მამისა მოსესთჳს. ანბანური პატერიკი. სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი. IX

                 


მამისა მოსესთჳს, რომელსა ერქუა ეთიოპ

გჳთხრობდეს ნეტარისა მოსესთჳს, რომელსა ერქუა ეთიოპ,
   რამეთუ ნათესავი არს შავი ჴორცითა. ვითარმედ: ესე მონაჲ იყო
    მოქალაქისა ვისიმე და დიდითა მით თავჴედობითა  და სიფიცხლითა
   დაუტევა უფალი იგი თჳსი. და ვიდრე კაცის-კლვამდე
   მიწევნული იყო, ვიიძულე სიტყუად ბოროტთა მათ მისთა ზედა,
   არამედ გიჩუენო კუალად სათნოებაჲ იგი მისი და სინანული,
   რამეთუ ოდეს იყო იგი ავაზაკ, ჰქონდეს მის ქუეშე ავაზაკნი, რიცხჳთ
   სამეოცნი. აქუნდა ვიეთმე მიმართ მწყემსთა ძჳრის-ჴსენებაჲ.
   რამეთუ დააბრკოლეს იგი ძაღლთა მათთა საქმესა რომელსამე ღამესა,
   და უნდა მოწყუედაჲ მათი. გუეუწყა ადგილი, სადა დაადგინნიან
   მათ ცხოვარნი იგი წიაღ ნილოსსა. და რაჟამს აღდგომილ
   იყო მდინარე იგი და დაეპყრა სივრცესა მისსა მილიონ ერთ, დაიკრიბა
   სამოსელი თჳსი თავსა მისსა, ხოლო ჴრმალი ეპყრა კბილითა
   და ესრეთ წიაღ-ვიდა მდინარესა მას ცურვით. და წიაღ-რაჲვიდოდა,
   იხილეს მწყემსთა შორით და დაემალნეს ქჳშასა
   შინა. და ვითარ წიაღ-ვიდა, არა პოვნა იგინი, გამოირჩინა ორნი
   ვერძნი დიდნი და დაკლნა  იგინი და შეკრნა და წიაღ-მოიხუნა
   მდინარესა მას ცურვით. და მოვიდა იგი შორის ადგილსა მას, განჰჴსნნა
   იგინი და ჭამა ჴორცი რჩეული და სხუაჲ იგი განყიდა ღჳნოდ
   და შესუა ათურამეტი კნინდონი და ერგასსა მილიონსა სრბით
   მიიწია, სადა-იგი იყო კრებული მისი. და რაჟამს ნებითა ღმრთისაჲთა
   მოიქცა იგი, და იქმნა მონაზონ, დაჯდა რაჲ იგი სენაკსა თჳსსა
   სკიტეს, შეუჴდეს მას ავაზაკნი ოთხნი, რამეთუ არა უწყოდეს.
   ვინ იყო იგი. ხოლო მან შეიპყრნა იგინი და შეკრნა ყოველნი და
   აღიკიდნა იგინი ზურგსა, ვითარცა ბზჱ და მიიხუნა იგინი ეკლესიად
   შორის კრებულსა და ჰრქუა: ჩემდა არა ჯერ-არს განკითხვაჲ,
   რაჲ ჰბრძანოთ ამათთჳს, რამეთუ შემომიჴდეს მე მოკლვად?
   და იყო იგი მარხულ კჳრიაკესა სრულიად, ხოლო მათ აღიარეს
   და ცნეს, რამეთუ იგი არს მოსე, რომელი-იგი ოდესმე განთქუმულ
   იყო  ავაზაკთა მთავრად და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს:
   უკუეთუ ესევითარი განთქუმული ძლიერი ესრეთ მოიქცა
    და შიშსა ღმრთისასა შევარდა, რაჲსათჳს არა ჩუენცა ვისწრაფოთ
   ცხორებისათჳს ჩუენისა? და მოიქცეს იგინი და იქმნეს მონაზონ



