IV თავი სიყუარულისათჳს თუ ვითარ მოსავნი პაპისანი სულსა წმიდასა სიყუარულად უჴმობენ. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


სიყუარულისათ თუ ვითარ მოსავნი პაპისანი სულსა წმიდასა სიყუარულად მობენ

ხოლო აწ სიყუარულისათ ვიტყოდით, თუ ვითარ სულსა წმიდასა სიყუარულად მობენ იგინი: ვითარმედ მამა და ძეო, და მათგან სიყუარული გამოვალსო, ესე არს სული წმიდაო. რაარს ესოდენი წინააღდგომადა ცილებასჯულისა. ვჰკითხოთ მათ: სიყვარული არსებაარს ანუ გუამი(?) უკეთუ სიყვარული გუამი არს, ოთხება იქმნების გუამთა და არა სამგუამოვნება, რამეთუ სულისა გუამოვნებადა თებავითარცა მამისა უშობელობაითქუმის და ძისა შობაჲ, ეგრეთვე სულისა გამოსლვახოლო სიყვარული არცა უშობელი არს, არცა შობილი, არცა გამოსული. ხოლო უკუეთუ არსებათქუან სიყუარულისა, ესე ორი არსებაიქმნების ღმრთეებისა და სიყუარულისა, რამეთუ სიყუარული ერთი სათნოებათაგანი*(58) არს, და არა ითქუმის არსებად, ანუ გუამად. სიმართლე და ჭეშმარიტება, სიწმინდე, სიმდაბლე, სიმშვიდე და სიხარული და არა აქვს სიყვარულსა, ვითარცა ვთქუ, არცა სხუასა სათნოებასა არსებაჲ, არცა გუამი, რამეთუ მოწყალებასა წინა აღუდგების უწყალობა, სახიერებასა-სიბოროტე, სიმართლესა-სიცრუე და ჭეშმარიტებასა-ტყუილი, სიმდაბლესა-სიმაღლე და სიმშვიდესა-გულისწყრომადა სიყვარულსა-მტრობადა შური, და ესრეთ თითოეული სათნოება სისა წინა აღმდგომისაგან დაისნების.
ესრეთ არა აქუს სათნოებასა არსება და ბუნება, არცა გუამი, დაღაცათუ არსებათა უზეშთაესსა მას და გამოუთქუმელსა ღმერთსა, ესე ყოველი ბუნებითად აქუს და არა მოპოვნებით, რამეთუ მარტივ არს და შეუზავებელ ბუნებაღმრთეებისა და არცა ერთი ამათგანი ითქუმის*(59) არსებად და ბუნებად მისა, და უკუეთუ ითქუას მრავალნი (ვიდრემე) ბუნება და არსება უზეშთაესისა ღმრთისათვის, და გუამად თუ ითქუას, ეგრეთცა მრავალნი გუამნი იქმნენ.
არცა მხოლოდ სიყუარული ითქუმის მარტოდ სულისათ, რამეთუ რავდენიცა სახელიდებიან სათნოებანი, ყოველივე ზოგად აქუს და სწორებით მამასა და ძესა და სულსა წმიდასა ერთ ღმრთეებასა განყოფილსა, ვითარცა წერილ არს: ღმერთი სიყუარული არს, და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, იგი ღმრთისა თანა ჰგიეს და ღმერთი მის თანა, ესე ზოგად ერთ ღმრთეებისა სახელ არს, ვითარცა ვთქუ, და არა მხოლოდ სულისათ. ეგრეთვე სხუანიცა სათნოებანი, ვითარცა მოსეს ეტყოდა ღმერთი: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.
და მეუფე ქრისტე ბრძანებს: იყვენით მოწყალენი, ვითარცა მამათქუენი მოწყალე არს (მათე 19.17) და კუალად იტყ: არავინ არს სახიერ გარნა მხოლო ღმერთი; და კუალად ბრძანებს: ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშ ვარ და მდაბალ გულითა (მათე 11.29), და*(60) კუალად წერილ არს: ღმერთი ჭეშმარიტ არს, და არა არს სიცრუე მის თანა. ესე ყოველნი სახელნი არიან ღმრთისანი და არა ბუნება და არსება. არცა გუამოვნებისა შემსრულებელი, არცა ბუნებისა თანა შეზავებული.
არამედ ბუნებით კეთილთა სრულებისა() ბუნებათა უზეშთაესისა ღმრთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა სახელ იდებიან ესე სახელნი და არა მარტოდ სულისათ, რამეთუ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა ერთ არს პატივი და დიდება და სათნოებანი, გინა თუ მოწყალებანი, გინა თუ სახიერებაჲ, გინა თუ სიმშვიდე და სიმართლე და ჭეშმარიტება, გინა თუ სიწმინდე და სიყუარული. ესე ყოველნი ზოგადნი სახელნი არიან ერთ ღმრთეებისანი ვითარცა შემოქმედება და დამბადებლობა, უფლება და მეუფება, და არა ითქმის ერთსა ოდენ გვამოვნებასა ზედა, არამედ ზოგად ერთობასა ზედა და არარაარს*(61) მათ შორის განყოფილი თვინიერ გუამოვნებისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა ერთღმრთეებისა და ერთუფლებისა; ხოლო უკუეთუ მარტოდ სულსა წმიდასა განუკუთნოთ სახელი ესე სიყუარულისა, მერმე სხუასათნოებასხუასა, და ესრეთ უმსგავსო იქმნას და უპირულ ესევითარნი სახელნი, და არღარა ერთობა იყოს, არამედ განწვალება და განყოფა.

კუალად მოციქულისა სიტყუა მოვისენოთ, ვითარ იტყ, რამეთუ: სიყუარული ღმრთისა განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა (ჰრომაელთა მიმართ 5.5) აწ იხილეთ, ვითარ ეგების სული წმიდა სიყუარულად თქუმად, რამეთუ სიტყთა ამით ორი იქმნების სული წმიდა და არა ერთი: სიყუარული ღმრთისა განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა. აჰა უპირული სიტყუადა გმობაჲ, რამეთუ სიყუარული ერთი სათნოებათაგანი არს და არა სული წმიდა, არცა ღმრთეებისა ბუნებაჲ, არცა არსება, არცა გუამოვნებაჲ.*(62)

No comments:

Post a Comment