იოვანჱს თავის კუეთისა საკითხავნი. მეორჱ თქუმული მისივე.
არა თუ ჩემდა
მარტოჲსა
საძიებელ
არს
სიტუაჲ
ესე,
არამედ
ყოველთა,
რომელთა
ესმა
ჴმაჲ
სახარებისაჲ
მის,
დაკჳრვება
ჩემ
თანა:
იოვანჱსი
განცხადებაჲ
და
ჰეროდჱსი
დამცირებაჲ
და
უღმრთოთა
დედათა
მჴეცებრ
სიბორგილი.
ხოლო რომელ-იგი მესმა,
ვითარმედ
ჰეროდე
შეიპყრა
იოვანე
და
შესუა
იგი საპყრობილესა
ჰეროდიადაჲსთჳს,
ძმის
ცოლისა,
რომელი-იგი შეირთო
ცოლი ფილიპჱსი.
ხოლო
ერთი
ესე
საკჳრველ
არს:
სიმცირჱ
იგი
ჰეროდჱსი.
უსახურთაჲ
მათ
დედათაჲ
მჴეცებრ
ბორგნეულთაჲ
ვითარ
ვინ
თქუა(ს),
ანუ ვითარ
ვინ
თარგმანოს
დედათაჲ
მათ
სიბოროტჱ?
ხოლო მე ესრე ვჰგონებ,
ვითარმედ
არა
არს
მჴეცი
ამას
სოფელსა
სწორ დედაკაცისა
ბოროტისა.
ხოლო
მე
აწ
ბოროტთა
მათთჳს
ვიტყჳ
და
არა კეთილთათჳს
და
სახიერთა,
რამეთუ
(ვი)ცნი მრავალნი
კეთილნი
და
შუენიერნი,
რომელთაჲ
ჯერ-არს ჩემდა
მოჴსენებად
ცხორებაჲ
მათი
საშჱნებელად
შუენიერად
საქმეთა
კეთილთათჳს.
ხოლო აწ არა არს სოფელსა
ამას
მჴეცი,
მსგავსი
დედაკაცისა
ბოროტისა.
რაჲ არს ლომისა
უბოროტჱსი
ოთხფერჴთა
შორის?
_ სხუა
არარაჲ,
გარნა
დედაკაცი
ბოროტი.
ლომიცა
და
ვეშაპიცა
სიბოროტესა
ზედა
მწემვე არიან.
მოწამე
არს
ჩემდა
ბრძენი
სოლომონ,
რამეთუ
ესრე
თქუა,
ვითარმედ:
უმჯობჱს
არს
ლომისა
და
ვეშაპისა
თანა
ყოფაჲ,
ვიდრეღა
არა დედაკაცისა
თანა ბოროტისა.
ხოლო
თქუენ
ნუ
ესრე
ჰგონებთ,
ვითარმედ
ცუდად
რასმე
იტყოდა
წინაწარმეტყუელი
ამას
სიტყუასა;
არამედ
მათთა
საქმეთაგანღა
განვიცადნეთ
ჭეშმარიტად.
დანიელს
მღჳმესა
შიდა ლომთა
დაჰრიდეს,
ხოლო
მართალი
ნაბუთე
იეზაბელ
მოკლა;
ვეშაპმან
იონა
მუცელსა
შიდა
ცოცხალი
დაჰმარხა,
ხოლო
დალილმან სამსონს
თავი
დაჰყჳნა
და
უცხო-თესლთა
ჴელთა
მისცა;
ვეშაპნი
და ასპიტნი
და
ღრიაკალნი
უდაბნოსა
ზედა
იოვანჱსთჳს
ძწოდეს,
ხოლო
ეროდიადა
ურიდად
პურსა
ზედა
თავი
მოჰკუეთა
მას.
