საყუარელნო, ხილვაჲ სამოთხისაჲ ზაფხულის საცსე არნ ყოვლით
ასაწადელითა და გუის სათქუმელითა კაცთაჲთა, რამეთუ
განაცხრობნ თუალთა ხილვაჲ ყუავილთა მისთა სიმეწამულისაჲ, და
თანაწარმავალთა დააყოვნებენ ხილვაჲ მისი და მრავალფერებაჲ
ყუავილთა მისთაჲ, და რამეთუ აღავსებნ საყნოსელთა სულნელებაჲ
მისი და განამხიარულებნ გონებასა ყნოსაჲ მისი და ტკბილად
გემოვან ჰყოფნ პირსა გემოჲს-ხილვაჲ ნაყოფთა
მისთაჲ და
განანათლებნ გონებასა საშუებელი სანოვაგეთა მისთაჲ.
ესრეთვე შრომანი წმიდათა და სულიერთა მამათანი და
სათნოებანი მატნი მრავალფერნი ჯერ-არიან მითხრობად, შვილო
ჩემო სოფრონი, რომელთა შინა იპოვების მრავალი სარგებელი სულთა
საცხორებელად, რომელნი-იგი შუენიერად ყუაოდეს ჟამთა
ჩუენთა, ვითარცა ხჱ ტანაწარსადინელსა წყალტასა, რამეთუ
მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა შემკობილ იყუნეს
ყოვლითა კეთილისა საქმითა და სარწმუნოებითა, რომელთაგან მნებავს
მოწილვად ვარდი იგი სატნოვებათა ნათთაჲ და შეთხზვად შენდა
გჳრგჳნი ყუავილთა მათგან დაუჭნობელთა უხრწნელისა მის სამოთხისათა,
რაჲთა მით გჳრგჳნოსან ვყო თავი შენი, შვილო ჩემო საყუარელო
სოფრონი, და შენ მიერ თავნი ყოველთა მორწმუნეთანი. ამისთჳს
უწოდე ამას სამოთხჱ, საშუებელთა მათთჳს
სიხარულთა, რომელნი ამას შიან იპოვებიან მეძიებელთა მათთჳს.
და აწ ჭეშმარიტად დაჯერებულ იყავნ საღმრთოჲ ეგე სიყუარული
შენი, შწვილო ჩემო, რამეტუ შევკრიბე ყოველი ესე თქუმული
ჭეშმარიტებით, რომელსა შინა არა არს იჭჳ. ვითარცა ფუტკარმან
რაჲ შეკრიბის მრავალფერთა ყუვალითაგან სიტკბოებაჲ და შექმნის
იგი გოლად ჭურჭელსა შინა ერთსა, ესრჱთვე მე შევკრიბენ
მრავალფერნი ესე სათნოვებანი წმიდათა მამათანი სულთა
სარგებელისათჳს და დავწერენ წიგნსა ამას შინა.
თავი ა (1). ბერი ვინმე მკჳდრ იყო მონასტერსა ამბა ევსტრაჯისსა,
რომელსა სახელი ერქუა ამბა იოვანე. და [უნ]და მისი
ელია პატრეარქსა, იერუსალჱმელსა, რაჲთამცა ყო იგი მამასახლის
მონასტერსა მისსა ზედა. ხ{ოლო} მან არა თავს-იდვა, არამედ
ჰრქუა მას: მნებავს მე, მამაო პატიოსანო, წარსლვაჲ და
ლოცვაჲ მთასა სინასა. ხოლო პატრეარქმან ჰრქუა მას: მამასახლის
იქმენ და ეგრჱთ წარვედ და ილოცე, და კუალად-იქეც მონასტერსავე
თჳსსა. ხოლო მან ჰრქუა: არა, არამედ პირველად წარვიდე
და ვილოცო, და ოდეს კუალად ვიქცე, დავემორჩილო ბრძანებასა
შენსა. მასინ დაუტევა მშჳდობაჲ და განუტევა იგი
პატრეარქმან. ხოლო მან წარიყვანა მოწაფჱ თჳსი და წარემართა
სინად ლოცვად. და ვითარცა წიაღ-ჴდა იგი წმიდასა იორდანესა და
განეშორნეს ვითარ სამ უტევან, შეიპყრა ბერი მჴურვალებამან და
ვერ ეძლო სლვად. და პოვეს მუნ მვირჱ ქუაბი და შევიდეს მას
შინა, რაჲთა განისუენონ. და განძჳნდა სალმობაყ იგი ბერისაჲ,
ვიდრემდის შეძრვადცა ვერ შემძლებელ იყო. და დაყვეს მუნ შინა
სამ დღე. მაშინ იხილა ბერმან ჩუენებით კაცი ვინმე დიდებული,
რომელი ეტყოდა მას:
_ ვიდრე გნებავს, ბერო, წარსლვის, მაუწყე მე?
