წმ. იოანე ოქროპირი. თუ ვითარ შეიგინების სული, ანუ ვითარ განწმიდნების და ვითარმედ დიდისა სასყიდლისა მომატყუებელ გუექმნებიან მაჭირვებელნი ჩუენნი.

  აწ უკუე ვისწავოთ ჩუენცა, თუ რომელნი საქმენი შეაგინებენ კაცსა.
   ვისწავოთ და ვივლტოდით, რამეთუ ვხედავ მრავალთა თანა ესევითარსა   ჩუეულებასა და ფრიადსა მოსწრაფებასა, რაჲთა მივიდოდიან რაჲ ეკლესიად,
   სამოსლითა მივიდენ წმიდითა და ჴელითა დაბანილითა, ხოლო რაჲთამცა   სული განწმედილი ცოდვათაგან წარმოუდგინეს ღმერთსა, არცა ერთი აქუს   მოსწრაფებაჲ. აწ უკუე, ძმანო, არა თუ ვაყენებ ვის დაბანად ჴელთა და   პირისა, არამედ მნებავს ესრეთ ბანაჲ, ვითარცა შეჰგავს. ხოლო შეჰგავს,
   რომელსა ჰნებავს ჭეშმარიტად დაბანად ჴელთა და პირისა და ყოვლისავე   გუამისა, რაჲთა წყლისა წილ სათნოებათა მიერ განიბანოს.
       რამეთუ მწინკულევანება პირისა არს ძჳრის-ზრახვაჲ, გმობაჲ, გინებაჲ,
   ტყუილი, სიტყუათა ხენეშთა და უსარგებლოთა მეტყუელებაჲ, სიცილი და   კადნიერებაჲ. უკუეთუ არა შეგიცნობიეს თავსა შენსა ესევითარი, შეუორგულებელად   მივედ ეკლესიად და მოიღე წმიდაჲ საიდუმლოჲ. ხოლო უკუეთუ   მრავალგზის შებღალულ ხარ ამათგან, რაჲ გერგოს წყლითა ბანაჲ პირისაჲ   და სიმყრალისა მის ბორტისა პირსა შინა ტჳრთვაჲ. კუალად ჴელთა   მწინკულევანებაჲ არს ყოველივე საქმე ცოდვისაჲ: სიძვანი, მრუშებანი, ბილწებანი,
   ანგაჰრებანი, მტაცებლობანი და მსგავსი ამათნი. არს ფერჴთაცა   მწინკულევანებაჲ: სლვაჲ გზასა ცოდვისასა. იხილე გულისაცა მწინკულევანებაჲ:
   გულისთქუმანი ბოროტნი, გემოჲსმოყუარებანი, შურნი, ძჳრის-ჴსენებანი,
   ზუაობანი, მზაკუვარებანი და სხუანი მსგავსნი ამათნი.
       ხოლო შენ, უკუეთუმცა მწჳრე გაქუნდა ჴელთა, ვერმცა იკადრე შესლვაჲ   ეკლესიად, დაღაცათუ არავე რაჲ არს მისგან სავნებელი. ვითარ უკუე   გარეწართა ამათ ზედა ესრეთ მოსწრაფე ხარ, ხოლო შინაგანთა მათ და   საძიებელთა ზედა ესრეთ უდებ? და რაჲ ვყოთო, მეტყჳან ვიეთნიმე, არა   ვილოცვიდეთა? ჰე, ფრიადცა თანა-გუაც ლოცვაჲ, გარნა არა შებღალულთა   ესევითარითა მწინკულევანებითა. კუალად იტყჳს მეტყუელი იგი: რაჲ ვყო,
   უკუეთუ შთავრდომილ ვიყო მრავალთა ცოდვათაო განსაცდელითა ეშმაკისაჲთა?
   უკუეთუ შემთხუეულ არიან შენდა ცოდვანი, კაცო, განიბანე თავი   შენი და განიწმიდე. - ვითარ განვიბანო? ვითარ განვიწმიდოო? განიბანე   ცრემლითა, სულთქუმითა, აღსაარებითა; მიეც ქველისსაქმე შენი გლახაკთა,
   დაეგე, უკუეთუ ვინ შეგიწუხებიეს, მოისპენ ბოროტნი გულისსიტყუნი გულისაგან,
   დასცხერ ყოვლისავე ცოდვისაგან, ევედრებოდე ღმერთსა ლმობიერებით    და ესრეთ განიბანო და განსწმიდნე ყოვლისავე მწინკულისაგან ცოდვათაჲსა.