ყორანთა
მთათა
შინა
ელია
გამოზარდეს,
ხოლო
იეზაბელ
მონიჭების
წჳმისა
უკუანა
კლვად
სდევნიდა
მას
და
რასა
ეტყოდა,
ვითარმედ:
შენ
თუ
ელია ხარ და მე იეზაბელ,
ძჳრი
შემამთხჳედ
მე ღმერთთა
და
უძჳრჱსი
შემძინედ;
უკუეთუ
არა,
მე
ხვალე
დავსთხინე ჴორცნი
შენნი,
ვითარცა
ერთი
მათ
მძორთაგანი.
და
შეეშინა
ელიას
და წარვიდა უდაბნოდ და ითხოვდა
ღმრთისაგან
სიკუდილსა
და
თქუა:
უფალო
ღმერთო
ჩემო,
კმა-არს ჩემდა,
ჯერ-გიჩნდინ
მიღებაჲ
სულისა
ჩემისაჲ,
რამეთუ
მე
არა
უმჯობჱს
ვარ
მამამათა
სადაღა
ელიას
წინაწარმეტყუელსა
შეეშინა
დედაკაცისაგან,
რომელსა
ყოვლისა
სოფლისა
წჳმაჲ
ენითა
ეტჳრთა;
რომელმან
ცეცხლი
ზეცით
სიტყჳთა
მოიღო;
რომელმან
ლოცვითა
მკუდარნი
აღადგინნა,
_ მას
შეეშინა
დედაკაცისაგან!
ჰე, შეეშინა,
რამეთუ
არცა
ერთი
სიბოროტჱ
ესწორების
დედაკაცსა
ბოროტსა!
ეწამების
სიტყუასა
ამას
ჩემსა
სიბრძნჱ
და
იტყჳს:
არა
არს სხუა თავ უფროჲს
თავისა
მის
გუელისაჲსა,
და
არა
არს
სხუა
სიბოროტე
უფროჲს
სიბოროტისა
მის
დედაკაცისაჲსა.
ჵ სიბოროტჱ
ეშმაკისაჲ,
რამეთუ
ლესული
არს
მახჳლი!
დედაკაცისა
გამო დასაბამსა
ადამ
სამოთხით
გამოვარდა*;
დედაკაცისა
მიერ
მშჳდმან
დავით
ჰურიას
ზაკუვით
მკლველნი
აღუდგინნა;
დედაკაცისა
გამო
ბრძენი
იგი
სოლომონ
შესცთა
და
დაეცა;
დედაკაცმან
მჴნესა
მას
სამსონს
თავი
დაჰყჳნა
და დააბრმო;
დედათაგან
ძენი
ელი
მღდელისანი
დაეცნეს;
დედაკაცისა
გამო
მჴნჱ იგი იოსებ
საპყრობილედ
შეაგდეს
და
დაჰკრძალეს;
დედაკაცისა
გა\მო ყოვლისა სოფლისა იგი ნათელი იოვანე მოაკუდინეს.
და რასაღა
უფროჲს
ვიტყოდით?
_ დედათა
გამო
რომელნი-იგი ნაშობ
ღმრთის
წოდებულ
იყვნეს,
დაეცნეს;
დედათა
გამო
ყოველნი
მოწყდებიან,
ყოველნი
იგინებიან,
ყოველნი
მოიკლვიან,
ყოველნი
შეურაცხ
იქმნებიან,
რამეთუ
დედაკაცი
ბოროტი
რომელსავე
არა
ერიდების,
არცა
მღდელსა,
არცა
მოძღუართაგან
ჰრცხუენინ,
არცა
წინაწარმეტყუელთაგან
შეიკდიმის.
ჵ ბოროტი
სიბოროტისაჲ,
ბოროტი
დედაკაცი
უკეთური!
გინა
თუ
ოჴერთაგან
იყოს,
გინა
თჳთ
იგი
ოჴერ
იყოს;
უკუეთუ
სიმდიდრჱ
აქუნდეს,
უკეთურებასა
მისსა
შემწჱ
არს,
მრჩობლი
სიბოროტჱ
არს
მის
თანა,
აღუღებელი
მჴეცი
არს.
