გურწამს ერთი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი. შემოქმედი ცათა და ქუეყანისა ხილულთა და არა ხილულთა: მიუწჳდომელი, გამოუთქუმელი, უხილავი, გარეშეუწერელი, უსაზღვრო, მარტივი, შეურევნელი, დაუსაბამო და დაუსრულებელი. ერთი ღმერთი, სამებით სამთჳთებით, სამგუამოვნებით და სამ პირებით ცნობილი და ერთარსებით, ერთბუნებით და ერთხელმწიფებით აღსარებული: მამა და ძე და სული წმიდა: არა განყოფილნი ნათელნი, არამედ ერთი ნათელი. არა განკუეთილი ბუნება, არამედ ერთი ბუნება. არა განთჳსებული არსება, არამედ ერთი არსება: ერთი ჴელმწიფება, ერთი მეფობა, ერთი უფლება.
ხოლო ესენი რა ვთქუ, ნუ ჰგონებ, თუმცა არსება ანუ ბუნება (რაჲმე) (ღმრთისა) ვთქუ, რამეთუ არსება და ბუნება მისი მიუწდომელ არს, გამოუთქმელ, *(39) უცნაურ და მოუგონებელ, მარტივ და შეუზავებელ, ვითარცა მოსეს ეჩუენა და გამოეცხადა მთასა ზედა სინასა. უხილავი იგი რაოდენ დაიტევდა ხილვასა მისსა მოსე. ჰკითხა რა სახელი მისი, ჰრქუა მას ღმერთმან: მე ვარ რომელი ვარო. ესე აუწყა და სხვა არარა. ამით უწყით ვითარმედ არს ღმერთი, ვინაცა არს ჭეშმარიტად ყოვლისა არსებისა უზეშთაესი, რომელსა ყოველი არსება თავსა შორის თჳსსა შემოუკრებიეს და გარეშემწველი არს ყოვლისა არსებისა, არამედ რაჲ არს არსება და ბუნება მისი, მან მხოლომან უწყის და სხუამან არავინ, რამეთუ ღვთაება სახელი არს ერთი რაჲმე კაცთაგან მოპოვნებული სახელად ღმერთი თითოეულთა ენათა მიერ სხუად და სხუად სახ(ე)ლად რაჲთა იცნობოდეს სახელით მხოლო ღმერთი.
ხოლო დაუსაბამოდ ამისთჳს სახელ ვსდებთ, რამეთუ გონებამან რა მიხედნის აღმართ წულილადითა *(40)
რაჲთმე მოგონებითა და ვერ ჰპოვის ადგილი დასაბამობისა და ვერცა მოგონებისგან რავდენგზისცა დაშურის გონება, ამას დაუსაბამოდ სახელ ედვის.
ეგრეთვე დაუსრულებლად ამისთჳს, რამეთუ ქვემო რაჲ დახედნის გონებამან და ვერცა მით იქმნის კნინ ოდენიცა ოცნებით მიმწდომ, მას დაუსრულებელად სახელ ედვის.
კუალად მიმოავლის რაჲ მოგონებამან სახედველნი თჳსნი, რავდენცა დაშურის, ვერცა მით იქმნის მიმწდომ, ამას გარე შეუწერელად უსაზღვროდ სახელ ედვის.
რამეთუ რომლისა არცა ჟამი, არცა წელნი, არცა რიცხჳ, არცაღათუ ნაწილი ჟამისა შუამდგომელ ექმნა, ვითარმედ დაიტიოს გონებამან ანუ იოცნოს მოგონებამან: ანუ თუ გამოთქუას ენამან, ამას უჟამოდ მიუწდომელად *(41) სახელ ედვის.
რამეთუ საშინელისა და დიდებულისა ერთღმრთაებისა არსება და ბუნება მარტივ არს და შეურევნელ, მიუწდომელ და უცნაურ.
ხოლო არცა დაუსაბამოება არს მისი ბუნება, არცა დაუსრულებლობა, არცა გარე შემოუწერელობა, არცა უსაზღრობა, რამეთუ არცა მამისა არს ბუნება მამობა(ა),
არცა ძისა არს ბუნება ძეობა, არცა სულისა არს ბუნება სულობა, რამეთუ ესე თჳთებათა და გუამოვნებათა სახელნი არიან და არა ბუნებათა და არსებათა. რამეთუ არცა ღმრთეება არს ბუნება ღმრთისა, რამეთუ ესე ყოველნი სახელნი არიან საქმეთანი და არა ბუნებათა და არსებათა საცნაურ მყოფნი.
არამედ ესენი რაჲთა ვთქუენ, არა თუსრულიად მიუწდომელ არს ღმერთი და უცნაურ, რაჲთამცა არარა(ჲ) (*)იყო, რამეთუ არს ჭეშმარიტად, ვითარცა ჭეშმარიტად არს, ვითარცა იგი მოსეს ეტყოდა: მე ვარ რომელი ვარო. არამედ მიუწდომელ*(42) ამისთჳს არს რაჲთა ვერ მისაწდომელობითა უზეშთაეს იყოს ყოვლისა ბუნებისა და არსებისა. საშინელ და ძრწოლით თაყუანისსაცემელ ყოველთა დაბადებულთა მიერ, რამეთუ ყოველი გონებით მისაწდომელი და სიტყჳთ გამოთქმად შესაძლებელი არცაღა საკჳრველ არს არცა დაბადებულთა უზეშთაეს, დაღაცათუ მცირედ რამე უზეშთაეს იყოს.