       ამასვე ნეტარსა მოსეს ჰბრძოდეს ეშმაკნი უცნებითა სიზმართაგან,
   ხოლო მან შესძინა შრომაჲ ესევითარი: ექუსსა წელსა
   სენაკსა თჳსსა შინა დგა ლოცვასა ყოველთა დღეთა დაუჯდომელად
   და დაუძინებელად და არცა-ღა დაიწუხნა თუალნი თჳსნი. და
   კუალად სხუაჲცა შრომაჲ შე-ღა ვე-სძინა, რამეთუ გამოვიდის ღამე
   და მივიდის სენაკებსა ბერთასა უმოღუაწეთასა და მოიღის სარწყული
   და აღავსის წყლითა, რამეთუ შორით მოჰქონდა წყალი:
   რომელთამე ორით მილიონით, რომელთამე სამით და რომელთამე
   ხუთით. და ღამესა ერთსა დაუმზირა ეშმაკმან, რაჲთამცა მოკლა
   იგი ჯურღმულსა  ზედა და სცა მას წალთითა ფერცხალთა
   ზედა და დააგდო იგი ვითარცა მკუდარი. და არავინ იხილა იგი და
   არცა უწყოდა ვინ. მეორესა დღესა მო-ვინმე-ვიდა ძმათაგანი ვსებად
   წყლისა და იხილა იგი მდებარე და წარვიდა და უთხრა ისიდორეს,
   ხუცესსა სკიტისასა. და მოვიდეს ძმანი და წარმოიღეს ეკლესიად.
   და წელიწადსა მას ეგრეთ იყო უძლურებასა შინა და
   ძნიად ჴორცნი და სულნი მისნი მოეგნეს სიმრთელესა. არამედ არღარა
   აქუნდა მას ძალი იგი ჴორცთაჲ. არამედ ჰრქუა მას დიდმან
   ისიდორე: დასცხერ, მოსე, ცილობად ეშმაკთა და ნუ ზედა-მიუვალ
   მათ, რამეთუ საზომი აქუს სიმჴნესაცა და მოღუაწებასაცა. ხოლო
   მან ჰრქუა მას: ვესავ ღმერთსა, არა დავსცხრე შეჭურვად ეშმაკთა
   მიმართ, ვიდრემდის დასცხრენ უცნებანი მათნი ჩემდა მომართ.
   ჰრქუა მას ისიდორე: სახელითა იესუ ქრისტესითა დაცხრომილ
   არიან უცნებანი იგი შენნი, მივედ  და ეზიარე გულდებულად
   წმიდასა მას საიდუმლოსა და განწმიდენ ყოვლისაგან შეგინებისა
   სულთაჲსა და ჴორცთაჲსა და ნუ იქადი, ვითარცა შემძლებელი,
   რამეთუ ესე უმჯობესისა შენისათჳს იქმნა. და წარვიდა
   იგი სენაკად თჳსა. და შემდგომად ორისა თჳსა ჰკითხა დიდმან
   ისიდორე ვნებისა მისთჳს. ხოლო მან თქუა: ეგრეთ ვარი, ვითარცა
    ყოლად უვნებელი. და მიერითგან ღირს იქმნა მადლსა ეშმათა
   შეურაცხ-ყოფად.
      ესე არს ცხორებაჲ ნეტარისა მოსესი, რომელსა ერქუა ეთიოპ,
   რამეთუ იგიცა იყო შერაცხილ რიცხუსა თანა დიდთა მამათასა.
   აღესრულა ესე სამეოცდაათურამეტისა წლისაჲ სკიტეს მღდელობასა
   შინა და დაუტევნა მოწაფენი წმიდანი, რიცხჳთ სამეოცდაათნი,
   რამეთუ ოდეს იგი იყო ავაზაკთ-მთავარ, ჰქონდეს მის ქუეშე
   სამეოცნი კაცნი რჩეულნი, ხოლო შემდგომად უმრავლეს იყვნეს
   მო\წაფენი  მისნი, წმიდანი და მოშიშნი ღმრთისანი.

No comments:

Post a Comment