ხვალინდილე, საკვირაო სახარების განმარტება. წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ. მათეს თავისაჲ.

სიტყუაჲ ესე: 'ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, ვითარმედ
დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. და ჰკითხა ერთმან
მათგანმან და გამოსცდიდა მას: მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს
შჯულსა შინა?' (22,34-36 )

კუალად აქაცა გჳთხრობს მახარებელი მიზეზსა, რომლისათჳს თანაედვა
შეკდიმებაჲ. არამედ იგინი უფროჲსად გამოსცდიანვე. ვინაჲთგან სადუკე
ველნი მოუჴდეს გამოცდად და სირცხჳლეულ იქმნეს, მერმე შეკრბეს ფარისეველნი
გამოცდად და ჰკითხვენ. არა თუ სწადოდა სწავლად, არამედ


რაჲთა განსაცდელი დაურწყო[]. ამისთჳს წარმოდგა რეცა შჯულისმეც/ნიერი
და ეტყჳს, 'რომელი მცნებაჲ უფროჲს არსო'.

რამეთუ ვინაჲთგან ესე იყო პირველი მცნებაჲ, თუ: 'შეიყუარო უფალი
ღმერთი შენი', ამისთჳს ესე სიტყუაჲ წინაუყვეს, ნუუკუე სხუაჲ რაჲმე
თქუას და თავისა თჳსისა მიმართ მიიზიდოს პატივი, და ესრეთ პოონ მათ
სიტყუაჲ მისა მიმართ. ხოლო ქრისტეს ენება ჩუენებად მათდა, ვითარმედ
ამისთჳს ჴელ-ჰყოფენ სიტყუათა მათ გამოცდისათა, რამეთუ არა აქუს
ყოვლადვე სიყუარული, არამედ სავსე არიან შურითა. მიუგო და ჰრქუა მათ:

სახარებაჲ: 'შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა
შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე
არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო
მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული
და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან' (22,37-40 )

თარგმანი: ვითარცა ზემო ჰკითხეს სადუკეველთა სახე აღდგომისაჲ
და თავადმან უმეტესიცა კითხვისა მათისაჲ განუმარტა, ეგრეთვე აქა
ყო. ჰკითხეს, თუ: 'რომელი არს პირველი მცნებაჲ?' და თავადმან მეორეცა
აუწყა, არაჲთა ნაკლულევანი პირველისა, რამეთუ დაღაცათუ რიცხჳთა
მეორე არს, არამედ მსგავსივე არს პირველისაჲ; ამისთჳს, რამეთუ გზაჲ არს
მისა მიმართ აღმყვანებელი და მის მიერ აქუს ამასცა სიმტკიცე. ესე რაჲ
მიუთხრა, აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყუარულისაგან. რამეთუ
სიყუარულსა არა შურნ, არცა იგონებნ ბოროტსა. ხოლო იგინი, ვინაჲთგან
სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან

ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: 'გამოსცდიდა მას', ხოლო
მარკოზ ესრეთ იტყჳს: 'იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო და ჰრქუა
მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა'.

არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი, ნუ იყოფინ! არამედ
ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირვე
ლად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ და
შეიკდიმა და სარგებელ-ეყო, ამისთჳს აქო იგი უფალმან. რამეთუ არა
პირველ აქო, არამედ ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: სიყუარული ღმრთისაჲ და
სიყუარული მოყუსისაჲ უფროჲს არს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.
მაშინ ჰრქუა უფალმან: 'არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა',
რამეთუ სთქუ სიტყუაჲ ჭეშმარიტი და გზაჲ სათნოებისაჲ იცან.

და ეგრეთცა არავე სრული ქებაჲ მისცა მას, არამედ უჩუენა, ვითარმედ


ნაკლულევან არს. რამეთუ, რომელ-იგი ჰრქუა, თუ: 'არა შორს ხარ',
უჩუენა ვითარმედ არა მახლობელ არს, არამედ აქუს ნაკლულევანებაჲ და
უჴმს მისი ძიებაჲ. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: 'ერთ არს ღმერთი და
არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ', და აქო სიტყუაჲ მისი უფალმან, ნუ
გიკჳრს ესე, არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის გულისსიტყუათაებრ
მკითხველთაჲსა მისცემდა ქრისტე პასუხსა.