ჰრქუა მას ბერმან: მთასა სინასა მნებავს წარსლვაჲ და
ლოცვაჲ.
მიუგო და ჰრქუა მას კაცმან მან დიდებულმან: ისმინე ჩემი,
კეტილო ბერო, და ნუ წარხულა სინად.
ხოლო მან არა შეიწყნარა სიტყუაჲ მისი, არამედ ჰრქუა მას:
ვერ შესაძლებელ არს ჩემდა, თუმცა არა წარვედ სინად. მაშინ,
ვითარცა ესმა ესე მისგან, დაუტევა და წარვიდა. და ვითარცა
განთენა, კუალად უფროჲსად განძჳნდა სალმობაჲ იგი ბერისაჲ
უფროჲს პირველისა, ვიდრემდის სულმოკლე იქმნა იგი. და
კუალად მეორესა ღამესა ეჩუენა ამს კაცი იგი დიდებული, რომელი
პირველ ეხილვა და ჰრქუა მას:
_ ჵ კეტილო ბერო, რაჲსა სრომასა შეიმთხუევ შენ წარსლვად
სინად, დამემორჩილე და ნუვიდრე ხუალ ამის ქუაბისაგან
მაშინ მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: მაუწყე მე, ვინ უკუე ხარ
შენ?
მიუგო მას, რომელი-იგი ეჩუენა მას, და ჰრქუა: მე ვარ
იოვანე ნათლის-მცემელი და ამისთჳს გეტყჳ შენ, რაჲთა არა
წარხჳდე სხუასა ადგილსა, რამეთუ ესე ქუაბი, რომელსაშინა
ხარი შენ, უფროჲს არს მთასა სინასა, რამეტუ ამას შიან უფალი
ჩუენი იესუ ქრისტჱ მრავალ გზის შემოსრულ არს წმიდათა ფერჴითა
მისითა მოკითხვად და ნუგეშინის-ცემად ჩემდა. აწ უკუე აღმითქუ
მე, რაჲთა დაემკჳდრო ქუაბსა ამას შინა, და მე განგკურნო
უძლურებისაგან შენისა.
და ვითარცა ესმა ესე ბერსა, დაჯერებულ იქმნა გონებაჲ
მისი და აღუთქუა მას, რაჲთა არღარა განეშოროს მიერ ჟამითგან
მის ადგილისაგან. და მუნთქუესვე განიკურნა და დაემკჳდრა მუნ
შინა ვიდრე დღედ განსლვისა მისისა ამიერ სოფლით, რამეტუ
ყო ქუაბი იგი ეკლესია ქრისტჱსა, და შეკრიბნა მას შინა ძმანი
მრავალნი. და ადგილსა მას ეწოდების საფსაფას.
ბ (2). სხუაჲ ბერი იყო ადგილსავე მას,*7 რომელსა ეწოდების
საფსაფას, დაესევითართა სათნოვებათა მიიწია, ვიდრემდის
ლომნი მოვიდოდეს მისა, და შეიწყნარებდა და ჴელითა თჳსითა სცემდა
გ (4). გჳთხრობდა ამბა ლეონტი, რომელი იყო მონასტრისაგან
წმიდისა თევდოსისა, რამეთუ შემდგომად განსხმისა მწვალებელთა
მათ ახლისაგან ლავრისა, წარვედ და დავემკჳდრე მას შინა.
და დღესა კჳრიაკესა მოვედ ეკლესიად ზიარებად წმიდასა საიდუმლოსა
და ვიხილე ანგელოხი უფლისაჲ მდგომარჱ მარჯუენით
კერძო საკურთხეველსა. და შემიპყრა მე შიშმან და ძრწოლამან
მიუთხრობელმან. და რაჟამს წარვედ სენაკად ჩემდა, მოიწია ჩემდა
ჴმაჲ, ვითარმედ: ვინაჲთგან იკურთხა საკურთხეველი ესე, დავიდგინე
მე ღმრთისა მცველად მას ზედა.
დ (5). კუალად ამბა პოლოხრონიოს, ხუცესი მისვე ახლისა
ლავრისაჲ, მითხრობდა, ვითარმედ: რაჟამს ვიყავ მე მონასტერსა
კოშკებისასა იორდანეს, ვხედევდ მე მუნ ძმასა ერთსა კრებულისაგანსა
მათ ძმათაჲსა დიდად უდბად
სულისა თჳსისათჳს, ვიდრემდის
ჟამიცა კჳრიაკისაჲ არაოდეს აღესრულა ეკლესიასა
შინა ძმათა თანა, ვიდრე განშორებამდე.