   ხოლო უკუეთუ შებღალულ იყო საქმეთაგან ბოროტთა და ენაჲ შენი   სავსე იყოს ზრახვითა ბოროტითა და არა განიწმიდო თავი შენი, არამედ   ესრეთ შებღალული მიხჳდოდი წინაშე ღმრთისა ლოცვად და ზიარებად,
   წყლითა განბანაჲ ყოვლადვე არარას გერგოს, არამედ გესმეს შენცა: "უკუეთუ   განამრავლოთ ვედრებაჲ, არა შევისმინო თქუენი" . უკუეთუ ვის აქუნდენ   ჴელნი შებღალულნი მწჳრითა და მივიდეს ვედრებად მეფისა და უპყრნეს   ფერჴნი, ისმინოსა მისი? მე ვჰგონებ, თუ სცეს მას ფერჴითა პირსა. ეგრეთვე   შენ, კაცო, ეკრძალე საქმესა ამას და ნუ იკადრებ შებღალული მისლვად   წმიდისა მის ბარძიმისა, არამედ განიბანე პირველად, რამეთუ ადვილ არს   განბანაჲ ესე და არა ძნელ. უკუეთუმცა არა განეწესა განბანაჲ ესე უფალსა,
   არამედ ეძიებდამცა ჩუენგან ყოვლადვე შეუგინებლობასა, ძნელმცა იყო ჩუენ   ზედა ესე, ხოლო ვინაჲთგან მიუთხრობელითა მით წყალობითა მისითა   განაწესა სინანული და შებღალულთა ამათ მრავალთაგან ცოდვათა განგუწმედს   ცრემლითა და სულთქუმითა, არარაჲ გუაქუს მიზეზი, არამედ ვისწრაფოთ   განწმედად, რაჲთა არა ჩუენდა მომართცა თქუას, ვითარმედ: "ვთქუ   შემდგომად ყოველთა მათ ბოროტთა: ჩემდავე მოიქეც, და არა მოიქცა" .
   განიბანე, კაცო, პირი შენი და ენაჲ სიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა კადნიერებით   ევედრებოდი ღმერთსა, რამეთუ წერილ არს: "ცხორებაჲ და   სიკუდილი ჴელთა შინა ენისათა არს", და "სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე   და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო". აწ უკუე მსგავსად გუგათა   თუალისათა დაიცევ ენაჲ შენი, რამეთუ ასწაო თუ მას წესიერებაჲ, იქმნას   ეტლ მეუფისა; ხოლო დაუტეო თუ წარმდებებით სლვად ყოველსავე ბოროტსა   შინა, იყოს იგი საჴედარ ეშმაკისა, რაჟამს აღივსებოდის ყოვლითავე გინებითა   და ბოროტისმეტყუელებითა, გულის-წყრომით ზრახვითა მოყუსისაჲთა და   სხჳთა მრავლითა ბოროტითა. ამისთჳს გევედრები, უკუეთუ გნებავს, რაჲთა   კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, ყოვლისავე რისხვისა და გულისწყრომისაგან   წმიდა-ყავ სული შენი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: "მნებავს   ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ   რისხვისა და გულისწყრომისა; ეგრეთვე დედათა წესიერებისა სამკაულითა   მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა". აწ უკუე, კაცო, ნუ   სირცხჳლეულ-ჰყოფ ენასა შენსა. უკუეთუ არა, ვითარ შეწიროს შენთჳს   ვედრებაჲ ოდეს კადნიერებაჲღა თჳსი წარეწყმიდოს? არამედ შეამკვე იგი   სიტკბოებითა, სიმდაბლითა, სახიერებითა, ღირსებითა ღმრთისაჲთა. აღავსე   იგი კურთხევითა, მოწყალებითა; რამეთუ იქმნების სიტყჳთაცა მოწყალებაჲ,
   რაჟამს ეტყოდის კაცი გლახაკსა სიმშჳდითა და მშჳდობითა. აღავსე კუალად   პირი შენი ქებითა უფლისაჲთა და წურთითა საღმრთოთა წერილთაჲთა,
    ვითარცა წერილ არს: "ყოველი თხრობაჲ შენი იყავნ შჯულსა შინა უფლისასა".
   ესრეთ რაჲ შევამკვნეთ თავნი ჩუენნი, მერმე მოუჴდეთ უფალსა და   მეუფესა ჩუენსა და შეუვრდებოდით მუჴლთ-მოდრეკით, არა ხოლო გუამითა,
   არამედ გონებითაცა ლმობიერითა და მჴურვალითა.
       გულისჴმა-ვყოთ, თუ ვის შეუვრდებით, ანუ რაჲსათჳს შეუვრდებით და   რასა ვითხოვთ. ღმერთსა შეუვრდებით, რომელი იხილონ რაჲ სერაბინთა,
   პირთა დაიფარვენ, რამეთუ ბრწყინვალებასა მას ვერ იტჳრთვენ, რომლისაგან   ქუეყანაჲ ძრწის მოხედვითა ხოლო წამისყოფისა მისისაჲთა. ღმერთსა   შეუვრდებით, რომელსა აქუს უკუდავებაჲ და ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა,
   მხოლოჲ მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ, რომლისაჲ   არს პატივი და ძალი საუკუნოჲ, ამენ. და რაჲსათჳს შეუვრდებით, ანუ რასა   ვითხოვთ? ჴსნასა საუკუნეთაგან სატანჯველთა, შენდობასა ცოდვათასა,
   მიმთხუევასა სასუფეველისასა და მკჳდრობასა კეთილთა მათ მოუგონებელთასა.