რაჲსათჳს უკუე აწ აქო კაცი იგი, რომელმან თქუა, ვითარმედ: გარეშე
მამისა არავინ არს სხუაჲ ღმერთი? ესე ამისთჳს: ვინაჲთგან არა იყო ჟამი
ჯერეთ გამოცხადებად ღმრთეებისა თჳსისა, დაუტევა იგი თჳსსავე გულის/სიტყუასა
ზედა და აქო მეცნიერებისათჳს ძუელისა მის შჯულისა, რაჲთა
ჟამსა თჳსსა ისწაოს მან ახალიცა. რამეთუ ესეცა საცნაურ არს, ვითარმედ
სიტყუაჲ ესე, თუ: 'ერთ არს ღმერთი და არავინ არს მისა გარეშე სხუაჲ
ღმერთი', ძუელსა შჯულსა შინა და ყოველსავე წერილსა, არა შეურაცხე/ბად
ძისა თქუმულ არს, რამეთუ სწორ არს იგი მამისა ძალითა მით და
ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, არამედ წინააღმდგომად კერპთა თქუმულ არს.
ამისთჳს ესეცა ამის პირისათჳს საქებელ-ყო, ხოლო თავისა თჳსისათჳს
ისმინეთ, ვითარი სიტყუაჲ წინაუყო ამას ჟამსა, ვითარცა იტყჳს მახარებე/ლი:

სახარებაჲ: 'შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა
მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს?
ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით
სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა:
დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა
შენთა? უკუეთუ დავით უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?' (22,41-45)

თარგმანი: იხილე, თუ რავდენთა სასწაულთა, რავდენთა
საკჳრველებათა, რავდენთა სწავლათა შემდგომად გამოაცხადა სიტყუაჲ ესე,
რაჲთა ვერ უძლონ თქუმად, თუ წინააღმდგომ შჯულისა არს და ცუდად
ჰყოფს თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა. ამისთჳს პირველითგან ესე სიტყუაჲ
დაიდუმა. და აწ, შემდგომად დიდთა მათ და მრავალთა სასწაულთა, ჰკითხა
სიტყუაჲ ესე, რაჲთა აღიარონ მათ თჳსითა პირითა, ვითარმედ ღმერთი არს,
თანასწორი მამისაჲ.

პირველად უკუე მოწაფეთა ჰკითხა, ვითარმედ: 'რასა იტყჳან კაცნი
ჩემთჳს?', ანუ 'თქუენ ვინ გგონიე მე?' რამეთუ კეთილ და შუენიერ
იყვნეს გონებანი მათნი და არა დაბნელებულ არმურითა მით ვნებათაჲთა.


ამისთჳსცა პირ ექმნა ყოველთა ნეტარი პეტრე და ჰრქუა: 'შენ ხარ ქრისტე,
ძე ღმრთისა ცხოველისაჲ'.

ხოლო ჰურიათა მიმართ უკეთურთა არა ესრეთ ყო, რამეთუ იცოდა
მგმობარი იგი გონებაჲ მათი, არამედ აწ, ოდეს-იგი მივიდოდა ვნებად,
შემოიღო სიტყუაჲ ესე და წინაჲსწარმეტყუელი შორის წარმოადგინა, რომელი/-იგი
უფლით ხადის მას და ჴმამაღლად ქადაგებს. პირველად უკუე მათ
ჰკითხა, და ვინაჲთგან ჭეშმარიტი არაჲ მიუგეს, არამედ თქუეს კაცად
ლიტონად, განჰმართებს ცთომილსა მას გულისსიტყუასა მათსა. ამისთჳს
დავითს მოიყვანებს მქადაგებელად ღმრთეებისა მისისა და უფლებისა, და
ვითარმედ ძე არს თანასწორი და თანამოსაყდრე მამისაჲ; და ესეცა შესძინა:
'ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთაო', რაჲთა გულისჴმა/ყონ
უბადრუკთა მათ და შეშინდენ.

ხოლო რაჲთა ვერ თქუან, თუ კაცობრივ რაჲმე არს სიტყუაჲ იგი,
ამისთჳს ჰკითხა რაჲ, თუ: 'ვითარ გგონიეს თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე
არს?' და მათ ჰრქუეს: 'დავითისი', კუალად კითხვის სახედვე ჰრქუა:
'ვითარ უკუე დავით სულითა ხადის მას უფლით?' რაჲთა ყოვლით კერძო
სიტკბოებით და სიმშჳდით იყოს სიტყუაჲ მისი.