მე უწყი,
რამეთუ
ასპიტნიცა
ნელითა
სიტყჳთა
დაიმწყემსებიან
და
ვეფხნიცა
ფუფუნებით
დამშჳდდიან,
ლომნიცა
და
ვიგრნიცა,
ხოლო
დედაკაცსა
ბოროტსა
აგინებდე
თუ,
აღგიბორგდეს;
უკუეთუ*
ექენებოდი,
აღზუავნეს;
ქმარი
თუ
ესუას,
ღამით
და
დღით
სიტყჳთა
დაჰგუმერნ
და
ზაკუვით
კლვად
აღმახჳს,
ვითარცა
ჰეროდიადა
ჰეროდეს
უყო;
უკუეთუ
უპოვარ
იყოს
ქმარი
იგი, გულის-წყრომითა
და
ლალვითა
განკაფოს
იგი;
გინა
თუ
ქურივი
ვინმე
იყოს,
იგი თჳთ თავით თჳსით აგინებნ და ჰკდემნ, რამეთუ შიშსა ღმრთისასა
არა შეუდგს
ენითა
თჳსითა,
არცა
მერმისა
საშჯელისაჲ
გულისხმა-უყოფიეს,
არცა ღმრთისაგან
ეკრძალების,
არცა*
სიყუარულისა
დამარხვაჲ
იცის,
არცა მზახობისა
შეზავებაჲ,
არცა
შეურაცხიეს
დედაკაცსა
ბოროტსა
ქმრისა
თჳსისაჲ
სიკუდიდ
მიცემაჲ.
აწ უკუე გულისხმა-ყავთ მართლისა
მის
იობისი,
ვითარ-იგი თჳსი ცოლი
სიკუდიდ
მისცემდა
მას,
რამეთუ
ესრე
ეტყოდა:
თქუ
ნურაჲ
გმობაჲ
ღმრთისა
მიმართ
და
მოჰკუდე*.
ვაჲ
სახჱ
საშრომელი!
ვაჲ
გონებაჲ
უღირსი!
ვითარ
არა
შეიწყალა
თჳსი
ქმარი
საყუარელი!
აღდუღებულთა
მათ
ბრძუნთა*
მისთა,
ვითარცა
დამწუარი
ნაკუერცხლითა,
და
ყოველთა
ჴორცთა
მისთა,
იგი
ვითარცა
მატლი
არა
შედრკა
შეწყალებად
მისა!
ჰხედვიდა
იგი
ყოველთა
ყოვლითურთ
დაცემულსა,
მა(შ)ურალსა,
ჭირვეულსა
და
დადუმებულად
მგალობელსა,
აღმტკმობილითა
პირითა
გამოიღებდა
სიტყუათა
და
იგი არა შელბა
შეწყალებად!
უწყოდა,
რამეთუ
მაშინ
სუფევდა*
ძოწეულითა
შარავანდედისაჲთა*
და
აწ
ხედვიდა
სკორეთა
ზედა
დაცემულსა
და
შიშუველსა
გუამითა,
არა
მოიჴსენა,
ვითარ-იგი მის თანა პატივსა
ზედა
ყუაოდა,
არამედ
აწუევდა,
ვითარმედ:
"თქუ
ნურაჲ
სიტყუაჲ
გმობისაჲ
და
მოჰკუდე".
აჰა ესე ნიჭი დედაკაცისაჲ!
ეჰა
ესე
კეთილი
სალბუნი,
განმაქარვებელი
სალმობათაჲ!
ეჰა
სიყუარული
მეუღლისაჲ,
ერთობაჲ!
აწ
ოდეს-იგი
შენ სნეულ
იყავ,
ესემლევანი
სიტყუაჲ
მოგიგოა?
არცა
ლოცვითა
და
ქველისსაქმითა
შენი სენი განკაფაა?
ვერ-მემცა
კმა-ეყოა მას წუთადი
ესე
სწავლაჲ
აქაჲ და შენ საუკუნესა
მას
სატანჯველსა
მოატყუებდი
გმობითა?