და კუალად მცირედ შემდგომად
ვიხილე ძმაჲ იგი უდები ფრიად მოსწრაფედ და მოღუაწედ
მონაზონებისათჳს.
და ვარქუ მას: კეთილ, ძმაო, კეთილად იქმ აწ, რამეთუ
მოსწ[რ]აფე ხარ სულისა შენისატჳს.
ხოლო მან მომიგო და მრქუა მე: ჰე მამაო, რამეთუ მოახლებულ
არს სიკუდილი ჩემი.
და შემდგომად სამისა დღისა აღესრულა ძმაჲ იგი.
ე (6). სხუაჲ ბერი იყო მონასტერსა მას კოშკებისასა და ენება
ძმათა მის მონასტრისათა, რაჲთამცა ყვეს იგი მამასახლის მათ
ზედა ღირსებისა და პატიოსნებისა მისისათჳს. მიუგო ბერმან და
ჰრქუა მათ: მაცადეთ მე, ძმანო ჩემნო, რაჲთა ვსტიროდი ცოდვათა
ჩემთათჳს, რამეტუ მე ვერ შემძლებელ ვარ განგებასა სულთა კაცთა
უმჯობჱსთა ჩემთასა, რამეთუ ესე ასქმჱ არა ჩემ სახეთაჲ არს,
არამედ მამათა წმიდათაჲ, ვოთარცა ანტონისი და არსენისი და
პახუმისი და თევდორე ფერმელისაჲ და მსგავსთა მათთაჲ. ხოლო
ძმათა მათ არავე დააცადეს, არამედ დღითი-დრედე ევედრებოდეს და
აწყინებდეს ბერსა, რაჲთა იქმნეს იგი მამასახლის მათ ზედა.
მაშინ, ვითარცა იხილა ბერმან იძულებაჲ მათი მისა მიმართ,
მიუგო და ჰრქუა მათ: მაცადეთ უკუე სამ დღე და ვილოცო ქრისტჱს
ღმრთისა ჩემისა მიმართ და ნებაჲ მისი იყავნ. და ესე აღთქუმაჲ
იყო დღესა პარასკევსა. და დღესა კჳრიაკესა განთიად აღესრულა
ბერი და ღმრთისა მივიდა.
ვ (7). კუალად გჳთხრობდა პოლოხრონიოს, ვითარედ: მესმა
მე ამბა კოსტანტისგან, რომელი იყო ზედამდგომელი წმიდისა ნიაჲსაჲ,
რომელ არს საყოფელი წმიდისა ღმრთის მშობელისაჲ,
ვითარმედ; აღესრულა ოდესმე ერთი ძმათაგანი ჯერაკუმელთაჲ. და
ემცნო მას, რაჲთა წარიღონ იგი კოშკებისა მონასტერსა და მუნ
დაჰმარხონ, რამეთუ მუნ ყოფილ იყო იგი პირველ. და მსგავსად
მცნებისა მისისა გამოვიღეთ იგი,:
რაჲთა წარვიღოთ იორდანედ
დამარხვად მონასტერსა მას. და აჰა ვარსკულავი ნათლისაჲ
მოვიდა და დაადგრა ცხედარსა მას ზედა ვიდრე მიწევნადმდე
ჩუენდა ადგილად. და ჴმაჲ გალობისაჲ ზეგარდამო გუესმოდა,
ვიდრემდის დავდევით წმიდაჲ იგი გუამი საფლავსა ძმათა თანა.
ზ (8). სხუაჲ ვინმე იყო კოშკებისა მონასტერსა, რომელსა
სახელი ერქუა მაროგენის. ფრიად მმარხველი იყო იგი, და
გარდარეულითა მით შრომითა მისითა იქმნა იგი წყლით-მანკიერ,
და იგუემებოდა იგი ფრიად ესრჱთ სენსა შინა, და ეტყჳნ
იგი მამათა, რომლნი ხილვად და ნუგეშინის-ცემად
მისა; ლოცვა ყავთ ჩემთჳს, წმოდანო მამანო, რაჲთა სულითა არა
ვიქმნე წყლით-მანკიერ. ხოლო მე ვევედრები ღმერთსა, რაჲთა
განგრძობილ იქმნეს ჩემ ზედა, ნუუკუე მის მიერ ვიჴსენე
მე სენისა მისგან საუკუნოჲსა.
და ესმა ესე ევტუში პატრეარქსა იერუსალჱმელსა და წარსცა
მისა ყოველი საჴმარი ჴორცთაჲ, ხოლო მან არარაჲ მისგანი შეიწყნა[რა], არამედ მიამვნო მისა და ჰრქუა: ლოცვა ყავ ჩემთჳს,
წმიდაო მამაო, რაჲთა განვერე მათგან სატანჯველთა. და
ესრჱთ აღესრულა.
No comments:
Post a Comment