სახარებაჲ: 'ვითარ უკუე დავით სულითა ხადის მას უფლით
და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? უკუეთუ დავით
უფლით ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?' (22,43-45).

თარგმანი: არა თუ ჴორციელად ძეობაჲ დავითისი უარ-ყო, ნუ
იყოფინ! არამედ მათსა მას იჭუსა განჰმართებს, რამეთუ იგინი იტყოდეს,
ვითარმედ: ძე ოდენ არს მისი და არა უფალი. ამისთჳს ჰრქუა რაჲ, თუ:
'ვითარ ძე მისი არს?' ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ესრეთ არს ძე მისი,
ვითარ თქუენ იტყჳთ, არამედ უფალი არს მისი ღმრთეებითა, ხოლო წესითა
მით განკაცებისაჲთა, ძე არს მისი. რამეთუ მისისა მის ტომისაგან გამოჩნდა
სახიერი იგი უფალი.

აწ უკუე ესე წესი საცნაურ იყავნ განგებისა მისისაჲ, რაჲთა ოდეს
სიტყუასა რასმე სიმდაბლისასა იტყოდის, არავინ დაბრკოლდებოდის, რამე
თუ მრავალნი არიან მიზეზნი ესევითართა სიტყუათანი და უფროჲსად
უძლურებაჲ იგი მსმენელთაჲ. ეგრეთვე აწ აქა აღასრულა.

გულისჴმა-ყავ უკუე ვითარ თჳსსა ჟამსა შემოიღო სიტყუაჲ ესე. ოდეს
მწიგნობარმან მან თქუა, ვითარმედ: 'ერთ არს უფალი', მაშინ წინაჲსწარმე
ტყუელი მოიყვანა მოწამედ, ვითარმედ: ძეცა უფალი არს, სწორი მამისაჲ,


და მამასა ქადაგებს შურისმეძიებელად წინააღმდგომთა მათ. ამისთჳს იტყჳს
'ვიდრემდის დავსხნეო მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა', რაჲთა გამო/აჩინოს
ფრიადი იგი ერთობაჲ და პატივისა სწორებაჲ მამისა და ძისაჲ,
რამეთუ ესე სულითა წმიდითა ეუწყა დავითს.

აწ უკუე ესე ყო უფალმან აღსასრულად მათდა მიმართ სიტყჳსა, მაღალი
და ჭეშმარიტი და შემძლებელი პირთა მათთა დაყოფად. რამეთუ მიერითგან
დადუმნეს, არა თუ ნეფსით, არამედ რომელ-იგი არა ჰქონდა სიტყუაჲ.

სახარებაჲ: 'და ვერღარავინ უძლო მას სიტყჳს-მიგებად, არცაღა
იკადრა ვინ მიერ დღითგან კითხვად მისა არარაჲ' (22,46 ).

თარგმანი: ესრეთ იწყლნეს მწიკულევანნი იგი გულნი მათნი და
დაეყვნეს მგმობარნი იგი პირნი მათნი. ხოლო ესე საქმე დიდად სარგებელ
ეყო ერსა მას. ამისთჳს, ვინაჲთგან მგელნი იგი განიოტნა, რომელთა არა
ინებეს სარგებელი, მერმე ერისა მის მიმართ მიაქცია უფალმან სიტყუაჲ
თჳსი.

ხოლო რაჲსათჳს არა ინებეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა ესევი/თართა
მათ ღმრთივშუენიერთა სწავლათაგან სარგებელი? ამპარტავანები/საგან
და ცუდადმზუაობრობისა მათისა, რამეთუ ბოროტი არს ვნებაჲ ესე
და მრავალთავი და ყოველსავე საქმესა შინა შეერთვის. ამის გამო რომელ/თამე
წინამძღურობისათჳს სურის, რომელთამე ძლიერებისათჳს ჴორციელი/სა,
სხუათა სიმრავლისათჳს საფასეთაჲსა.

და არა ესე ოდენ, არამედ სათნოებათაცა შეერთვის ესე ვნებაჲ, და
რომელნიმე მოწყალებასა და ქველისსაქმესა იქმან მზუაობრობისათჳს, სხუ/ანი
მარხვასა და ლოცვასა აღასრულებენ; და ყოვლით კერძო მრავალ თავ

ასხენ ამას მჴეცსა.

No comments:

Post a Comment