   შეუვრდეთ უკუე ჴორცითაცა და გონებითა, რაჲთა მან აღგუადგინნეს   ქუემდებარენი ესე. შეუვრდეთ და ვითხოოთ ზემოწერილნი იგი საქმენი,
   შენდობაჲ ცოდვათაჲ და გამოჴსნაჲ გეჰენიისაგან და წყალობაჲ მისი უხუებით.
   ნუმცა რას ჴორციელსა ვითხოვთ, ნუცა მტერთა ჩუენთა ვსწყევთ,
   გარნა ხოლო ეშმაკთა. ნუმცა ვის კაცთაგანსა შეასმენ, ძმაო, ლოცვასა შინა.
   ხოლო გნებავს თუ შესმენაჲ, თავსა თჳსსა შეასმენდი; უკუეთუ გნებავს   აღლესვაჲ ენისა შენისაჲ, ცოდვათა შენთა განქიქებად აღლესე. ნუ მას   იტყჳ, უკუეთუ რაჲმე ძმამან გავნო, არამედ რაჲ-იგი შენ ავნე თავსა შენსა,
   რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი ვნებაჲ. და ნანდჳლვე ვერვის ჴელ-ეწიფების   ვნებად შენდა, უკუეთუ არა შენ თჳთ ავნო თავსა შენსა. აწ უკუე გნებავს   თუ მავნებელთა და ბოროტისმყოფელთა შენთა შესმენაჲ, ყოვლისა პირველად   თავი თჳსი შეასმინე და კეთილი იყოს შენდა შესმენაჲ ესე. ხოლო   უკუეთუ მოყუსისა შესმენაჲ სთქუა ლოცვასა შინა, დიდად ავნო თავსა   თჳსსა; და სიტყუაჲცა მებრ ესე ცრუ არს, რამეთუ რაჲ სავნებელი სთქუა   სხჳსა მიერ შენ ზედა მოწევნად? გინებანი, ანუ ზღვევანი, ანუ ჴორციელნი   ჭირნი სთქუნეა? არამედ უკუეთუ განვიფრთხოთ ესე ყოველი, უფროჲსად   სარგებელ არს ჩუენდა, რამეთუ რომელმან ესევითარი რაჲმე უყოს მოყუასსა,
   არა თუ მას ავნებს, არამედ თავსა თჳსსა. და ესე არს ყოველთა ბოროტთა   დასაბამი, რომელ არცა თუ ვიცით, ვინ არს ვნებული, ანუ ვინ არს   მავნებელი. რამეთუ ესე თუმცა ვიცოდეთ, არაოდეს ვავნეთმცა თავთა ჩუენთა   ძჳრის-ზრახვითა და ძჳრის-ჴსენებითა ძმათაჲთა; და მიკჳრს, ვითარ   უმეცარ ვართ საქმესა ამას, ვითარმედ შეუძლებელ არს თუმცა მეორისაგან   ვის ბოროტი შეემთხჳა, არამედ კაცად-კაცადი თავსა თჳსსა ავნებს, რომელიიგი
   ეგონოს თუ მოყუასსა ავნო. აწ უკუე რომელმან-იგი წარიტაცა მონაგები   შენი, რომელმან გაზღვია, რომელმან ჭირგაფრო, თავსა თჳსსა ავნო,
   ხოლო შენ დიდად გარგო, უკუეთუ ახოვნად თავს-იდვა შენ. რამეთუ,
   უკუეთუ ვინ მოიტაცოს მეორისაგან მახჳლი და განიწონოს გულსა თჳსსა,
   რომელსა ევნო, რომელმან მიიტაცა, ანუ რომლისაგან მისტაცა? საცნაურ   არს, ვითარმედ იგი წარწყმდა, რომელმან მიიტაცა. ეგრეთვე არიან ჴორციელნი   ესე საქმენი ყოველნივე, რომელნიცა ვინ მეორისაგან მოიტაცნეს და   ძმაჲ თჳსი შეაწუხოს, თავსა თჳსსა ავნებს და მას არგებს. ამისთჳს, საყუარელნო,
   ნუმცა ვინ ავნებს ძმასა ჴორციელად, რაჲთა არა სულსა თჳსსა   განიწონოს მახჳლი, ნუცა ვინ შეწუხებულთაგანი მწუხარე არს, რამეთუ   არა ევნო, არამედ უფროჲსღა ერგო; ნუ ძჳრსა იჴსენებს, რაჲთა არა   სარგებელი თჳსი წარიწყმიდოს, არამედ აკურთხევდინ და ულოცევდინ   მაჭირვებელთა თჳსთა, რაჲთა მოიღოს ღმრთისაგან უხუებით კურთხევაჲ.
   ესრეთ თუ აღვასრულოთ მცნებაჲ ქრისტესი, აქაცა მყუდროებით ვცხოვნდებოდით,
   ძმანო, და საუკუნესა მასცა ნავთსაყუდელსა მივიწინეთ და   წარუვალთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა   უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით   და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

No comments:

Post a Comment