებაჲ ზჱით
შთამო, არამედ საფუძველით აღმართ.

ჰკითხა ვინმე ძმამან: რაჲ არს სიტყუაჲ ეგე?  ჰრქუა მას:
საფუძველი მოყუასი არს, რაჲთა პირველად იგი შევიძინოთ, რამეთუ
მას შინა დამკჳდრებულ არიან ყოველნი სათნოებანი.


იტყოდეს სკიტეს მამისა იოვანესთჳს მოკლისა, რამეთუ
მოჰგუარეს მას ოდესმე ვნებული სენაკად მისა, რაჲთა განკურნოს
იგი. ერთსა შინა დღესა ბაიასა დააწყობდა მამაჲ იოვანე და მწუერვალსა
მას მახჳლსა ქვასა შეადრესდა, რაჲთა არა დაშჩხუეპდეს
ჴელთა-საქმრისა ჟამსა, ვითარცა არს ჩუეულებაჲ სკიტელთაჲ ამისთჳს,
რამეთუ ველურ არიედ და უღუაწ დანაკის კუდი მის ადგილისაჲ.
და ეშმაკნი აზრზენედ ვნებულსა მას და მოიღის, რომელი-იგი
შეუდრესიენ ფურცელი, და სხუასა მას თანა აჰრიის. ხოლო მამამან
იოვანე ჰრქუა ეშმაკსა მას: შენ ხოლო ნუ გეწყინებინ განბნევაჲ,
ჩემდა ჴელთ-საქმარვე არს განბნეულისა მაგის შეკრებაჲ.


No comments:

Post a Comment