მამისა ისიდორესათჳს. ანბანური პატერიკი. სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი. XIV

მამისა ისიდორესათჳს, რომელი იყო ხუცესი სკიტისაჲ

იტყოდეს მამისა ისიდორესთჳს, რომელი იყო  ხუცესი
სკიტისაჲ, რამეთუ რომელსა აქუნ ძმაჲ სახითა უძლური, სულმოკლჱგინა მაგინებელი და უნებნ განშორების, ჰრქჳს ბერმანმომგუარეთ მე იგი აქა და მიიყვანიან და თჳსითა მით მოთმინებითა აცხოვნის ძმაჲ იგი.



ძმამან ჰკითხა მას და ჰრქუა: რაჲსათჳს ესრეთ ეშმაკთა
ეშინის შენგან? ჰრქუა მას ბერმან: ვინაჲთგან ვიქმენ მონაზონ. ვეკრძალებირაჲთა არა უტეო რისხვაჲ სასასა ჩემსა.



მერმე იტყოდა: ორმეოცით წლითგან-ღა სცნობს კაცი შინაგანსა გონებისა ცოდვასა და მიერითგან არღარა მიერჩინ არცა გულის-თქუმასა არცა გულის-წყრომასა.



მერმე თქუა ბერმან: მე ოდეს ვიყავ ჭაბუკ და ვჯედ სენაკსა
შინა ჩემსა, არა იყო საზომი ფსალმუნებისა ჩემისაჲ, არამედ ღამჱ და დღჱ ერთი ფსალმუნებაჲ იყო ჩემი.



თქუა მამამან პიმენ მამისა ისიდორესთჳს, ვითარმედ დათხზის ძნაჲ ერთი ღამედ-ღამედ: და ევედრებიედ ძმანი და, ეტყჳედგანუსუენე  თავსა შენსა მცირედ, რამეთუ დაბერებულ ხარ. ხოლო მან ჰრქჳს მათ: დაღათუ დაწუან ცეცხლითა ისიდორე და ნაცარი მისი ნიჩბითა ქარსა წარსცენ, არცა ერთი რაჲ მადლი არს ჩემდარამეთუ ძჱ ღმრთისაჲ სოფლად მოვიდა ჩემთჳს.



მანვე თქუა მამისა ისიდორესთჳს, ვითარმედ: ეტყჳედ გულის-სიტყუანივითარმედ: დიდი კაცი ხარ. ხოლო მან ჰრქჳს: ანუ ვარ ვითარცა მამაჲ პამბო, გინა ვიქმენ ვითარცა მამაჲ ანტონი, გინავითარ-იგი სხუანი მამანი იყვნეს,რომელნი სათნო ეყვნეს ღმერთსაოდეს ესე თქჳს, განისუენის. და ოდეს კუალად მტერმან შეაურვის
მას, ვითარმედ: ამის ყოვლისა შემდგომად სატანჯველსა
შთაგდებად ხარ, ჰრქჳს მანცა: დაღათუ სატანჯველსა შთავვარდეთქუენ შინა კერძოვე გპოვნე.


იგივე იტყოდა მამისა ასიდორესთჳს, რამეთუ ოდეს ეტყჳნ
მამათა ეკლესიასა შინა, ესრე ხოლო ჰრქჳს მარტოდ: ძმანო, წერილ არს: მიუტევე მოყუასსა შენსა, რაჲთა მოტევებაჲ შენცა მოიღო.


 თქუა მამამან ისიდორე, ვითარმედ, ოდესმე მივედი
სავაჭროდ. ძმისა ჭურჭლისა განსყიდად და ვიხილერამეთუ გულის-წყრომაჲ შემთხუევად იყო, დაუტევე ჭურჭელი იგი და ვივლტოდე.




No comments:

Post a Comment