ანუ
არა
უწყი,
ყოველი
ცოდვაჲ
და
გმობაჲ
მიეტეოს
კაცთა,
ხოლო
სულისა
წმიდისა
გმობაჲ
არა
მიეტეოს
კაცთა
არცა
ამას
სოფელსა,
არცა
მას
სოფელსა?*.
გნებავს
სხუაჲცა
ხილვად
უკეთურისა
მის
სწორად,
იხილო
ეგერა
დალილაჲ,
რამეთუ
მანცა
მჴნესა
მას
სამსონს
თავი
დაჰყვნა,
შეკრა
და
მისცა
იგი ჴელთა
უცხო-თესლთასა
_ თჳსი
ქმარი,
თჳსი
მეუღლჱ,
რომლისა
მოქენე
იყო, რომლისა
გამო
შუენიერ
იყო,
რომელსა
ჰლიქნიდა,
რომელი-იგი თავისა
თჳსისა
უფროჲს
უყუარდა,
_ ამას
ეცრუვა;
რომელი
გუშინ
ჰყუარობდა,
დღეს აცთუნებდა;
რომლისაგან
გუშინ
ყუაოდა,
სიყუარულით
უყუარდა,
დღეს
ცთუნებით
დაჰფლვიდა.
ანუ არა-მე შუენიერ
იყო?
და
ვინ-მე უშუენიერჱს
იყო
მისთა
მათ
ჟამთა,
რომელსა
შჳდნი
კოწოლნი
შუიენიერნი
შუბლსა
დამოეკიდნეს
და
შჳდისა
ნათლისა
ხატი
მადლითა
ეტჳრთა?
და
არა-მე მჴნე იყოა?
ანუ
ვინ-მე იყო
უმჴნის
მისა,
რომელმან
ლომი
საშინელი
გზასა
ზედა
მარტომან
დააშთო
და ერთითა
ღაწჳთა
ათასი
უცხო-თესლი
დარეცა!
არამედ
წმიდა
და
ეგოდენ
წმიდა
იყო,
რაჟამს-იგი სწყუროდა
ნაკლულევანებითა
წყლისაჲთა,
ილოცა
და რომელ-იგი ჴელთა
ღაწჳ
ეპყრა
გამჴმარი,
წყრა
და
მისგან
ლხინებით
წყურილი
იგი
დაუდგა.
ესევითარი
შუენიერი
და
ესემლევანი
მჴნჱ
და
ესემლევანი
წმიდაჲ
თჳსმან
ცოლმან
ვითარცა
მბრძოლი
შეკრა
და
უცხო-თესლთა
მისცა!
და
ვითარ-მე ერეოდა
დედაკაცი
იგი
ესევითარსა
მას
მჴნესა
და
ვინაჲ?
_ არამედ
სახე-კეთილობითა
ქმრისაჲთა,
რამეთუ
ზრახვაჲ
სიმჴნისა
მისისაჲ
ღამე*
გამოსტყუვა
ზაკუვით,
შიშუელი
საბლითა
შეკრა
და
ძალისაგან
დასცა.
ამისთჳს
გამცნებს
შენ
წინაწარმეტყუელი,
ვითარმედ:
ცოლისა
შენისაგან
ეკრძალე
და
საიდუმლოსა
შენსა
ნუ
უთხრობ
მას*.
მითხარღა,
რომელმან
მჴეცმან
თჳსისა
მეუღლისათჳს
ესევითარი
ზრახვაჲ
იზ(რა)ხის*?
უ
ანუ
რომელმანმე
ძუმან
ლომმან
თჳსი
მამალი
კლვად
მისცა?
გულისხმა-ყავ, რამეთუ
განგებულად
თქუა
სიბრძნემან,
ვითარმედ:
არა
არს სხუა თავ უფროჲს
თავისა გუელისა*, და არა არს სხუა სიბოროტე
უფროჲს
სიბოროტისა
დედაკაცისაჲსა*.
არამედ
ბოროტისაჲ
მის
სიტყუაჲ
აქამომდე
იყავნ
აღსასრული.
No comments:
Post a Comment