ხოლო არცა სრულიად მიუწდომელ და უცნაურ, რაჲთა არა სრულიად უცნაურობითა სრულიადცა უღმრთო ვიქმნნეთ. ამისთჳსცა მცირედ რაჲმე ელვის სახედ გამოუბრწყინდის გონებასა ჩუენსა, რაჲთა გამობრწყინვებითა მით განგუანათლნეს და მისა მიგჳზიდნეს და მერმე მყის მიგუეფარვის რათა სურვილით ვეძიებდეთ და მივსდევდეთ გონებისა ხედვითა და მისა მიმართ გუსუროდის და მას ვჰმონებდეთ და შიშით და ძრწოლით თაყუანის-ვსცემდეთ ერთსა*(43) ღმერთსა სამებით და ერთმეუფებით და ერთუფლებით თაყვანისცემულსა.
მამასა უშობელსა, უმიზეზოსა, დაუსაბამოსა, უხილავსა, უსაზღვროსა. ძესა თანასწორსა, დაუსაბამოსა თანა მეუფებითა და ჴელმწიფებითა, ძლიერებითა და უფლებითა და სულსა წმიდასა მისვე არსებისა და მისვე ბუნებისგან გამოსრულსა. თანასწორსა მეუფებითა, ჴელმწიფებითა, დაუსაბამოებითა და გარეშეუწერელობითა; ერთსა ძალსა, ერთსა ხელმწიფებასა და მეუფებასა, ერთსა უფლებასა[სამითა თჳთებითა] და გუამოვნებითა, და ერთითა არსებითა და ბუნებითა; რამეთუ არარაჲ არს განყოფილ მათ შორის არცა განთჳსებულ, არცა განკერძოებულ არცა ადგილითა, არცა ჟამითა, არცა ნებითა, არცა საქმითა, არცა უმეტესობითა, არცა უდარესობითა, თჳნიერ*(44) უშობელობითა, შობითა და გამოსლვითა: რამეთუ მამა უშობელ არს და უმიზეზო, ხოლო ძე შობილი მამისაგან და არა უმიზეზო, რამეთუ მამისგან აქუს მიზეზობა და შობა: ეგრეთვე სული წმიდა გამოსრული მამისგან და არა უმიზეზო, რამეთუ მასაცა მამისგან აქუს მიზეზი გამოსლვისა; და თჳნიერ ამისა არარაჲ არს მათ შორის განყოფილ, არცა განთჳსებულ, არცა განკერძოებულ, არცა რომელიმე პირველ და რომელიმე უკუანასკნელ, არცა უდარეს, არცა უაღრეს არცა ჟამითა, არცა წამითა, არცა მოგონებითა, არცა ნებითა, არცა განზრახვითა, არცა საქმითა, არამედ ყოვლითურთ სწორი ერთობითა, არსებითა და ბუნებითა. განყოფილნი და შეურევნელნი, ვითარცა მზისაგან შარავანდედი და ნათელი და ცეცხლისაგან სიტფო და ნათელი, ეგრეთვე მამისგან ძე და სული წმიდა.
რამეთუ ვითარცა არა განიყოფებიან არსებითა და ბუნებითა: ეგრეთვე*(45) არცა შეირწყმიან და შეირევიან პირებითა და გუამოვნებითა, არამედ ერთ არიან და განუყოფელ თჳნიერ უშობელობისა, შობისა და გამოსლვისა: ხოლო უშობელობა მამისა, შობა ძისა და გამოსლვა სულისა არავინ უწყის, გარნა მან მხოლომან საშინელმან და მიუწდომელმან და გამოუთქუმელმან ღმერთმან სამებამან ერთარსებამან და სხუამან არავინ, არამედ ესოდენ უწყებულ არს ჩუენდა, რაოდენნი ვთქუნე წმიდათა წინაჲსწარმეტყველთაგან მოსწავებით და მოციქულთაგან ქადაგებით და თჳთ ქრისტესგან ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა გამოცხადებით და სხუა არარაჲ უწყებულ არს ჩუენდა და ვერცა რას შემძლებელ ვართ ცნობად და ნუმცა ვინ იკადრებს უმეტეს ამისა გამოძიებად.
ხოლო არა იცვლების მამა ძედ, არცა სულად, არცა ძე მამად გინა სულად, არცა სული წმიდა მამად ანუ ძედ, არამედ თჳთება*(46)
ესე სამგუამოვნისა ერთ ღმრთეებისა შეუცვალებელ არს და უქცეველ, შეურევნელ და განუყოფელ; არა განიყოფებიან არსებითა და ბუნებითა, მეუფებითა დაჴელმწიფებითა, არცა შეირევიან და შეირწყმიან თჳთებითა და გუამოვნებითა, პირებითა და სახელის დებითა. ესრეთ წმიდა დიდებული სამება ერთ ღმრთეებით იცნობების მეუფე დამბადებელი ყოველთა, მამა ძე და სული ყოვლად წმიდა, ერთი ღმრთეება და ერთი მეუფება, რომელსა შვენის ყოველი დიდება და პატივი და თაყუანისცემა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
No comments:
Post a Comment